შენ ვერ გაიგებ
შენ ვერ გაიგებ
ეპიზოდი Iჩემს წასაყვანად მოვიდნენ…ის მისთვის დამახასიათებელი საზიზღარი მზერით მიყურებდა. სინამდვილეში ალბათ გულწრფელი სიხარულით უხაროდა, რომ ჩემი დაღუპვაც შეძლო და მალე სულ მალე თავისას მიიღებდა.ნაძალადევი გიჟის გამომეტყველებით ვუყურებდი, არანორმალურად ვკიოდი და სიამაყით ვივსებოდი, რომ მან ჩემი დაღუპვა ვერ შეძლო, თუმცა ჯერ არაფერი იცოდა ამის შესახებ.ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა სახლიდან გამოვედი- ნეტავ წვიმდეს... მზე არ მახარებს დღეს... - მეტროში სწრაფად ჩავირბინე. საათს შევხედე 13:13 აჩვენებდა და მატარებლის მოსვლის დრო 3:00 წუთი.- ეს ნიშანია! - გავიფიქრე ჩემთვის და ნაპირისკენ ისე მივიწიე, რომ ნიშნულს ძალიან გადავცდი. ნახევარ ნაბიჯზე ნაკლების გადადგმა მომიწევდა სულ რაღაც 2:40 წუთში.- მეშინია? - ჩემს თავს ვკითხე და პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ იმ დღის ამბავი გამახსენდა, როცა ვეღარ მოვითმინე და ყველას თანდასწრებით ბოლო ხმაზე ვიყვირე.- „ მან მოკლა!!! მან მოკლა!!! ეს მან ჩაიდინა!!! - დამშვიდდი რას ამბობ!! - დამშვიდდი რა გემართება, თავი ხელში აიყვანე!!!- როგორ არ გრცხვენია ასეთ დღეს?! - დაწყნარდი შენ ხომ დიდი გოგო ხარ?!- ....- მან მოკლა!!“ - არავის ესმოდა ჩემი ხმა.სულაც არ ვიყავი დიდი და უბედურებაც ეს იყო. 14 წლის არარაობა ვიყავი მათ თვალში, რომელიც ხვალ 15-ის გახდებოდა და მერე რა?! არავინ მომისმინა, არავის დაებადა იგვე ეჭვი, ყველამ გამწირა იმ დღეს. მხოლოდ მან იცოდა, რომ მე ყველაფერს მივხვდი, მან ეს იცოდა და ახლა ჩემი ჯერი დგებოდა. ცოტას დაიცდიდა და მერე მეც...- ფრთხილად!!! გამოიწიე!!! - მარცხენა მხარზე ვიღაც დამექაჩა და უკან უხეში სისწრაფით დამხია. მატარებელი გაჩერდა და ჩემს წინ ერთ-ერთი კარი გაიღო...- სიცოცხლის დასამთავრებლად ჯერ ძალიან ადრე ჰომ არ არის?! - გაღიზიანებული ხმა გავიგე. მხოლოდ ხმა... დანახვით კი იმდენი ადამიანი დავინახე ზოგი მატარებლიდან გამოსული და ზოგიც შესული, რომ დაღლილი თვალები მეტკინა. გაუნძრევლად ვიდექი, ვიღაცები კი მხრებზე მეჯახებოდნენ, მე კი ვიდექი...- „კარები იხურება!, შემდეგი სად...“ - კარები ჩემ წინ დაიხურა და მატარებელი წავიდა. მე კი ისევ ვიდექი, ვიდექი და ისევ ვიდექი...- გეშინია? - ისევ ვკითხე საკუთარ თავს- კი!- რისი?- არ ვიცი- სიკვდილის გეშინია?- კი!- მერე?- რა ვქნა?- იცოცხლე! - ნელი ნაბიჯებით კიდევ უფრო დავიწიე უკან და სადგურიდან გამოვედი. ცას ავხედე და თვალები დამეხუჭა. ისეთი კარგი ამინდი იყო, ნამდვილად არ მოუხდებოდა სიკვდილი. გაჩერებისკენ წავედი და საათს შევხედე 13:33 აჩვენებდა, ჩემი ავტობუსი კი 3:00 წუთში მოვიდოდა.- გოგონა არ ადიხართ?! მაშინ გამატარეთ - კითხვა და გაღიზიანებული თხოვნა ერთად გაისმა, ისევ ვერ დავინახე ვინ იყო. სწრაფად ავედი ჩემს წინ გაჩერებულ ავტობუსში და პირველივე ცარიელ ადგილას დავჯექი. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, როგორ მომზდევდა მზე. თავი დავხარე და ვეცადე რამე ჭკვიანურზე მეფიქრა, მაგრამ ვერაფერზე ვფიქრობდი. რაზეც ვფიქრობდი ვერ ვიგებდი.- გოგონა თქვენ სად მიდიხართ? - კაცის ხმა მომესმა.- გოგონაა?!... - დიახ - ნელა გამოვერკვიე - დიახ?! ეს ბოლო გაჩერებაა, არ ჩადიხართ? - მართლაც, ავტობუსში უკვე მარტო ვიჯექი. - ბოდიში - ჩამოვედი და გავიფიქრე: „აი, გამიმართლა სწორედ ბოლო გაჩერება მინდოდა“. მივედი და ქვის ჩამოსხმულ სკამზე ჩამოვჯექი. მიწა შედარებით დაწეულიყო. ეტყობოდა, რომ უკვე რამოდენიმე კვირა გავიდა. - ნეტავ იცოდე დღეს რას ვაპირებდი - ვიცი - მერე? - კარგია, რომ არ გააკეთე. - ვერ გავაკეთე. - კარგია! - არ უნდა მიგეტოვებინე! - არ მიმიტოვებიხარ! - რატომ მიმატოვე? - მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ! - რა ვქნა? - იცოცხლე! - მინდა, მაგრამ... - .... - მეშინია - ნუ გეშინია! - მაინც მეშინია - რისი? - მისი? - რატომ? - მან მოგკლა! ახლა მე მომკლავს! - ვერ მოგკლავს! - მომკლავს! - ვერ მოგკლავს! - ჩემი არავის ესმის - ნუ ესმით! - პატარა ვარ - გაიზრდები! - ჰო, მართალია მე გავიზრდები სულ პატარა არ ვიქნები, ხვალ 15 წლის ვხდები. რამე უნდა მოვიფიქრო, აუცილებლად უნდა მოვიფიქრო რამე! - კიდევ ერთხელ დავძაბე გონება, გახსენება დავიწყე ოღონდ რისი არ ვიცი, თან მეხსიერება შერყეული მქონდა და დარწმუნებული ვიყავი ესეც მისი ხრიკების გამო იყო, სახლში ამიტომაც არაფერს არ ვიკარებდი პირთან, მაგრამ... - წყალი... - არა, წყალს ვერ მოწამლავდა ონკანიდან ვსვამ, თან ასე მალე ვერ მომიშორებს. - რა ვქნა? - იფიქრე - ვერ ვფიქრობ.. რაზე ვიფიქრო?! - რა მოხდა ბოლოს? - შენ მოკვდი - მაგის მერე? - არ მახსოვს? - გაიხსენე რა მოხდა გუშინ? - ძალიან დავიღალე! …მთელი დღე აქ ვიჯექი, სახლში გვიან მივედი და დავიძინე. - გუშინ წინ? - ისევ აქ ვიყავი, სახლშიც გვიან მივედი და ისევ... არა არ დამიძინია. მას ეგონა, რომ მეძინა, მაგრამ არ დამიძინია. საუბარი მახსოვს ჩუმად, რომ მოვისმინე.- ვის ელაპარაკებოდა? - არ ვიცი - რას ელაპარაკებოდა? - არაფერი გამოვაო. - გაიხსენე! - მახსოვს ვერ დავიძინე, შენთან წამოსვლა მომინდა ისევ, მაგრამ გვიანი იყო. ცნობისმოყვარეობამ მაჯობა, ძალიან ჩუმად გამოვედი ჩემი ოთახიდან, კიბეებთან მივედი და დავინახე, რომ მისაღებიდან შუქი ანათებდა, მერე ბუნდოვანი ხმებიც გავიგონე და შემეშინდა. ოთახში დავბრუნდი... - მერე?- ...ვერ მოვისვენე, ისევ გავედი, ჩუმად ჩავედი და მისაღები ოთახის გვერდით შენს კაბინეტში შევიპარე. ჩემს სამალავში შევძვერი, კარგად რომ გამეგონა…- რა მოისმინე? - “არაფერი გამოვა! - რატომ? რა არ მოგეწონა? - კარგი იდეაა, მაგრამ გასაგებად უწერია 18 წლამდე თუ რაიმე მოუვა ყველაფერი დაკარგულია...- მოიცა, მერედა მე? - შენ? რა შენ?! შენ ჰომ მოგცა, მაგრამ გაყიდე...- ვიბრდძოლებ! - მანამდე უნდა გებრძოლა! - არც ახლაა გვიანი! - შენ რა, არ გესმის?! ყველაფერი იურიდიულად აქვს... ვერფერს იზამ! - ნაბიჭვარი!“ - მერე? - ... - სიჩუმე იყო, მეგონა წავიდნენ, მაგრამ ისევ გავიგონე მისი საზიზღარი ხმა, რომ იკითხა: - „ რა ვქნათ? - 18 წლამდე უნდა დავიცადოთ - მერე? - მერე?! მერე?! მიდი და მოიფიქრე! ეცადე ურთიერთობა დაალაგო - არ შემიძლია ეს ურთიერთობის დალაგება! - მოინდომე... ითამაშე - არც თამაში შემიძლია - ჰმ... შენ და თამაში არ შეგიძლია?! კარგი, მაშინ იქნებ გაგიჟდეს და ნებით გადმოგცეს ყველაფერი. მოიფიქრე! ყველაფერს მე ვეღარ ვფიქრობ! - იცი ისე ეგ კარგი აზრია - აბა რა! 18 წლის, რომ გახდება თავის დაბადების დღეზე გაჩუქოს ყველაფერი…?- არა, მართლა ეგ კარგი აზრია, იცოცხლოს ოღონდ უნდა შიშალოს!!! - რა? - გავაგიჟებ... - ეჭვიც არ მეპარება! - არ გეხუმრები! - ეჰ… ამ გახსენებას, სად არის ახლა? - სძინავს. ეს დღეები სადღაც დაეთრევა მთელი დღე. გვიან მოდის და თავის ოთახში იკეტება, მუსიკებს უსმენს, მერე იძინებს ან დადის და ათენებს. - ანუ უკვე გაგიგიჟებია საცოდავი ბავში- იიჰაჰაჰა... - ჩუმად არ გაიღვიძოს - არა, რას გაიგებს იქ. - კარგი, წავედი მე... - მოიცა შენ, რომ გიყვარს ის გავაკეთე......“ - საიდან იცოდა, რომ გეძინა...?! - ღმერთო ის ჩემს ოთახს აკონტროლებს! ისიც ეცოდინება, ოთახიდან, რომ გამოვედი იმ დღეს და მოვუსმინე. - არა! - კი! - დავუშვად იცის მერე? - მომკლავს. - ვერ მოგკალვს! - აუცილებლად მომკლავს! - შენ რა, ვერ გაიგე?! ვერ მოგკლავს!!! - მართალია! ის ვერ მომკლავს... მე მას ვჭირდები!!! - ჰო! თან მე... - შენ ყველაფერი მე დამიტოვე - ჰო! - ის ვერ მომკლავს! - ვერა! - მაგრამ... - ჰო! - სამი წელი მაქვს დრო... - რომ ყველაფერი შეცვალო! - რა ვქნა? - იფიქრე! - სახლში მივალ და თამაშში ავყვები! - ჰო! - ქვის სკამიდან წამოვდექი. მის ფოტოს ვაკოცე - მიყვარხარ! - მე უფრო! - წამოვედი... ავტობუსში ავედი, დავჯექი და ფანჯარაში გავიხედე, მზე აღარ მომსდევდა, სახლში წასულიყო. მთელი გზა გეგმებს ვაწყობდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და მოვიფიქრე. ავტობუსიდან ჩამოსულმა ზემოთ ავიხედე, ისეთი ცარიელი ცა იყო მეგონა საკუთარ არსებაში ვიხედებოდი. სახლს მივუახლოვდი, უკანა შესასვლელის ნაცვლად მთავარი შესასვლელის კარზე ჩამოვკარი ზარს. კარი გამიღო და თავისი საზიზღრობად ქცეული გამომეტყველებით გაკვირვებულმა შემომხედა. - მოვედი... ეპიზოდი IIმზადყოფნის მიუხედავად, როცა ჩემს წასაყვანად მოვიდნენ, მაინც ავღელდი და ჩემი თავი კიდევ უფრო გავაღიზიანე. ნაძალადევი კივილი ნამდვილში გადამეზარდა. ორი ახმახი მეცა. ერთმა ჩემი მარჯვენა მხარე დაიმორჩილა, მეორემ მარცხენა. მესამე - ვიღაც წარმომადგენილი ქალი ოყო, დაყენებული სიფათით და ხმით, ხელში კი რაღაც წიგნი ეჭირა. წაწვეტებული სათვალე დაამშვენებდა, მაგარმ ეტყობოდა მხედველობას არ უჩიოდა. ჩემს ალქაჯთან მივიდა და ხელის მოწერა სთხოვა, თუმცა მის ნაცვლად დოკუმენტს ვიღაც კაცმა გადახედა და მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი.- ასე მოულოდნელად რატომ მიგყავთ?! როდის შემეძლება ვინახულო?- დაგიკავშირდებით- კარგით. ლოგინიდან საკაცეზე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანილი სწრაფად გამიყვანეს - ის გამომყვა მოჩვენებითი აღელვებით- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.- შენ! შენ! ეს შენ ჩაიდინე! - ვკიოდი მე. მანქანაში შემაგდეს(სინამდვილეში არშევუგდივარ, მაგრამ მაინც ასე აღვიქვი), საკაცის მსგავს ლოგინზე მთელი სხეულით მიმამაგრეს, თავის აწევასაც კი ვერ ვახერხებდი. კარი დახურეს.- რომელს ვუკეთებთ?- C 5 - ეგ ჰომ ძალიან სუსტია?!- ამისთვის მეტი არ შეიძლება - რაღაც ფურცელზე შეახედა.- საწყალი - ეს თქვა, ნემსი მოამზადა, პატარა ფლაკონიდან ნემსის წვერით მთლიანი სითხე ამოიღო. მერე “შპრიცი” მაღლა ასწია, გახედა, ორჯერ წაუწკლიპურტა და ცოტათი სითხე ნემსიდან გამოდევნა. ამასობაში მეორემ მარცხენა ხელზე მაისურის მკლავი ამიწია და გადახვეულ მაჯაზე შემეხო, თითქოს შეამოწმა.- ვენები გადაუჭრია... - ზედა ვენაზე, რაღაც რეზინისმსგავსი გადამიჭირა. ისედაც კარგად ამობურცული ვენები კიდევ უფრო დამებერა. სპირტიანი ბამბით სწრაფად დამიზილა და იმან, წეღან ჩემი საცოდაობით, რომ დაიწვა ვითომ, უმტკივნეულოდ შემიყვანა ვენაში ის რაღაც, სავარაუდოდ დამაწყნარებელი. რამდენადაც ვიცოდი პროცედურულად ასე უნდა მოქცეულიყვნენ და ამისთვისაც მზად ვიყავი. მართლაც მალევე ვიგრძენი მოდუნება. როგორც ნებით ასევე უნებლიეთ თანდათან შფოთვა, უაზრო მოძრაობა, გახშირებული სუნთქვა და კივილი შევწყვიტე. მანქანის ჭერს მივაჩერდი და გულში ვითვლიდი.- აბა, როგორ ხარ? - მკითხმა ერთ-ერთმა. ხმა არ გამიცია, რეაქციაც არ მქონია. ვიწექი, ჭერს თვალს არ ვაშორებდი, თვლას ვაგრძელებდი.- მომაწოდე - ჩემი მხედველობის სივრცეში ერთ-ერთის შესიებული სახე შემოიჭრა და მანქანის ჭერი დაფარა. ორი თითით თვალი ისე გამიხსნა, გეგონება დახუჭული მქონდა, ფანარი მომანათა და ჩამაშტერდა. იგივე გაიმეორა მეორე თვალზე. ამისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ რეაქცია მაინც არ მქონია, დამამშვიდებელიც თავის ეფექტს ახდენდა.- რიგზეა?- კი - თვლა შევანელე. ეს ნიშნავდა, რომ მოდუნება ჩემში პიკს აღწევდა. მთავარი იყო არ დამძინებოდა. არ მინდოდა ძილი. ვიცოდი, მათი ცენტრი ქალაქის გარეთ იყო და დიდხანს მომიწევდა მგზავრობა. უსასრულოდ გაგრძელდა ჩემი თვლა, ათასამდე დავთვალე, მერე ავირიე.- როგორ გგონია კიდევ ერთის გაკეთება მოგვიწევს?- ისტორია წაიკითხე?- არა- რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ისტორია ყოველთვის წინასწარ წაიკითხო?!...- კარგი რა, ყველა ერთია...- ყველა ერთი არაა! არა! ეს ყველა არაა... - ოოო, თან მესიამოვნა ამის მოსმენა, თან დავიძაბე, ნუთუ გამშიფრეს.?!- ჰო კარგი, კარგი... შემდეგზე წავიკითხავ- არა! ახლავე წაიკითხავ... - ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მანქანა შეუჩერებლივ მისრიალებდა, მხოლოდ მოსახვევებს ვგრძნობდი.- აი, მოვედით - გაისმა ერთ-ერთის ხმა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გამაღვიძეს. მგონი მთელი ეს დრო თვალგახელილს მეძინა. კარის ხმა გავიგე, ვიღაცამ გარედან გააღო. რაზეც ვიწექი, თითქოს სამაგრიდან მოხსნეს და საკაცეზე “მიჯაჭვული” შემიყვანეს რომელიღაც შენობაში. თავის აწევას ვერ ვახერხებდი, ამიტომ წესიერად ვერ შევათვალიერე. მალევე ოთახში აღმოვჩნდი, საკაცის ნაცვლად უკვე ჩვეულებრივ ლოგინზე ხელ-ფეხ დამაგრებული მშვიდად ვიწექი. ახლა უკვე ოთახის ჭერს მივჩერებოდი და აღარ ვითვლიდი.- დაისვენე - მითხრა იმან, ვინც ყველასნაერად არ მთვლიდა და ოთახიდან ისე გავიდა, რომ კარი ძალიან ფრთხილად გაიხურა. გაუნძრევლად, სმენაგანაბული ვიწექი. მინდოდა თუნდაც რაიმე გამეგონა, მაგრამ სრული სიჩუმე ბატონობდა. ვფიქობდი კივილის, უაზრო და შიშისმომგვრელი ყვირილ-შეძახილების ატანა მომიწევდა. მოლოდინი არ გამიმართლდა... თავი მივატრიალე, ოთახი შევათვალიერე. ძალაინ მკრთალი, თითქმის მოთეთრო მწვანე ფერის ოთახში ვიწექი. გვერდით ტუმბო იდგა, ზუსტად ფანჯრის ქვეშ. ფანჯარაში ვერ ვიხედებოდი, ეგრე მაღლა წამოწევას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ ის აღვიქვი, რომ ფანჯრის იქეთ გამწვანება იყო და შესაძლოა კედლები ამ სიმწვანეს ირეკლავდა. ფანჯარაზე მგონი თეთრი ცხაურა ეგრედ წოდებული „გისოსები“ შევნიშნე. კარებთან ლოგინის მოპირდაპირე მხარეს პატარა კარადა იდგა, პატარა მაგიდა და ერთი სკამი. საავადმყოფოს პალატას არ გავდა, მაგრამ ბოლომდე არც ოთახი იყო. დიზაინერს აშკარად ოქროს შუალედისთვის მიეგნო. მეორე მხარეს მოხედვისას კედლის მეტი ვერაფერი დავინახე. არანაერი ნახატი, საათიც კი არსად ჩანდა. ცოტა ხანში ფეხის ხმა გავიგე. კარი გაიღო, ორი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. ორივეს თეთრები ეცვა, თუმცა ექიმებს არ გავდნენ. თეთრი კაბებით, თეთრი მაქმანებიანი წინსაფრებით, თავზე წინსაფრის ნაჭრისგან თავსართავის მსგავსი რაღაც დაეკოსებინათ, მოახლეების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ამასთან საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდათ.- როგორ ხარ, ჩემო კარგო? - მკითხა ერთ-ერთმა, რომელიც შედარებით უფრო ახალგაზრდა იყო და ისე შეუდგა თავის საქმეს, რომ პასუხს არ დალოდებია.- ჩვენ ახლა მოგივლით, მოგაწესრიგებთ, უნდა დაისვენო. მერე ვახშმის დროც მოვა და გემრიელად უნდა ივახშმო - ამას მელაპარაკებოდა, თან ტანსაცმელს მაკრატლის დახმარებით მხდიდა, უფროსწორად მაჭრიდა. მეორე მდუმარედ იღებდა ნაკუწებს და კეცავდა.- უი, უი... - ეს არ უნდა გექნა ჩემო ლამაზო - წარმოთქვა, როცა გადახვეული ვენები დამინახა და მარცხენა ხელიდან ფრთხილად მომხსნა ბეჭდები. ჩემი ტანსაცმლის ნარჩენები, რომელიც ჩემსას არ გავდა, რაღაც პარკში ჩაალაგეს, სამკაულები პატარა ყუთში.- ყველაფერს შეგინახავთ... როცა უკეთ გახდები დაგიბრუნებთ.. არაფერზე იდარდო...- ეგ ნაკუწები არაფერში მჭირდება, აი ბეჭდების დაბრუნება კი მოგიწევთ - ვფიქრობდი ჩემთვის. საყურეებიც ძალიან ფრთხილად მომხსნა თავისი ნაზი, ცივი თითებით. როცა ყელსაბამს შეეხო, ვერ მოვითმინე...- გთხოვთ - გულწრფელი მავედრებელი მზერით შევხედე, თავი კი უხმოდ გავაქნიე. არ ელოდა, მოულოდნელობამ გააჩერა და ორივენი მომაჩერდნენ. ისევ მიიტანა ხელები ჩემს გულსაკიდთან. კვლავაც იგივე გავიმეორე და ჭერს მივაჩერდი.- კარგი, მხოლოდ ვნახავ - ყელსაბამზე დაკონწიალებულ მედალიონს შეეხო. ვიგრძენი, როგორ გახსნა, დაყოვნდა და ისევ დაკეტა. თითქოს მიხვდა რატომ არ უნდა მოეხსნა.- კარგი, ეს გეკეთოს. - თმის სამაგრებიც მომხსნა, ისე რომ თმები სრულებით არ დაუწიწკნია.- ყელსაბამს უტოვებ? - წარმოთქვა მეორემ- კი- მაგრამ ეს ხომ....- ეკეთოს არაფერი დაშავდება - მშვიდად მოუჭრა, იმასაც ხმა აღარ ამოუღია. რაღაც დრო საცვლების ამარა ვიწექი, ისევ ხელ-ფეხ მიმაგრებული.- ახლა ერთ ფეხს გაგითავისუფლებ და გთხოვ სიმშვიდე შეინარჩუნე, კარგი?! - ლაპარაკთან ერთად საქმეს განაგრძობდა. მართლაც ერთი ფეხი შემიხსნა, თხელი, ნაზი წინდა და კიდევ რაღაც ამომაცვა, ფეხი კი ისევ დამიმაგრა.- კარგი გოგო ხარ. ახლა მეორეც - ისევ გაუნძრევლად და ისევ ჭერზე მიშტერებული ვიწექი.- ზედატანიც ასევე ყოჩაღად ჩავიცვათ და მერე შეგიძლია დაისვენო - ზედატანის ჩაცმაც მშვიდად დაიწყო, მაგრამ...- ღმერთო დიდებულო! - აღმოხდა შეშფოთება.- რა მოხდა? - ასევე შეშფოთებულად იკითხა მეორემ- ამას შეხედე - გვერდზე უფრო კარგად გადამატრიალა და ჩემი ზურგი აჩვენა- აჰჰ.. ეს რა არის?!- ჩემო გოგონა ასე ვინ გაგიმეტა?! - ნაზად შემეხო ჩალურჯებებზე, რომელსაც ახლა უფრო მეტი სიშავე დასდევდა ვიდრე სიწითლე.- ყველაფერი კარგად იქნება! - გააგრძელა საუბარი, რომელშიც საცოდაობა ისმოდა. ზედატანიც მშვიდობიანად ჩამაცვა, თან რაღაცები შემიკრა, როგორც მივხვდი ფოლაქების ნაცვლად თასმებით იკვრებოდა.- აი ასე, ახლა შეგიძლია დაისვენო - კეთილი სახით შემომხედა და ორივენი უხმაუროდ გავიდნენ. რაღაც დრო კვლავაც გაუნძრევლად ვიწექი, შემდეგ წამოვიწიე, ჩემი ახალი პიჟამო შევათვალიერე. თეთრი იყო, ბაცი ვარდისფერი ზოლებით. წინდები სულ თეთრი, ზედატანი კი მართლაც ფოლაქების გარეშე, ნაჭრითვე იყო ჩაბანტული. თმები გაშლილი მქონდა. თავი ისევ ბალიშზე დავდე.- ახლა ნამდვილი გიჟი ვარ! - ჩემთვის გავიფიქრე და ვინატრე, რომ ეს უაზროდ გაწეწილი თმა ვინმე კეთილშობილს შეეკრა. ეს ვინატრე თუ არა ის ქალი, რომელმაც ასე გამომაწყო კვლავ დაბრუნდა, დაიხარა და ლოგინთან რაღაც დადო...- ჩემო გოგონა ულამაზესი თმები გაქვს, მაგრამ ძალიან დაგცხება, ამიტომ ჯობია შეგიკრა- ზოგჯერ აშკარად მიმართლებს! თმები რბილად შემიკრა, მერე კი სახეზე შემომხედა. არ ვიცი რისი ამოკითხვა სურდა- რა კარგი გოგო ხარ! - ამასობაში მეორეც შემოვიდა.- აუცილებლად უნგა გამოკეთდე.- ახლა ხელებს გაგიხსნი, თუ მოინდომებ ფეხები შეგიძლია თავად გაიხსნა. ხელები გამიხსნა, შეჩერდა, დაძაბულობა შეეტყო, კვლავაც გაუნძრევლად ვიწექი. ოთახიდან წინანდელი სიმშვიდით გავიდნენ. წამოდგომა ძალიან მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე, თან ის აზრი არ მტოვებდა, რომ შესაძლოა ამ ოთახსაც უთვალთვალებდა ვინმე, მართალია ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა, მაგრამ იქნებ...მშვიდად წამოვიწიე, წამოვჯექი და ჩემს ფეხებს შევხედე. ისინი ქამრის მსგავსი ტყავის სარტყელებით იყო შეკრული, სარტყელის მეორე ბოლოთი რკინის სამაგრით მიმაგრებული ლოგინზე. ნელა გავიხსენი და „ტყვეობაში“ მცირედი თავისუფლება ვიგრძენი. ფეხები ლოგინიდან ჩამოვწიე. იქ კი თეთრი ფაჩუჩები დამხვდა...- აი, თურმე რა შემოიტანა წეღან - ფეხები იატაკს შევახე და დავდექი, მალევე თავბრუდამეხვა. ეს სავარაუდოდ წამალთან ერთად წოლის ბრალი იყო. ისევ დავჯექი, თავი დავხარე, ცოტა ხანში ამიშვა და წამოვდექი. ოთახში თითქოს განათებამ იკლო. ფანჯარას მივუახლოვდი...- აი, ეს მესმის!! - უკვე მომწონდა, აქაურობა. ჩემი ფანჯრიდან ჯერ ისევ მწვანეფერშემორჩენილი ხეებით დაბურული ბილიკი ჩანდა, რომელიც ბაღში გადიოდა. არ შევმცდარვარ ფანჯრის გარეთა მხრიდან „გისოსები“ მართლაც მიემაგრებინათ, მაგრამ ფონის სილამაზეს მაინც ვერ აკლებდა ხიბლს. ფანჯრის გაღება მოვინდომე. გამიძალიანდა... მაინც გავაღე, იმ წამსვე აგრილებული ჰაერით გაივსო ოთახი.- ლილე - იმდენად მოულოდნელი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, მეგონა ხეები მეძახდნენ თავისთან. ტუმბო გამოვწიე და ფანჯარასთან კიდევ უფრო ახლოს მივედი.- ლილე - რა კარგად ჟღერდა მათი ძახილი, გავიფიქრე და გამიკვირდა ხმა ზურგს უკან რატომ მესმოდა.- ლილე, მოტრიალდი - მივტრიალდი, ვიღაც საშუალო ტანი ხმელი კაცი დამხვდა.- გამარჯობა ლილე - მოხუცი არ იყო, მაგრამ სახე დანაოჭებოდა და წყალწყალა ცისფერი თვალებით სათვალის ზემოდან მიყურებდა.- აბა, მოგწონს შენი ოთახი? - იკითხა და თავდაჯერებული, დინჯი ნაბიჯებით ოთახში შემოვიდა. ხმას არ ვიღებდი. თავი დავხარე, ფიქრი დავიწყე, აზრებს ვერ ვალაგებდი, მგონი მართლა ვგიჟდებოდი.- ეს შენი ოთახი იქნება, იქამდე სანამ ჩვენთან იცხოვრებ. მე კი შენი ექიმი ვიქნები, სანამ უკეთ გახდები- ექმი?! ნეტა ფსიქიატრია? ფსიქოლოგი? ფსიქოანალიტიკოსი?... ნეტა ვინ არის?- .... - მგონი სახელი მითხრა და გამოვტოვე. კითხვა მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე.- უკვე ვახშმის დროა - მომიახლოვდა ისე, რომ პირადი სივრცე არ დაურღვევია. ერთხელ კიდევ შემომხედა, თითქოს გამიღიმა და სასიამოვნოდ დაბალი ხმის ტემბრით განაგრძო- გამომყევი - ოთახიდან მისთვის დამახასიათებელი სიდინჯით გავიდა ისე, რომ უკან არ მოუხედავს, თვალს მოეფარა. მეც ნელი სვლით გავყევი. ის კვლავ უკან მოუხედავად მიმიძღოდა ვრცელ დერეფანში, რომლის ყოველ მხარეს კარებები მიცქერდნენ.- აქ შენს გარდა კიდევ 25 გოგო ცხოვრობს. თანდათან ყველას გაიცნობ... იმედია მეგობრებსაც იპოვი. ახლა ივახშმებ, მერე შეგიძლია ბაღში დაისვენო. საღამოს სამხარია... შემდეგ შენს ოთახში დაბრუნდები. ხვალ კი ახალი დღე დაიწყება. - უცებ გაჩერდა, მეც მასთან ერთად, მოტრიალდა, შემომხედა, თითქოს კვლავაც გამიღიმა.- აი, მოვედით - ჩვენს წინ აღმართული კარი შეაღო, საკმაოდ ვრცელ ნათელ სასადილო ოთახში უფრო კი დარბაზში აღმოვჩნდი.- აბა, მივესალმოთ ლილეს - მოუწოდა იქ მყოფთ.- გამარჯობა ლილე! - გაისმა სინქრონულად სხვადასხვა ხმა, რომელთა შორის ყველა ჯანსაღად არ ჟღერდა. მისალმების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად ჩემგანაც ელოდნენ პასუხს, მე კი იმედი გავუცრუე.- დღეიდან ლილე თქვენი ერთ-ერთი მეგობარია, ამიტომ მასზეც ისევე უნდა ვიზრუნოთ, როგორც დანარჩენებზე - თქვა ვიღაც ქალმა. აი, იმან დილით ხელი, რომ მოაწერინა ჩემს ეშმაკს.- წამოდი ლილე - არასასიამოვნო იყო მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი. ერთ-ერთ მაგიდასთან მიმიყვანა და დამსვა. თვალი შევავლე, ყველგან ოთხ-ოთხნი ან სამ-სამნი ისხდნენ. მე მეოთხე წევრად დამსვეს. სამი ჩვეულებრივი გარეგნობის გოგონა თვალს არ მაშორებდა. ამასობაში წინ პიურეთი სავსე თეფში დამიდგეს, კოტლეტის მაგვარი რაღაც, ვარდისფერი სითხით სავსე თხელი პლასტმასის მსგავსი ჭიქა და უცნაური მასალისგან დამზადებული ჩანგალიც მოაყოლეს. ვიჯექი და ვფიქრობდი მინდოდა თუ არა, გამესინჯა ეს ყველაფერი.- შენ გიჟი ხარ?! - ჩემს წინ ძალიან გამხდარმა გოგონამ მკითხა თუ უბრალოდ თქვა ვერ მივხვდი.- ჰა ჰა ჰო ჰო - გამაყრუებლად გადაიხარხარა მეორემ. ისე, რომ ცოტა შემეშინდა.- ხმა გაიკმინდე ლეილა! - შემოსძახა გვერდითა მაგიდიდან სხვამ.- კი, კი ნამდვილად გიჟია! - გაისმა კიდევ ვიღაცის ხმა.- ჰაჰაჰა... ჰაჰაჰა... - მგონი უკვე მთელი ოთახი იცინოდა. გიჟები მე დამცინოდნენ.- აი, ახლა უკვე მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ! - გავიფიქრე ჩემთვის და მთელი ძალით, გულწრფელი სურვილით ხმამაღლა გადავიხარხარე. ეპიზოდი IIIსანამ კარზე ზარს დავრეკდი ჩემთვის გავიფიქრე: „ნეტავ სახლში არ იყოს“, მაგრამ ეგრეც არ მიმართლებს ხოლმე ცხოვრებაში. კარი გამიღო...- მოვედი- ოჰ, მობრძანდი! რახან სახლის გზა გაგახსენდა, რაღა გვიჭი...- მშია! - საუბარი გავაწყვეტინე... მართლა მშიოდა, ბოლოს როდის ვჭამე არც მახსოვდა.- რა? - კიდევ უფრო გაკვირვებული სახე მიიღო, მგონი მასაც დაავიწყდა, რომ ჭამის უნარი მქონდა.- გამოვიცვლი და მოვალ - ჩვეულ უხეშ გულგრილებას, მაინც ვერ ვფარავდი მის მიმართ.- სად მო...- აღარ გამიგია რა მითხრა სწრაფად ავირბინე ჩემს ოთახში. გამოვიცვალე, ხელები დავიბანე და სამზარეულოში ჩავედი.როგორც აღმოჩნდა მშვენივრად გაუგია, რაც ვუთხარი... რაც გვქონდა გულუხვად გამიმზადა. სუფრა ერთისთვის... მაგიდას მივუჯექი და კიდევ ერთხელ გადავხედე, რითი დამეწყო. მერე მას შევხედე, ის მაგიდის გვერდითა მხარეს იჯდა და მაკვირდებოდა- რა? - ვკითხე ჩვეული სიუხეშით- რა რა?- რატომ მიყურებ ასე?- არ შეიძლება?! თავი ვინ გგონია?!- მონიკა ბელუჩი, რამე პრობლემაა?! - არ დავაყოვნე მეც- უმადური ხარ! - ფეხზე წამოვარდა.- ჰო - გაუნძრევლად ვიჯექი და თვალებში ვუყურებდი, არც ის იყო ყურების წინააღმდეგი, ამიტომ მშვიდად გადავიტანე მზერა ჩემს წინ მდგარ სალათით სავსე თასზე. თეფში გადავდე და მის ადგილას თასი გადმოვდგი, ჩანგალი მოვიმარჯვე და უზარმაზარი ლუკმა ჩავიტენე.- როგორ იქცევი?! - უკვე წიკვინანარევი ხმით მკითხა. პირი ისე მქონდა ამოტენილი, რომც მდომოდა ვერაფერს ვეტყოდი.- თეფში რისთვის არსებობს?! წესიერად მოიქეცი! - არ მომეშვებოდა, მისდა სამწუხაროდ ფიზიკურადაც არ ან ვერ შემეხებოდა.- ვჭ..ა..ამ - გამოტენილი პირი გავაღე და როგორც მოვახერხე ისე წარმოვთქვი, თან ნახევარი გადმომეყარა. ორივესთვის გულის ამრევი იყო ჩემი ქცევა, თუმცა ჩვენ ორს შორის მხოლოდ ის იმჩნევდა ამას.- ფუუუუ, ახლა გული ამერევა! - ფაქტიურად დამიკივლა და სამზარეულოდან სატესტო რაკეტასავით გავარდა.გამეღიმა, გამოტენილი პირი ნაგვის პარკში გამოვცალე და ომლეტი თავად მოვიმზადე. რაც მართალია მზარეულობა კარგად გამოსდიოდა, ყველაფერი მონდომებულად გემრიელი იყო ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ და ვერ ვენდობოდი. როცა მოვრჩი, ცოტა ხანს ისევ ვიჯექი მაგიდასთან, ნაფიქრზე დავფიქრდი. მერე ჩვეულებისამებრ ყველაფერი ავალაგე, ჭურჭელი გასარეცხად შევალაგე და ის იყო მანქანა უნდა ჩამერთო, რომ გამახსენდა... ყველა დასარეცხი ჭურჭელი ისევ გამოვალაგე ჭურჭლის მანქანიდან და ნიჟარაში ჩავაწყე, წესით უნდა ჩამეყარა, მაგრამ....სამზარეულოდან გამოვედი. ის მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა ან შეიძლება არც უყურებდა, მაშინვე დამინახა და როგორც ჩვეოდა ზიზღით მომაჩერდა- გემრიელი იყო, მადლობა!- ოხ!!! გაგახსენდა ზრდი.... -ბოლომდე ისევ არ მოვუსმინე, ჩემს ოთახში ავედი, კარი დავხურე და ზურგით მივეყრდენი. თავი მაღლა ავწიე, ღრმად ჩავისუნთქე, ჩემ თავს ვუთხარი: „შენ უნდა შეძლო!“ ლოგინთან მივედი, პირქვე მოწყვეტით დავეცი. არ ვიცი რამდენხანს ვიწექი ასე. უცებ გამახსენდა, რომ ჩემი ოთახი ბოლომდე მე არ მეკუთვნოდა. ეს არ იყო ის ადგილი, სადაც რეალურად მარტო შემეძლო ყოფნა. ეს გავიფიქრე თუ არა დავიძაბე, ზუსტად ისე როგორც სკოლაში საკონტროლოს წერის დროს. თუ საკონტოლოს ვიწერდი სულ მეგონა, რომ მასწავლებელი მხედავდა. ახლა კი მგონია, რომ ის მიყურებს საიდანღაც. ზურგზე გადმოვბრუნდი და ოთახის თვალიერება დავიწყე. იმდენი წვრილმანი რამ იყო ჩემს ოთახში ასე ვერაფერს გავიგებდი. ჩემს წინ კედელზე წიგნების თაროები აღმართულიყო ჭერამდე, თაროებს ქვემოთ ჩემი სამეცადინო მაგიდა, ლოგინის მარჯვენა მხარეს კარების გვერდით მოწყობილი იყო „სილამაზე“ (ასე ვეძახდი ამ კუთხეს) ყველაფერი თავის მოვლისთვის, ყოველ შემთხვევაში რაც ჩემს ასაკს შეეფერებოდა. კარების მეორე მხარეს ისევ კარი, რომელსაც ჩემი ტანსაცმლის ოთახში შევყავდი, ლოგინის ორივე მხარეს პატარა ტუმბოები და ფანჯარასთან საკონწიალო ხის სკამი, დიდი ხნის უმოძრაო მდგომარეობაში. ლოგინის მხარეს მარცხნივ ჩემი აბაზანის შესასვლელი ღიად დამრჩენოდა. ლოგინისთავზე დიდი ნახატი ეკიდა. ყველაზე ცარიელი ჭერი იყო, ამიტომ ჭერი უპირველეს ყოვლისა გამოვრიცხე საეჭვო ადგილების სიიდან, ტანსაცმლის ოთახი და აბაზანაც მივაყოლე, მერე კი გავიჭედე, უამრავ ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე პაწუა სათვლთვალო ჩამალული.- ახლავე გამიღე!!! - მოულოდნელად კარზე მთელი ძალით დააბრახუნა. მერე იტყვის, რომ მე ვარ უხეში.- რა გინდა? - საწოლიდან ადგომა მეზარებოდა, თან მისთვის.- ახლავე გამიღე!- რა გინდა?- გამიღე-მეთქი!!! - უკვე შეუწყვეტლივ ურტყამდა ხელს. სწრაფად წამოვდექი, ფეხაკრეფით, ჩუმად მივეპარე კარს და მოულოდნელად გამოვაღე. ის წამობარბაცდა, მარამ სამწუხაროდ არ დაცემულა, თავი შეიკავა.- რა გინდა?- შე თავხედო! როგორ ბედავ ასე მოქცევას?! - ჩუმად ვიდექი და ვუყურებდი მის კიდევ უფრო გასაზიზღრებულ, გამწარებულ სახეს.- ახლავე ჩადი ქვემოთ! ახლავე!- რატომ? - მე ისევ ამაზრზენად მშვიდი ვიყავი- ახ, რატომ?! ჩადი და ყველაფერი აალაგე!- ავალაგე!- ენას ნუ ატლიკინებ შე თავხედო გოგო! - კარის დახურვა მოვინდომე, მაგრამ კარს ეცა.- როგორ ბედავ?! ახლავე ჩადი-მეთქი!- იცი რა?! თუ არ მოგწონს, ჩემი ალაგებული უკეთესად თავად აალაგე ან ლილი დააბრუნე! სანამ გადახარშა რა „ვაკადრე“ კარი მივუკეტე. ყურსასმენები ამოვიღე ჩანთიდან, პლეერში CD შევცვალე. ხმამაღალზე ჩავრთე მუსიკა და დაყრუებული ისევ ლოგინზე დავეგდე. მუსიკის გარდა არაფერი მესმოდა, მხოლოდ კარზე ძლიერი დარტყმების ვიბრაციას ვგრძნობდი! ....თვალები, როცა გავახილე, ოთახში სრულ სიბნელესთან ერთად შიშის მომგვრელი სიჩუმე შემოპარულიყო. წამოვიწიე, ყურიდან ერთი ყურსასმენი გამომძვრა, მეორეც მივაყოლე. აღმოჩნდა, რომ არც ისე საშიშ სიჩუმეში ვიყავი. ტუმბოსკენ შუქის ასანთებად გადავიწიე, მაგრამ გადავიფიქრე.- ახლა ვერ უნდა მხედავდეს! - კართან სუნთქვაშეკრული მივედი. კარს ყური მივადე. ხმის გაგონების იმედი არ მქონდა, რისი გაგონება მინდოდა ისიც არ ვიცი. კარს მოვშორდი. აბაზანაში შევედი, მხოლოდ ერთი სანათური გავანათე. მიმოვიხედე და გულწრფელად გამეხარდა, რომ ძალიან დიდი ან გადატვირთული აბაზანა არ მქონდა. ყველაფერი დავათვალიერე ორი პატარა კარადა, შიგ მოთავსებული თითოეული ნივთიც კი. ვაცნობიერებდი, რომ ვერეკებოდი, მაგრამ მაინც... ბევრი უსარგებლო და გაურკვეველი წარმომავლობის წვრილმანი ვიპოვე. წვერის საპარსის პირების ერთი უნაკლო შეკვრა, ძილის ვადაგასული რამოდენიმე აბი, ძველი-ვადაგასული რაღაცებიც, კიდევ სხვა ნაგავი, რომელიც ჩემი არ იყო და აქ რატო იყო შემორჩენილი ვერ გავიგე. მივხვდი, რომ დიდი ხანია ჩემი გარემო არ დამილაგებია, არადა მოუწესრიგებელი სულაც არ ვიყავი. პატარა პარკი ვიპოვე, ყველაფერი შიგნით ჩავყარე, მხოლოდ მამას ნაყიდი წვერის საპარსის პირები და ძილის წამალი დავიტოვე, თვითონაც არ ვიცი რატომ.შუქი ჩავაქრე, აბაზანიდან გამოვედი, სიბნელეში გამოვიცვალე და დასაწოლად მოვემზადე. ვიწექი, მაგრამ ძილს დავავავიწყდი. შეპყრობილივით მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. უნდა მეპოვა საიდან ან როგორ მითვალთვალებდა. უნდა მომეძებნა, მაგრამ როგორ თუკი მიყურებდა იმასაც დაინახავდა, რომ რაღაცას ვეძებდი და მაშინ.... როცა თვალი გავახილე უკვე გათენებულიყო. საათს შევხედე 6:24 აჩვენებდა.- ვიცი როგორც უნდა ვიპივო... - ჩემთვის გავიფიქრე და ლოგინიდან ავდექი. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი, გუშინდელი შეგროვებული ნაგავი გამოვიტანე. ოთახის კარი როცა მივხურე მომეჩვენა, რომ ხის ჩუქურთმები დარტყმისგან ჩაზნექილიყო, ნერვები მომეშალა. სამზარეულოში შევედი. ალისფერ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი იჯდა და ყავას ხრუპავდა. ნამდვილი ალმოდებული ეშმაკი!- დღეს დაგაგვიანდა სახლიდან გაქცევა?- არა! - უემოციოდ მივუგე. პარკი ნაგვის მრგვალ ყუთში ჩავაგდე. ჩაიდანი წყლით ავავსე და ჩავრთე.- სად არის ჩემი ჭიქა? - ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ვტოვებდი.- რომელი?- ჩემი ჭიქა - ვითომ არ იცოდა, რომელი. სულ იმით ვსვამდი.- რომელი ჭიქა? ათასი რამ რომ ეხატა, ფერადი?- ჰო! - ამასობაში ჩაიდანი ადუღდა- ნაგავში!- რა?- ნაგავშია - ნეტარი სისინით მომიგოთავი გაურკვევლად ცუდად ვიგრძენი! ნაგვის ყუთს თავი ავხადე, ჩემი ჩაგდებული პარკი ამოვიღე და...- გატეხილია - წარმოვთქვი. უფრო სწორად ჩემდა დამოუკიდებლად ჩემმა შინაგანმა ხმამ წარმოთქვა. მე კი გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი ნამსხვრევებად ქცეულ ჭიქას.- ჰო! - ზურგში ვიგრძენი მისი კმაყოფილი ხმა. ყელში ბურთი გამიჩნდა, სიმხურვალე მოედო ჩემს არსებას, გამახსენდა: ჯერ კიდევ პირველ კლასში ვიყავი, როცა ეს ჭიქა მივლინებიდან დაბრუნებულმა ჩამომიტანა, სხვადასხვა ხმებს გამოსცემდა, წყლის ტემპერატურის მატებასთან ერთად ნახატები იცვლებოდა, ნამდვილი ზღაპარი იყო მაშინ ჩემთვის, მერე კი უბრალოდ მისგან სასიამოვნო სამახსოვრო საჩუქარი.- რატომ გატყდა? - არ მივტრიალებულვარ ისე ვკითხე- რავიცი გამიტყდა - ისევ ისეთივე უდარდელი სისინა ხმით მიპასუხა. თვალებში წყალი ჩამიდგა და ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ვახერხებდი, მაგრამ გამახსენდა, რომ მასაც სწორედ ეს უნდოდა! ამიტომ...- კარგი, არაუშავს. - ვთქვი უემოციოდ და ამოღებული პარკი ისევ ჩავაბრუნე.- როგორ?! - უკვე მოულოდნელი გაკვირვება შეინიშნებოდა სისინში.- ახლის ყიდვა მინდოდა, ახლა კი მიზეზიც მექნება. - ონკანთან მივედი ცივი წყალი მოვუშვი, ვითომ ხელების დასაბანად, სინამდვილეში გასაგრილებლად. სხვა ჭიქა ავიღე, ჩაი ჩავისხი, მის წინ მაგიდასთა დავჯექი, არადა სხვა დროს აუცილებლად გავიდოდი. ვგრძნობდი მის მზერას და თითქოს სისასტიკე განელებოდა.- ბოდიში! ძალით არ მინდოდა!- ლილი დაიბარე...- გასვენების შემდეგ როცა ვესაუბრე არ შეეძლო...- ისევ დაურეკე.. თუ არადა ნატაშა ან სხვა გამოგვიგზავნონ... ვერ გაუმკლავდები ამხელა სახლს მარტო.- ვიფიქრე იქნებ სხვაგან გადავსულიყავით- შენ გადადი! მე ჩემს სახლში ვარ! - წარბიც არ შემხრია, არც ტონი შემცვლია და ჩაისაც ისევ იმ ტემპით ვსვამდი.- კარგი არ გვინ... - ტელეფონზე დაურეკეს.- ნეტა ვინაა ასე ადრიანად?!.- ბატონო- დამწუხრებულ-ნაზი ხმით უპასუხა. ტუჩზე ოდნავ შესამჩნევად იკბინა და შემომხედა. უეჭველი ჩემს დაბადების დღეს ულოცავდნენ.- მადლობა, გაიხარე - ჰომ, ვთქვი უეჭველი ეგ ამბავი იყო. მე ისევ ურეაქციოდ ვუყურებდი.- კი, კი სახლშია. ერთი წუთით..- ტელეფონი მომაწოდა და ისე მიყურებდა, თითქოს მართლა ნანობდა თავის გველობებს რაც აქამდე უკეთებია.- „ჩემო გოგონა გილოცავ დაბადების დღეს, დაესწარი მრავალს სულ ჯანმრთელი და ბედნიერი.... „ - რომელიღაც ძალად ნათესავის ხმა გაისმა.- მადლობა!- „უკვე დიდი გოგო ხარ და აბა შენ იცი უნდა გვასახელო, ჰომ იცი?“- „წადი შენი“ - გავიფიქრე ჩემთვის.- დიახ.-„ შენ გენაცვალე აბა შენ იცი, ჰომ იცი როგორ გვიყვარხარ?!“- „კი როგორ არა! - თქვენ ის ხალხი ხართ ვისაც ჩემი ხმა არც კი გესმით!“- მადლობა!- „აბა, კარგად იყავი შვილო“- კარგად - ტელეფონი დავუბრუნე.- მეც გილოცავ დაბადების დღეს, ისეთი სტრესი მაქვს სულ ამომივარდა თავიდან - წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.- „ჰო, აბა რა!“ - უხმოდ ვიჯექი. სტრერი აქვს, იმის გამო, რომ ვერ მიშორებს თავიდან. გაციებული ჩაის ნარჩენი გადავასხი და ისევ ჩემს ოთახში ავედი, მეგონა ისიც თავის ოთახში იყო შეყუჟული, მაგრამ კიბეებზე შემეფეთა.- დღეს რას აპირებ?- არაფერს...- კარგი მე ცოტახანს უნდა გავიდე - დღეს, ჰომ შაბათი იყო ანუ მთელი დღით მიბრძანდებოდა.- კარგი- გინდა საღამოს აღვნიშნოთ?- არა - მასთან ერთად არაფრის აღნიშვნას ვაპირებდი, მითუმეტეს ჩემი დაბადების დღის!- თუ გინდა ბავშვები დაპატიჟე სადმე- არ ვიცი, შეიძლება- წასვლისას ფულს მისაღებში დაგიტოვებ- მადლობა!ოთახში შევედი, ცოტა ხანს ისევ კართან ზურგმიყრდნობილი ვიდექი და ვგრძნობდი, რომ თავს ვერ ვიკავებდი. ლოგინზე ბალიშს ხელი დავავლე, ტანსაცმლის ოთახში შევვარდი, კარი დავხურე, ბალიში სახეზე მაგრად მივიჭირე, უხმოდ მთელი ძალით რამოდენიმეჯერ დავიკივლე, თავი ლამის გამისკდა ტკივილისგან, წონასწორობა დავკარგე, წავბარბაცდი, თაროებს დავეჯახე, რაღაცები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოვყარე, ბალიშიც დამივარდა და მეც მივყევი. ნელთბილ იატაკს ვგრძნობდი ლოყის ქვეშ, გვერდულად ვეგდე და განძრევას ვერ ვახერხებდი, ცრემლები მომდიოდა უფრო სიმწრის და არა გულაჩუყების.- მეზიზღება! მეზიზღება! მეზიზღება! ... - ვიმეორებდი, მაგრამ არ მშველოდა.ცრემლები შემაშრა, ფეხებში მგრძნობელობა დამიბრუნდა. ისე ამოვისუნთქე თითქოს, დიდიხნის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ვიყავი, იქნებ ვიყავი კიდეც. წამოდგომის თავი ჯერ ისევ არ მქონდა, მაგრამ წამოჯდომა მოვახერხე.- მინდა ჩემს მდგომარეობაში ის იყოს!! - ჩამოყრილ ნივთებს უაზროდ გადავხედე და დაყრილი ტანსაცმლის ქვეშ ძველი ფოტოალბომის ნაწილი შევამჩნიე. გადავიწიე, გამოვაძრე, მუხლებზე დავიდე, ხელი გადავუსვი...- რამდენი ხნისაა... ჩემზე დიდია... - გადავშალე და ჩემების ძველი უამრავჯერ დათვალიერებული ფოტოების კიდევ ერთხელ, ახლებურად თვალიერება დავიწყე. მათი შეყვარებულობის პერიოდის ფოტოები, მერე ქორწინების, მათი მოგზაურობების დროს გადაღებული ფოტოებიც აქ იყო. ყველა ფოტოზე ისეთი ბედნიერები არიან, მათ შემყურეს უნებურად მეღიმება. ბოლოსკენ უკვე ფოტოებია, სადაც ის ჩემზეა ორსულად... ყოველ ჯერზე, როცა ამ ფოტოებს ვათვალიერებ ველი, რომ შემდეგ გვერდზე ჩვენ სამნი ვიქნებით და ლოგიკურად დამთავრდება ფოტოების სერია, მაგრამ სამის ნაცვლად მხოლოდ ორნი ვრჩებით, მის გარეშე...- დაბადების დღიდან სიკვდილი მომაქვს! - ზიზღით წარმოვთქვი და შემდეგ ცარიელ გვერდებზე გადავედი.- ახლა უკვე ორნიც აღარ ვართ... - შემიძლია მხოლოდ ჩემი, მარტო დარჩენილის ფოტო ჩავაკრა. კიდევ რამდენიმე გვერდი დარჩება და ვინ იცის იქნებ სამუდამოდ ცარიელი დარჩეს, მერე კი იმ ალქაჯმა თავისი მახინჯი ფოტო ჩააკრას ან სულაც დაწვას ეს ალბომი... რაში ჭირდება?!!!- არა! - ისევ გადავშალე იმ გვერდზე, სადაც მათი ორი ერთნაერი ფოტო მეგულებოდა. ერთერთიდან ადრე მამამ თავად ამომიჭრა მისი სახე და ჩემს, მედალიონში ჩააკრა, რომელიც იმ წელს დაბადების დღეზე მაჩუქა. ფოტო ამოვიღე, ფეხზე წამოვდექი, ოთახში გავედი, მაკრატელი ავიღე და უკან, იატაკზე დავბრუნდი. ფრთხილად მრგვალად ამოვჭერი მისი ეულად დარჩენილი სახე. მედალიონი მოვიხსენი, მეორე ცარიელ ადგილას დავაზომე, ცოტა დიდზე ამომიჭრია, დავაპატარავე და ჩავსვი. მედალიონი დავკეტე, ვაკოცე და ხელი მოვუჭირე!- ახლა ისევ ერთად ხართ... ორივე გულთან მეყოლებით- ცარიელი არ დარჩება! - ალბომი ავიღე ისევ თავის ადგილას დავაბრუნე და ლაგებას შევუდექი. ყველაფერი გადავალაგ-გადმოვალაგე, ზოგი გასაჩუქებლად გავამზადე, ზოგიც ბავშვთა სახლში გასაგზავნად. ამასობაში დაღლა ვიგრძენი. შუბლზე ხელი მოვისვი, დაცვარული მქონდა. აშკარად დავიღალე. ოთახში გასვლისას ერთხელ კიდევ შევავლე თვალი ჩემს „შემოქმედებას“ კმაყოფილი ვიყავი. შუქი ჩავაქრე, კარი გამოვიხურე, ლოგინზე წამოვწექი და ტუმბოდან ტელეფონი ავიღე. ჩართული არ მქონდა წესიერად, როცა არც კი ვიცი რამდენი დღის დაგროვილ-გამოტოვებული ზარების ბუუმ და sms-ები მოვიდა. რამოდენიმე გავხსენი. უმეტეს წილად ჩემი კლასელების მონაწერი იყო და ყველა დაახლოებით ერთსა და იმავეს იწერებოდა- „ღმერთო ლილე დღეს ნატალიმ მითხრა... ძალიან ვწუხვარ!“- „როგორ ხარ? რამდენი ხანია გირეკავ და გამორთული გაქვს, როცა ჩართავ შემეხმიანე :*“- „სად ხარ? დღეს ვიყავი და კარი არავინ გამიღო.. ყველაფერი რიგზეა?“ - ჰაჰ, გუშინ მთელი დღე სახლში უნდა ყოფილიყო, უეჭველი სპეციალურად არ გაუღო კარი...- „ლილეოოო დაბადების დღეს გილოცავოოო!!! გუშინ ჩამოვედი და როდის გინახულო? რამდენი წელი გავიდა! ძალიან მომენატრე!!!! :* :* :*“- ეს ნეტა ვინაა? - ნომერი ჩაწერილი არ მქონდა. სახელის მიწერას ვერ მიხვდა... ვინ უნდა ჩამოსულიყო ნეტა ან საიდან? - დავფიქრდი, მაგრამ არავინ მომაფიქრდა.- უნდა გადავივლო და ბავშვები შევკრიბო - ოპტიმისტურად მივმართე საკუთარ თავს.დღეს 15 წლის გავხდი, დიდობამდე სულ რაღაც სამი დაძაბული წელი მაშორებს!!! ეპიზოდი IVიმ დღეს, პირი არაფერზე დამიკარებია. ჩავთვალე, რომ პირველივე და საკმაოდ მძიმედ დაწყებულ დღეს, ლოგიკური იქნებოდა თუ ჭამის მადა არ მექნებოდა, თან მართლა არ მქონდა. ვიჯექი და დრო გამოშვებით მორიდებით ვაკვირდებოდი გოგონებს, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს არაფრით გამოირჩეოდნენ ჩემგან ან მე მათგან. - ნეტავ, რატომ მოხვდნენ აქ? - ძალიან მაინტერესებდა თითოეულის ისტორია. მათი თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი მადას მოკლებული. იყვნენ ისეთები, რომლებიც სახის მიმიკებს ვერ იმორჩილებდნენ და ბევრ უაზრო მოძრაობას აკეთებდნენ. გოგოები, რომლებიც ყველაფერზე იცინოდნენ, მაგრამ იყვნენ ისინიც, რომლებიც ჩემზე ბევრად ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ვერაფერს დაუწუნებდა კაცი.- შენ გიჟი ხარ?- შენ გიჟი ხარ?- გიჟი ხარ?- გიჟი ხარ! ჰომ, გიჟი ხარ? - უკვე აშკარად გამოხატული კითხვის ფორმით ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ, გაუთავებლად იმეორბდა ჩემს წინ მჯდომი.- თავი დაანებე სოფი! - უთხრა ჩვენივე მაგიდის მეორე მეზობელმა.სოფი ძალიან გამხდარი, ჭრელთვალება გოგო იყო, თუმცა როცა მის ხელებს დავაკვირდი ისინი გოგოს ხელებს სულაც არ გავდა. მივხვდი, რომ ჩემზე გაცილებით უფროსი ქალი იყო.ვახშმობას, როცა მორჩნენ ყველამ აიღო თავიანთი თეფშები ჭიქებთანერთად და გასასვლელთან მოთავსებულ კარადის მსგავს დახლზე დაალაგა. მე გაუნძრევლად ვიჯექი, მათი წესები მე არ მეხებოდა, ყოველშემთხვევაში დღეს.- როზა, მიდი მასთან - გავიგონე როგორ უთხრა ცუდი ხმის მქონე ქალმა ვიღაცას და მალე ჩემს სიახლოვეს ის კეთილშობილი ქალი გამოჩნდა, დილით რომ ლმობიერად მექცეოდა. თვალი კიდევ ერთხელ შევავლე...- ზოგჯერ ადამიანები ძალიან ამართლებენ თავიანთ სახელებს ან იქნებ პირიქით, სახელი ამართლებთ მათ - გავიფიქრე ჩემთვის.- ლილე, ჩემო კარგო, რატომ არაფერს ჭამ?- ... - სიჩუმის დარღვევას არ ვაპირებდი.- იქნებ გაგესინჯა მაინც... - თქვა და ჩანგლით თუ კოვზით ერთი ლუკმა პიურე პირთან მომიტანა. - სახე არ მიმიბრუნებია, მაგრამ პირიც არ გამიღია. ძალა აღარც მას დაუტანებია.- კარგი. ალუბლის წვენი? უგემრიელესი ალუბლის წვენია... - ჭიქა ხელებთან დამიდო. ცოტა ხანს დააყოვნა, მერე კი მიხვდა... თავად ალააგა ჩემი მაგიდა.- მოდი აქედან გავიდეთ - მარცხენა მხრიდან მომიახლოვდა და წამომაყენა, მეც წამოვდექი და მორჩილი ბავშვივით გავყევი. მეგონა იმ ლამაზ ბაღში გამიყვანდა, მაგრამ შევცდი. დიდ ოთახში შემიყვანა, სადაც გოგონების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო და ტელევიზორთან დამსვა რბილ სავარძელში.- თუ რამე დაგჭირდება აქვე ვიქნებით - არ გამიხედია იმ ადგილისკენ საითაც მიმითითა. რათქმაუნდა არაფერი დამჭირვებია, უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ გეგმისთვის არ გადამეხვია და ამასთან საღ ჭკუაზე დავრჩენილიყავი. ის საღამო ძალიან გაიჭიმა, სწორედ ისე როცა გინდა დრო მალე გავიდეს ის კი არ იძვრის. მოგვიანებით, სამხარზე გამიყვანეს. მხოლოდ საკვები დამხვდა განსხვავებული, სხვა დანარჩენი კი უცვლელი. როცა მორჩნენ ჩემს ოთახში გამაცილა როზამ. მაჩვენა სად იყო ჩემი საპირფარეშო, პირდაპირ ჩემი ოთახის წინ. ერთი საპირპარეშოთი სამი ოთახი სარგებლობდა. ინდივიდუალურად არ გვქონდა, თუმცა იმას მაინც ჯობდა, რომ ზოგადად ერთი არ იყო ყველასთვის. ჩემს ლოგინთან მდგარ ტუმბოზე, პატარა თეფში და ზედ ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ვაშლი დამხვდა. ძალიან მინდოდა ამეღო, მაგრამ... იმ ღამეს თითქმის არ მეძინა. ღამით, დროის გარკვეულ შუალედებში, დერეფანში ვიღაც დადიოდა და ყოველ ასეთ გავლაზე ჩემი ოთახის კართან ჩერდებოდა, ალბათ მამოწმებდნენ... გამთენიისას მაინც ჩამეძინა. დილით როზამ გამაღვიძა- ლილე, ადგომის დროა - თვალები ძნელად გავახილე. დავინახე, როგორ დამიდო ახალი ლამაზად დაკეცილი პიჟამო სკამზე.- დღეს არაჩვეულებრივი დღეა... ახლა უნდა ადგე, ეს ჩაიცვა და გოგონებთან ერთად აბაზანაში შეხვიდე, თავი მოიწესრიგე. - ამას ამბობდა და თან ადგომაში მეხმარებოდა. გამოვიცვალე, თუმცა მთლად დამოუკიდებლად არა. მან ლოგინი დამილაგა, ჩემი გუშინდელი პიჟამო კი მრგვალ კალათში ჩააგდო და აბაზანაში გამიყვანა, სადაც ორი გოგო დიდ სარკესთან თმებს ივარცხნიდა.- დილამშვიდობისა - თქვა ერთმა, რომელიც მეორესთან შედარებით პუტკუნა და დაბალი იყო.- ეს ანაა - გამაცნო როზამ- ეს კი ჩვენი პრანჭია ნიტა. - ნიტა მართლაც გამორჩეული იყო. მაღალი, გამხდარი, ლამაზი აღნაგობის, გრძელი წაბლისფერი თმით, ღია თაფლისფერი თვალებით. ამ უსახურ პიჟამოშიც კი მომხიბვლელად გამოიყურებოდა. ერთი ის იყო, რომ პომადის წასმა აშკარად არ ეხერხებოდა. როზამ მეც მათ გვერდით სარკესთან დამაყენა. სარკის ქვემოთ მოთავსებული კარადის უჯრა გამოაღო. ახალი სავარცხელი და კბილის ჯაგრისი ამოიღო. ყველაფერი გახსნა და ჩემს წინ კარადის ზემოდან დაალაგა- ეს დღეიდან შენია. ეს უჯრაც შენია. - მე ზომბივით ვიდექი. არ მინდოდა მისი გაწვალება, მაგრამ ჯერ გამოჯანმრთელებას ვერ დავიწყებდი. თმები დამვარცხნა და ნაწნავიც გამიკეთა, ხელ-პირი ჩემით, მაგრამ მისი დახმარებით დავიბანე.- ახლა კი, საუზმის დროა - საუზმეზე რაღაც უცნაური ფაფა, ერთი ფუნთუშა და ჩაი მოგვიტანეს. არავის ვუსმენდი, არავის ვპასუხობდი, არაფერს ვამბობდი. საკუთარ თავში ძალიან ღრმად ვცდილობდი ჩაკეტვას. ფაფა არ მიჭამია, არც კი გამისინჯავს. ფუნთუშის ჭამა კი ძალიან ნელა დავიწყე, იმდენად ნელა, რომ როცა დანარჩენებმა ფაფაც და ფუნთუშაც ჩაისთან ერთად შთანთქეს მე ნახევარი ფუნთუშაც კი არ მქონდა შეჭმული. ისე, ნამდვილად გემრიელი და არომატული იყო ყველა ის საკვები, რაც იმ დღეს და იმ დღის მერე მოუმზადებიათ. მესამე კვირა დაიწყო, რაც აქ ვიმყოფებოდი და ჩემს მდგომარეობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ საჭმლის ჭამა დავიწყე, დამოუკიდებლად ვიცვამდი, ხელ-პირს ვიბანდი, კბილებს ვიხეხდი. სხვა მხრივ როზა ყოველთვის მეხმარებოდა. კვლავაც ვდუმდი, არავის დავმეგობრებივარ. თვითონაც არ მაწუხებდნენ, მითუფრო ერთი ინციდენტის მერე. ალბათ ერთი კვირა იყო გასული, რაც აქ მომიყვანეს, როცა ბაღში ყოფნისას მია მოვიდა. უხეში, გოგოებს შორის ყველაზე ურჩი, თან ხმაურიანი. მოვიდა და გვერდით დამიჯდა.- ეს კალია მომწონს! - ვინაიდან „ყრუ-მუნჯის“ იმიჯით ვსარგებლობდი რეაქცია არ მქონია მის ამ რეპლიკაზე, ამასთან ვერც გავიგე რაზე ამბობდა.- ეს კალია მომწონს! - ისევ გაიმეორა და ჩემს გულსაკიდს შეეხო. ახლა კი გასაგები გახდა რასაც გულისხმობდა. ჩემს მედალიონზე ნემსიყლაპია იყო გამოსახული. კვლავაც გაუნძრევლად ვიჯექი, მაგრამ ძლიერ გაღიზიანებას ვგრძნობდი.- ეს კალია მე მინდა! - თქვა და ისე დაუწყო ხელით ფათური თითქოს მე ადამიანი კიარა მისი ერთ-ერთი თოჯინა ვიყავი. გაღიზიანებამ პიკს მიაღწია ჩემში და ამიტომ თამამად მორიდების გარეშე ბოლო ხმაზე უაზროდ დავუკივლე. ორივეს შეგვეშინდა. მან ისტერიული კივილი მორთო, ზუსტად ისე როგორც ყოველ კვირა დღეს, როცა მისი სერიალი სრულდებოდა.- მომეცი! მინდა! მინდა! კალია! - შეუწყვეტლივ ღრიალებდა, სანამ გაიყვანეს. მე კი ჩუმად ვიჯექი.- ყველაფერი რიგზეა? ჰომ, არაფერი დაგიშავა? - მეკითხებოდა ჩემი როზა, თან ყურადღებით მათვალიერებდა. პიჟამოს საყელო გამისწორა და ისევ ჩემს მარტოობასთან დამტოვა. იმ დღის მერე არასოდეს არავინ სიახლოვესაც კი არ გამკარებია. ამ სამკვირანახევრის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ სულაც არ ვიყავი საზიზღარ ადგილას. ჩემს ახალ სახლში იყო დიდი სავარჯიშო დარბაზი, ყველანაერი თანამედროვე აღჭურვილობით, სადაც ყოველ დღე საუზმის შემდეგ შევყავდით და ტანვარჯიშის მასწავლებელი მოთელვით ვარჯიშებს გვაკეთებინებდა. მე რათქმაუნდა ძალდატანება მჭირდებოდა თუ არადა დამსწრესავით ვიჯექი ან ვიდექი, სინამდვილეში კი ძალიან მინდოდა მეც მევარჯიშა. გვქონდა აუზი, როგორც შენობის შიგნით, ასევე საზაფხულო, შენობის გარეთ უკანა ეზოში. დიდი კინოთეატრის ოთახი. მუსიკის კაბინეტი, სადაც შეგვეძლო დაგვეკრა ან მოგვესმინა ჩვენთვის დაკრული ცოცხალი მუსიკისთვის და ბოლოს ჩემი ფავორიტი დარბაზი, რომლის ნახვით უსასრულო ჩუმ აღფრთოვანებას განვიცდიდი. ეს იყო უზარმაზარი და ძალიან ძვირფასი ბიბლიოთეკა. აქ შეხვდებოდით სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ჟანრის ძალიან საინტერესო წიგნებს. მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როცა გამოჯანმრთელებას დავიწყებდი და წიგნების კითხვას შევძლებდი, იქამდე კი ცუდ ამინდში ბაღში გასვლის ნაცვლად აქ შემოვდიოდი, საათობით უბრალოდ ვიჯექი და მოჩვენებითი გულგრილებით შორიდან ვათვლიერებდი. ჩემთვის გონებაში სიას ვადგენდი იმ წიგნებისას, რომლებსაც აუცილებლად წავიკითხავდი. მოკლედ ნორმალური ადამიანისთვის ნამდვილი კურორტი იყო. რაც ძალიან არ მომწონდა ეს იყო დილით საუზმემდე მოწოდებული აბები, რომელთა გადაყლაპვაც პირველ კვირას მომიხდა, რადგან პირის ღრუს საგულდაგულოდ მიმოწმებდნენ. შემდეგ, როცა დარწმუნდნენ, რომ ამ მხრივ დამყოლი ვიყავი, შემოწმება შეწყვიტეს და მეც წყნარად ვახერხებდი შეუმჩნევლად საპირფარეშოში წყლისთვის გამეტანებინა ისინი. მეორე, რაც ასევე არასასიამოვნო და ამავდროულად საინტერესო იყო, გახლდათ ფილიპესთან კვირაში ერთხელ ვიზიტი. მოსვლის მეორე კვირის შეხვედრასა და გუშინდელ შეხვედრას შორის არანაერი განსხვავება არ ყოფილა. ყოველ ოთხშაბათ დღეს, დღის ორ საათზე მის კაბინეტთან მივყავარ როზას და ყოველ ჯერზე მეუბნება- როცა დაასრულებთ აქ დაგხვდები - მე კი ჩუმად ვდგევარ და ყოველ ჯერზე ახლებურად ველი ფილიპესთან შეხვედრას. მახსოვს პირველად, როცა მომაცილა მის კაბინეტამდე, კარზე სამჯერ დააკაკუნა- დღემშვიდობისა, ბატონო ფილიპე - თავისი მშვიდი ზრდილობიანი ხმით უთხრა როზამ- მშვიდობისა! როგორ ბრძანდებით ძვირფასო როზა? - დაბალი ტემბრის ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი ხმით კითხა მან.- არამიშავს. აი, ლილე მოვაცილე. ძალიან კარგი გოგოა, მხოლოდ ლაპარაკი არ უყვარს...- მადლობა, როზა შეგიძლია წახვიდე - როზამ დაგვტოვა. მე კი ფილიპე თავის კაბინეტში შემიძღვა. მისი კაბინეტი, მისივე დაბალი ხმის ტემბრის მსგავსად, მშვიდ ხისფერ და მუქ შინდისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. როცა შევედი, თვალები დამიმშვიდდა. ოთახში ვერ დაინახავდით მეტალის ან პლასმასის კარ-ფანჯრებს. ყველაზე დიდ კედელზე ჭერამდე წიგნებიანი თაროები აჭიმულიყო. წიგნების წინ წითელი ხისგან დამზადებული მასიური ვრცელი სამუშაო მაგიდა და ასევე წითელი ტყავის საზურგიანი სკამი. ოთახის მეორე მხარეს ორი ერთნაერი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგომი ვრცელი მყურდო სავარძელი იდგა. ოთახი პატარა აივანზე გადიოდა. აივნის გასასვლელს, ორივე მხარეს მაღალ ქოთნებში პალმის მსგავსი მცენარეები ამშვენებდა. აივნის კარს სანახევროდ ფარავდა ასევე მუქი შინდისფერი დიდი ფარდები, რომლებიც სასიამოვნოდ აბნელებდა ოთახს. პირველი შტაბეჭდილებით მოხიბლული ვიყავი.- ეს ჩემი სამუშაო კაბინეტია - თქვა მან და სავარძელთან მიმაცილა. შეიძლება ითქვას დაჯდომაშიც დამეხმარა. თავად მოპირდაპირე მხარეს მოთავსდა, თავისუფლად და მყუდროდ მოკალათდა. ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები სავარძლის სახელურებზე დადო და გამართულად, მაგრამ მოდუნებულად მიეყრდნო სავარძლის ზურგს. მე მუხლებშეტყუპული ვიჯექი ისე, რომ საზურგეს არ ვეყრდნობოდი, ხელები კი ერთმანეთზე გადაჭდობილი მუხლებზე მედო და ოთახის სივრცეში ვიყურებოდი.- ლილე, მოდი გავიცნოთ ერთმანეთი - დაიწყო მან- „მოდი, აბა გისმენთ“ - მე ისევ ვდუმდი, ჩემს შინაგან მდუმარებას მისი ხმა სასიამოვნოდ მშვიდად არღვევდა.- მე ფილიპე ვარ, შენ რა გქვია? - რა სისულელეა, წინადადება დაიწყო ჩემი სახელით და ახლა მეკითხება რა გქვიაო. კვლავაც ჩემს თავში ჩაკეტილი ვიჯექი, ასეთი არაადეკვატური კითხვის მერე მითუმეტეს არ ვაპირებდი გამოსვლას.- იცი აქ რატომ ხარ? - მორიგი სისულელე... რათქმაუნდა ვიცოდი, საინტერესოა მან თუ იცოდა, რატომ ვიყავი აქ. უცებ ისიც დადუმდა. მერე ადგა და მაგიდას მიუახლოვდა. უჯრის გამოღების ხმა გავიგე, თითქოს რაღაც ამოიღო და დადო. მისკენ არ გამიხედავს, შესაბამისად დაზუსტებით არ ვიცოდი ვცდებოდი თუ არა. ჩემს წინ მოთავსებული სავარძლის თავზე, კედელზე ეკიდა ნახატი, რომელიც თავიდან სულაც არ შემინიშნავს, ცოტა არ იყოს შევკრთი, როცა მოულოდნელად თვალი შევავლე. ეს იყო შავი ფონი და ამ შავი ფონიდან თვალები იყურებოდა, დიდი ორი თვალი. ძალიან ბევრის უფრო კი შიშის ან სიგიჟის მეტყველი თვალები. ვერ გავიგე... ეს ნახატი ინტერიერიდანაც და კონტექსტიდანაც ამოვარდნილი მომეჩვენა. მყუდროება დამერღვა. ამასობაში მან ფარდები გადასწია და ნახატზე გამოსახულმა თვალებმა ფანჯრიდან შემოსული ძლიერი განათების გამო სიმძაფრე დაკარგეს.- ლილე, ცოტა ხანს დაგტოვებ და მალე დავბრუნდები. შენ მოშინაურდი - მითხრა და ოთახიდან გავიდა. მე გაუნძრევლად ვიჯექი. ინტერესი მკლავდა თვალი შემევლო მისი მაგიდისთვის, მაგრამ თავს ვიკავებდი. ყოველთვის თან მსდევდა ის განცდა, რომ ვიღაც ფარულად მაკვირდებოდა. აშკარად „ცოტა ხანზე“ მეტი გავიდა ფილიპე კი არ ჩანდა. აქ მოსახვედრად თითქოს ვემზადებოდი, რადგან ყველაფერი წავიკითხე რაც კი აქაურობის შესახებ მოვიძიე, ასევე შეძლებისდაგვარად ბევრს ვკითხულობდი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ფსიქოანალიტიკოსების შესახებ. ზოგადად ეს სფერო მიზიდავდა.შედეგად ერთი მნიშვნელოვანი აზრი, რაც გამოვიტანე და თავში კოდად ჩავიდე იყო: „ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუშაობის პროცესში, უბრალოდ ისე ან უმიზეზოდ არაფერს აკეთებენ და არაფერს ამბობენ! ყველაფერი მიზანმიმართულად გათვილილი აქვთ!“ სავარძლიდან მშვიდად წამოვდექი, აივნისკენ მაგიდის გავლით გავიარე. მაგიდას თვალი შევავლე და მხოლოდ ერთი ნივთი დავინახე... დანა , რომელიც ან ზუტად ის იყო ან ძალიან გავდა იმ დანას, რომლითაც ჩემი ვენების გადაჭრა მოხდა. ჩემდა უნებურად შევჩერდი. დაახლოებით მივხვდი, რას ემსახურებოდა ეს ამბავი.- სუიციდისკენ მიდრეკილი არ ვარ - არადამაჯერებლად გავიფიქრე ჩემთვის. დანას ისევ შვხედე, შიშნარევი ზიზღი დამეუფლა. ჩემდაუნებურად მოგუდულად დავიღრინე და მშვიდად მივუახლოვდი აივნის კარს. გავიხედე დიდი შუშის მიღმა. ლამაზი, გამწვანებული ცარიელი მინდორი ჩანდა. ცა, რომ არა ვიფიქრებდი მწვანე ბალახიანი კედელია აღმართული ჩემს წინთქო. მალე კარის ხმა გავიგე, ის თავისი დინჯი, თავდაჯერებული ნაბიჯებით შემოვიდა.- ლილე, მაპატიე შემაგვიანდა- „მე მაპატიე, რომ გვიან მიგიხვდი ჩანაფიქრს“ - უხმოდ ვიდექი, ისე რომ არ მივტრიალებულვარ.- ლილე, მოდი დავსხდეთ - ეს მითხრა და მარცხენა ხელზე შემეხო.- მოგეწონა აივნის ხედი?- „ზოგადად მწვანე მომწონს“ - უხმოდ ვიჯექი და სივრჩეში ვიყურებოდი.- გინდა ლაპარაკი?- „კი, მაგრამ შენთან არა!“ - ვგრძნობდი როგორ მსწავლობდა მზერით.- კარგი ლილე, დღეისთვის მოვრჩეთ...- „არაფერი დაგვიწყია და ნეტა რას ვრჩებით.“- შემდეგ კვირაში შევხვდებით- „ეჭვიც არ მეპარება“...დროის გასვლასთან ერთად ფილიპესთან შეხვედრების რაოდენობაც გროვდებოდა.იმ დღის შემდეგ კიდევ ოთხჯერ შევხვდი. ორჯერ იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები. ის კვლავ გავიდა ოთახიდან და დანა მაგიდაზე დატოვა, მე კი პირველჯერზე მეტად დავაიგნორე ის.თითქმის თვეზე მეტი გავიდა.... ამ დროის განმავლობაში ჩემს სანახავად არავინ მოსულა. იმ ალქაჯს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აქ მოხვედრიდან მესამე თუ მეოთხე დღეს მობრძანდა. მისი დანახვის შემდეგ საერთოდ აღარ ვიღებდი ხმას. და აი ორი თვის თავზე...- ლილე, შენს სანახავად მოვიდნენ - არაფერი მითქვამს, თუმცა კი გამიკვირდა- მოდი ჩემო გოგო, წამოდი - როზაც მიეჩვია ჩემს სიჩუმეს, თუმცა მას სჯეროდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად ისევ ავლაპარაკდებოდი. სტუმრების დარბაზში გამიყვანა და როცა შევედით, ერთ-ერთი მაგიდისკენ მიმითითა, რომელთანაც ჩემდა მოულოდნელად იმ ალქაჯის ნაცვლად სულ სხვა მელოდა.- აი, ლილე ის ახალგაზრდა ბიჭი გელოდება, დარწმუნებული ვარ გაგეხარდება მისი ნახვა.- „გამიხარდება?! არა ეს სიხარულზე მეტია“ - მოულოდნელი გაკვირვებული სიხარულით ავივსე, მაგრამ კვლავაც არ შევიმჩნიე. ეპიზოდი Vაბაზანიდან გამოვედი, კვალდაკვალ გამომყვა ცხელი ორთქლი. ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი და პირსახოცით თმების გაშრობას ვაგრძელებდი, როცა მზერა ჩემს წინ კედელზე განლაგებულმა წიგნის თაროებმა მომტაცა.- თუკი რამეა უეჭველი აქაა...- უეჭველი.. ეს კედელი საერთოა...- რა მოხდება, რომ მის ოთახში შევიდე და დავათვალიერო?- არც არაფერი..- არა! ცუდი აზრია. ჯერ არა! - კიდევ ერთხელ დაკვირვებული მზერით შევათვალიერე თითოეული წიგნი, მგრამ ასე ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავდი... ოხ, როგორ მომინდა ერთიანად გადმომეყარა ყველა წიგნი და ფიმფამფოობა, რაც კი იქ იდო. ოხ!.... თვალს მაინც ვერ ვაშორებდი... წიგნებს შორის მეორე თაროზე მუქყდიანი წიგნი შევნიშნე. ვერ აღვიდგინე, რა წიგნი შეიძლებოდა ყოფილიყო. ლოგინიდან წამოვდექი, ნახევრად დასველებული პირსახოცი იატაკზე დავაგდე და „ხალათის კაპიშონი“ თავზე წამოვიცვი. ძნელად, მაგრამ მაინც გამოვაძვრინე წიგნებიდან და როგორც კი ხელში მოვიქციე...- ჩემი დღიური... რამდენი ხანია შიგ არაფერი ჩამიწერია. - გადავფურცლე, ფაქტიურად სანახევროდ ცარიელი იყო. თაროებს მოვშორდი, ლოგინზე წამოვწექი და ბოლო ჩანაწერის კითხვა დავიწყე, რომელიც შარშანწინ გავაკეთე.„29 აპრილი პარასკევი უკვე რამოდენიმე თვეა რაც, მამას და ჩვენთან ჩამოვიდა. უცნაური ქალია, მამას არფრით გავს. იაშვიათად იცინის, უფრო სწორად საერთოდ არ იცინის. მაშინაც კი, როცა მამა რამეზე იხუმრებს და ყველა სტუმარი სიცილისგან ცუდად არის, ის ურეაქციოდ ზის, იშვიათად უბრალოდ თუ გაიღიმებს. ორაზროვანი საუბარი უყვარს, თან ისე, რომ ვერ ვიგებ ამას როგორ ან რატომ მეუბნება. ისე კი, იშვიათად მელაპარაკება, ხშირ შემთხვევაში თავის ოთახშია ან სადღაც. მამა მაინც ყოველთვის ცდილობს ასიამოვნოს, თუმცა თითქოს არაფერი ახარებს. ერთადერთი სიხარული, რომელიც გამოხატა და რომელიც დამამახსოვრდა ეს იყო მის დაბადების დღეზე, როცა მამამ მანქანა აჩუქა. მგონი მართლა გაუხარდა, მეც გამეხარდა, როცა მისი ბედნიერი სახე დავინახე. უცნაური ქალია, თუმცა საჭმელები ნამდვილად საოცარი გამოსდის. მანამდე მამა ყოველთვის უკვეთავდა ან ნატაშა მოდიოდა და ის გვიკეთებდა წვნიანს. „შენ ხომ მოზარდი ხარ აუცილებელია შენთვის წვნიანი!“ - მამა სულ ასე ამბობს. ახლა კი ეს ტვირთი მამიდამ აიღო თავის თავზე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მეტისმეტად განსხვავებული და-ძმა არიან. ამას იმდენჯერ ავღნიშნავდი მამასთან საუბრისას, რომ დღეს მის კაბინეტში ჭორაობისას ვეღარ მოითმინა და გამიმხილა სიმართლე. ის, მამას ნახევარ დაა. ჩემი ბებია, რომელიც არასოდეს მინახავს ორჯერ იყო გათხოვილი. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ბებია 10 წლის მერე მეორედ გათხოვდა და მამიდა ეყოლა. მამიდას მამა ერთ საღამოს ისე გავიდა, რომ ვეღარ იპოვეს, ბებიამ ნერვიულობას ვერ გაუძლო და რამოდენიმე წელში გარდაიცვალა. იმ დროისთვის მამიდა 13 წლის იყო მამა კი 20 წლის. მას შემდეგ მამა ყოველთვის ზრუნავს მასზე. ჩვენი ძველი სამშობლოდან ის, სამსახურის დაკარგვის გამო ჩამოვიდა და არ შევმცდარვარ ნამდვილად დიდხანს დარჩება აქ ან იქნებ სამუდამოდ. მისი მომზადებული კერძების ჭამა ნამდვილად არ მომბეზრდება მთელი ცხოვრება, მაგრამ... ჩემდა უნებურად დაძაბული ვარ, როცა მასთან ერთად ოთახში მარტო ვრჩები. ზიზღით მიყურებს ხოლმე, რაც არ უნდა ვუთხრა უხეშად მპასუხობს ან სულაც არ მპასუხობს. მამას ვუთხარი ამის შესახებ, მან კი კვლავ დამამშვიდა. მეც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორმე დავმეგობრდებით! ახლა უკვე ძილის დროა, ღამემშვიდობის!„დღიური დავხურე და ღრმად ჩავისუნთქე. გამახსენდა ის საღამო, როცა ეს ამბავი მომიყვა. თითქოს გუშინ იყო: - „ლილეოო, ის პატარა გოგო იყო, როცა მამა დაეკარგა და მერე დედა გარდაეცვალა. აბა წარმოიდგინე მეც, რომ აღარ ვიყო, ეს ხომ ძნელი იქნება შენთვის? - ხმა არ ამომიღია მაშინ, თუმცა ვფიქრობდი, რომ მის გარეშე მართლაც საშინელება იქნებოდა და ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა.- მას ჩვენს გარდა არავინ ყავს- ჰო ...- ამიტომ, ერთად ვეცადოთ, რომ თავი ჩვენი ოჯახის წევრად იგრძნოს.- ჰო, მაგრამ რატომ ჩამოვიდა ამდენი ხნის მერე თუ კი ამდენი წელი ცხოვრობდა იქ?!- იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც თავის დროზე მე და დედაშენმა გადავწყვიტეთ აქ წამოსვლა...- კი, მაგრამ მამა, დედა ჰომ არ წამოვიდა?!- ლილეო... - ისეთი ტონით მითხრა, რომ ამ თემის განვრცობა სულაც არ სურდა- მითხარი, რატომ არ წამოვიდა დედა? - ჩემი სიჯიუტე უსაზღვრო იყო. - ის ვერ წამოვიდა...- რატომ? - მას ძალიან უნდოდა წამოსვლა, მაგრამ შენ გელოდებოდით და გადავწყვიტეთ, რომ როცა გაჩნდებოდი მერე წამოვიდოდით ერთად, მერე კი...- გასაგებია! - ახლა უკვე მე აღარ მინდოდა ამ თემაზე საუბარი- ჩვენი სამშობლო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ჰომ გახსოვს გიყვებოდი...- კი, ფოტოებიც მახსოვს…- იშვიათად ლამაზია და სილამაზის გარდა იშვიათად მდიდარიც…- ეგ არ მახსოვს, რომ გეთქვას…- როგორ არა?! იქ არაჩვეულებრივი კლიმატია, ჰავა, ნიადაგი, უგემრიელესი წყალია. წყალს იქ ყველგან პირდაპირ ონკანიდან სვამენ, ქუჩაშიც კი... არ გახსოვს?!..- კი, კი მახსოვს, უბრალოდ მე სხვა რამ მეგონა იგულისხმე...- შეიძლება ოქროს და ნავთობს არ მოიპოვებენ, მაგრამ ოქროზე ძვირად ფასობს ჩვენი სამშობლო...- და უცნაურია, რომ მაინც წამოხვედი... - ... - არაფერი უთქვამს მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა- მამა... - ... - უხმოდ შემომხედა- მამა ესაა ჩემი სამშობლო... - არა! - ისე აღმოხდა, რომ თავადაც გაუკვირდა- მამა, ის მხოლოდ ფიქტიური სამშობლოა! მე იქედან ვარ, მაგრამ აქაური ვარ!- უკვე გვიანია, ხვალ სკოლაში მიდიხარ… - ეს ნიშნავდა, რომ საუბარი დასრულებული იყო და ჩემს ოთახში უნდა დავბრუნებულიყავი.- ძილინებისა - მივუახლოვდი და ჩავეხუტე- ძილებისა და კეთილი ანგელოზები.“ - მისი კაბინეტიდან გამოსვლისას მომეჩვენა, რომ რაღაცნაერად გულდაწყვეტილი იყო, თუმცა მაშინ ვერ მივხვდი ზუსტ მიზეზს.საწოლიდან წამოვდექი, დღიური თაროზე შემოვდე. იატაკზე დაგდებული პირსახოცი აბაზანაში შევიტანე, თუმცა მის მიერ დატოვებული სველი კვალი იატაკიდან არ ამიწმენდია და ისევ ლოგინზე დავჯექი- აი, ეს არის ცხოვრება... „იყო და აღარ იყო რა!“ - დღეს ჩემი დაბადების დღეა. მე უკვე 15 წლის ვარ და ჯერ ისევ ცოცხალი ვარ! ტელეფონი ავიღე და რამოდენიმე კლასელს ერთიანად მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე: - „გოგოებო, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა. დიდი მადლობა მოლოცვისთვის. დაბადების დღის ჩვეულებისამებრ გადახდას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა ეს დღე თქვენთან ერთად გავატარო და მოკრძალებულად ავღნიშნო. ვინც თანახმა ხართ მომწერეთ ერთი საათის განმავლობაში :* „ - გაგზავნიდან ნაწილმა მალევე მომწერა დადებითი პასუხი. წამოვდექი, წასასვლელად მოვემზადე. სანამ მოვწესრიგდი, რასაც უნდა ვაღიარო, რომ გოგოსთვის შეუფერებლად ცოტა დროს ვუთმობ, დანარჩენებმაც მომწერეს. აღმოჩნდა, რომ ცხრა გოგოდან მხოლოდ ერთი ვერ ახერხებდა მოსვლას ისიც ქალაქში არყოფნის გამო. შეხვედრის ადგილი დავთქვით, ნახევარ საათში უნდა შევხვედროდით. ოთახიდან გასვლისას, თვალი გადავავლე ყველაფერს და რატომღაც საერთო ფონიდან ამოვარდნილად მომეჩვენა ჩემი დღიური, ამიტომ შევბრუნდი, ავიღე და ჩანთაში ჩავიგდე. გამოსვლისას ოთახის კარი დავხურე, კიბეები სწრაფად ჩავირბინე, თუმცა უცნაურად არასასიამოვნო განცდა არ მტოვებდა. მისაღებში შევედი, მაგიდაზე საკმარისზე მეტი ფული დამხვდა, რაღაცნაირად გამეხარდა, რადგან გოგოების დაპატიჟებას მხოლოდ ჩემს საფულეში არსებული თანხა არ ეყოფოდა. არასასიამოვნო გრძნობას კვლავაც დაპყრობილი ვყავდი. მისაღებიდან გამოვედი და კიბეებთან დავდექი, მაღლა ავიხედე და ჩემი ოთახის კარს მივაშტერდი.- მოდი ჩავკეტავ... - გასაღებით არასოდეს ვკეტავდი... პოვნა გამიჭირდა.. ბოლოს ძლივს ვიპოვე ერთ-ერთ უჯრაში რვეულების ქვეშ. როგორც კი ოთახის კარი გასაღებით გადავკეტე, თითქოს გულზე მომეშვა. ისევ სწრაფად ჩავირბინე კიბეები და ბავშვებთან შესახვედრად სწრაფი ნაბიჯებით წავედი. მისვლისას მხოლოდ სამი გვაკლდა, თუმცა ისინიც მალე შემოგვიერთდნენ- დაბადების დღეს გილოცავ!!... - ყველამ სათითაოდ მომეხვია- როგორ ხარ ლილე? - ფრთხილად მეკითხებოდნენ. აი ისე, როგორც გვჩვევია, ხოლმე როცა ვიცით, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მამა გარდაეცვალა და ჩვენთვის ვფიქრობთ: „რა ცოდოა!“. მათი მზერაც ასეთი იყო, მე ერთი საცოდავი გოგო ვიყავი მშობლების გარეშე. როგორ მეზიზღებოდა ეს განცდა!- დიდი მადლობა!... - რაიმეს თქმა აღარ დავაცადე... შეძლებისდაგვარად მკაცრი ტონით გავაგრძელე- მართალია დღეს არანაერი სურვილი არ მაქვს რაიმე აღვნიშნო, მაგრამ ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი, ამიტომ არ ვაპირებ უსასრულოდ ვიჯდე და ვიგლოვო! დიახ, მე მშობლები აღარ მყავს, მაგრამ ცხოვრება არ დასრულებულა! მინდა როგორმე შევძლო ამ ამბავზე შეგუება და მადლიერი ვიქნები თუ დამწუხრებული სახეებით არ შემომხედავთ და როგორც უპატრონო ლეკვს ისე არ მომექცევით! მე ისევ ის ლილე ვარ, თქვენი მეგობარი! თუ თქვენც ისევ ჩემი მეგობრები ხართ, კეთილი ინებეთ და ჩემს დაბადების დღეზე სიფათები გაასწორეთ, მწუხარება საკუთარიც მყოფნის! - მგონი 15 წლის მანძილზე ამხელა წინადადება არასოდეს მითქვამს, ამას ისიც ამტკიცებდა, რომ ნახევრად პირდაღებული მიყურებდნენ.- რათქმა უნდა... - ამოღერღა წუთიერი დუმილის შემდეგ ელენამ.- აბა რა! ჩვენ შენს გვერდით ვართ! - მხარი აუბეს დანარჩენებმა და ყველანი ერთად ჩვენი უბნის ყველაზე დიდ კარაოკე ბარში წავედით. ასე დილა ადრიანად, დღის ორ საათზე სულაც არ იყო ბევრი ხალხი. სხვადასხვა ნამცხვრები, ჩიფსები და წვენი შევუკვეთეთ. ზედმეტად ხმაურიანი გოგოები ნამდვილად არ ვიყავით, ამას ემატებოდა ისიც, რომ მართალია ვცდილობდი თავი მხნედ დამეჭირა, მაგრამ... ისინი მთლად პატარები აღარ იყვნენ და ხვდებოდნენ, რომ ჩემი კარგი განწყობა მხოლოდ მცდელობა იყო. საბოლოო ჯამში მართლაც მოკრძალებული აღნიშვნა გამოვიდა, თუმცა ყველანი აშკარად კმაყოფილები ჩანდნენ. ხუთი საათი იქნებოდა, როცა ბარიდან გამოვედით და ორი კვარტალის მოშორებით, ნაყინის კაფეში შევედით. შეკვეთა მივეცი და დავსხედით- ვისი ტელეფონია? - მოულოდნელად იკითხა ფატიმამ- შენი იქნება ელენა- არა, ჩემი არაა...- ლილე მგონი შენია - ხელი სახის წინ ამიქნია სტელამ- ა, ჰო - მართლაც ჩემი იყო. წითელი ეშმაკი მირეკავდა. არ მინდოდა პასუხი... მაინც წამოვდექი და ბავშვებისგან მოშორებით გავედი- გისმენ...- სად ხარ?- რა იყო?- მალე მოდი?- რატომ?- სტუმარი გელოდება და დროზე მოდი!- ვინ სტუმარი?- რამდენ კითხვებს სვამ?!- დაბადების დღეს აღვნიშნავ- ტიტე გელოდება!- ვინ?- დროზე მოდი, გაიგე?! გელოდება, შენს ნაცვლად მასთან ყურყუტს არ ვაპირებ!...-გამითიშა(დაგდება, რომ შეძლებოდა დააგდებდა).- „ტიტე“! ვინ არის ტიტე? - ეს კითხვა აეკვიატა ჩემს გონებას, მაგრამ აჩქარებას სულაც არ ვაპირებდი. მელოდება და მელოდოს დღეს ჩემი დაბადების დღეა!- ლილე მოდი მალეე! ნაყინები მოგვიტანეს... - შემომძახეს. ეს ადგილი ძალიან მიყვარს აქ ყოველთვის ყველაზე გემრიელ ნაყინებს ამზადებენ.- კარგი დღე გამოვიდა! - კმაყოფოილებით განაცხადა მარიამ.- ნამდვილად! -დაეთანხმნენ დანარჩენებიც.- ლილ, შენ კმაყოფილი ხარ? - მორიდებით მკითხა ფატიმამ.- ძალიან! -მართლა კმაყოფილი ვიყავი, თან ეს შოკოლადი და მოცხარი, ორი ურთიერატსაპირისპირო გემოები საოცრად მსიამოვნებდა.- საჩუქრები, რომ არ გაგიხსნია?! - რაღაცნაერად გულდაწყვეთით წარმოთქვა ცნობის მოყვარე სტელამ. ზოგადად მარტო მერჩია ყველაფრის დათვალიერება, მაგრამ…. საჩუქრები დავათვალიერეთ.- ძალიან დიდი მადლობა!!!! - ახლა უკვე ყველანი კიდევ უფრო ბედნიერები ნაყინის სახლიდან გამოვედით და ჩვენი უბნისკენ დავიძარით. გზადაგზა გოგოები სახლებისკენ იფანტებოდნენ. ბოლოს მე და ფატიმა დავრჩით.- ლილე მე აქ უნდა დაგემშვიდობო- კი, ვიცი - მასაც ისევე, როგორც მანამდე დანარჩენებს გადავეხვიე და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა.- იცი, ყველაფერი კარგად იქნება! - მითხრა და ისე მიტრიალდა წასასვლელად პასუხს არც დაელოდა, მაგრამ მაინც დავაწიე...- მჯერა ფატიმა! - მოტრიალდა და გამიღიმა. სახლამდე მიმავალ გზაზე საფულე შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ თანხის თითქმის ნახევარი დამრჩენოდა, რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა, ნებისმიერი თანხა ამ ეტაპზე ჩემთვის ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი. სახლში მივედი და როგორც კი შევედი ხალისი გამიქრა. მისაღებში არავინ იყო. სხვა ოთახების ჩამოვლას არ ვაპირებდი. ჩემს ოთახში ავედი. კართან დიდი ყვითელი დათვი და პატარა სასაჩუქრე ჩანთა იდო. ჩანთის ასაღებად დავიხარე, როცა მოულოდნელად ის თავისი ოთახიდან გამოვიდა- რა მალე მოხვედი...! - დოინჯშემორტყმული წამომეჭიმა- ჰომ, მთხოვე მალე მოდიო - ვითომ ვერ გავიგე მისი ნათქვამის ქვეტექსტი- თავხედივით მოიქეცი! ადამიანი ლამის სამ საათზე მეტხანს გელოდა...- რას მელოდებოდა მერე?! ან მაგდენ ხანს თუ მელოდა კიდევ ცოტაც დაეცადა!-გაღიზიანებით ვპასუხობდი- ნამდვილი უზრდელი ხარ! არაფერი გაქვს საერთო მასთან, გული გაუსკდებოდა, რომ გხედავდეს!- მამას ნუ ახსენებ! გაიგე?! - ჩემი გაღიზიანება, რაღაც უფრო მეტს დაემსგავსა და მგონი ისიც მიხვდა ამას- ეგ დათვი ტიტემ მოგართვა - ირონიულნარევი წასისინებით შეცვალა თემა.- არ ვიცი ვინ არის ტიტე...- ეგ, კი ჩემგან! - ვითომ არ გაუგია... თითით მიმითითა იმ სასაჩუქრე ჩანთაზე, რომელიც ხელში მეჭირა და ჯერ შიგ არც ჩამეხედა. პასუხს არ დაელოდა ისე შევარდა თავის ოთახში. მეც აღარაფერი ვუთხარი. ჩანთა, ბავშვების საჩუქრები და მისი ჯერ ისევ არ ნახული საჩუქარი ლოგინთან დავდე იატაკზე. მერე კი ის უაზროდ დიდი დათვი ოთახში შემოვათრიე. კარი დავხურე და ლოგინზე პირქვე მივწექი. ცოტა არ იყოს დავიღალე. თვალები დავხუჭე და ფიქრებმა გამასეირნეს. მართლა უზრდელი და თავხედი გოგოს მსგავსად მოვიქეცი დღეს! ის მართალი იყო, მამა არ იამაყებდა ჩემი დღევანდელი საქციელით! ჯობია ბოდიში მოვუხადო, ამ შემთხვევაში მე არ ვარ მართალი! თვალები გავახილე და სახე დათვისკენ შევაბრუნე. იმ ვიღაც ტიტემ რაღა დამიშავა. ისე კი საყვარელი დათვი იყო დიდი და ფუმფულა. გემრიელად, რომ ჩაეხუტები ისეთი.- ტიტე.. ტიტე... - ვცდილობდი გამეხსენებინა და მგონი გავიხსენე. ტიტე ალბათ ის მსუქანა ბიჭია...- კი, კი უეჭველი ისაა მამას ძმაკაცის შვილი... ნამდვილად ის იქნება! - ძალიან პატარა ვიყავი, ის კი რამოდენიმე წლით უფროსი იყო ჩემზე, როცა სტუმრად მოდიოდნენ. სულ ცდილობდა ჩემთან თამაშს მე კი იმის გამო, რომ მსუქანი იყო მეშინოდა და თავს ვარიდებდი... მაგრამ რამდენი წელი გავიდა... იქნებ ის არცაა... თავი ლოგინიდან გადავწიე და მოსისინეს საჩუქარს ის იყო ხელი შევახე, როცა პირსახოცისგან დატოვებულ უკვე შემშრალ სველ ლაქაში ფეხსაცმლის კვალი დავინახე. შემაცია... ხელი უკვე მის საჩუქარზე მქონდა მოკიდებული, გაყინულივით განძრევას ვერ ვახერხებდი...- შეიძლება მხედავს - გავიფიქრე და მძიმედ წამოვჯექი. ქაღალდის ჩანთაში ჩავიხედე და შიგ ჩადებული ყუთი ამოვიღე. შიშნარევად გავხსენი.- ჭიქა...- ჩემი ჭიქის მსგავსი, თუმცა არა ისეთი ზღაპრული. აზრებს ვერ ვალაგებდი... ის ფეხსაცმლის კვალი ჩემი არ იყო!- იქნებ ძველია.. იქნებ დღეს არ ყოფილა აქ შემოსული.. იქნებ... ის ჩემს ოთახში ნამყოფია! ჩემს გარეშე! და თუ ეს დღევანდელი კვლია ე.ი გასაღები აქვს! -ვიგრძენი, რომ დამშვიდება მჭირდებოდა, შიგნით ყველაფერი არეულდარეული მქონდა. ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი გაშეშებულივით. როცა ჩემში ყინულმა გალღვობა დაიწყო ჭიქა ტუმბოზე დავდე, ჩემი ჩანთა ავიღე, ოთახიდან გამოვედი, კარი გადავკეტე და კიბეებისკენ დავიძარი... ის იყო უნდა ჩამერბინა ერთი აზრი მომივიდა... მისი ოთახის კართან მივედი და დავაკაკუნე- რა გინდა? - შემომესმა მისი ეკლიანი ხმა- რაღაც უნდა გითხრა- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს! - რეალურად სალაპარაკო არც მე მქონდა, მაგრამ... ჩანთიდან ჩემი დღიური ამოვიღე ცარიელი ფურცელი ამოვხიე და წავაწერე: „მადლობა საჩუქრისთვის!“ მერე კი ორად გავკეცე ეს ფურცელი და კარის ქვეშ შევაცურე.- მე ცოტახანს უნდა გავიდე - ეს ისე ვუთხარი, რომ კარზე მიდებული ყური არ მომიშორებია- ჯანდაბაშიც წასულხარ! - შედარებით დაბალ ხმაზე წარმოთქვა.- ღმერთო, რა საშინელი ქალია! - სწრაფად გამოვედი სახლიდან და ავტობუსის გაჩერებისკენ გავიქეცი. დროულად მივუსწარი და პირველივე ავტობუსს გავყევი. ცა ნაცრისფერი იყო, ყველაფერი კი მუქი სათვალიდან, რომ იყურები ისე ჩანდა, თითქოს არ უნდა ეწვიმა. ტელეფონი ამოვიღე, საათს შევხედე რვა საათს წუთები აკლდა. ისე იმ ბიჭსაც უნდა მოვუხადო ბოდიში... ისევ გავხსენი ტელეფონი, მისი შეტყობინება ვიპოვე და საპასუხოდ ავკრიფე: „ტიტე დიდი ბოდიში, რომ დროულად ვერ მოვედი“ ის იყო უნდა გამეგზავნა, როცა უცებ დავეჭვდი. იქნებ ეს ვიღაც ის ტიტე სულაც არაა. სწრაფად წავშალე და მხოლოდ ორი სიტყვა გავუგზავნე:- „რომელი ხარ?“ - იმავე წამს მივიღე პასუხი- „ლილე ტიტე ვარ, „მსუქანას“ რომ მეძახდი გახსოვს?!“ - ე.ი არ შევმცდარვარ. პასუხს ვკრეფდი, როცა კიდევ ერთი მისი მონაწერი მივიღე- „დღეს ვიყავი მოსული. იმედია მალე გნახავ “- „ კი, მახსოვხარ... ძალიან დიდი ბოდიში დავაგვიანე და ვერ მოგისწარი. მადლობა საჩუქრისთვის... საყვარელია :) “- „ეგ არაფერი. მიხარია თუ მოგეწონა:) როდის გნახო?“- „:) არ ვიცი... იქნებ ზეგ“- „კეთილი. ზეგ მოგწერ :)"- „ :) " - მიმოწერას მოვრჩი და დაახლოებით ნახევარ საათში ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედი. დღე კიდევ უფრო დაბნელებულიყო. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სულ უფრო ნათლად ვხედავდი მუქ ფიგურას. ცოტა არ იყოს შევშინდი, მაგრამ სვლას არ ვანელებდი. მივედი და დავინახე ახალგაზრდა უცნობი ბიჭი, რომელიც თავჩაქინდრული, წელში მოხრილი ქვის სკამზე იჯდა. ხელში ეჭირა ბოთლი, ოღონდ ლუდისას არ გავდა უფრო ღვინის ბოთლი იყო.- უკაცრავად... - წარმოვთქვი მე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა. ისევ ისე გაუნძრევლად იჯდა და სადღაც ქვემოთ, იყურებოდა ან იქნებ ეძინა კიდეც.- ნუთუ ლოთია?! - გავიფიქრე და ერთი თვალის ატარებით შევათვალიერე. ლოთს ან „ბომჟს“ ნამდვილად არ გავდა.