ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მე-ლიტა

0 ხმა

ლილე ჯონსი

ბიოგრაფია

როდესაც ვწერ,ყოველთვის მიჩნდება განცდა,რომ ვიღაც სხვა,ჩემგან დამოუკიდებლად ახერხებს ამ ყველაფერს,რადგან მედი გუმბერიძე,21 წლისაა,კავკასიის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და ლიტერატურის მხრივ ალბათ მხოლოდ როგორც მკითხველი,ისე თუ ერკვევა.რაც შეეხება ლილეს,ის უკვე წლებია ცდილობს საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნოს.

 მე ლილე ვარ,ლილე ჯონსი,დავიბადე თბილისში.ღრმა ბავშვობიდან ვწერ და ცხოვრება პროზისა და პოეზიის გარეშე ვერ წარმომიდგენია.ჩემი ლექსებით ვიყავი ლიტერატურული პრემია „ამირანი“-ს ფინალისტი.პირველი რომანით კი ვმონაწილეობდი კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“,სადაც ფინალში გასვლა შევძელი,თუმცა ვერ გავიმარჯვე. ყოველივე ამან შიშისა და უიმედობის მაგივრად უდიდესი სტიმული მომცა,რომ კიდევ ერთხელ მეცადა და ახლა სხვა,ახალი რომანი წარმედგინა თქვენს წინაშე. ახლაც ზუსტად ისე ვღელავ,როგორც ორი წლის წინ,მაგრამ ამის მიზეზი არა პირველი წარუმატებლობაა(თუმცა ამას წარუმატებლობასაც ვერ დავარქმევ,იმდენად დიდი გამოცდილების მომცემი იყო ჩემთვის),არამედ ის,თუ როგორ წარსდგება ჩემი ახალი რომანი მკითხველთა წინაშე.

სინოპსისი

რა ხდება მაშინ,როდესაც საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი დღითიდღე გიმძაფრდება.დამპალი სული,რომელიც ლეშივით ჩამოგკიდებია კისერზე-გახრჩობს,მაგრამ შენ,არაფერს აკეთებ ყოველივე ამის გამოსასწორებლად. რა შეიძლება ამართლებდეს ღალატსა და სხვისი ადამიანის მითვისებას?! ნუთუ,ესაა სიყვარული?! ერთ წუთში ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე ქალი,რომელიც ცხოვრებას სულ ახლა იწყებს,მეორე წუთში კი სულით ხორცამდე ამორალური,ამაზრზენი არსება. რა ხდება მაშინ,როდესაც შენი არჩევანი განადგურებს,გშლის,მაგრამ შენ დღითიდღე უფრო იძირები ცოდვის მორევში.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური