ჯამბაზი ტიჟუკას კვარტლიდან
0 ხმა
ნატო ფირცხალავა
ნატო კონსტანტინეს ას ფირცხალავა დაიბადა ქ. თბილისში 1970წ-ის 3მაისს. 1989წ. დაამთავრა წარჩინებით ქ. თბილისის საბაზო მესამე სამედიცინო სასწავლებელი. (1989-1991წწ) მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა კათედრის ლაბორანტად. (1991-1997წწ) სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტზე (პედაგოგები: გ. ყანდარელი, თ. ნუცუბიძე, თ ჯაფარიძე). ნატომ მეუღლესთან (დათო ჯაფარიძე) ერთად დაიცვა დიპლომი სამხატვრო აკადემიის არსებობის მანძილზე უპრეცენდენტო სახეობით ,,ქართული ფერწერული გობელენი“ მოთელვის ტექნიკით (ხელმძღვანელი თ.ჯაფარიძე). 90-იან წლებში ნატო აქტიურად მუშაობდა გამოყენებით ხელოვნებაში. 1994წ-დან მონაწილეობას იღებს ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ( ჩეხეთი, ბელგია, შვეიცარია, პოლონეთი). ნატო ფირცხალავა არის პერსონალური გამოფენების ავტორი, ჩეხეთში ქ. პრაღა (1994წ); ქ.თბილისი აქსესუარების პერსონალური გამოფენა(2006წ); (2006-2007წწ) ორი პერსონალური დეფილე; (2012წ) პერსონალური გამოფენა /ფერწერა გრაფიკა/ საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის საგამოფენო დარბაზი. (2001-2003წწ) აკადემიკოს თ. ჯაფარიძის სახ. სახვითი ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელი, პედაგოგი. (2003-2004წწ). მშენებლობის, არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია ,,აზიმუტის“ მხატვარ-დიზაინერი. (2006 – 2010წწ) მუშაობდა ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით, მონაწილეობდა საქართველოში გამართულ დეფილეებში. (2007-2017წწ) სახალხო მხატვრის, აკადემიკოს მ.თოიძის სახ. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელი. 2012წ-დან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2015წ-დან საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრი. 2014 წ-და არა ერთი პროექტის ავტორი და კურატორი მათ შორის: 2019წ. თეატრისა და კინოს მხატვრის კოტე კვალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი, წიგნის ,,დაბრუნება“ (ISBN 978-9941-9617-5-5 გამომცემლობა ,,სვეტი”) რეცენზიის ავტორი. 2019წ. კომპოზიტორ მარიკა კავლიაშვილის შემოქმედებითი საღამოს ,,ღმერთო გვიკურთხე სამშობლო“, ,,გაზაფხულზე სიყვარული მოვა“ პროდიუსერი; 2023წ-ს შემოქმედებითი საღამოს ,,იყო არა იყო რა“ პროდიუსერი. 2021წ. ლოზანა -პეკინის (ჩინეთი) საერთაშორისო ბიენალეს მონაწილე. ნამუშევარი ,,გოგონები“ დაჯილდოვდა სიგელით. 2022წ. საქართველოს მხატვართა კავშირის პროექტი ,,ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება“ გამოცემულ კატალოგში (გამომცემლობა ,,სამშობლო“) შესულია ავტორის ნამუშევარი ,,შეშლილი ქალაქი“. ნატო ფირცხალავას ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (საქართველო, ჩეხეთი, პოლონეთი, აშშ, იტალია, ისრაელი, რუსეთი). 2018წ-დან საპატრიარქოს პერიოდული ჟურნალის ,,ბედნიერი ოჯახი“ (ISSN 2449- 3090 გამომცემლობა შპს ,,შარავანდი“) კულტურისა და ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი( ჟურნალში დაბეჭდილია ნატოს ორმოცდაათზე მეტი სტატია და წერილი). 2001წ-დან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში.
ნატოს ლიტერატურული დებიუტი შედგა 2021წ. ჟურნალ ,,ცისკარში“(N1//2021), რომელშიც დაიბეჭდა მოთხრობა ,,დებიუტი ანუ ორი არაბესკა“. 2021წ. გამოიცა ნატოს პირველი სადებიუტო მოთხრობების კრებული ,,უცნობი ქალი“ (გამომცემლობა სვეტი ISBN 978-9941- 9748-6-1). 2022წ. ლიტერატურულ კონკურსში ,,წლის დეტექტივი“ მოთხრობა ,,ტანჰეიზერის უვერტიურა“ საუკეთესო დეტექტივების ათეულში მოხვდა. 2023წ. გამოიცა ნატო ფირცხალავას რომანი ,,შუშის ანგელოზები“ (გამომცემლობა ,,მერიდიანი“ ISBN 978-9941 - 34 - 421-3).
ავტორი მკითხველს საინტერესო სამყაროში მოგზაურობისთვის ამზადებს. ეს არის ბრაზილიელი ბიჭის ამბავი, რომელიც ფსიქოლოგიურ ჭიდილშია საკუთარ ,,მე“-სა და რეალობას შორის, რომელშიც ცხოვრობს. ცხოვრების მოულოდნელობა მას განსაცდელში ჩააგდებს... ძილში ბიჭი ფანტასტიკურ სამყაროში ხვდება, რომელიც მის ქვეცნობიერში არსებობდა ყოველთვის, ამას ერთვის მამის წასვლით გამოწვეული ტკივილი და მონატრება, რომელიც აღუძრავს სურვილს მოძებნოს მამა და დააბრუნოს სახლში რათა ისევ ერთად იცხოვრონ ბედნიერად. რეალობაში მას სიყვარული და საინტერესო თავგადასავალი ელის რომელიც გამოღვიძების შემდეგ იწყება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური