ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

ნათია ხაჩიძე

ბიოგრაფია


მე ვარ ნათია ხაჩიძე, 28 წლის, ქალაქ რუსთავიდან. პროფესიით ფსიქოლოგი, დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

ხალხთან კომუნიკაცია და ახალი ისტორიების აღმოჩენა ჩემთვის მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენს. ყოველთვის მაოცებს, როგორ შეიძლება უყურებდე ადამიანს და მის მიღმა სრულიად განსხვავებული პიროვნება გიცქერდეს. სწორედ, დანახულს მიღმა დამალულის გაცნობაა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი.

ბევრი ფიქრისა და დაგროვილი ემოციების ამოძახილია მოცემული ჩანაწერები, რომლის ფურცლებზე გადმოტანაც პანდემიის პირველი ტალღის დროს დავიწყე და დღემდე არ შემიწყვიტავს.

 

პატივისცემით,

ნათია ხაჩიძე

 

სინოპსისი

იცი სად იმალება ბედნიერების გასაღები? - ბავშვობაში, ყველაზე ჯადოსნურ და თავგადასავლებით სავსე დღეებში, როდესაც შეუძლებლის არსებობის გჯერა და ყოველ ნაბიჯზე სასწაულს ელოდები.

ეს არის ამბების კრებული სიკეთის გამარჯვებაზე, შიშების დამარცხებაზე, სევდისა და სიხარულის მნიშვნელობაზე, ადამიანურ გრძნობებსა და ემოციებზე.

გაიცანი მევარსკვლავე, რომელიც ოცნებებს სდარაჯობს, ტილიანშის მიტოვებული დამნაშავეები, თეთრი ყვავები, სევდეთის ამოუცნობი მაცხოვრებლები და ვისელის უსასრულო მოლოდინი. მოემზადე და შეცურე მივიწყებული ემოციების ზღვაში.

 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური