ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

როცა ფიქრები ჩუმად გვისმენენ

0 ხმა

მაჩაიძე მარიამი

ბიოგრაფია

დავიბადე და გავიზარდე თბილისში.ვარ კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წერა ბავშვობიდან ჩემი გატაცება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში იმაზე მეტი მნიშვნელობა შეიძინა ვიდრე მხოლოდ ჰობია. წერა თერაპიაა, რომელიც მეხმარება ჩემი ემოციები ფურცელზე გადმოვიტანო და რაღაცებს გვერდიდან შევხედო.

მონაწილეობა მიმიღია არაერთ კონკურსში. ერთ-ერთია „ამირანის პრემია“, სადაც ფინალისტებს შორის მოვხვდი. ასევე, საქართველოს ფოსტის „წერილის წერის კონკურსი“, სადაც მეორე ადგილზე გავედი. სკოლის პერიოდში ჩემი ნაწარმოებები იბეჭდებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის ჟურნალში „ათინათი“. 

სინოპსისი

“როცა ფიქრები ჩუმად გვისმენენ”-ეს კრებული სიყვარულისა და მარტოობის ურთიერთგამომრიცხავ და ამავდროულად დამაკავშირებელ გზებს იკვლევს. თითოეული მოთხრობა გვიამბობს ადამიანზე, რომელიც ცხოვრებისა და საკუთარი თავის სიღრმეებში ნამდვილი კავშირის პოვნას ცდილობს. ის ეძებს იმ ძალას, რომელიც მის სიჩუმესა და სიცარიელეს შეავსებს. ეს მოთხრობები მკითხველს შეახსენებს, რომ სიყვარული სულის მთავარი საყრდენია და მტკიცე ძალაა, რომელიც მარტოობის ბნელი გზიდან გამოღწევაში გვეხმარება.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური