ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფარნავაზი

0 ხმა

გიორგი შაიშმელაშვილი

ბიოგრაფია

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე 2001 წელს, თბილისში და ამ ქალაქშივე გავიზარდე. დაახლოებით მეოთხე კლასიდან აქტიურად დავიწყე კითხვა რამაც, საბოლოოდ, სურვილი გამიჩინა თავადაც მეცადა რამის დაწერა.

ჩემი პირველი წიგნები უმეტესად ისტორიას ეხებოდა და მხოლოდ მცირედ ფენტეზის, თუმცა მოგვიანებით, სტუდენტობის დასაწყისიდან დავინტერესდი ფოლკლორითა და მითოლოგიითაც, „ფარნავაზის“ წერის დაწყებიდან კი კერძოდ ქართული მითოლოგიითაც. ამ წიგნით ჩემთვის საყვარელი ისტორია და ხალხური მითები შევეცადე გამეერთიანებინა და პირველი ქართველი მეფის ამბავი მომეყოლა.

"ფარნავაზი" ჩემი პირველი წიგნია, რომელიც ბოლომდე მივიყვანე, აქამდე არაფერი გამომიქვეყნებია. წერა, ჯერჯერობით, ჩემი ძირითადი საქმიანობა არ არის, თუმცა, ვიმედოვნებ, წარდგენილი ნაწარმოები ამას შეცვლის.

სინოპსისი

მთავარი გმირი, ფარნავაზი, ფხოვში ცხოვრობს და საკუთარი თავი უბრალო მთიელი ჰგონია. გაზაფხულზე, ქართლის მეფემ, აზომ ფხოვში ილაშქრა და ბრძოლისას ფარნავაზის ახლობლები დახოცა. თავად ყმაწვილი მძიმედ დაიჭრა, თუმცა სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მას განსაკუთრებული უნარი და ვინაობა აქვს, რომელთა შესახებაც მთელი ცხოვრების მანძილზე არაფერი იცოდა. შურის საძიებლად იგი აზოს კვალს მიჰყვება. ბარში მისი თავგადასავლი იწყება. იგი მეტს იგებს საკუთარ წარსულზე, გამოცდილებას იძენს, ბოლოს კი არა მხოლოდ შურის საძიებლად, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისთვისაც განაახლებს ბრძოლას.



მიმდინარე ტური არ არის აქტიური