მოთხრობები
0 ხმა
ნანა ქადაგიშვილი
ნანა ქადაგიშვილი, დავიბადე 1974 წლის 17 აგვისტოს, ვცხოვრობ თბილისში;
მყავს მეუღლე და ორი შვილი.
დავამთავრე ჟინვალის საშუალო სკოლა (1980-91წ.წ.);
1991-96 წლებში ვსწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის (კლასიკური ფილოლოგია) ფაკულტეტზე;
1996 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთში („კავკასიონი“, „საქართველოს გაზეთი“, „დილის გაზეთი“, „ივერია ექსპრესი“, „ეკო დაიჯესტი“, „24 საათი“), სოციალურ განყოფილებებში;
2002 წლიდან 2017 წლამდე ვმუშაობდი უწყებებში (იუსტიციის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა) პრესსამსახურის სპეციალიტად;
2017 წლიდან 2021 წლამდე - დიასახლისი (შვილებს ვზრდიდი);
2021-22 წლებში ვმუშაობდი საბავშვო ბაღში („ფემილი“) პედაგოგად.
2022 წელს ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ამჟამად ვამზადებ სკოლის მოსწავლებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გამოქვეყნებული მაქვს მხოლოდ საბავშვო მოთხრობები და ზღაპრები: ჟურნალ „იალქანში“- „კაჭკაჭის ბუმბული“ (2022 წელს); ირმა მალაციძის ავტორობოთ გამოცემულ წიგნში „საშობაო საჩუქარი“ – „თოვლის პაპის საჩუქარი“ (2023 წელს), ჟურნალ „კარუსელში“ (2024 წ.) – „რატომ არასდროს ტოვებენ ლოკოკინები სახლს?“, „შავყურა და ურჩხული“, „ცისკარა“.
ამ მოთხრობების („შავ ღამეში“, „თუთის ხე“) პერსონაჟების პროტოტიპები ჩემს სოფელში დღესაც ცხოვრობენ. მათ მიბიძგეს, „ყრმობის მოგონებები“ გამეცოცხლებინა. ახლაც მახსოვს, ჩემი თანაკლასელი უცხოეთში სამუშაოდ რომ წავიდა და თავისი 2-3 წლის გოგონა დედამისს დაუტოვა, იმ ბავშვის თვალები... ეს გოგონა უკვე ქალია, თვალები კი ისევ სასოწარკვეთილი ბავშვის შერჩა.
მიგრაციის პრობლემა მთელი ჩვენი ქვეყნის ტკივილია. ჩემს სოფელშიც ოჯახების უმრავლესობას ერთი ქალი მაინც ჰყავს უცხოეთში საშოვარზე წასული. ხშირად სამშობლოდან მათი შრომა იოლი მოჩანს. წასვლამდე, ალბათ, არც ეს ქალები არიან მზად იმ ყველაფრისთვის, რისი გადატან-გადალახვაც უცხო ქვეყანაში მოუწევთ. მოხუცი მშობლებისა, თუ უმუშევარი ქმრების იმედად დატოვებული შვილების დარდი კიდევ ცალკე თემაა.
მოკლედ, დარდსა და ტკივილს რა დაულევს ადამიანს, მით უმეტეს, ისეთ საზოგადოებაში, სადაც სხვისი ცხოვრებით უფრო ცხობრობენ, ვიდრე - საკუთარით. თუმცა, რაც არ უნდა სასოწარკვეთილი იყო, ალბათ, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ან რაღაც, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. როგორც ჩემი ერთი პერსონაჟი ამბობს, "გული არ უნდა გაიტეხო, ცხოვრება ასეც შეიძლება და ისეც".
მიმდინარე ტური არ არის აქტიური