ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

მონიკა ტყეშელაშვილი

ბიოგრაფია

გვარი, სახელი - ტყეშელაშვილი მონიკა

ასაკი -  33

საცხოვრებელი - ქ. ქუთაისი

 

დავიბადე თავისუფალ საქართველოში 1991 წლის 20 თებერვალს. დავამთავრე ქუთაისის #31_ე საჯარო სკოლა და ჩავაბარე ამავე ქალაქში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში მე და ჩემმა თანაკურსელმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დავაარსეთ ჟურნალი „სტუდენტობა“, რომელიც უნივერსიტეტსა თუ ქალაქში მომხდარ საინტერესო ამბებს აშუქებდა.

„სტუდენტობა“_ს შემდეგ იყო მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანობა რადიო „ძველ ქალაქში“, საავტორო გადაცემა „თეთრ რადიოში“, კორესპონდენტობა „მეგა ტვ“-ში. ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ დაიწყო ჩემი, როგორც პიარის სპეციალისტის თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიებთან, რამაც დაახლოებით 8 წელიწადს გასტანა. ამ პერიოდშივე გავიარე კურსები სოციალურ მედია მენეჯმენტსა და გრაფიკულ დიზაინში.

 

დღესდღეობით წარმოვადგენ ახალგაზრდულ მოძრაობა „პოზიტიურ ვირუსს“, სადაც ვარ ტრენერი და პროგრამების კოორდინატორი.

მყავს ორი ულამაზესი ქალიშვილი, ოდრი და ადალეა.  სწორედ ისინი გახდნენ ჩემთვის ბიძგი, რომ ზღაპრების წერა დამეწყო.

„მცნების დამცველნი“ ჩემთვის პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებაში და ვიმედოვნებ, წარმატებული იქნება.

სინოპსისი

„მცნების დამცველნი“ ათი მცნების ინსპირაციით შექმნილი ზღაპრების კრებულია 5+ ასაკის ბავშვებისთვის.

წიგნის თითოეულ ისტორიას ღვთიურ ჯადოსნობამდე მივყავართ. უძლიერესი მონადირე მიუდგომელ კლდეებში გვამოგზაურებს, ჭაბუკი  ბრძენკაცს შეგვახვედრებს, მხატვრის სახელოსნოში ყველაზე განსაკუთრებულ ნამუშევარს ვიხილავთ. ვნახავთ ბოროტ ბატონსაც, რომელიც რატომღაც ვირად გადაიქცევა და ყველაზე სამართლიან მოსამართლეს, რომელიც ურთულეს ამოცანას გაუმკლავდება. აქვეა მძვინვარე ქურდიც, რომელიც ქვეყანაზე არსებულ არცერთ სხვა ქურდს არ ჰგავს.

კრებული ბავშვებს ასწავლის მადლიერებას, სხვებისა თუ საკუთარი თავის პატივისცემას და ზღაპრულად აჩვენებს, რა შეიძლება მოჰყვეს ბოროტებას, უსამართლობასა თუ ტყუილს.

 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური