ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

გიორგი გელაშვილი

ბიოგრაფია

გიორგი გელაშვილის მუსიკალური აქტივობა 2000-იან წლებში დაიწყო და მალევე დასრულდა მას შემდეგ, რაც შემოქმედებითმა ენერგიამ თვითგამოვლენა პროზაულ სამყაროში ჰპოვა. Landmark, Seva და The bearfox ის ჯგუფებია, რომელიც საუკეთესო მოგონებად დარჩა, ავტორის მუსიკალური მოღვაწეობიდან, თუმცა, წარსულის გავლენა, გარკვეულწილად, მის ლიტერატურულ შემოქმედებაზე აისახა.

 

გიორგი გელაშვილის პირველი მოთხრობა, “განთიადი სოროში”, 2018 წელს დაიწერა და 2023 წელს “ლიტერატურულ გაზეთში” გამოქვეყნდა. იმავე ნომერში დაიბეჭდა “წინაპართა ძვლები”, რასაც წინ უსწრებდა “სამნი ეშაფოტზე”, როგორც ავტორის პროზაული დებიუტი. ასევე, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, “ლიტერატურულ გაზეთთან” ორ წლიანი თანამშრომლობის თავზე, გამოქვეყნდა ახალი მოთხრობა, სახელწოდებით: “კომენტარები ძაღლების ომზე”.


სინოპსისი

ეს ორი მოკლე მოთხრობა, “ექსტრემალი” და “არგენტინელი ჰომეროსი”, გიორგი გელაშვილის ჯერ გამოუქვეყნებელი კრებულის რიგითი ჯარისკაცები არიან. ავტორი მიიჩნევს, რომ მისი შემოქმედება ფილოსოფიური ხასიათისაა, რასაც შეიარაღებული თვალი ადვილად შეამჩნევს, ტექსტში აღწერილი დაუჯერებელი მოვლენების წყალობით; თუმცა, შეუიარაღებელი თვალისთვის ეს უბრალოდ ფანტასტიკური სიუჟეტია - უძველესი ჟანრის ახალი ინკარნაცია. ეს ორი მოთხრობა, სტილისტურად, რენე მაგრიტის “ჩიბუხს” ჰგავს, რომელშიც თუთუნს ვერ ჩატენით და ვერ გააბოლებთ, მაგრამ ნამდვილი ჩიბუხიც სადღაც იქვეა.

 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური