ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შენ ვერ გაიგებ

0 ხმა

ნინი ნუსს

ბიოგრაფია

დავიბადე მზის და ვარდების მხარეში 90იანების დასაწყისში, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს.

ბავშვობა მქონდა 90იანებისთვის შეუფერებლად ნათელი, ლაღი და ბევრი დადებითი, მხიარული მოგონებებით სავსე.

სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი კიდევ უფრო საინტერესო და დაუვიწყარი იყო ჩემთვის.

ყოველთვის მაინტერესებდა ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგია, თუმცა პროფესიის არჩევისას ფსიქოლოგიამ გადაწონა და ვთვლი, რომ პროფესიამ თავად ამირჩია, ასე რომ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სწორედ ამ მიმართულებით დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წერა ყოველთვის მიყვარდა, მას შემდეგ რაც წერა-კითხვა ვისწავლე სულ რაღაცას და რაღაცებს ვწერ.

წერისადმი ჩემი სიყვარული მამაჩემის დამსახურებაა(თუმცა ეს სხვა ისტორიაა და იქნებ როდესმე გიამბოთ ან დავწერო კიდეც)

2013- 2014 წლებში ჩემი ნაწერები გამოქვეყნდა ქართულ ჟურნალში - "... და ქალი"

(2013 წლის N7 ივლისის ნომერში გვ.66 -"ივლისი" და გვ.100 - "როგორ გადავლახოთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია".

2014 წლის N4 აპრილის ნომერში გვ.24 - რუბრიკაში:სიბრძნე და ქალი - "ათასი ბურთულა") ასევე პატარ-პატარა ჩანაწერებს ე.წ "დღიურის ერთი გვერდი" - "ფსიქოლოგის ერთი გვერდი" ვაქვეყნებდი (და ახლაც ვაქვეყნებ) ჩემს პირად ჯგუფში - "უბრალოდ ბუ/ Just an Owl"( https://www.facebook.com/groups/2408921126086815 )

რაც შეეხება "შენ ვერ გაიგებ!" 2015წელს დავიწყე მისი წერა. შემდეგ არაერთხელ მომიწია "მიტოვება", გადადება, შეჩერება და ა.შ რიგი მიზეზების გამო, რომლებიც ცხოვრებისეული-ყოველდღიური ვალდებულებებით იყო გამოწვეული, როგორიცაა: სამსახური, ოჯახი და ზოგადად დროის უქონლობა.

დასრულებით ქრისტეს ასაკში მყოფმა შარშან, 2023 წელს დავასრულე წერა. წელს კი "ბოლო შტრიხები" შევმატე.

"შენ ვერ გაიგებ!" წერისას ჟანრის შესახებ წინასწარ არ მიფიქრია.

ახლა, როცა ვფიქრობ რა ჟანრია, მაინც რომანია, რომელშიც ბევრ რამეს შეხვდებით, დრამის და მელოდრამის "ელემემტებს", სიმძაფრეს, ტრაგიზმს, სიყვარულს, ღალატს, იმედგაცრუებას, მოულოდნელობას.

ეს არის რომანი, რომელიც ცხოვრებისეულია და შესაბამისად სავსეა ემოციებით, სხვადასხვა ემოციებით.

მოზარდი გოგონას ცხოვრებაში დიდ ტრაგედიასთან ერთად სერიოზული გარდატეხაც ხდება, მისი აზრით ის ამ ცვლილებებს მართავს და თვლის, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდება, უფრო მეტიც თავდაყირა დგება მისი ცხოვრება. მას მოუწევს ბევრი რამის ახალი ფურცლიდან დაწყება, მეხსიერების დაქვეითების გამო ბევრ კითხვაზე პასუხის ძიება, ამ გზის გავლისას კი ბევრი სირთულის, მოულოდნელობების გავლა და გადალახვა. რამდენად კარგად გაართმევს თავს სირთულეებს, შეძლებს თუ არა დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემას, დაუბრუნდება თუ არა ნორმალურ ცხოვრებას ეს უკვე მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს.

რაც შემეხება მე... გოგოს მეორე ნაპირიდან...

მე გახლავართ ნინი ნუსს

(მინდა ამ სახელითა და გვარით მიცნობდნენ მკითხველთა სამყაროში)

პატივისცემით

ნინი კოტრიკაძე - ნინი ნუსს

სინოპსისი

ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო როცა მამაც გარდაიცვალა, თუმცა მე ვიცი - მამა მან მოკლა და მერე ჩემს მოკვლას შეეცადა, ოღონდ არ მახსოვს როგორ... 

ის საბედისწერო საღამო საერთოდ არ მახსოვს...

მეგონა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა ზუსტად ისე როგორც მე მსურდა თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ, სარეაბილიტაციო ცენტრში მოვხვდი, მაგრამ მგონი საგიჟეა.

დარწმუნებულიც კი ვარ, რომ საგიჟეა და მხოლოდ ჩემი სიმშვიდისთვის მიმალავენ სიმართლეს.

აქედან გასვლა მინდა!

ფილიპე, ჩემი ფსიქოთერაპევტი ამბობს: ჯერ ადრეა, ჯერ მზად არ ხარო....

მართალია ხმამაღლა არა, მაგრამ გულის სიღრმეში ვაღიარებ - ჯერ მზად არ ვარ!

ფიზიკურად დასუსტებული, მეხსიერება დაქვეითებული და კვლავაც არასრულწლოვანი, რომელსაც წინ გამოჯანმრთელება, მეხსიერების აღდგენა და კითხვებზე პასუხების პოვნა მჭირდება...

მიმდინარე ტური არ არის აქტიური