ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მე-ლიტა

მე-ლიტა

პროლოგირა შეიძლება იყოს იმაზე რთული და აუტანელი,ვიდრე საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი უდიდესი ზიზღია.ერთია,როცა ვიღაც ვერ გიტანს,ეზიზღები,შენი დანახვა არ უნდა და მეორეა,როცა ამას შენვე განიცდი საკუთარი თავის მიმართ.სარკეში ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი ამ დონემდე როდის დავეცი.რამდენიმე თვის წინ რომ შემოგეხედათ ჩემთვის,შესანიშნავ ახალგაზრდა ქალს დაინახავდით,ახლა კი სულით-ხორცამდე ამაზრზენი,გარყვნილი დედაკაციღა შეგრჩებათ ხელში. ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე,თუ რას ვიზამდი ყველაფრის გამოსწორება და თავიდან დაწყება რომ შემძლებოდა და ყოველ ჯერზე იმ აზრამდე მივსულვარ,რომ მისი შეხებისთვის მაინც გავივლიდი ამ გზას,მაინც გავხდებოდი სულით მეძავი!მეზიზღებოდა ჩემი თავი,თუმცა ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობაში არაფრის შეცვლა არ მსურდა. ხომ გაგიგიათ,აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელიაო?!ბავშვობიდან მიზიდავდა ის,რაც ჩემთვის აკრძალული,მიუწვდომელი იყო.ერთი შეხედვით,მეამბოხისმაგვარი,დინების საწინააღმდეგოდ მცურავი შეიძლება გეგონოთ,მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ,მე და ჩემი მსგავსი ადამიანები ზედმეტად პრიმიტიულები ვიყავით.სამყარო შეიცვალა,განვითარდა და უკეთესი გახდა.ჩვენ კი იმდენი ვერ შევძელით,რომ ევასეული, დამღუპველი ხასიათი ამოგვეძირკვა კაცობრიობიდან.მე და ჩემი მსგავსი პრიმიტივები ჯერ ისევ ედემის ბაღიდან გამოძევებული ევა ვიყავით.თავი 1არ ვიცი,სადმე თუ მოიძებნება ადამიანი,რომლისთვისაც დამამთავრებელი კლასი დამთრგუნველი არ ყოფილა.მართალია,ამ წლის თანმდევია ახალი დასაწყისის მოლოდინით გამოწვეული ეიფორია,მაგრამ საბოლოო გამოცდების შიში იმდენად დიდი და საზარელია,რომ სასიამოვნო ფიქრებს არსებობას უზღუდავენ. ჩემთვის,როგორც საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლისთვის გამოცდები მეტად დამთრგუნველი და უსიამოვნო იყო.მეთორმეტე კლასამდე მხოლოდ იმ იმედით ვცხოვრობდი,რომ სტუდენტობისას დავისვენებდი. სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი აჟიოტაჟით დაიწყო.მეშვიდე კლასელებიდან დაწყებული,ყველა ახალ მასწავლებელზე საუბრობდა.არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ,თუ რაოდენ მომნუსხველი იყო ახალგაზრდა პედაგოგი.ქართულის გაკვეთილის დაყებას ჩემს გარდა ყველა უდიდესი მოუთმენლობით ელოდა.მე უკანა მერხზე ვიჯექი ჩუმად.ზარის ხმაზე თითოეულმა მოსწავლემ თავისი ადგილი დაიკავა.ჩურჩული უფრო ხმამაღალი და აუტანელი რომ გახდა,მივხვდი ახალგაზრდა პედაგოგი უკვე კლასში იყო.არასდროს მომწონდა ის აზრი,რომ მასწავლებლის შემოსვლისას ფეხზე უნდა ვმდგარიყავი იქამდე,სანამ თავად არ მომცემდნენ დაჯდომის უფლებას.მუდამ ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა,თითქოს ისინი ჩვენი ხელისუფლები იყვნენ,ჩვენ კი,მათი მონები.ჩემი კლასელები რომ წამოიმართებოდნენ ერთი მეორეს მიყოლებით და აეყუდებოდნენ,ვეღარავინ მამჩნევდა უკანა მერხზე შეყუჟულს,ამიტომ ამ მხრივ პრობლემა არასდროს შემქმნია.გაკვეთილი ისე მიდიოდა,თავის აწევას არც ვაპირებდი,ჩემი სახელი რომ არ გამეგო.-მელიტა ნოზაძე.-სიას კითხულობდა ახალგაზრდა პედაგოგი.-ვარ!-ხელი ავიწიე.-თუ შეიძლება,ფეხზე აბრძანდით და ცოტა რამ გვიამბეთ თქვენს შესახებ. ფეხზე ძალდატანებით ავდექი და ახალგაზრდა პედაგოგს თვალი გავუსწორე.სულაც არ იყო ისეთი მიმზიდველი როგორიც ჩემი თანაკლასელების მონათხრობიდან წარმომედგინა,მაგრამ მაინც იყო მასში რაღაც მომნუსხველი.-ბოდიშს გიხდით,ბატონო...-სახელის წარმოთქმა რომ დავაპირე და დავიბენი,სწორედ მაშინ მივხვდი რომ მისი "გაცნობის სიტყვისთვის" მხოლოდ იმიტომ მაინც უნდა მომესმინა,რომ სახელი გამეგო.-გიორგი.-მიპასუხა ახალგაზრდა პედაგოგმა.-ასეც ვიფიქრე!-წამომცდა ხმამაღლა და მაშნვე ტუჩზე ვიკბინე.ჩემი კლასელების ჩუმი სიცილი რომ მისწვდა სმენას,გავწითლდი,მაგრამ ოდნავ შერჩენილი თავდაჯერებულობით განვაგრძე.-ბატონო გიორგი,რა მოვყვე ჩემს შესახებ ისეთი,რაც თორმეტი წლის განმავლობაში არ გაუგიათ?!-მოჩვენებითი წყენით ვუთხარი მასწავლებელს.-საყვარელი პოეტი?-მაშინვე კითხვით შემომიტია.-ასათიანი.-ზედმეტი ფიქრის გარეშე ვუპაუხე.-რატომ ასათიანი?-მკითხა ახალგაზრდა პედაგოგმა.-და რატომ არა?!-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.-მის ლექსებში განსაკუთრებულ სინაზესა და სინატიფეს ვგრძნობ,რასაც ვერ ვიტყვი თუნდაც გალაკტიონზე.-მეგონა ქართულის მასწავლებელი ამას რომ მოისმენდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კლასიდან მთელი წლით გამაძევებდა და ზურგზე ქართული პოეზიის შეურაცჰმყოფელის იარლიყსაც მომაკრავდა,მაგრამ შევცდი.ახალგაზრდა პედაგოგი ჩემს მერხს ინტერესით აღსავსე მზერით მოუახლოვდა.-როგორც ვხედავ,გალაკტიონს თქვენზე შთაბეჭდილება ვერ მოუხდენია.-ირონიულად ჩაიცინა მან.-შეგიძლიათ,განგვიმარტოთ რას გულისხმობთ სინაზესა და სინატიფეში,რომელსაც პოეზიის მეფე ვერ შეწვდა?-მე არ მითქვამს,რომ გალაკტიონის შემოქმედება არ მომწონს.პირიქით,მისი კალამი ნამდვილად შეუფასებელი და უნაკლოა.უბრალოდ,ასათიანის პოეზია იმდენად ფაქიზია,რომ გულში შენივე სურვილით თუ არ შემოუშვი,თავად არც იკადრებს შემოსვლას,რასაც ვერ ვიტყოდი როგორც თქვენ აღნიშნეთ პოეზიის მეფედ წოდებულ გალაკტიონზე.მისი ლექსები იმდენად ბობოქარი და ძლიერია,რკინის გულიც რომ გქონდეს,მაინც შემოგიმტვრევს კარებს.-საინტერესო ხედვა გაქვთ პოეზიაში.მადლობა,შეგიძლიათ დაბრძანდეთ. ჩემი გამოსვლით იმდენად კმაყოფილი ვიყავი,რომ გაკვეთილის დასრულებამდე სახიდან ღიმილი არ მომშორებია.ახალგაზრდა პედაგოგი სიის მიხედვით იძახებდა ბავშვებს და ეცნობოდა.ზარის ხმაზე ყველა ერთიანად წამოიშალა მერხებიდან.ზოგი კლასში დარჩა,ზოგმა კი დერეფნისკენ აიღო გეზი.მეც გასვლას ვაპირებდი.მასწავლებლის მერხს რომ ჩავუარე შემაჩერა.-მელიტა,როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან მომწონს შენი ხედვა პოეზიაში და იმედი მაქვს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება წელს.-მადლობა,ბატონო გიორიგი.მეც დიდი იმედი მაქვს.-გავუღიმე და კლასი დავტოვე.თავი 2-ლიტა,მაპატიე.-დაიჩოქა მამაკაცმა.-მაპატიე,რომ შეგიყვარდი!მაპატიე,რომ ვერ შევასრულე პირობა!გთხოვ,ყოველი შეხება,ყოველი კოცნა მაპატიე.ლიტა,მე არაკაცი ვარ!გეფიცები,შენს თვალებს გეფიცები,არაკაცი ვარ!-ცრემლებს დაენამათ კაცის ლამაზი ნაქვთები.იმდენად გულწრფელად ტიროდა,იმდენად გულწრფელად საუბრობდა,რომ აპატიებდა! -ნამუსი სულ დაკარგე?!როგორ ბედავ აქ მოსვლას?!როგორ ბედავ და პატიებას ითხოვ იმ ყველაფრის შემდეგ,რაც ჩაიდინე?!-ქალი მამაკაცის საყელოს გაშმაგებული მხეცივით ჩააფრინდა.-ეშმაკმაც წაგიღოს!დაე,ჯოჯოხეთის ცეცხლიც სანატრელი გაგხდომოდეს ისე დაიტანჯო დედამიწაზე!დაე, სატანამაც არ იკადროს შენი ბინძური სულის მიბარება და საუკუნოდ გამოემშვიდობო სიმშვიდეს!დაე,ჩემი ყოველი დღე შენი წყევლით დაიწყოს იქამდე,სანამ ეს ტუჩები არ დადუმდებიან!-სახეს იხოკავდა ქალი.მამაკაცი უკვე აღარ ჩანდა,ისევ წავიდა.აუცილებლად აპატიებდა!თავი 3ცხოვრებაში ყველაზე მეტად პასუხისმგებლობას ვერ ვიტანდი და ახლა იძულებული ვიყავი,რომ ჩემს თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა ამეღო.ერთი შეხედვით ჩემი ფიქრები არასწორია და ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ვაკეთებ,მაგრამ ოჯახისადმი უდიდეს ვალდებულებას ვგრძნობდი.მიმაჩნდა,რომ გამოცდები წარმატებულად პირველ რიგში მათ გამო უნდა ჩამებარებინა.დედაჩემი დღე და ღამ იმას მიმეორებდა,რომ მთელი ცხოვრება ჩემთვის წვალობდა,იმისთვის რომ მე უზრუნველი მომავალი მქონოდა.არ ვბრაზდები და არ მივიჩნევ,რომ ამაგს მაყვედრის.მას კარგად ვიცნობ და ვიცი,რომ არ ნანობს თითოეულ წუთს,ჯაფას,დაღლას,რაც ჩემს გამო ჰქონია.მისი მესმის.ვხვდები,რომ ისიც ისევე ნერვიულობს გამოცდებზე,როგორც მე. იმდენად დაძაბული ვიყავი,რომ თითქმის არ მეძინა.სექტემბრიდან მოყოლებული შიშმა და გამოცდების სირთულით გამოწვეულმა სტრესმა ამიტანა.სამწუხაროდ,სხვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთაგან განსხვავებით მე და ჩემს კლასელებს გვიწევდა სკოლაში ყოველდღე სიარული,რადგან სკოლის დირექტორს გულზე დიდად არ ვეხატებოდით და გვემუქრებოდა,რომ თუ რომელიმე უმიზეზოდ გავაცდენდით გაკვეთილს,სკოლის დამთავრება ერთი წლით გადაგვედებოდა. ჩვენი დირექტორი მეტად კაპასი ქალი იყო.მახსოვს,პატარა რომ ვიყავი ჩემი კლასელები ამბობდნენ ნამდვილი ალქაჯიაო.იმდენად გვჯეროდა ამის,რომ ერთხელ მის კაბინეტშიც კი შევიპარეთ,რათა ცოცხი გვეპოვნა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა სიმართლე.ერთ დღეს ჩემი კლასელი განცვიფრებული შემოვარდა კლასში და გვითხრა,რომ თავისი თვალით დაინახა როგორ მიიღო ჩვენმა ალქაჯმა დირექტორმა ერთ-ერთი ბავშვის სახე და მოსწავლეთა შორის ამბის გასაგებად დაიწყო ხეტიალი.ისიც დაამატა,დავინახე ისევ ქალბატონ ლიად როგორ გადაიქცა და იმ ბავშვების სახელები ცეცხლმოკიდებულ წიგნაკში ჩაიწერა,რომლებიც მასზე ცუდად საუბრობდნენო.მოსმენილმა იმდენად დაგვზაფრა,რომ რამდენიმე კვირა ლიას სახელი არავის უხსენებია,მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ,რომ ჩვენ უნდა გადაგვერჩინა მთელი სკოლა და ჩვენი ალქაჯი სასტიკად დაგვესაჯა.ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დღეს მთელი კლასი იმ ადგილას შევიკრიბეთ,სადაც ქალბატონი ლია მანქანას აყენებდა და ცეცხლი რქებიანი ბურთის ფორმაზე დავანთეთ.ჩვენი წარმოსახვით ეს ბურთი ადამიანის თავი იყო და ლია პირველივე შეხედვისთანავე ამოიცნობდა მასში თავის თავს,მაგრამ შევცდით.დირექტორი ჩვენს მუქარას ვერ მიხვდა,თუმცა მაინც საკადრისად დაგვსაჯა.მთელი თვის განმავლობაში დამატებითი სააღმზრდელო გაკვეთილი უტარდებოდა ჩვენს კლასს,რომელსაც თავად ქალბატონი ლიაც ესწრებოდა(დღემდე ვფიქრობ,რომ მასაც ისევე სჭირდებოდა აღზრდა,როგორც ჩვენ) და წლის ბოლოს შემაჯამებელი გამოკითხვაც დაგვინიშნა ყველა საგანში,სადაც გამომცდელი თავად იყო.თორმეტი წლის განმავლობაში იმდენად ვუმწარებდით სიცოცხლეს,რომ ვფიქრობ,ჩვენი მოშორება მისთვის უდიდესი ზეიმი იყო.მიუხედავად ამ ყველაფრისა,ქალბატონი ლია მაინც გვიბარებდა სკოლაში ყოველდღე.ალბათ მელას თავისი მახრჩობელა მის შემთხვევაშიც უყვარდა. თავი 4 უკვე სადაცაა კარს ჩამოიღებდა ისეთი ძალით აკაკუნებდა.ვინ დათვლის რამდენი წუთი ევედრებოდა უიმედოდ,რომ კარები გაეღო.ხან ტკბილად,მოფერებით,ხანაც მოჭარბებული აგრესიითა და ცხოველური ქცევით ცდილობდა მის დარწმუნებას,მაგრამ ამაოდ.განა,არ ესმოდა?!განა,არ უნდოდა?!ახლავე გააღებდა კარს რომ სცოდნოდა ნამდვილად მისი იქნებოდა,მასთან იქნებოდა.კარებთან იჯდა მობუზული და თითოეულ მის დარტყმას მთელი სხეულით გრძნობდა.თითოეული დაკაკუნება ტკიოდა,მისი სიტყვები ტკიოდა.-ლიტა,გამიღე,გთხოვ!-ვინ იცის,მერამდენედ იმეორებდა მამაკაცი ერთსა და იმავეს.-ხომ იცი,რომ არაფერს დაგიშავებ?-იცოდა?!ის დანამდვილებით იცოდა,რომ ხელით არ შეეხებოდა,არ უყვირებდა,არ გაკიცხავდა,მაგრამ ნამდვილად არ იცოდა დაუშავებდა თუ არა რამეს.-ხომ ხედავ,რომ მაინც შენთან მოვედი?!ხომ ხედავ,რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია?!რატომ არ გინდა ამის გაგება?!რატომ არ გინდა გაიგო,რომ თავს ვერ განებებ!-ხმას ვეღარ იმორჩილებდა მამაკაცი. ღმერთს მადლობას უხდიდა,რომ დედა სახლში არ იყო.განა,დამთხვევა იყო.მან ზუსტად იცოდა,როდის იყო სახლში მარტო.მან ყველაფერი იცოდა,მაგრამ მის შესახებ ისეთი არაფერი იყო ლიტასთვის ცნობილი,რასაც თავად არ ჩათვლიდა საჭიროდ.იმდენად უნდოდა კარის გაღება,რომ რამდენიმეჯერ სახელური ჩამოსწია კიდეც.ალბათ ამას რომ ხედავდა იმიტომ არ ყრიდა ფარხმალს და უკვე საათი გადიოდა,რაც მის კარებს არ შორდებოდა.ლიტა ხის კარებს იყო აკრული და ცდილობდა ხის ჯებირის იქით შეეგრძნო მისი შეხება,სუნი,სუნთქვა.-ლიტა,ჩემო ლიტა,გთხოვ,ბოლოჯერ გამიღე!გთხოვ,ამ ერთხელაც მაპატიე და შენს ლამაზ გულს გეფიცები,აღარ გატკენ.ლიტ,ბოლო შანსიც,მომეცი გთხოვ!-კაცის ხმაში თითქოს სინანული იგრძნობოდა.ვინ იცის,მერამდენე ბოლო შანსს ითხოვდა.ვინ დათვლის,მერამდენედ პირდებოდა,რომ აღარ ატკენდა. მაინც წამოეგო!გააღო თუ არა,ზედმეტი არც უფიქრია,ისე მოეხვია და მისი სურნელი რომ შეიგრძნო ბედნიერებისგან გაიტრუნა.რომ ეფიქრა,არ მოეხვეოდა!რომ ეფიქრა,არ გაუღებდა!ერთხელ მაინც რომ დაფიქრებულიყო,არ შეიყვარებდა!