ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

და რომ ჰქონოდა ჩემს წყვდიადს სახე

0 ხმა

ადიდი

ბიოგრაფია

ადიდი. ოცდაათი უკუწლის. დავიბადე თოთო ბავშვის ბაგეებზე გაჟღერებულ სიტყვად. ვიარსებე დროის დინების საწინააღმდეგოდ მდინარე სივრცეში. როცა ვიყავი, მაშინაც არ ვიყავი. როცა არ ვიყავი, მაშინ ხო საერთოდ. კბილებში გამოცრილი კანკალი იყო მთელი ჩემი ცხოვრება. უწყვეტი. იმდენად უწყვეტი, რომ ბოლოს სიტყვებად გავცერი. ფურცლად დავიტანე. მერე გადავხედე და სიცილი ამიტყდა. სასაცილოა ყველა, ვინც საკუთარ ნაწერს სერიოზულად უდგება. არასდროს მინდოდა სასაცილო ვყოფილიყავი. ამიტომ სლუკუნით ვიცინე თითოეულ სიტყვაზე და ბოლოს დავწყევლე. მრავალ შესაძლოდ გაფანტული სიტყვა ყოველი, მკითხველის თვალში ჩავარდება ერთადერთ გარდაუვლად. შესაბამისად, მოუფრთხილდით თვალებს.

სინოპსისი

ნაცვლად სახელისა, ბატონობს პირველი პირი. მრავალი გამოცდილების შემაჯამებელი „მე“. ამბავი იწყება მომავალში, თუმცა წარსულში ნახტომით ცდილობს ხიდების აგებას. სისხლად დაღვრილები და სისხლისმღვრელები, შორით დამკვირვებლები და უშუალო თანამონაწილეები, გრძნობად აზვირთებულები და გულგრილები, ყველა ლაპარაკობს, როგორც „მე“. ეგოცენტრულობა, როგორც გარდაუვალობა. „მეების“ სიმრავლით გამოწვეული გადმოდინება. შლა. ჩაძირვა. ყოვლისმომცველი განურჩევლობის ნაკადს მიერთება. ესაა ამ წიგნის მცდელობა. ყველაფერი დანარჩენი ტექნიკური დეტალებია. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური