ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ინვიზუმი

0 ხმა

ირაკლი მოწერელია

ბიოგრაფია

გვარი, სახელი: მოწერელია ირაკლი

 

დავიბადე საქართველოში, ქალაქ თბილისში. ბავშობიდან მიყვარს ახლის შემეცნება. ჩემი ინტერესის სფეროებია მუსიკა, ხელოვნება, სპორტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესი, პოლიტიკა...ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც კაცობრიობას უწყვეტი პროგრესისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგი ბიზნეს სექტორსა და სამხატვრო სფეროში (2023 წლის ნოემბერში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა ჩემი ნახატების პირველი გამოფენა). ვწერ ასევე მუსიკას. მიუხედავად მრავალი ინტერესისა და არაერთი წარმატებისა, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი მოწოდება წერაა, თუმცა ამ მხრივ ჯერ სრულად რეალიზებული არ ვარ. ექვსი წლის ასაკიდან მუდმივად ვაკეთებდი პატარა ჩანაწერებს, ვაცოცხლებდი სკოლის რვეულებზე გამოსახულებებს, რომელთა სახელები საერთოდ არ ვიცოდი- უბრალოდ, ვაცოცხლებდი მათ და ვქმნიდი სიუჟეტებს. მოზარდობის პერიოდში ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბელეტრისტიკამ (მიმდინარეობა- მაგიური რეალიზმი) და ფილოსოფიურმა ლიტერატურამ, განსაკუთრებით კი ეგზისტენციალიზმმა- მარკესი, ბორხესი, კორტასარი, კამიუ, კაფკა, სარტრი, ჰესე, პლატონი, ეგზიუპერი და სხვა. აღნიშნულმა ავტორებმა ჩემს სულიერ სამყაროში შემოაღწიეს თავიანთი უკვდავი ნაწარმოებებითა და ყველასაგან გამორჩეული წერის სტილის წყალობით წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემზე.  თითოეულ მათგანს მწვავე პროტესტი ჰქონდა უგუნურებისა და ფარისევლობის მიმართ, რის გამოც ცდილობდნენ სამყაროში არსებული ფასადის მიღმა ჭეშმარიტება განეჭვრიტათ. მეც მათ მსოფლმხედველობას ვიზიარებ- ვცდილობ ვუპასუხო ისეთ კითხვებს, როგორებიცაა რატომ და როგორ. კალამი ( ამ წამს უფრო კლავიატურა) ჩემი იარაღია, რომლითაც ვცდილობ სიყალბეს შევებრძოლო, ხოლო მაგიური რეალიზმი ერთგვარი ფუნჯია, რომელიც მეხმარება არსებული სინამდვილე ნაკლებად ულამაზოდ წარმოვაჩინო.

სინოპსისი


INDEFINIO-მ შვა განზომილება, განზომილებამ კი ღია კოსმოსი, სადაც მრავალი დასახლებული თუ დაუსახლებელი ციური სხეულია. უნიკალური კოსმოსური ხომალდები და პილოტები- აი, რა აერთიანებს გალაქტიკებს.

იოანე თავისი ხომალდის ბაზად პლანეტა Versindiv-ს იყენებს, სადაც მხოლოდ ხრიოკი ველები და ნაცრისფერი პირამიდებია. თითოეულ პილოტს თავისი პირამიდის აშენება ევალება, რასაც იდუმალებით მოცული უხილავი მეფე აკონტროლებს. იოანეც საკუთარი პირამიდის მშენებლობას იწყებს, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ის სამოთხისებურ, საამურ პლანეტას აღმოაჩენს საკუთარ ხომალდში. დიახ! ში...

 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური