ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ინვიზუმი

ინვიზუმი

                                                      „ინვიზუმი“   ძალზედ სასიამოვნო იყო ის გარემო. ოქროსფერი მზე ეფერებოდა, აბანავებდა იმ პატარა ქალაქს ხორბლისფერ სხივებში, როდესაც ის დაიბადა! იდგა 19.. წელი დამავიწყდა. არც თვე და დაბადების თარიღი მახსოვს, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.                                                        ... იოანე უკვე ხუთი წლისაა. ის ერთ პატარა კოსმოსურ ხომალდში ცხოვრობს- დიახ! ეს მისი სახლია. ოთახში არნახული სისუფთავე სუფევს. თვალისმომჭრელად ბრწყინავს გულდასმით გაკრიალებული სივრცე. ზის ოქროსთმიანი ბიჭი, მარტოდმარტო, თოვლივით ქათქათა ხალიჩაზე და მიუწვდომელ ნათელს ასხივებს. ეფინება ის თითოეულ კუთხესა და საგანს . ბავშვს ჭიპის მაგივრად ოქროსფრად მოკაშკაშე ბოქლომი აქვს ჩამაგრებული- სწორედ ეს არის ამ თვალის მომჭრელი ნათების წყარო. ენით აღუწერელი სიმყუდროვეა! იქვე პატარა მაგიდა დგას. მისი მყიფე ფეხები ჩაფლულა თოვლივით ქათქათა ხალიჩაში ისე, თითქოს ნეტარებას განიცდიდეს იქ დგომისგან. მაგიდის ზედაპირზე ქოთნებია მოთავსებული, სადაც გაფაციცებით ამოუყვიათ თავები პატარა მწვანე ღეროებს. თავის დროზე იოანემ დათესა ისინი. მანათობელი ბავშვი მცენარეებს ზრუნვას არ აკლებს. რწყავს, ეფერება და ესაუბრება მათ. უყვარს ისინი ისე, როგორც არაფერი. პატარა ღეროები თანდათან იზრდებიან, უკვე კვირტებიც გამოისხეს! მაგიდის ცენტრში ბრჭყვიალა შუშით დაფარული წრიული ფორმის სივრცეა- იქ ოქროსფერი გასაღებია მოთავსებული. ბიჭი არ იჩენს დიდ ინტერესს ამ საგნის მიმართ, რადგან არ იცის მისი დანიშნულება, ვერც ეხება, რადგან ამისთვის გარე შუშის გატეხვაა საჭირო, ეს კი მხოლოდდამხოლოდ ერთ საგანს შეუძლია.  მრგვალი მაგიდის გარშემო მდგარი ტახტებიდან ერთ-ერთის მიღმა კარადაა განთავსებული, როემლშიც იოანე თავისთვის საჭირო ნივთებს ინახავს. ყველაზე დიდ თაროზე, ცენტრში, ალმასივით ბრყინავი წითელტარიანი ჩაქუჩია მოთავსებული. მის უკან ნახატია გამოსახული, სადაც მანათობელი, ულამაზესი არსებები საზარელებს ერკინებიან. დიდი ქაოსია ბრძოლის ველზე. მორწყულია იქაურობა შინდისფერი სისხლით, ხოლო წითელ ცაზე ოქროსფერი გასაღები დაჭედილა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს, მის გვერდზე კი ფართოდ და ბოროტად მოღიმარე ტარაკნის თავია. მას არ აქვს თვალები. ბავშვი უცქერს ნახატს, საშინელი ქმნილებების გარეგნობა თავზარს სცემს და შეშინებული, ხელის სწრაფი მოძრაობით გაიჯახუნებს კარადის კარებს. ყველაზე მთავარი კი მაინც QuantumX-ია. დიახ, საქარე მინის ნაცვლად გიგანტური მონიტორები და მის ქვეშ მდებარე კვანტური კომპიუტერია. აღჭურვილია ულტრა თანამედროვე ხომალდის საჭეთი, კლავიატურითა და ზემოთ ხსენებული მონიტორებით. სწორედ მისი დახმარებით იმართება ხომალდი. მის გარეშე ის ვერ ფუნქციონირებს, მეტიც, ის ძალიან მალე უძრავ ჯართად იქცევა, ხოლო შემდეგ, უბრალოდ, ფერფლს მიეცემა. INDEFINIO- იგივე განუსაზღვრელი, ყოველივე არსებულს უდევს საფუძვლად. უსასრულო და აღამტებულია იგი ყოველივეზე, შესაბამისად მიუწვდომელი. ის დედაარსია ყველაფრისა. მათ შორის,  Definio პროტოკოლის, რომელზეც კოსმოსური მფრინავები ფუნქციონირებენ განურჩევლად ამა თუ იმ ფაქტორისა. მარტივ ენაზე იგივე ღია კოსმოსია, სადაც ისინი დაფრინავენ და უბრალოდ თანაარსებობენ.  კვანტური კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი VR სათვალეა. მისი საშუალებით მმართველები ერთმანეთის ხომალდებსა და სხვა ციურ სხეულებს ხედავენ, ხოლო კლავიატურის დახმარებით ერთმანეთს უკავშირდებიან.  მესიჯები მათ საქარე მონიტორებზე ისახება. ღია კოსმოსში ვაწყდებით უდიდესი სიმრავლის პლანეტებს. ზოგიერთს ძალიან ბევრი ერთდროულად იყენებს, როგორც ბაზასა და სააფრენ გარემოს, ხოლო ზოგიერთი მარტოდმარტო ცხოვრობს საკუთარ შექმნილ მინიატურულ ასტეროიდებზე. დიახ, მათ შეუძლიათ ასტეროიდებისა და პლანეტების შექმნა სპეციალური ლაზერით. უმცირესობაში კი ღია კოსმოსში არსებული მფრინავები გახლავთ. ისინი არ ცდილობენ არაფრის შექმნას, მხოლოდ ხანდახან თუ ეწვევიან სხვადასხვა ციურ სხეულს ან ხომალდს, რათა მოახერხონ ხომალდისთვის საწვავის მიწოდება და ამ გზით მისი შენახვა. იოანეს ხომალდი ერთ-ერთ მოზრდილ პლანეტას იყენებს საბინადროდ. მისი ზედაპირი მოშიშვლებულ ყავისფერ კლდეებს აქვს დაფარული. მათ შორის კი, უამრავი  უწვერო პირამიდის ფორმის მქონე შავ-ნაცრისფერი ფარეხებია აშენებული. მათი ერთობლიობა ქალაქებს ქმნის. სხვა ფერების გამოყენება პლანეტაზე, უბრალოდ, მიუღებელია. იოანეს ბევრ „თავისნაირ“ პილოტთან უწევს თანაარსებობა. ეს ციური სხეული მთლიანად სპეციალური სახეობის ელექტრომაგნიტური ველით არის დაფარული, რაც ხომალდებს არ აძლევს ღია კოსმოსში გაფრენის საშუალებას. (ამის გასაკეთებლად, მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს.) პლანეტას VersIndiv-ი ჰქვია.                                                          ...                       მშვიდად მიცურავენ ვარდისფერ ცაზე კრემისფერი ღრუბლები. ფერად ტროპიკულ წალკოტს შეუმოსავს პლანეტა, სადაც ოქროსფერი მდინარეები მოჩუხჩუხებენ და მოვარდისფრო ტბები კამკამებენ. გარშემო აუჩქარებლად ბალახობენ ფერადი კაპიბარები, ხოლო ალისფერი ჩიტები კი მალამოსავით ამკობენ იქაურობას საამური გალობით. ეს ზეციურად ლამაზი ციური სხეული იოანეს კოსმოსურ ხომალდში მდებარეობს. დიახ! -ში... და მთლიანად მის საკუთრებას წარმოადგენს. იოანეს ხომალში მესამე, ანუ ბოლო ოთახში უშუალო, სადა არაფრით გამორჩეული თეთრი კარია. სწორედ მისი საშუალებით უკავშირდება ამ სამოთხისებრ სამყაროს. გააღებს თუ არა კარს, პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილზე, ვულკანის წვერზე მდებარე ბაზაში აღმოჩნდება, რომელიც პრიზმის ფორმის კოსტრუქციას წარმოადგენს. მთლიანად შავი წიბოებისა და შუშებისგან შედგება. მუქი ლამინატის იატაკზე კოხტად მიყრილა პუფები და პატარა ქათქათა ხალიჩები. მთელ შიდა სივრცეს დეკორატიულად გამოყვანილი სხვადასხვა ფორმის ბონსაი ფიკუსები ამშვენებენ. რამდენიმე ცარიელზედაპირიანი მაგიდაც არის. ყოველივე ეს პოსტმოდერნული, 3D მრავაკუთხედის  ფორმის ლამპრებიდან გამომავალი მზისჩასვლისფერ შუქში ტივტივებს. ბაზადან ზღაპრული ხედი იშლება, თუმცა მთავარი ტერასა მაინც სხვა არის. ხშირად უმზერს იქიდან ბავშვი დღისით სიცოცხლით სავსე გარემოს, ხოლო ღამე... ოო.. განსაკუთრებით მომაჯადოებელია ბნელი. ოქროსფერი ვარსკვლავებით იჭედება მისტიური ცის კაბადონი, მის შუაში კი თეთრი ლიცლიცა მთვარეა გამოკიდული.                                                            ...             ამჯერად იოანე ხომალდშია. VR სათვალე უკეთია და ჩაფიქრებული აკვირდება მის გარშემო მყოფ მსგავს მფრინავებს. ზოგი ადგილს იცვლის და ბრუნდება, ხოლო ნაწილი სამუდამოდ ქრება. ჯერჯერობით ყველაზე ხშირ და დროებით მუდმივ თანამგზვრად მისთვის განსაკუთრებული ხომალდები ეგულება. სწორედ მათმა მმართველებმა დააპროექტეს, ხოლო შემდეგ შექმნეს იოანეს ხომალდი. რაც ბიჭი ბორტზე იმყოფება თითქმის ყოველთვის მათთანაა კავშირზე. ეს პილოტები მას ნომერ პირველ დამცველებად და, უბრალოდ, ყველაზე საყვარლებად ეგულება. დავარქვათ მათ ინჟინერ-არქიტქტორ-დიზაინერები. შემოკლებით IAD.                                                                                                                ... თენდება. იწყება იოანეს მორიგი სიცოცხლითა და ინტერესით აღსავსე დღე. ცოტახანი თამაშობს, შემდეგ მცენარეებს უვლის, ეალერსება. ახლა კი დადის და ოთახებში ბოლთას სცემს. ნეტავ რას აკეთებს? ამთავრებს ყოველივეს. შედის ერთ პატარა მყუდრო ოთახში, ეს სივრცე ლაბორატორიაა, სადაც რიგებად ჩამწკრივებული მრავალკუთხედების ფორმის მქონე ტერარიუმებია. შიგნით ჩახედვისას იოანეს მთელი მიკროსამყაროები ეშლება. იქ პატარა მანათობელი არსებები დაფარფატებენ. რაღაცით ციცინათელებსაც კი გვანან, თუმცა გაცილებით პატარები არიან. დავარქვათ მათ ლუმენსები. ოქროსფრად მოკაშკაშენნი ისეთ ნათელს ასხივებენ ადამიანს, რომ მათ მიმართ მადლიერების გრძნობას ვერცერთი ვერ დამალავს. ბიჭი მათ ზრუნვას არ აკლებს, სანაცვლოდ კი ანათებენ. განსაკუთრებულ ღვთაებრივ იერს სძენს ეს მიუწვდომელი ენერგია. ერთგვარი სიმბიოზური კავშირი აქვს ამ არსებებთან. ხანდახან მათ ტერარიუმებიდან აუშვებს, ისინი კი მთელ ხომალდს მომაჯადოებელ ოქროსოფერ-თეთრ შუქს მოჰფენენ. QuantumX-ის ჩათვლით ყველა საგანს აკრიალებენ. ნაწილი პლანეტისკენ იღებს გეზს. იქ აახლებენ და ახარებენ ყოველივე არსებულს მათი ღვთაებრივი ენერგიით. ყველაფერს რომ მორჩებიან თავიანთ ადგილას ბრუნდებიან. ოთახში სიჩუმეა. ბიჭის გადიდებული თვალები ნელა , თანმიმდევრობით ადევნებს ციცინათელისმაგვარ არსებების მიკრო ეკოსისტემაში ფრენას. თვალს არ აშორებს ამ ლამაზ სანახაობას. დგება და რაღაცის შესამოწმებლად გადის. ეს რაღაც დიდი რუხი ფერის ყუთია. მთელ მის კარკასს ლიცლიცა ოქროსფერი დაჰკრავს. ყუთის შიგნით ფერფლი და ცოტაოდენი გადარჩენილი შავ-ყავისფერ ბაქნიანი ტარაკნებია. დიახ! დიახ! ტარაკნები. იმ ნახატზე გამოსახული საზარელი არსებების ერთ-ერთი და უმთავრესი ქვეკლასი. საკმაოდ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ტარაკნებისგან. ძალიან სწრაფები არიან. აქვთ ძლიერი და მოქნილი ყბები, რასაც წარმატებულად იყენებენ მსხვერპლის კბენა-გლეჯვაში. ყოველვე ამას მათი ქვესკნელსმიღმიერი სიმახინჯე და ხმამაღალი შიშინი ემატება...>   ახლო წარსულში, გენეზისის დროს- კვანტურ კომპიუტერში ვირუსული შეტყობინებები აღწევენ. პაწაწინა ჩვილი ამისთვის მზად არ არის. ისახება თუ არა დავირუსებული მესიჯები მონიტორზე, მთელი ამ საზარელ არსებათა არმია ხომალდში ჩნდება და მისკენ იძვრის დასაკბენად. თავზარდაცემულია პატარა. ძალიან უსუსურია და სწორედ ამ დროს უგზავნიან არქიტექტორ-დიზაინერები იოანეს შეტყობინებებს, რომელსაც QuantumX ლუმენსებად აღიქვამს და უდიდეს არმიად გარდაქმნის. ისინიც არ აყოვნებენ და იოანესკენ მიმართულ საზარელ არსებებს ფერფლად აქცევენ, შემდეგ ერთად იკვრებიან და ტორნადოსებრი ქარბუქით დიდ რუხისფერ ყუთს ქმნიან. ამის შემდეგ კვანტურ კმომპიუტერში გამავალი დავირუსებული ტექსტებიდან წარმოქმნილი საზარელი არსებები იმ ყუთში ხვდებიან. მოხვედრისთანავე ლუმენსები დაუყოვნებლივ ყუთში ფრინდებიან და ამ ქმნილებებს ფერფლად აქცევენ. როგორც ყოველთვის იოანე „გარდაქმნის“ რიტუალს იწყებს. ბედნიერი მიჩლახუნობს კვანტურ კომპიუტერთან . აწვება ღილაკს „ნარჩენების განადგურება“. ყუთში გადარჩენილ ტარაკნებს დედაბუდიანად წვავენ მანათობლები. მიზანი განადგურებულია! მიდის ისევ რუხისფერ ყუთთან. უხსნის თავს და ფერფლით გატენილ სივრცეს მტვერსასრუტით ათავისუფლებს. გაივსო. გეზს ლაბორატორიისკენ იღებს, სადაც მრავალკუთხედის ფორმის ტერარიუმებია განთავსებული. მტვერსასრუტს იქვე, კუთხეში მდებარე ქრომირებულ კომბაინთან აერთებს. წითელ ღილაკს აწვება. მთელი ფერფლი მტვერსასრუტიდან იქ გადადის. ღმუის მანქანა. უშვებს ორთქმავლის ხმებს. ცოტათი უკან იხევს ბავშვი. საჩვენებელსა და ცერა თითს შორის ნიკაპჩარგული, ჩაფიქრებული იერით უმზერს მანქანის ბობოქრობას, რომელიც ბოლს უშვებს და გრიგალივით გრგვინავს. როგორც იქნა სიმშვიდეს მიეცა. ახლა კი სულ ერთი წუთიღა არის დარჩენილი, რასაც იოანე ასე მოუთმენლად ელოდება. დროის მოგების მიზნით მარჯვნივ მდომ საგანს თეთრ გადასაფარებელს ხდის. კიდევ ერთი ტერარიუმი ყოფილა! კმაყოფილი იერით ტრიალდება კომბაინისკენ. ბგერით სიგნალს უშვებს და მწვანე შუქი აქვს ანთებული. გარდაქმნილია! კედელზე მიმაგრებულ თაროზე ფაფუკი ხელთამანებია მოთავსებული . ბიჭი მათ სათითაოდ ირგებს ხელებზე და კომბაინზე მდებარე გავარვარებულ სახელურს ეტანება. გაღებისთანავე იქ, სადღაც, უხლიავი სივრციდან ორთქლი ჩნდება. სივრცეში ნელა, თუმცა თანმიდევრულად ვრცელდება მონაცრისფრო ნისლი. ორი კაშკაშა ვარსკვლავი იწყებს სუსტ ციმციმს. გადის სამი წუთი. მსგავსი ოქროსფერი მნათობებით იჭედება მთელი მონაცრისფრო ნისლი. ულამაზესია ეს სანახაობა! იოანე ალმურმოდებული და გაშტერებული თვალებით შესცქერის ამ ჰარმონიულ, თანმიმდევრულ ციურ სხეულთა ურთიერთკავშირს. მათი დინამიური, გეომეტრიულად დაბალანსებული მოძრაობა ქმნის იმ კოსმოსურ ფერებს, რომლებიც ბავშვს აღმაფრენისგან გულს უჩქარებენ. ცოტაც და... ის სიმშვიდეში ინთქმევა. მისი მთრთოლვარე სხეული უკვე დუნდება, ქუთუთოებდამძიმებული ისეთ ნეტარებას განიცდის, თითქოს მთლიანად ჩაფლულა ამ მიკროკოსმოსში. ცალი თვალი ოდნავ გახელილი აქვს და ადევნებს მას, ერთ-ერთ ვარსკვლავს, რომელიც იისფერსა და მუქ ლურჯ დამატყვევებელ შერწყმაში მიცურავს. ყოველივეს კი ერთი ჩვეულებრივი ოქროსფერი ნათება წარმოშობს. ეს არ არის ფსიქოდელიური ჰალუცინაცია. ეს ხანმოკლე რეალობაა! იდუმალ-მაგიური სამყარო ნელ-ნელა იფანტება. სივრცე კვლავ ოქროსფერად იწყებს ნათებას. ,არა ვარსკვლავები, არამედ ლუმენსები წარმოშობს მას. დიახ! ამ ახალდაბადებულ მნათობებს ყოფილი ტარაკნების ფერფლი წარმოშობს კომბაინის დახმარებით. საოცრებაა! რიგრიგობით ტოვებენ მათი ნაკადები კომბაინს. სივრცეში სიბნელე ისადგურებს. გონს მოდის იოანე. მისი ღრმად ჩასუნთქვა და ამოხვნეშა ერთია. რატომ არის წარმავალი ეს ნეტარება?! -ეე იოანე რას მიაშტერდი?? დაგვაყენე მდგმურებს საშველი;) გაგვიღე ახლა! (ლუმენსები) ერთხმად ეუბნებიან ლუმენსები.-ხოო... ახლავე...) (იოანე)ერთი პატარა მიწოლა კვანტური კომპიუტერის ერთ-ერთ ღილაკს და ცარიელი ტერარიუმი სიცოცხლით ივსება. მწუხარებით, თუმცა ასევე დიდი სიყვარულით არის სავსე მისი გული. ღამის ცისმყარზე ქვიშისფერი მთვარე ლივლივებს. უცქერს მას ჩაფიქრებული, წყლიანი თვალები და ფართო ღიმილი ამშვენებს. კიდევ ნახავს იმ მაგიურ სამყაროს! იმედია...(:):    ექვსი წლის გახდა იოანე. თეთრ ხალიჩაზე მჯდომი დიდი გულისყურით აწკაპუნებს პატარა თითებს სინთეზატორის კლავიშებზე. იფრქვევა მრავალფრად შეღებილი ნოტები და სინთეზისას სხვადასხვა, უჩვეულო ფორმის არქიტექტურულ კონსტრუქციებს ქმნის. ზოგადად უყვარს მას ახალი ფორმების შექმნა და მათი სილამაზით ტკბობა. ეს სინთეზატორი კი მისთვის შეუცვლელია.  მცირე ხანია, რაც თავს იქცევს კლავიშებზე დაკვრითა და ამით ახალი კოსტრუქციების დაპროექტებით, როდესაც უცნაური ხმაური ყურადღებას უფანტავს... სადგურზე არქიტექტორ-დიზაინერების ხომალდები ჯდება. ბავშვი სწრაფი მოძრაობით წამოხტა და QuantumX თან მივარდა. იკეთებს VR სათვალეებს და იამრჯვებს კლავიატურას. შედეგიც დგება. მონიტორზე შემდეგი ტექსტები იწერება:Typing… -ჰო, მართლაც ჩემო კარგო. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გელოდება. ადრე ვართ გასასვლელები (ერთ-ერთი არქიტექტორ დიზაინერი)-რა დღე? (იოანე) -შენ დაგავიწყდა ამდენი ხანი რისთვის ემზადებოდი?! ყველა შენხელა პილოტი იქ მიდის და უნდა წავიდეს. ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...(ერთ-ერთი IAD)-გამახსენდა! კვანტური კომპიუტერის განვითარების ცენტრი! თან ჩემხელებთან ვიმესიჯებ! მინდა...(იოანე)აწყვეტინებს იოანე. -მადლობა ღმერთს! გაახსენდა. (ერთ-ერთი IAD)-ისე, რა უნდა ვაკეთო იქ ჩემ დონეზე მყოფ მმართველებთან მესიჯობის გარდა და საერთოდ, რისთვის არის საჭირო იქაურობა? (იოანე)-როგორ თუ რისთვის არის საჭირო?! შენ ჯერ ნულოვან დონეზე ხარ. ამიტომაც უნდა განავითარო QuantumX, რათა შეძლო პირამიდის აშენება. შენს ხომალდს საკუთარი პირამიდა-ფარეხი უნდა აუგო. მის გარეშე ხომ არ დარჩები? არ არის ამის მიღწევა ასე მარტივი. თანატოლებს რაც შეეხება, მათთან ბევრი არ იმესიჯო. გააკეთე ის რასაც მაგისტერები გეტყვიან.. ისინი შენი QuantumX-ის განვითარებაზე იზრუნებენ. ნურაფერში შეეწინააღმდეგები მათ, რადგან სრულქმნილნი არიან ჩვენსავით და იციან რა არის შენი კვანტური კომპიუტერისთვის უკეთესი. შენ ყოველივე ამის გარეშე პირველ დონეზეც კი ვერ გადახვალ (IAD) -და IAD... (იოანე) (წამიერად აპაუზებს VR სათვალეებმორგებული ბავშვი ფხაკუნს კლავიატურაზე)-გისმენ ძვიფასო? (IAD)-და ამ განვითარების ცენტრის გარეშე ვერ ავაშენებ ფარეხს? (იოანე)-აბა როგორ? პირამიდა მხოლოდ შავ-ნაცრისფერი ბლოკებისგან იგება და QuantumX და რუხი ყუთიც მხოლოდ განვითარების ცენტრიდან შემომავალ ინფორმაციას აღიქვამს, ეს ორი უკანსაკნელი კი, საბოლოოდ, ამ ბლოკებს ქმნის. როგორც კი ბლოკი შეიქმნება ის დაუყოვნებლივ უნდა გადმოიტანო გარესამყაროში, ჩვენთან Definio-ში, VerseIndiv-ზე. და ასე ნელა-ნელა და აუჩქარებლად ჩაუყრი პირამიდის პირველ დონეს, ანუ მის საძირკვლასა და კალთას საფუძველს. (IAD)-და ეს რთული არ იქნება? (იოანე)-ასეთია ჩვენი პლანეტა ვერსინდივი. რას ვიზამთ...(IAD)გაფანტულია იოანე. რამოდენიმე წამით წყვეტს მიმოწერას კლავიატურაზე. კვლავ აგრძელებს...-ანუ რომ გავიზრდები თქვენნაირი პირამიდა-ფარეხი მექნება? რა მაგარია! შიგნიდან ჩემი შიდა პლანეტის ბუნება უნდა გადავიტანო! (იოანე) წამიერი სიხარული იტაცებს ბავშვს.  -თუ იბეჯითებ და დაგვიჯერებ ჩვენც და მაგისტერებს... გექნება, თან უკეთესი. ახლა კი ჩემო კარგო, გაეთიშე VR-ს და დასვი ხომალდი საწვავის ჩასასხმელად. ხვალ ადრე ვართ გასაფრენები. (IAD) იოანეს გადასდის წამიერი აღტაცება. ახლა უკვე ხმას არ იღებს. ღრმად, შინაგანად რაღაც არ სიამოვნებს. ზუსტად ვერ ხვდება რა, ცხადია, რადგან არ იცის რა ელის, თუმცა ის კი იცის, რომთანატოლებს ნახავს. მეგობრებსაც გაიჩენს... ეს ფიქრები მას ხალისს ჰგვრის. -კარგი! წავიდეთ ხვალ. (იოანე)-მოემზადე მაშინ ხვალისთვის (IAD)იოანე VR სათვალეებს ეთიშება.     შემდეგი დღე: მარშუტი შედგენილია. ბოლო გაჩერება QuantumX-ის განვითარების ცენტრია. იონეს ხომალდი ჰაერში იწევა. 30 წუთიანი ფრენის შემდეგ ჰორიზონტზე გიგანტური, არაფრით გამორჩეული ნაცრისფერი სამწვერა პირამიდა ამოტივტივდა. გარედან ბზარები და ოდნავ გაცვეთილი სითეთრე შერევია. ცენტრს შემოკლებით „QDC’’ ჰქვია. იოანეს მფრინავი გარაჟისებრი შესასვლელის წინ ლევიტირებს. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება QDC-ში. (რობოტი ქალის ხმა)ავტომატიზირებული კარი ნელ-ნელა ზევით იწევა. შიდა სივრცეში გვირაბებია გაყვანილი, სადაც იოანეს დონეზე (ნულოვან) მყოფი ხომალდები დაფრინავენ. ბავშვი ირგებს VR სათვალეებს. საქარე მონიტორზე იწერება. -გამარჯობა! გაგვეცანი თუ შეიძლება. (მაგისტერი)- მე იოანე გახლავართ, მაგისტრო. (ღიმილნარევ მორცხვ სახეს იღებს VR-სათვალეებმორგებული ბავშვი.)-გთხოვ, დაიკავე ადგილი. (მაგისტერი) ახალმოსულს თანატოლები მზერას არ სწყვეტენ. უეცრად მაგისტერი მესიჯის გაგზავნას იწყებს:-ყურადღება ნულოვანდონიანებო. მე დიდი მაგისტერი ვარ. ჩემი მოვალეობაა, რომ თქვენს კვანტურ კოპიუტერს სპეციალური სახის ინფორმაცია მივაწოდო და ამ გზით შეძლოთ პირამიდა-ფარეხებისთვის განკუთვნილი შავ-ნაცრისფერი ბლოკების წარმოება.(მაგისტერი)უცნაური სახის მესიჯები მოდის ახალგაზრდა პილოტების მონიტორებზე. უდიდესი ნაწლი რუხი ფერის ყუთისკენ იგზავნება „დესტრუქციული ინფორმაციის“ სახით, ხოლო ლუმენსების გარკვეული ნაწილი კი ტერარიუმებში ნაწილდება, ჯერჯერობით იოანეს დიდი არმია ჰყავს მანათობლების და ისინი ახერხებენ ტარაკნების მტვრად ქცევას. თითოეული სერია ერთ საათზე ნაკლებს გრძელდება.  -ახლა გადატვირთეთ კოპიუტერები...(მაგისტერი)15 წუთის შემდეგ მაგისტერი წერს- „არასრულქმნილები“. მათი გაბოსტნეულებული სახე მკვთრი ღიმილით იცვლება. ბავშვებისხომალდები ცოტახნით QDC-ის ეზოში შეფრინდებიან, ირევიანერთმანეთში და დაუსრულებლად სწერენ ერთმანეთს რაღაცებს.ძირითადად ყველას იცნობენ და გულდასმით აკვირდებიანერთურთის ხომალდებს.ასე გრძელდება თითქმის ყოველდღე. გაფრენა QDC-ში და VR-შიი ჩართვა,ხანგრძლივი ერთფეროვნების შემდეგ VR-დან გათიშვა და სათვალეებისცოტახნით მოხსნა. ხანდახან ამ პერიოდში იოანე ახერხებს საამურ პლანეტაზე განავარდებას.რუხ ყუთში ბევრად მეტად გროვდება ტარაკანები, რადგან ძალიან დიდისიხშირით უწევს QDC-ში ფრენა, VR სამყაროში ჩართვა დამაგისტრთან ურთიერთობა. ჯერჯერობით ლუმენსებიაუდიან მათ განადგურებას. იოანე გრძნობს, რომ ასე დიდხანსვერ გაგრძელდება. ვაი, და ლუმენსები ვეღარ გაუმკლავდნენ დატარაკნებმა ყუთი გაგლიჯონ?! ბევრი დრო მისდის მასლუმენსების მობილიზებაში მწერების გასანადგურებლად.ამასობაში ბევრ რამეს აკლდება ყურადღება. მცენარეებსმოსწყინდათ , ხოლო ავეჯსა და არქიტექტურულ კონსტრუქციებსმტვერი მოსდებია. ასე გრძელდება უკვე ორი თვეა. დრო და დრო უფრო იქანცებაიოანე ლუმენსების მობილიზებაში, რადგან ბევრი ტარაკანიადა უფრო მეტიცილექება რუხ ყუთში, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ახერხებს თავის  საამურპლანეტაზე განავარდებას. ხომალდის შიდა პლანეტასთან დამაკავშირებელი თეთრი კარის სახელურის ჩამოქაჩვა იყო და იოანე ბაზაშია, რომელიც ჩამქრალი ვულკანის წვერზეა განთავსებული. მისი ფერდები კრემისფერი ღრუბლებით არის გარშემორტყმული. ხანდახან თუ გამოჩნდება ტროპიკული წალკოტით შემოსილი მრავალფეროვანი დაბლობები. ცა, როგორც ყოველთვის, ღია ვარდისფერ-იასამნისფერია. მას შავი მერცხლების ფრენა და ცის კაბადონზე გამოკიდული ვეებერთელა ნარინჯისფერი მზე ამშვენებს. ტკაპ! იქაჩება თეთრი კარის სახელური და ელვის სისწრაფით გამორბის იქიდან წითელ-შავ საცურაო კოსტიუმში ჩაცმული ბავშვი. ვეებერთელა ნახტომით თავით ეშვება ვულკანის წვერიდან. თავისუფალი ვარდნა...მუცლით ეფლობა მცურავ ღრუბელში. თვალებდაჭყეტილი ცოტახანში ნეტარებისღიმილს შეაპარებს სახეს. წამოხტა. პირში ორთითს ითავსებს და სტვენით უხმობს არელს. დიახ ეს მისიმეგობარი ალისფერი არქეოპტერიქსია. ექოსებურად ისმისპრეისტორიული ფრინველის ყივილი მანამ, სანამჰორიზონნტზე კარგად არ გამოჩნდება. კლანჭების შეამზადა და ბავშვს ბავშვს პირდაპირ მკერდზე შეაფრინდა. ძირს,ზურგით ეცემა ბიჭი. არელი კი ფრთებს აქნევს და თავითეფერება. იოანეც სიხარულისგან იცინის და ეხუტება -კარგი, საკმარისია არელ. გავფრინდეთ ახლა. (იოანე) სიცილით ეუბნება ბავშვი და პირდაპირ ზურგზე ახტებაალისფერ არქეოპტერიქს. გაბრწყინებული კნუტის თვალებითწევს ზევით კისერს არელი. დაყივლება და ფრთების აფარფატებაერთია. მეტეორივით მიფრინავს დაბლობებისკენ იოანესთანერთად.-არელ, შეანელე აქ, პირდაპირ ნავში ჩავხტები. (იოანე)ისევ უწყინარი კნუტის თვალებით ამოხედავს ფრინველი იოანესდა ეუბნება. -მეტი არაა ჩემი მტერი...მოუნდა ნავი და ოქროსფერი მდინარე.პირდაპირ კოსტას ხახაში ჩაგაგაგდებ (არელი)ყივილით ხარხარებს არქეოპტერიქსი.-ზუსტად კოსტასთან მივდივარ ახლა. თავზე უნდა დავახტემოულოდნელად და კისერთან ფეხებით  შევბოჭო. თან დიდი ხანია არმინახავს. მომენატრა! (იოანე) -ოოო, ამის გასაკეთებლად თუ მიდიხარ მაშინ პირდაპირ ნავში ჩაგაგდებ. მეც მიყვარს კისერზე მოჭერისგან რომ პარალიზდება და დააბჩენს ხახას. საკმაოდ გრაციოზული და არისტოკრატული ცურვის მანერით გამოირჩევა მინდა გითხრა, მაგრამ ნამეტანი კი გაზარმაცდა ეგ პრეისტორიული გადმონაშთი. არ აწყენს გამოფხიზლება. კარგად შემიშინე იცოდე! (არელი)ისევ ყვილით ხარხარებს არქეოპტერიქსი. -შესრულებული იქნება! (იოანე)-კარგი უკვე აქ ვართ. მომცილდი ახლა თავიდან. (არელი)-მადლობა არელ! (იოანე)-რისი მადლობა ჩემო კარგო?! მიდი აბა, შენ იცი! (არელი)ერთი სკუპი და იოანე რაფტინგის გასაბერ ნავშია. ნელა მიუყვება ოქროსფერი მდინარის დინებას. ჩქარდება. ყანყალებს და დახტის უკვე. იოანე ყმუის ოვაციებისგან. ო, არაა...ჩანჩქერი... რომელიც პირდაპირ ვარდისფერ კამაკამა ტბაში ჩაედინება. ოთხწამიანი წამიანი თავისუფალი ვარდნა და ნავი ტბაშია. ზურგზე გაწოლილი ბავშვი ფეხზე ხტება. კვლავ ყმუის მიღებული ადრენალინისგან.-რა მაგარია! უჰუუუუუუუ...! (იოანე)სიჩუმე ისადგურებს. მხოლოდ ჩანჩქერის ჩხრიალი და ალისფერი ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. წყლიდან მოულოდნელად სელაპი ამოფრინდება. სამი წამი ჰაერში იფრენს და ისევ წყალში ვარდება. ორი წამის მერე ისევ ამოფრინდება. სამი წამი ჰაერში დაჰყოფს და ხელახლა ჩავარდება. ასე მეორდება უკვე ნახევარი წუთი, ვიდრე არ ათუხთუხდება...-გეყოთ ახლა! გავიდა ნახევარი წუთი, თქვენ ოთხტონიანო კასრებო (გია)-ვის ეუბნება ნეტავ?! (იოანე) ფიქრობს იოანე. წყლიდან თავს ერთ-ერთი ცელნამგალა ვეშაპი ყოფს. სიმარტივისთვის დავარქვათ მას ორკა. ამ შავ-თეთრ ვეშაპებს ბეჟანი და ლუკა ქვიათ. -ეს, რომ ვიღაცის წონაზე რამეს იტყვის (ბეჟანი) ამის თქმა იყო, რომ სელაპი სახელად გია ბოლო დაშვებას ახორციელებს წყალში. მეორე მხარეს მეორე ორკა ამოყოფს თავს. გიაც ამოყვინთავს. -სამნახევარჯერ პატარა წონა მაქვს თქვენგან განსხვავებით, განავლის კასრებო! (გია)-ჩვენ შენზე ბევრად დიდები ვართ მოცულობით ბიძია და ნახე, როგორი კუბიკები გვაქვს მუცელზე მმმმმმმ.........(ლუკა) თავმომწონედ შეისწორებს ფარფლით მზის სათვალეს ერთ-ერთი ორკა და მუცლის პრესის სადემონსტრაციოდ წყალზე ზურგით წვება.-კი მასეა. შენ კიდევ შენ მოცულობასთან შეფარდებით ცხიმში ხარ წასული. ღიპუცა უფრო ხშირად შეიბერტყე (ბეჟანი)დაამოწმებს ბეჟანი. -ნეტავ ერთგრამიანი ტვინი არ გედოთ მაგ ოთხტონიან მოცულობაში. (გია)-მეც მიყვვარხარ გია! (ლუკა) სიცილით ეუბნება ორკა.ამ მეგობრულ შაირს იოანეს ხალისიანად დასმული შეკითხვა არღვევს.- აქ რა ხდება? (იოანე)-ოო, ეს ვინ მოსულა აქ?! (ბეჟანი და ლუკა ერთდროულად). სწრაფი ცურვით მიემართებიან გახარებული ორკები იოანეს ნავისკენ. -რა იცი ხოლმე ეს თვითმფრინავის განავალივით გაქრობა?! დიდად მოგვანატრე თავი. მოგვიყევი, როგორ ხარ? (ლუკა)-ფანტასტიურად ჩემო კარგებო. მეც მაგრად მენატრებით ხოლმე. ხშირად შემოგივლით აწი. ისე, რა ენის პატრონი ხარ ბეჟან... (ბეჟანი)-ხო აბა, ამ ერთგრამიან ტვინთან ერთად ამხელა ენა რომ არ ჰქონდეს არელიც კი წაიღებდა. (გია)უკმაყოფილოდ ამბობს გია , თუმცა ღიმილი მაინც ეპარება.-ოთხ ტონას ვიწონი საყვარელო. (ბეჟანი)თვალს უკრავს გიას ბეჟანი და ფარფლით ჰაეროვან კოცნას უგზავნის.-და რას ერჩოდით გიას? რატომ აპამპულავებდით? (იოანე)-ჩვენ არც არაფერს ვერჩოდით. უბრალოდ არ უნდა დადო იმაზე სანაძლეო, რაც არ იცი.-არ ვიცი?! ვინ არ იცის შენ მართლა არელის წაღებულო. დღეს უბრალოდ არ ეცალა...(გია)-კიიიიიიიიიიიიიიიუიუიუიუიუი.............(ორკები) ერთხმაში იწყებენ ორკები წვრილი ხმით კის ძახილს. სამ წამში კი სიტყვას ბგერები ეკარგება და წვრილი მგლის ყმუილში გადაჰყავთ. ეს მათი ერთგვარი სარკასტული რეპლიკაა. -არ უსმინო ამ ორ გასიებულს იოანე. ცოტაც და ყველეა ჩემი იქნება...(გია)-ვალალალალალალლალააააფფფხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ (ორკები)არაადამიანურ ბგერებს უშვებენ ვეშაპები. პირველად ხედავს ასეთ რეაქციას იოანე და განცვიფრებისგან გაშტერებული ორივე ვეშაპს აჩერდება. -ჰო მართლა, ნუ გაიკვირვებ იოანე.. უბრალოდ ისეთი რამე თქვა ახლა, რომ წამიერად უწმინდური ჩაგვისახლდა. (ლუკა)ხითხითებს ორივე ორკა. -და რა მოხდა ასეთი?! რაზე წააგო სანაძლეო? (იოანე)-რაზე წააგო და ხომ იცი მოლი? ვარდისფერი სელაპი როა. ასეთი სცენარია მოკლედ: გია მაჩოსავით, მზის სათვალეებში დუმფარაზეა წამოგორებული და ირუჯება (ბეჟანი)ორივე ორკა ხითხითებს.   -აი იმ ნაპირზე იყო ზუსტად მოლიც. იქ ირუჯებოდა და ამან როგორც კი დაინახა, პოზიორობა გაუმართა...ჩვენ კიდევ მივცურავთ ჩვენთვის და...(ლუკა) -რას მიცურავთ რას? ნუ გამოგყავთ თავი ახლა უმანკო კრავებად. უკანასკნელი პროვოკატორები ხართ! (გია)-რატომ ვართ პროვოკატორები?! მივცურავთ ჩვენთვის და უყურეთ და ისწავლეთო გვეუბნება. სამ წინადადებაში პაემანზე დავპატიჟებო. ჩვენც კიდევ ამაზე სანაძლეო შემოგთავაზეთ და დათანხმდი. მოლიმ უსმინა,უსმინა და მესამე წინადადების დასრულებაც კი არ აცალა, რომ დღეს არ მცალიაო. წყლიდან ნაპირზე ამოხტა და წავიდა. პაემანი კი არა დააფრთხო საბრალო გოგონა. (ბეჟანი) ისევ ხითხითებენ ორკები-წადით თქვენი! (გია)თუხთუხებს გია.  -სამ სურვილს კი შემისრულებდით დღეს. გაგიმართლათ, რომ დაკავებული იყო. (გია)-დაკავებული და იხვი კიდევ... მანდილოსნებთან საუბარს ცოდნა უნდა, ჩემო კარგო. რა თქმა უნდა შეგისრულებდით, მაგრამ ამჯერად ბურთის როლი უკეთესად მოირგე...(ლუკა)იოანეც ჰყვება ორკებს სიცილში. გიასაც ღიმილი ეპარება სახეზე.-ნეტავ გრამიანი ტვინი არ გქონდეთ. კარგი, გავედი ახლა (გია)ყვინთავს სელაპი ფსკერისკენ და მიემართება ახალი გულების დასაპყრობად. -ჰო მართლა.. საით მიდიხარ იოანე (ლუკა)-კოსტას ვეძებ. ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. მომენატრა. თავზე უნდა დავახტე და შევაშინო. (იოანე)-ჰოო ეგეც კარგი გაჩათლახებულია. რაც სიგარის მოწევა დაიწყო მთლად გაარისტოკრატდა. წამოდი, მოგაძებნინებთ, ოღონდ ამოხტი ამ გასაბერი პროვოკაციიდან. (ბეჟანი)წყალში ხტება იოანე და პირდაპირ ფარფლებზე ეჭიდება შავ-თეთრ ვეეშაპს. -ბეჟან, მოაშორე ერთი ეს ნავი აქედან. (ლუკა)მოუქნევს ბეჟანი ნავს უზარმაზარ კუდს. ნავი უკან ოქროს მდინარის ნავსადგურისკენ მიფრინავს.-კარგი წავედით ახლა. უბრალოდ ჯდომის პოზა შეიცვალე იოანე... სასუნთქ ხვრელს მიფარავ და თუ გადამცდა შეიძლება პლანეტიდან გაფრინდე. (ლუკა)-მოდი, ასე ვქნათ.. ფეხებით ცხვირებზე შეგვადექი და როგორც კი კოსტას მივუახლოვდებით, ჰაერში აგაგდებთ. პირდაპირ თავზე დააცხრები. (ბეჟანი)ასეც იქცევიან. იოანე ორკებს ორივე ფეხით შეადგა. ოთხი წუთიც და კოსტაც ჩნდება. ოოო...! დიდებული შესახედია გრაციოზულად მცურავი ნაცრისფერი ნიანგი. მშვიდი და არისტოკრატულია. გვერდულად ხახაში სიგარა აქვს გაჩრილი და ნელ-ნელა უშვებს იქიდან ბოლის რგოლებს. -ფს... ე... ვერ გვხედავს. სამ თვლაზე დაახტი (ლუკა)მორჩილად უქნევს იოანე თავს. ყველას ღიმილი ეპარება.-ვააახ...! (იოანე) ღიმილისგან ბეჟანს ოდნავ პირი ეღება და იოანეს მთლიანი მარჯვენა კიდური შიგნით ეფლობა.-შენ რაღა დაგემართა ბიჭო? მომუწე ეს პირი ერთი წუთი. ისედაც კბილის ჩხირის ზომისაა ეს ბავშვი. (ლუკა)ვეეშაპური სიგნალით ეუბნება ლუკა ბეჟანს.-ჩუმად, თვლემს ნახევრად და არ გააღვიძოთ. მისი გვერდულად განლაგებული თვალები არ ნიშნავს იმას, რომ ვერ გაგიგებთ. (იოანე)ენას წაკრავს ბეჟანი იოანეს მარჯვენა კიდურს და ისევ უხვედრებს ცხვირს. იოანე ისევ ორ ფეხზე დგას.-კარგი. სამ თვლაზე ჰაერში ამაგდეთ.. ერთი,ორი,სამი....ბავშვი შურდულივით ფრინდება არც თუ ისე დიდ სიმაღლეზე და მაქციასავით პირდაპირ მთვლემარე ნიანგს ახტება. არისტოკრატულობის განსახიერება მოუქნელ ხვანცალსა და ჭყაპუნს იწყებს. იქნევს ნიანგი თავის მოკლე ფეხებს და თავს ატრიალებს, სიგარა კი პირიდან უვარდება. იოანე კისრის ზედა მხარეს უჭერს და სხეულით პარალიზებული ნიანგიც ხახას დააფჩენს. ამასობაში სიგარა ნელ-ნელა წყლის ფსკერზე ეშვება. ორივე ორკა უყურებს და სიცილ-ხარხარით იშვერენ ფარფლებს ამ სანახაობაზე. რამდენიმე წამიც და იოანე ხელს უშვებს კოსტას კისერს იოანე. ჩახლეჩილი ხმით ღრიალებს კოსტა. -რა ხართ? ვინა ხართ შვილო ამისთანა? საიდან მოხვედით? ეე დამენახე ახლა! (კოსტა)ხახადაღებულ, მცურავ კოსტასთან ბავშვი წყლიდან ამოყვინთავს და უკვე მის ცხვირწინ იწყებს ტივტივს. აზრზე მოდის კოსტა.  -ახ შენ მაიმუნო ბავშვო, მეტი ვინ იქნებოდა აბაა?! ახალი შარფი რომ დამიზიანე იცი?! მაგაზე გადასანსვლა გეკუთვნის! (კოსტა)-კიიიიიიიიიიიიიი... ვეგეტერიანი არ ხარ ალბათ. (ორკები)ისევ ყმუიან ვეშაპები. -თქვენი გაფუჭებულია ეს ოქროს ბავშვი, რომ დაპროვოკატორობთ აქ სჯობს სიგარა ამომიტანოთ. (კოსტა) ახლახანს დაურღვიეს კოსტას დარბაისლური იდილია. აღრიალეს და აფართხალეს, თუმცა მაინც უზომოდ გახარებულია, რადგან იოანე ნახა. ვერტიკალურად სწორდება, ორ ფეხზე დგება და პირდაპირ იოანესკენ ტრიალდება. მოკლე ხელით შარფს ისწორებს და ღიმილნარევი ბაბუური სიყვარულით ეკითხება. -ასე უნდა შემაშინო შენ მამაძაღლო?! სად დაიკარგე? მოდი აქ. (კოსტა)ჩახლეჩილი ხმით იცინის ნიანგი.ხელებგაშლილი სიხარულით აღსავსე იოანე რეპტილიისკენ მიემართება და ეხუტება. -ხშირად მიწევს ხოლმე ხომალდით გასვლა კოსტა და ნაკლები დრო მრჩება. (იოანე)-ვიცი მე ყველაფერი იოანე უკვე QuantumX - ის. განვითარების ცენტრშიც დაგიწყია ფრენა. (კოსტა)-შენ საიდანღა იცი?! (იოანე)-ლუმენსები, ჩემო კარგო, ლუმენსები. ყოველ ღამე დაანათებენ და ყველას გვამცნობენ ახალ ამბებს. იცი შენ იმ საზარელი არსებების შესახებ რისი გამკეთებლებიც არიან. მანათობლები ნელ-ნელა იფიტებიან და ესეც მშვენივრად იცი. ჩვენ გამო სისხლისმღვრელ ბრძოლას აწარმოებენ იმ რუხისფერ ლიცლიცა ყუთში, რათა ტარაკნები ფერფლად აქციონ. რაც უფრო მეტს ტოვებ ამ ციურ სხეულს და VR საათვალეებს იკეთებ, მით უფრო რთულდება შენი მდგომარეობა. ისიც კი ვიცი, რომ მცენარეებმა ძალიან მოიწყინეს შენს მფრინავში. მიხედე, თორემ დაჭკნებიან.  კონსტრუქციებსაც მტვერი დასდებია. გაწმინდე, თორემ დაიფარებიან. და ყველაზე მთავარი- ლუმენსები გაამრავლე. მოუარე და მოესიყვარულე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩვენი პლანეტის შენარჩუნება. შენ რომ არა, არც ჩვენ და არც ეს ციური სხეული იარსებებდა. შეხედე ამ სილამაზეს. როგორი თბილი ფერებითაა შემკული ეს პეიზაჟები. როგორი ჰარმონია სუფევს ამ მინიატურულ სამოთხეში. ყველა პილოტს აქვს ხომალდის შიგნით საკუთარი პლანეტა. გახსოვდეს საიდან მოდიხარ, რადგან ეს შენი უდიდესი საგანძურია, მაგრამ არსებობს ამ საგანძურზე უფრო ძვირფასი რამ, რასაც არც სწორი და არც ტოლი ჰყავს. ფასსაც კი ვერ დაადებ მას, რადგან აღმატებულია იგი ყოველივეზე. -აჰა, შენი სიგარა ამოგიტანე. უყურე ამას...კოიბას მოწევა დაუწყია. (ლუკა)აწყვეტინებს ლუკა.მანერები ლუკა მანერები...რამდენჯერ გითხარი?! მაგრამ სიგარისთვის მადლობას გიხდი. (ლუკა)-ხო მომკლა ამ შენმა მანერებმა რაა...(ლუკა)-ბრუტალურიც შემიძლია ვიყო, ძვირფასო. ( კოსტა)-ფხხხ გამაცინა... ‘’ტოჟე მნიე’’ ნილოსის ნიანგი. (ლუკა)-მეტრნახევარით გრძელი და უფრო მძიმე ვარ მაგ სახეობასთან შედარებით, სხვათაშორის. (კოსტა)-ლუკა ახლა ატრაკებ. მართალია ამ შემთხვევაში. (ბეჟანი)-როდის არ ვარ ნეტავ? (კოსტა)-რა არის კოსტა ეს ყოველივეზე აღმატებული? სად არის? (იოანე)უბრუნდება იოანე წინა თემას.-შენს ხომალდში, მაგიდაზეა. (კოსტა)-შუშით დაფარულ გასაღებზე მეუბნები? (იოანე)აწყვენტინებს იოანე-ოო, ზუსტად ეგ არის. (კოსტა)          ჩაიცინებს კოსტა. - რა კარგია, ეგრევე რომ მიხვდი.-და რისთვის არის ეგ?! (იოანე)-უკვე დროა, რომ აგიხსნა. როგორც წესი, გარედან შემოჭრილ ტარაკნებსა და საზარელ არსებებს ლუმენსები დედაბუდიანად წვავენ შავ ყუთში. ცოცხლები ისინი ყუთიდან შენს ხომალდამდე და, მაშასადამე, პლანეტამდე ვეღარ აღწევენ, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ მუდამ ასე ვერ გაგრძელდება. თითო-ოროლამ უკვე ყუთიდან გამოსვლაც კი დაიწყო. აგერ, ნაკბენიც გამჩნევია. (კოსტა)-ხო ვიცი კოსტა. გუშინ ამომახოხდა მასეთი, ოღონდ ძალიან მცირე და ისევ მანათობლები მომეშველნენ. (იოანე)-დროა უკვე, რომ ამ ღია კოსმოსში „შექმნის“ ლაზერი გააქტიურო და მთელი ეს შენი შიდა პლანეტის სილამაზე გარეთ გადმოიტანო- მხოლოდ ასე შეძლებ ახალი ლუმენსების შეძენას და შიდა პლანეტის შენარჩუნებას. ერთ მშვენიერ დღესაც ოთხი ჭიანჭველის ზომის ტარაკანა ო„ტხასად გადაიცევა, მერე კი შეიძლება მთლიანად გასკდეს შენი რუხი ფერის სათავსო... შენ უბრალოდ მზად უნდა იყო ამისთვის...გატეხე ის შუშა და მოიმარჯვე ის ოქროსფერი გასაღები, რომლითაც საბოლოოდ შენს ჭიპზე დადებულ კლიტეს გააღებ. მხოლოდ ამ გზით გადარჩები. (კოსტა)-და რა მოუვა გაღების შემდეგ ხომალდს? (იოანე)-ეს უკვე შენზეა დამოკიდებული, იოანე. მეტს ვერაფერს გეტყვი. (კოსტა)-კარგი...(იოანე)-კარგი! წამოდი ახლა, სანახაობა უნდა მოგიწყოთ. ჯენ! (კოსტა)- ჯენი ვინ არის, კოსტა?! (იოანე)-ახლავე ნახავ. რამდენიმე ხნის წინ VR სამყაროდან ახალი მესიჯები მიუვიდა კვანტურ კომპიუტერს. რაც მომეწონა გადმოვიღე. შენი შეფასება მჭირდება. წარმოგიდგენ...ჯენს...ზამბარასავით ჩამოკონწიალდა  უზარმაზარი ჟირაფის თავი.-მეძახდა ვინმე? (ჯენი)-ოო... აგერ ჯენიც. კი გენაცვალე. იოანეზე რომ გეუბნებოდი გახსოვს? ეს ახალგაზრდაა... -ვერ წარმოიდგენ რამხელა პატივია ჩემთვის შენი გაცნობა,  იოანე.მბრწყინავი შავი თვალებით ანათებს ჩლიქოსნის სახე.-ჰე, რას ელოდები?! შეაჯექი კისერზე. (კოსტა)-კისერზე?! (იოანე)-ხო შვილო, კისერზე. მიდი, არ უნდა ამდენი ფიქრი. (კოსტა)სამწამიანი პაუზის შემდეგ იოანე წყალზე მოტივტივე ნიანგს აცოცდება. დგება და ჟირაფს კისერზე ახტება. ჯენი კისერს ასწორებს. გიგანტური ბამბის ხე აშხვართულა ვარდისფერი ტბის გვერდით. მის თავზე დიდი სცენაა, სადაც სხვადასხვა სახეობის მაიმუნებისგან შემდგარი ბენდი ჯაზ-ფანკსა და როკენროლს უკრავს. ყველა მათგანს მზის სათვალე უკეთია. ბენდი დაკომპლექტებულია შემდეგნაირად: ვოკალი და ელექტრო გიტარა (მანდრილი), აფრიკული დოლი (წითელბენდენიანი ბაბუინი), ბას გიტარა (ტყავის შავ ქურთუკში გამოწყობილი გორილა), ხოლო კლავიშები.....უფფფფ.... აჟრიალებს. აღმაფრენაშია ბავშვი. ეს ხომ ოდესღაც VR სამყაროში (Definio-ში) მოესმინა. ჩნდება თუ არა იოანე ბამბის ხის თავზე ჟრიამულიც მომენტალურად წყდება. კრინტს არავინ ძრავს. ბუზისა და ჭრიჭინების ხმაც კი არ ისმის. იოანე ნელი ნაბიჯებით, თავაწეული შედის, თვითონაც მზის სათვალეშია. ყველა არსება განზე დგება და გზას უთმობს მას. ძლიერ შთაგონებული თვითონ ჯდება სინთეზატორთან... -დღეიდან ეს ჩემიააააა! ჰე, რას დადუმებულხართ მეგობრებო?! შანგ, რიტმა მომე! (იოანე)შანგიც(წითელბენდენიანი ბაბუინი) სოლიდურად უკრავს თავს და ხმამაღლა აცხადებს. -აბა, წავიდა- ერთი, ორი...ერთი,ორი,სამი! (შანგი)და მქუხარე სიხარულით შეჰყვირა ერთხმად ყველა არსებამ. წავიდა მიუზიკლი! კოსტა, არელი, ლურჯი ფერის დათვები, ადამიანის ზომის ფერადი თუთიყუშები და კარაკალი ლინოც, რომელიც მუდამ დაბღვერილია- ისიც კი აჰყვა ამ გრანდიოზული მიუზიკლის დინამიკას. პირველი ხმა არელსა და სხვა ჩიტებს დაეტაცათ. დუმფარიდან სელაპები წაეშველებიან ხოლმე (ვაი მაგ წაშველებას , მაგრამ მაინც დასაფასებელია). ვარდისფერი წყლიდან თავები შავ-თეთრ ვეშაპებსა და ლალისფერ დელფინებს ამოუყვიათ- სწორედ ისინი აბალანსებენ სელაპების გადამეტებულ გენიოსობას. მეორე ხმა მანდრილისაა, ხოლო ბანზე ნიანგია პასუხისმგებელი. იზილება ერთმანეთში ხმები! უკვე ვისი რა ხმაა არავინ უწყის. მწვერვალების დაპყრობის ჟინი იპყრობს იოანეს- იმდენად შთამაგონებელია ეს მრავალხმიანი სილამაზე! ყველა ამღერდა! ამაზე უკეთესი რა უნდა კიდევ კარგ ჯაზ-ფანკს..?! საყვირები და საქსაფონი... არც ესაა პრობლემა! პავლიუსი და მისი მეგობრები... მუქი ფირუზისფერი, ბრჭყვიალა სპილოები, რომლებიც მათი ხორთუმით საყვირისა და საქსაფონის ფუნქციას ასრულებენ. -მე სულ დაგავიწყდით?! (გია)უკმაყოფილებას გამოთქვამს სელაპი გია.- რისი გამკეთებელი ხარ რო? (ლუკა)სიტყვაზე წაეკიდა ლუკა.-გაჩვენებ რისიც. ბევრს ნუ ლაპარაკობ, ამაგდე ჯობია მაგ ხეზე. (გია)-ერთი არაფერი გიქნია. (ლუკა)-ე ბიჭო, ნუ ლაპარაკობ ბევრს. ამაგდე რომ გეუბნები!აჯდება ლუკას კუდზე გია. ვეშაპიც კუდს იქნევს. რაკეტასავით ვარდება გია მაღლა და მოუქნელად ქსილოფონთან ებერტყება.-დამსვი მაგაზე. (გია)ეუბება ქსილოფონისტ ლემურს.-ახლა ეს თუ არ დავსვი, ტვინს წამიღებს. მოდი, ჰა, დაჯე! (ლემური)-ჰოდა ეგრე! (გია)-ეჰ, ეშველება ამას რამე? (ლემური)ღიმილშეპარული ჩაილაპარაკებს ლემური. ყველას გასაოცრად გია შეუდარებლად იმპროვიზირებს ქსილოფონზე თან მოლის უყურებს. ერთი მთელია ყოველივე- ეს კოლორიტი, ეს მრავალხმიანი სული და ფერადი პროჟექტორების ნათება, რომელიც ამ ჯადოსნურ სინთეზს მოაქვს, თითქოს უწყვეტად მიჩუხჩუხებს ეს ბედნიერების მდინარე, ვიდრე სიგნალი არ ისმის... -უნდა წავიდე...(იოანე)ისევ დუმდება სამარისებულად ყველა. -რაა? მოიცა ჯერ შუამდეც არ მივსულვართ. (მანდრილი) აწყვეტინებს მანდრილი, ხოლო შემდეგ ყველა ერთხმად იწყებს უკმაყოფილების გამოხატვას.-მესმის თქვენი. არც მე არ მინდა რომ დაგტოვოთ , მაგრამ მიწევს. ჩემები მეძახიან VR სამყაროდან. (იოანე)არც მოხუცებული ნიანგი ჩანს დიდად კმაყოფილი. ბოლო სიტყვაც მისკენაა, მიუხედავად იმისა, რომ იოანე საბოლოოდ ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თვითონ „მას“ „უნდა“. - წავიდეს მეგობრებო. ასე აჯობებს მისთვის ამჯერად. შენ იცი აბა, იოანე! დროებით ჩემო საყვარელო ბიჭო.  იოანე უკვე ხომალდშია. მიდის კავშირი VR-თან... მესიჯები მონიტორზე:   -იოანე მიიღე უკვე საკმარისი საწვავი. წასვლის დროა ახლა. (IAD)2-3 საათი ძლივსღა რჩება, რათა საკუთარ ხომალდსა და პლანეტაზე გაატაროს დრო. ძალიან გამოიფიტა. ყოველდღე QDC-ში ხომალდით ფრენა, შემდეგ იქაც VR-ში ჩართვა, მერე ბაზაში დაბრუნება, ხანდახან, კი რაიმე ახალი სივრცის არქიტექტორ-დიზაინერებთან ერთად მონახულება. მესიჯები: -იოანე, შენ გეუბნები...რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?! (IAD)-ხოო... ახლავეე. (იოანე)-ვიცი, რომ რთულია ძვირფასო, თუმცა საჭიროა კვანტური კომპიუტერის განვითარების ცენტრი. აბა პირამიდის გარეშე ხომ არ დარჩები?! (IAD) იოანემ მარშრუტი დააყენა. შეფრინდა ხომალდი QuantumX-ის განვითარების ცენტრში.სინთეზატორი. გუშინდელი დიდებული მუსიკა...იფ...ჯაზ-ფანკს სრულიად მოუცავს იგი. ვერ ჩერდება ეს მელოდიები მის თავში. ენატრება ის ერთსულოვანი ჟრიამული, რომელიც მის მინიატურულ პლანეტაზე განიცადა.-არა, უნდა დავბრუნდე იქ! (იოანე)იძრობს სათვალეებს. აღებს პლანეტაზე გასასვლელ თეთრ კარს.                                                        ...-არელ! აქ რა ხდება გაფიცებ?! (იოანე)ყურსასმენებსა და სპორტულ ბენდენაშია არელი გამოწყობილი. ფრთებში კალათბურთის ბურთი უჭირავს და ცდილბს ურნაში ჩაგდებას. ოდნავ უხერხულში ვარდება იოანეს რომ ხედავს, თუმცა ეგრევე თავდაჯერებულ იერს იძენს.(მხოლოდ იერს)-არაფერი... კალათბურთი შევუბერე, უბრალოდ...ჰოო ვიცი აქ არ უნდა მექნა... (არელი)-კაი არ ინერვიულო... მთავარია არ გატეხო არაფერი. წამოდი ახლა წამიყვანე ბამბის ხესთან. -მოიცა გადავივლებ. სად შემაჯდები ასეთ ოფლიანს, თან გავცივდები სველზე.-მიდი, გელოდები. (იოანე)...-მზად ვარ. მომახტი. (არელი)მიფრინდნენ ბამბის ხესთან.-ყველა ცხოველი დაუყონებლივ იკრიბება და იწყება გრანდიოზული ჟრიამული. მზის სათვალეებში უბერავს იოანე სინთეზატორზე და იღვრება გარშემო ფერადი შუქები. კუბები და პრიზმები იქმნება ამ ცოცხალი მუსიკისგან. ბოლოს იდეალური გეომეტრიული ფრაქტალები იწყებს გამოსახვას. ძალიან მაგარია. ჰარმონიების ცვლა. პენტატონიკაც რომ გამოერევა....კიდევ რა?! დრამი. -წითელბენდენიანო ბაბუინო, მისცხე რითმი! (იოანე) ამჯერად ელექტრო დრამზეა აფრიკული დოლის მაგივრად. -დიჯეის აპარატიც მოჰყვება ამ სინთეზატორს!!! ვაუ...(იოანე)-ახლა გაიგე ჩემო კარგო? (ლემური)-ვატრიალებ ვინილის ფირფიტას! (იოანე)აცხადებს იოანე მთელ ხმაზე. მქუხარე აპლოდისმენტები ფაუნისგან. თვით მდინარეებიც სამჯერ სწრაფად იწყებენ ჩუხჩუხს. ტბების წყლები კი გეიზერებივით მაღლა ამოხეთქავენ, იღებენ ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების ფორმებს და ცეკვას იწყებენ. რიტმი! რიტმი! არ ვაგდებთ...არიიიიიიიიიისსსსსსსს!!! ერთხმად ყვირის ყველა, მაგრამ...  უცბად იწყებს მთელი პლანეტა და ხომალდი ჯანჯღარს. -ისევ გასაქცევი ვარ?! რა დავაშავე??? (იოანე)                                                       ... თეთრი კარის გამოღება და ხომალდშია. მიდის საჭესთან და VR სათვალეებს იკეთებს. ეკრანზე კი შემდეგ შეტყობინებებს ხედავს. -ეს რას გავს იოანე საერთოდ?! უკვე მერამდენედ აკეთებ ასეთ რამეს?! მე აქ ვცდილობ, რომ რაღაც მოგცეთ და შენ ასე მიხდი მადლობას? არც კი გცხვენია? როგორ ბედავ სათვალეების მოხსნას. კიდევ ერთხელ გაიმეორებ მაგას და QDC ადმინისტრაციასთან მოგიწევს ყოველივეს ახსნა. IAD - ებსაც  მოვახსენებთ ყოველივეს. (მაგისტერი)-ბოდიში მაგისტერ. რას ვიწერთ დღეს კვანტურ კომპში? (იოანე)-რომ მოგესმინა გაიგებდი. მაგრამ რადგან ამ ერთხელ გაპატიე გეტყვი. (მაგისტერი)-ჩაიწერე:“ დედაპლატისა და თოლიის ამბავი“-კი მაგრამ მაგისტერ, ეს რატომ უნდა ჩავიწერო? რას მომცემს ? (იოანე)-ძალიან ბევრ შეკითხვას ხომ არ სვამ ბიჭუნა?! პირამიდის გარეშე გინდა რომ დარჩე?! (მაგისტერი) 15 წუთი შესვენება შემდეგი სესია: ისახება შავი პრიზმა. იტოტება და ურთდება იოანეს. QuantumX-ის ეკრანზე იწერება: 2X+5=? შიგადაშიგ მაინც იხსნის იოანე VR სათვალეებს და პლანტეზე ბრუნდება, რომელიც მის ხომალდშია.                                              პლანეტაზე: -ყოველ დაბრუნებაზე ახალი ჟრიამული იწევა. უფრო და უფრო ხვეწს სინთეზატორზე დაკვრას. ძლიერდება ინსტრუმენტთა და ხმათა მრავალფეროვნება. იმატებს და იმატებს პროჟექტორები. ახალი ფერებიც! მაგრამ, ფაუნის წარმომადგენელნი უკმაყოფილონი არიან.-იოანე რატომ გვტოვებ ყოველ წამს?! ძალიან იშვიათია, რომ ახლადდაწყებული მუსიკალური ჯემი დასასრულს მივუახლოვოთ. მართლა QuantumX-ის განვითარების ცენტრის გამო ხდება ყველაფერი? ყოველივეს, აქ რასაც ხედავ, მათ შორის ეს დიდებული მუსიკა, ლუმენსების მოტანილია! და შენ ასე მათ გაანადგურებ! (ლუკა)-მე...ლუკა...(იოანე)-არ უნდა მაგას მე! მშვენივრად ვიცით ყველამ, რომ როდესაც გვტოვებ და  VR სამყაროში ეშვები ერთი, ბიჭო, ერთი ლუმენსიც კი არ შემოგვდის ამ დროს რაიმე სიახლით. რა ხდება ვერ ხვდები. (ლუკა)-ეჰჰჰ...(კოსტა) ოხრავს კოსტა. წამოჯდება დუმფარაზე და სიგარას უკიდებს. -რა ხდება ჩემო ლუკა და კარგი არაფერი. იმდენად მომრავლდნენ ტარაკნები, რომ რუხი ფერის ყუთი შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს. ყოველთვის მზად უნდა იყოს ამისთვის. (კოსტა)-რა რუხი ფერის ყუთი კოსტა? რაზე ლაპარაკობ? (ლუკა) უბერავს ნაზი ბრიზი ჩაფიქრებული ნიანგის დაჭყეტილ თვალებს. მისჩერებია მოხუცი სივრცეში მდებარე რომელიღაც წერტილს. ცოტახანში აგრძელებს.-აგიხსნი ლუკა მერე. გამოცურე ერთი გვერდზე, რაღაცას გეტყვი. იონე ერთი წუთი დაგველოდე. (კოსტა)-კარგიი...(იოანე)-ვიცი ახლა რაც უნდა მითხრა შე ბებერო. არაფერი უთხრაო...(ლუკა)-არა ლუკა! არა. ამჯერად შენს აზრზე ვარ. უკვე მოვიდა ამის დრო. შენც და ყველა პლანეტაზე მობინადრე არსებამ მშვენივრად იცის, თუ ის დაიღუპება ჩვენც ყველანი ზედ მივყვებით. მგონია, კი არა და ვიცი, რომ შეიძლება მისთვის ძალიან მტკივნეულად განვითარდეს მოვლენები, მაგრამ თუ არ შევატყობინეთ...(კოსტა)-ეგ არის ზუსტად გენაცვალე...ახლა თუ არ მივაწექი, შეიძლება მოვლენები ფატალურად დასრულდეს. (ლუკა)-სწორია ჩემო ძმაო. დროა, რომ დაველაპარაკოთ. (კოსტა)მოულოდნელად სივრცე ჯანჯღარს იწყებს.-უნდა წავიდე მეგობრებო. (იოანე)უხმობს იოანე შორიდან. -ერთი წუთი უნდა მოგვისმინო იოანე, სანამ წახვალ. (კოსტა)-ჰოო კარგი. ცოტახანს კიდევ დამაცდიან. (იოანე)-იოანე ამ ეტაპზე სინთეზატორი ერთადერთია, რითაც ახალი ლუმენების შემოყვანა და გამრავლება ხდება ხომალდზე, შესაბამისად ჩვენს ციურ სხეულზეც. (ლუკა)-რა ხანია უკვე ძალიან იკლო ამ მანათობელი არსებების რიცხვმა. ნელნელა უფრო და უფრო ნადგურდებიან. ხომ ხედავ, მცენარეებმა მოიწყინეს და კონსტრუქციებსაც მტვერი ედება. ჯერ-ჯერობით იმდენი არიან, რომ რუხ ყუთში დაგროვილ ტარაკნებს გაუმკლავდნენ, მაგრამ თუ არ მოუარე, გაამრავლე ისინი...არ უწერიათ მათ დიდი დღე. ბნელს არ სძინავს. საზარელი არსებები გაანადგურებენ ყოველივეს... წამიყვანე ერთი QuantumX-ის ოთახში საჭესთან და მე გეტყვი რა არის სინამდვილეში QDC (კოსტა)-მე..... უნდა დაგტოვოთ. როცა გამოვერთვები სათვალეს, იქ დამხვდით. თეთრი კარი, ხომ იცით? (იოანე)-ეგ ვიცი თუ ვიცი, შვილო. (კოსტა)-ეეე, მე რატომ არ ვიცი?! მეც მინდა მანდ. (ლუკა)შეშფოთებას გამოხატავს შავ-თეთრი ვეშაპი.-ლუკა, შენ სიარული იცი?! (კოსტა)-კოსტა ნუ გაღუნე ტვინი ამ შენი მოშავო-დახვეწილი იუმორით. ფარფლებისა და კუდის ქნევით გამოვფრინდები...(ლუკა)-ამას შემიხედე ერთი. რეები ცოდნია. ვინც შენ არ გიცნობს...კარგი გავუშვათ ეს ბავშვი, თორემ ზანზარებს ყველაფერი. (კოსტა)-გტოვებთ. აბა დროებით! (იოანე)                                                      ... იოანე VR სათვალეების ირგებს. ეკრანზე შემდეგნაირი შეტყობინებები ისახება:  -იოანე არ მისმენ, რომ გესაუბრები??? მერამდენედ გიმეორებ უკვე....QDC-დან მოგვწერა მაგისტერმა, ამბობს, რომ შეუფერებლად იქცევი. ხანდახან სათვალეებსაც კი იხსნისო. არაფერს არ გაკლებთ! თავზე გევლებით და ესაა შენი მადლობა?! ჩვენ გვინდა, რომ შენ ააგო საუკეთესო პირამიდა-ფარეხი. ამით უნდა გვასახელო. პატარა ხარ ჯერ და ვერ ხვდები ამ ყველაფერს, რომ გაიზრდები მადლობას გვეტყვი. ძალიან გთხოვ ნუ მოიქცევი შეუფერებლად! ეს უკვე აღარ არის პირველი შემთხვევა! (IAD)                                          ამ დროს ხომალდში:  -ჩვენც მოვედით...ვაა, რა საკაიფოდ ხარ აქ მოწყობილი! (ლუკა)-ჰოო ვცდილობ. (იოანე)-აბა იოანე გვანახე რა ჩაიწერე ბოლო სესიისას კვანტურ კომპიუტერში. (კოსტა)იწყებს ბიჭი კლავიატურაზე ფხაკუნს. -აგერ...ეს (იოანე)2X+5=?. -აი რად უნდა ახლა ეს ამას?! შევამოწმოთ რად გადაამუშავა კვანტურმა კომპიუტერმა, მაგრამ პარამეტრებში შესვლა მინდა. მოიცა...რა თაობა მოდიხართ შვილო. რა ენაზე წერია ან ეს საერთოდ რა იეროგლიფებია...? ან მე ვარ უკვე ზედმეტად ბებერი ან ახალგაზრდობა ურევთ რაღაცებს. ლუკა შენ გესმის ამის კარგად. მიდი, ჩაუჯექი ერთი. (კოსტა) -დაბერდი ჩემო კოსტა, დაბერდი. მოიტა აქეთ, აბა რას ვუზამ. (ლუკა) პასუხობს შეხალისებული ვეშაპი. ორივეს, იმავდროულად, ძალიან სერიოზული უჭირავთ.  -ერთი შეამოწმე სად აგზავნის კომპიუტერი ამ მესიჯს და რად გარდაქმნის. (კოსტა)-ვირუსულ მესიჯად წაიკითხა, რადგან QuantumX მას არ გარდაქმნის ლუმენსებად და ეს უკანასკნელებიც მათ აღდგენა/გამრავლებისთვის ვერ იყენებენ, შესაბამისად ეს შეტყობინება ყუთში იგზავნება, იქ კი საბოლოოდ დესტრუქციული ერქმევა, რადგან...(ლუკა)-ტარაკნები და სხვა საზარელი არსებები! (კოსტა)-მოიცა რას ამბობ კოსტა ვერ გავიგე? (ლუკა)-რას ლუკა და რაც არ უნდა არ გვხიბლავდეს VR სამყარო მე და შენ, მის გარეშე ხომალდი ვერ მიიღებს ახალ ლუმენსებს და ძველებსაც ვეღარ გაამრავლებს...(კოსტა)ცელნამგალა ვეეშაპი აწყვეტინებს.-კარგი ნიანგო! ეგ, ხომ ელემენტარულია! ყველამ ვიცით ის, რომ თუ იოანე სათვალეებს არ გაიკეთებს და პარალელურად კვანტური კომპით ხომალდს არ გაატარებს ყოველივე, უბრალოდ, განადგურდება. (ლუკა) ორივეს იმდენად იტაცებს დისკუსიის პროცესი, რომ იოანეს იქ ყოფნაც ავიწყდებათ. ბავშვი კი გაშტერებული უყურებს ყოველივეს, თან დაბნეულია. -ვიცი, რომ იცით ლუკა, მაგრამ დროა, რომ ამ ყველაფრის შიდა სამზარეულო აგიხსნა. (კოსტა)-ჰოო, ეგ საინტერესოა. (ლუკა)-ხოდა მერამდენეჯერ გიმეორებ, ნუ მაწყვეტინებ ხოლმე! (კოსტა)-ჰო კაი, ბოდიში. (ლუკა)-მიპატიებია. მომისმინე ახლა. ხომალდის ფრენას ბევრად უფრო დიდი კავშირი აქვს VR სამყაროსთან, ვიდრე წარმოგვიდგენია. (კოსტა) რამდენიმეწამიანი  პაუზა. ფიქრდება რეპტილია. ცოტახანში სიაგარა ამოაქვს და...-იოანე, შეიძლება აქ მოწევა?! (კოსტა)-კოსტა რატომ მეკითხები. ჯერ ერთი არა რომც გითხრა, მაინც წაუკიდებ შენი რომ ვიცი. მითუმეტეს ეს ბოლი, პირიქით, კარგია, გარე პლანეტა ვერსინდივის სიგარის კვამლისგან განსხვავებით. (იოანე)-ოო გცოდნია. ჩემი ჭკვიანი ბიჭი! (კოსტა)უკიდებს კოსტა სიგარას.-ჰოო.. რაზე გავჩერდი. იოანე თუ პლანეტაზე ყოვლისშემძლე, ხომალდსა და გარე სამყაროში ის შეზღუდულია. თუ მან მოისურვა ხომალდის გარე სივრცეში გადაადგილება ამას კვანტური კომპისა და VR სათვალის გარეშე ,უბრალოდ, ვერ გააკეთებს, ანუ VR, QuantumX (კომპიუტერი) და ხომალდი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მეტსაც გეტყვი. პირველ ორს შორის განსხვავება მხოლოდ ფორმებშია. სინამდვილეში კი ეს ერთი აპარატია, რომელსაც კვანტურ კომპიუტერს ვუწოდებთ. (კოსტა)-მოიცა, კოსტა...(იოანე)აწყვეტინებს იოანე.-ანუ სათვალე იგივე კომპია? (იოანე)-მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია იოანე! სათვალე არ იქნებოდა VR-ი, რომ არა QuantumX . ამიტომაც არ უნდა შევხედოთ ამ ორს ისე, როგორც ცალკე მდგომს, არამედ როგორც ერთს, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებენ, განსხვავებით ხომალდისა. მათ ძალუძთ, რომ ხანდახან ხომალდსაც გაეთიშონ. ამ შემთხვევაში ხომალდი წყვეტს(თითქმის სრულიად) ყოველგვარ ფუნქციონირებას და კომპი დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. (კოსტა) ისევ პაუზას იღებს კოსტა და შორეულ სივრცეს აშტერდება. -და რაღას ვაწვალებთ, მაშინ, ამ ბავშს, არ შეიძლება სადმე, ყველასგან იზოლირებულ ადგილას დასვას ხომალდი და იქ საერთოდ გათიშოს? აღარ მოუწევს მერე უარყოფითი მესიჯების კითხვა. (ლუკა)-არა ლუკა. არ ხდება ეს ასე. ჯე ერთი, უიშვიათესია, რომ ხომალდი თავისით სრულიად გამოირთოს, პილოტთა უმრავლეს ნაწილს ეს არასოდეს მოსდით. და რომც მოუვიდეთ მასე... განგებამ ნუ დაუშვას, რომ დროს გადააცილონ. დიდი ხანი თუ გაგრძელდა, გამოიცანი, აბა, რა მოხდება? (კოსტა)-მოიცა! (ლუკა)შავ ფარფლს იდებს ორკა პირთან და თავჩაქინდრული უყურებს იატაკს. (ლუკა)-რა მოხდება და აფეთქდება. (ლუკა)-რა კრევეტი ხარ ხოლმე. იტყვის საოცრებას ხანდახან. (კოსტა)-ხო კაი მითხარი. არ შემარჩინა ერთი სიტყვა. გენიოს ვეშაპებსაც მოგვდის ხოლმე შეცდომები. (ლუკა)-გენიოსი ვეშაპი კი არა, ჩვეულებრივი კრევეტკა ხარ. (კოსტა)აქილიკებს კოსტა...-ჰო კაი! ნუღარ მეღადავები. მითხარი ახლა.                   (ლუკა)მოღიმარე ნიანგი წამის მეასედში კარდინალურად სერიოზულდება.-რა მოხდება ჩემო მეგობარო და კვანტური კომპიუტერი სრულიად გაითიშება. სრულიად! ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის ერთი ჩვეულებრივი მეტალის ნაგლეჯი ხდება. ამ შემთხვევაში იოანეს დაუყონებლივ უწევს ხომალდის დატოვება. რაც არ უნდა არ უნდოდეს ეს მას. (კოსტა)ჰოდა, უფუნქციო ხომალდი რა თქმა უნდა არავის არ სჭირდება, მითუმეტეს როცა უახლოეს მომავალში მსხვრევას დაიწყებს, ამიტომაც მას დიდი პატივის მიგებით ჯართსაყრელზე აგდებენ სხვა ხომალდები. (კოსტა)  -და ჩვენს პლანეტას რა მოსდის? (ლუკა)-მაგას ნუ მკითხავ ჩემო კარგო. მთლიანად ნადგურდება რა თქმა უნდა. (კოსტა)-ჯანდაბა! (ლუკა)-ჰოო და რაც შეეხება ეკრანზე ასახულ მესიჯებს- ეს არის ავტომატური, თანდაყოლილი პროცესი, რაც უწყვეტად ხდება VR სამყაროში განვითარებული მოვლენების პარალელურად. მარტივად რომ ვთქვათ მესიჯები პილოტების კომუნიკაციიდან დაწყებული, ვერსინდივის ქარის ნიავით დამთავრებული აბსოლუტურად ყველა მოვლენას წერილობით ასახავს ეკრანზე, კლავიატურით კი პილოტი ხომალდს მართავს და სხვა მმართველებსაც უკავშირდება. (კოსტა)-და იმისათვის, რომ ახალი ლუმენსებით დატვირთული მესიჯები მიიღო, საჭიროა, რომ გასცე... მოიმარჯვო შექმნის ლაზერი და იპოვო ისეთი ხომალდები, რომლებიც შენს მიერ შექმნილ ციურ სხეულებს ფერფლად არ აქცევენ, პირიქით შენთან ერთად დაიწყებენ ღვთაებრივი პლანეტების შეძენას. ფაქტობრივად ამ ყველაფრის დაჯამებით Definio სივრცეში გარემო იქმნება, რომელიც მანათობელი არსებების შენახვას, გამრავლებასა და აღდგენას უზრუნველყოფს, ეს კი ერთადერთი გზაა, რომ იოანე და მისი შიდა პლანეტა გადარჩეს. მისი დარჩენა Versindiv-ზე უკვე სახიფათოა. (ლუკა)-ოო სწორია ლუკა! არა ხანდახან მაოცებ, ისეთ გონივრულ რაღაცებს გაარტყამ ხოლმე. ჰოდა გაწინაურებ. გილოცავ! შენ კრევეტიდან ზღვის ცხენი გახდი. (კოსტა)-თუ მოგიქნიე ახლა ეგ 500 კილოგრამანი კუდი. (ლუკა)-ვის რა უნდა უქნა, შენ ზღვის ცხენო?! (კოსტა)კოსტა ისევ ქილიკობს.-ლუკა, იმასაც დავამატებ, რომ ზოგადად Definio სივრცეში ანუ ღია კოსმოსში გადასვლა ხდება, მაშინ როდესაც გააღებ ჭიპზე მდებარე კლიტეს იმ ოქროსფერი გასაღებით. მხოლოდ ამ ორის სინთეზით წარმოიქმნება INDEFINIO. მხოლოდ “ის” სძენს ხომალდს მიუწვდომელ კაშკაშს, რითაც საბოლოოდ არღვევს ვერსინდივზე შემორტყმულ მაგნიტურ ველს და პირდაპირ ღია კოსმოში გაჰყავს. საბოლოოდ ყველა ხომალდის ფინალი ჯართსაყრელია, მაგრამ თუ პილოტმა INDEFINIO შეიცნო, ის უწყვეტ ლუმენსების წყაროსთან დაამყარებს კავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხომალდის დალეწვის შემდეგ ლუმენსები შიდა პლანეტის განზომილებებში მოგზაურობასა და მარადიულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ. (კოსტა)-ანუ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ კარგი და ცუდი მესიჯები არსებობენ. ( იოანე)მოუქნელად აწყვეტინებს იოანე.-ვაახ, კუმ ფეხი გამოყო?! ეს აქ ყოფილა თურმე. მე აღარც მახსოვდა უკვე. (ლუკა)-არა იოანე, არ არსებობს კარგი და ცუდი მესიჯები. ყველა კვანტური კომპი მისი პილოტის იდენტურია. იმ შემთხვევაში თუ შეტყობინება არ მოდის კონკრეტული პილოტის QuantumX-ის თანხვედრაში, ის ვირუსული ხდება. მესიჯები ყოველთვის კომპის მეხსიერებაში ინახება. ეგრედწოდებული ვირუსული ტექსტი ავტომატურად უარყოფს ახალი ლუმენსების შექმნასა და გამრავლებას QuantumX რომ არ დააზიანოს, ამისათვის კი მას დესტრუქციული ერქმევა და პირდაპირ რუხ ყუთში გადადის ტარაკნების სახით. იქ ხდება უკვე მათი განადგურება. სწორედ ამ მესიჯებისგან იქმნება ის საზარელი არსებები, რომლებიც შენ ასე გაშინებენ. ერთი და იგივე ლაზერს შეუძლია ერთ მმართველს ლუმენსები მოუტანოს, გაუმრავლოს და მტვრად ქცეულები აღუდგინოს, ხოლო მეორეს ტარაკნების მეტი არაფერი მისცეს...არაფერი! იოანე აბა ერთი შეგვახსენე ეს ლუმენსები საიდან გყავს? (კოსტა)-მმმ...ვერ ვიხსენებ. (იოანე)-ლუკა ისტორია გახსენი. (კოსტა)-მოიცაა. (ლუკა)იწყებს ლუკა კლავიატურაზე ფარფლების ფხაკუნს...-ამას შეხედე რეები ქონია აქ. (ლუკა)-ფარფლი გაუშვი! (იოანე)წითლდება ბიჭი ჭარხალივით.-რა საყვარელი ყოფილა. (ლუკა)-გაუშვი მეთქი ლუკა! (იოანე)გაშმაგებული ექაჩება ბავშვი ლუკას ფარფლებში ჩაგდებულ კლავიატურას.-ჰო კარგი, კარგი. (ლუკა)ხითხითებს თან ორკა.-აგერ ვიპოვე. ვერსინდივი, თარიღი 07.08- ჯაზ-ფანკ ფესტივალი. ტელეგადაცემაში. (ლუკა)შემოსავალი ამ დღიდან შვიდი მილიონი ლუმენსია. -კარგი. აბა ტარაკნები ნახე. (კოსტა)-ას ოცდაცხრამეტია. (ლუკა)-უიმე საწყლები. ვერც მოუსწრიათ ყუთში შეღწევა იმდენად დიდი არსენალი ჰყოლია ლუმენსებს. (კოსტა)-კარგი, ახლა შევამოწმოთ ჯამური რაოდენობა მანათობლების. (კოსტა)-ერთი წუთი. (ლუკა)ჭიმავს ორკა ფარფლებს და ხელახლა იწყებს კლავიატურაზე ფხაკუნს. -იოანე მეზარება პირის გაღება და იმ ზედა მარცხენა კუთხეში მდებარე თეთრ ფაილს მაუსი დააწკაპე. (ლუკა) ბავშვი უსიტყვოდ ასრულებს დავალებას. -კოსტა მარტო ტერარიუმები ვნახოთ თუ პლანეტა და ყველაფერი ჩავთვალო? (ლუკა)-რა თქმა უნდა ყველაფერი, ჩემო ლუკა. (კოსტა)-კეთილი. 3 თვის წინ იყო 3.233.000. დარჩა...1.199.000 (ლუკა)-განგებავ, კეთილო! იოანე, ხედავ რის თქმას ცდილობდა ლუკა?! (კოსტა)- წლების განმავლობაში დაგროვებული ამდენი მანათობელი ორ წელში მოისპო. არაა კარგი სიახლე. (კოსტა)იოანეს ცრემლები ადგება.-ნუთუ გგონიათ, რომ არ ვიცი ყოველივე ეს, ან ვერ ხვდები, მაგრამ რა მაგისტერებისდან დაწყებული, არქიტექტორ-დიზაინერებამდე (IAD) დამთავრებული ყველა ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს. არ მინდა იმის ჩაწერა კომპში თუ რა და რატომ თქვა 200 წლის წინ მცხოვრებმა ადამიანმა, ეგ რაღაც „სიბრძნე“ არანაირად არ მაინტერებს „დედაპლატისა და თოლიის ამბავი“ და ...(იოანე) ამასობაში რუხი ფერის ყუთი ბრახუნსა და ყანყალს იწყებს. ლუმენსები უფრო და უფრო ერთვებიან ბრძოლაში. ბევრი მათგანი იღუპება და ფერფლად იქცევა.  -იოანე. დამშვიდდი შვილო. თავი ხელებში აიყვანე. ვერ ხედავ რას აკეთებ ახლა?! მოდი აქ! (კოსტა) იკრავს მოხუცი ნიანგი მას გულში მთელი არსებით. ლუკაც მათ უერთდება. წყვეტს ყუთი ბრახუნსა და ბობოქრობას. მანათობლები კვლავ მშვიდდებიან და ტერარიუმში ბრუნდებიან. ბრძოლაში მტვრად ქცეულის ნაწილი კი აღდგენას იწყებენ.-ბოდიში მეგობრებო. (იოანე)-ნუ გვებოდიშები შვილო. ჩვენ შენს გვერდით ვართ სულ! (კოსტა)-კარგი, აბა ,ახლა ვნახოთ QDC-დან ბოლოს რა მესიჯები მიიღო QuantumX-მა. პრიორიტეტი იყო ამის ჩაწერა: 2X+5=? . რა შეკითხვა ამას უნდა?! რა თქმა უნდა დესტრუქციულში გაატარა ეს ინფორმაცია. ამან 130 000 ტარაკანა მოიტანა+ არქიტექტორ-დიზაინერებთან ურთიერთობა და მაგისტერის მიერ მიცემული შენიშვნები. 449 000-ზე ადის კოეფიციენტი იოანე! (კოსტა)-წინა ფაილს თუ გადავხედავთ- ვგულისხმობ ჯაზ-ფანკ ფესტივალის დღეს, ოდესღაც ტელევიზორში რომ ნახე. ნახავ, რომ ამ ფაილს კიდევ მოაქვს მანათობელთა არმიის შემოსავალი... (ლუკა)-რამდენი ლუკა?! (კოსტა)-კვირაში 250 000 მდე ქაჩავს ჩვეულებრივად, თუმცა მალე შეწყვეტს, რადგან განახლება დასჭირდება. (ლუკა)-ოო! იმ ფაილს სხვა ფაილებიც დაამატე, ისინი, რომლებმაც, მხოლოდდამხოლოდ ლუმენსები მოგვმატა. (კოსტა)-ჰოო ახლავე. 34 მილიონზე მეტი გამოდის. (ლუკა)-ხედავ იოანე? ეს გშველის შენ ახლა... ეს! (კოსტა)-გახსოვდეს, რომ ეს 34 მილიონიანი კოიფიციენტი თუ არ გაზარდე და არ მიხედე, უბრალოდ ,ამოიწურება, ხოლო შემდეგ რაც მოხდება განგებამ ნურც დაგანახოს: ჯერ ტარაკნები, შემდეგ სხვა საზრელი არსებები, ხოლო შემდეგ კი მათი...(კოსტა)-რატომ გაჩერდი კოსტა? (იოანე)-დიდი ხარ უკვე შენ. მოვიდა ის დრო, რომ ვირუსული შეტყობინებებისა და ფაილების განეიტრალება და მათი ლუმენსებად გარდაქმა ისწავლო. გრძელი და დაბრკოლებებით აღსავსე გზა გაქვს გასავლელი. გარდაუვალია ის, რომ შენ მათ მეფეს ადრე თუ გვიან შეხვდები. არ უნდა დაეცე, არ უნდა დამარცხდე მასთან, რადგან, როგორც კი დაეცემი...(კოსტა)-რაა??? (იოანე) ამოიხვნეშა მოხუცმა ნიანგმა და განაგრძო.-ყველაფერი დასრულდება. (კოსტა)-როგორ უნდა დაამარცხოს ის, კოსტა? (იოანე)-სინთეზატორი ერთადერთი რამ არის, რაც შენს ხომალდს შესაფერის პლანეტას აპოვნინებს კოსმოსში (Definio-ში). დროა უკვე დაიწყო საკუთარი ციური სხეულის ძებნა, ან შექმნა. ხსნა მხოლოდ...-იმ კაშკაშა ოქროსფერი გასაღების გამოყენებაშია? (იოანე)აწყვეტინებს იოანე. ღიმილი ეპარება კოსტას და მზრუნველი, თბილი გამომეტყველებით უქნევს თავს.       ...ერთი თვის შემდეგ  ვერსინდივი. ჩართვა VR-ში. მონიტორზე შემდეგ მესიჯებს ვხედავთ.   -იოანე, რატომ არ იწერ?! ვერ ეღირსები მასე საკუთარ პირამიდა-ფარეხს! თუ არ გინდა გამოდი და იფრინე მერე მთელი ცხოვრება გაღლეტილმა ღია კოსმოსში... ცუდ შეფასებას გიწერ. (მაგისტერი)-ისევ ცუდი შეფასებები გაქვს! არ იწერ საერთოდ მაგისტერის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას?! მე არ ვიცი შენ რას შვები იმ შენს დაბალგანვითარებულ ხომალდში, როცა QDC-დან ყოველ წამს ეთიშები. იქ მომავლისთვის მოსამზადებლად დაფრინავ.  როგორ ააშენებ შენს პირამიდა-ფარეხს, როდესაც მის კალთასაც კი ვერ უყრი საფუძველს?! (IAD)-არ მომწონს ეს კვანტური კომპის ცენტრი. მივირუსდებაQuantumX. მე გეტყვი რას ვაკეთებ სათვალეს რომვიხსნი. (იოანე)-არ მაინტეესებს შენ რას აკეთებ. შენ საერთოდ არაფერი იციჯერ. ვერ იგებ, რომ ამის გარეშე გამათხოვრებულიმომავალი გიწერია? უპირამიდობა!!! თუ ბრიყვი ხარ შვილო?შეუდექი ახლავე დღეს ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავებას!!!მანამ იჯდები კვანტურ კომპთან, სანამ არ დაასრულებ! (IAD)-მე სინთეზატორი მინდა! არ მინდა ეს ყოვლად არაფრის მომცემი  2X+5=? (იოანე)-ხოდა და ეს ორი საღამო საწვავის გარეშე დარჩება შენი ხომალდი. თუ კიდევ რამის თქმა მომიწევს დასვენების სესიებზე, ხომალდს ფარეხიდანაც კი არ გამოგაყვანინებთ. (IAD)-არ გადავამუშავებ. მორჩა! (იოანე)-უმადურო შენ! რა სულელი ბავშვი ხარ. (IAD)ირთვება ჩატში ერთ-ერთი გაბრაზებული ინჟინერ-არქიტექტორ-დიზაინერი. -რამდენს აძლევ საკუთარ თავს უფლებას?! შენ ლაწირაკო ბავშვო! ნამდვილი უმადური ხარ! არაფერს გაკლებ და შენ კიდევ...(IAD)ყრის ცოფებს IAD-ი-არაფერს ვაკლებთ ხოო...QuantumX-ში თუ არ ჩაიწერა მაგისტერის მესიჯები, საიდან შეიქმნება პირამიდის ასაშენებელი ბლოკბი?! გარდა იმისა, რომ ასეთი სულელი დარჩება, ჩვენც თავს მოგვჭრის იმით, რომ QDC-ში ფრენა არ დაასრულა და ამით საკუთარი პირამიდა-ფარეხის კალთა არ ააშენა. (IAD)-ბიჭო დაგვიჯერე ჩვენ და მაგისტერს. მეორედ აღარ გამომიყვანო...იცოდე. მე აქ ფეხებზე წელს ვიდგამ, რომ არაფერი მოგაკლოთ და შენ რა სამარცხვინოდ იქცევი! (IAD)-მე სინთეზატორი მინდა!(იოანე)-აჰაა, მოუნახავს დროებითი გასართობი. ისიც მალე მოგბეზრდება და შორს ვერ წახვალ მაგ მაიმუნობით. ბეთჰოვენიც არ გვყავდე!  ამით პირამიდას ვერ აიშენებ. ამასობაში კი შენი თანატოლები წარმატებას მიაღწევენ,. მოკლედ, ნუღარ მალაპარაკებ ამდენს ბიჭო. ახლავე შეუდექი გადამუშავებას! თორემ სასჯელიც კი მონაგონი იქნება! (IAD) (ძალიან ნელა ჩამოსდის იოანეს ცრემლები. უკვე VR სათვალეებსაც ჩამოსცდა. ტუჩები უცახცახებს და ქვითინს იწყებს)-მორჩი ტირილს ბიჭო. აიყვანე თავი ხელში და მოიქეცი ისე, როგორც მამაკაცს შეეფერება. ნუღარ ქალაჩუნობ ასე. (IAD) ყველაფრის მიუხედავათ შეეცოდება ერთ-ერთ IAD-ს ბავშვი და წერს..-კარგი, გაიგო. მიხედავს ახლა ყველაფერს. (IAD)(საბრალო ბავშვი სლუკუნებს, სხეულით ცახცახებს, ჩაწითლებული აქვს მთელი სახე. იწყებს ყველაფრის უსიტყვოდ შესრულებას. ორ საათში საწვავი უნდა მიიღოს მისმა ხომალდმა, მერე ეგრევე QDC-ში მიფრინავს.) ...    უკვე ოთხი თვეა გასული. ლუმენსების რაოდენობა მილიონს ჩამოსცდა, რადგან ეს უკანასკნელი პერიოდი ისინი მიზერული ტემპით მრავლდებოდნენ. დანარჩენი 30 მილიონი პლანეტაზეა- ისინი ციურ სხეულზე ზრუნავენ. მათი გამოყვანა ხომალდში უკვე აღარ გამოვა და, აი, რატომ... დღეს იოანეს ხომალდის კვანტურ კომპიუტერს უდიდესი რაოდენობის ვირუსული შეტყობინება მიუვიდა. გამგზავნები: მაგისტერი და IAD-ები იყვნენ. ძალიან, ძალიან ბევრ ვირუსულ ფაილი გროვდება. კვანტურმა კომპმა ისინი უნდა გაანეიტრალოს, რათა თვითონ არ დაზიანდეს. რუხი ყუთისკენ ამისამართებს. ზანზარებს სათავსო!  უჭირს გაძლება, რადგან ნადგურდებიან ლუმენსები. და ტარაკნების უმრავლესობას იკავებენ. პირველად იოანეს ხომალდის არსებობის ისტორიაში ლუმენსები უმცირესობაში ექცევიან და ,აი, ისიც...ეცემიან მანათობელი არსებები ბრძოლის ველზე. რუხი ფერის ყუთი სკდება! გამოცვივდა ის საშინელი, შემზარავი და გულისამრევად მახინჯი ტარაკნები. ასეულებად დაჯგუფებულნი მოემართებიან ბავშვის მიმართულებით. პატარა ბიჭი სახეზე ფერს კარგავს და ძარღვებში სისხლი ეყინება. აქამდე უმკლავდებოდა მათ განადგურებას, რადგან ლუმენსები ჰყავდა. ახლა კი ისინი შემოეცალნენ. ამ ოთხი თვის განმავლობაში იმდენად გადავარდნილიყო ვერსინდივზე (VR სათვალეებით გარე პლანეტაზე), რომ მათი გამრავლება შეწყვიტა. შესაბამისად, შედეგიც მოიმკო. ახლა მის წინაშე დიდბაქნიანი ტარაკნებია, რომლებიც თავიანთ ყბებს შემზარავად აშმაშუნებენ და ფეხების სავსავით წინ, მისკენ მიიწევენ. თავზარდაცემული ბავშვი განწირულად კივის, თუმცა ამაოდ... გვიანია. საზარელი არსებები უკვე ხომალდში არიან. ჯერ იოანეს ეცემიან. ულურჯებენ და უგლეჯენ თოთო კანს. თელავენ მის მცენარეებსა და მრავალკუთხა წახნაგოვან კონსტრუქიებს. თრევა-თრევით მიცოცავს დასახიჩრებული ბიჭი. ტირის მდუღარე ცრემლებით. სლუკუნებს.. ასეთ დღეში ის არასდრეს ყოფილა, თუმცა თავს მაინც ერევა. ბორძიკით წამოდგება. ლუმენსები არ გამინადგურონო. შევარდება ლაბორატორიაში, სადაც მათი ტერარიუმები ეგულება. ნახევრად მართლდება მისი ვარაუდი. ყველა ტერარიუმი ჩაემტვრიათ ტარაკნების არმიას, გარდა ერთისა. ბიჭს აღარ აქვს მანათობელი არსებების იმედი, რადგან ფერფლად იქცნენ, მხოლოდ ერთი სექციაღა გადარჩა და საჭიროა მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მუშტებშეკრული უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრიბს და უკანასკნელ, გადარჩენილ ტერარიუმს ეძგერება. სწრაფად სწვდება მის სახელურს და ბორბლებით წვალებ-წვალებით აგორებს ოთახში, სადაც QuantumX-ია. ოდესღაც საღ-სალამათს გზად უფრო და უფრო ხშირად კბენენ და კანს უგლეჯენ ტარაკნები. კიდურების ფართხალით ახერხებს მათ მოგერიებას. როგორც იქნა შედის მთავარ ოთახში და კარს მთელი ძალით იჯახუნებს. ტარაკნები კარს მიღმა რჩებიან. იმავე წამს კარებს ურდულით კეტავს და იატაკზე საჯდომით ეშვება, კარებს კი ზურგით ეყუდება. დახედა იოანემ თავის სხეულს. ხედავს, რომ ნათელს, რომელსაც იგი ასხივებდა გამქრალიყო, როგორც პირველი თოვლი. სწორედ ამ დროს ხვდება ის, რომ ლუმენსები ტერარიუმების გარდა მის შიგნითაც ბუდობდნენ. მას უკვე არც ტირილი და არც ყვირილი შეუძლია. ზის გამოფიტული და გაშტერებული თვალებით აჩერდება  იმ ერთადერთ ტერარიუმს, რომელიც უძვირფასესი გამხდარა მისთვის. ასე გრძელდება ეს უიმედო ცქერა, ვიდრე გულისრევის შეგრძნებები არ დაეუფლა. მოულოდნელად ბიჭს კუჭიდან სიმჟავე ამოსდის, ყურებიდან კი საცეცები გამოსდის . პირში გახრწნილი ლეშის სუნსა და დამპალი ხორცის გემოს გრძნობს. მრავალტანჯული ცხენივით პირს აღებს და აღებინებს ჩაშავებულ, ლორწოვან-წებოვან მასას, რომელიც იმ საშინელი არსებებისგან შედგება (უბრალოდ, დაპატარავებული) რამდენიმე წუთის წინ მისი დღე რომ ჩაამწარეს. ბიჭი აცნობიერებს მომხდარს და კრუნჩხვებში ვარდება, თუმცა მაინც ერევა თავს. კვლავ წამოდგება, მივარდება ტერარიუმთან, აღებს მის კარს და უშვებს იქიდან ლუმენსებს. სრულიად საკმარისი არიან ისინი, რომ დედაბუდიანად გაანადგურონ ეს ტარაკნების რაოდენობა. ასეც იქცევიან. მანათობლები ისევ ტერარიუმში ბრუნდებიან. იოანე კვლავ პირქვე ემხობა და ზურგით კარებთან მიყუდებული ღრმად, უკანასკნელად ამოისუნთქავს. კარის მიღმა კი შიშინი და ცოცვის ხმები ისმის. ბავშვი აანალიზებს, რომ გადარჩა. სასოწარკვეთილება, კმაყოფილება, სიბრაზე, სევდა, სიხარული, შიში. ყოველგვარი ემოცია აღბეჭდილია მის სახეზე. კარს მიღმა დარჩენილი ტარაკნების შიშინი წვიმასავით ჩაესმის ყურებში. რამდენიმე წუთი გაშტერებული იყურება სადღაც, უკიდეგანო სივრცეში. ტირილს იწყებს. ტირის ცხარედ, ვიდრე მისი ნაკვთები მდუღარე ცრემლებს შეიშრობს. იონე ხედავს QuantumX ის მონიტორებზე, რომ ეს ვირუსული ფაილები ინჟინერ-არქიტექტორ-დიზაინერებისა და მაგისტერის ხომალდების მესიჯებისგან წარმოიქმნა. აცნობიერებს, რომ მათ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ამ ჯოჯოხეთის მოწყობაში. უკვე ღამის 11-ია, იოანეს ხომალდი კი კარგა ხანს უძრავი იქნება. საწავავის ჩასხმას რამდენიმე საათი სჭირდება, რათა ხომალდმა შეძლოს მომდევნო დღეს ფუნქციონირება. კვლავ ისმის კარს მიღმა ტარაკნების შემაძრწუნებელი შიშინი, თუმცა ბავშვი მათ ყურადღებას აღარ აქცევს. მკერდით მიიხუტებს ტერარიუმს, რომელშიც ლუმენსები დაფარფატებენ- თავიანთ მყუდრო, პაწაწინა სამყაროში. თვალებგაფართოებული უმზერს მათ და იმ ულამაზეს კონსტრუქციულ ფორმებს, რომლებსაც ისინი თავად ქმნიან. უყურებს მშვიდად, ვიდრე თვალებგაბრწყინებული არ ეშვება ილუზების მორევში.                                                              ... პირამიდის საძირკველი უკვე ჩაყრილია.