დანიშნულება
0 ხმა
მარიამ ხელაშვილი
მე გახლავართ მარიამ ხელაშვილი, 22 წლის, დავიბადე და გავიზარდე კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში. სკოლა დავამთავრე 2020 წელს, ოქროს მედალზე, ამავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად. ამჟამად ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ჩემი პროფესიული არჩევანისა და მრავალმხრივი ინტერესების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ წერის გარეშე ჩემი ცხოვრება არ არსებობს. ვწერ როგორც პროზას, ასევე პოეზიას. პირველი ლექსი ექვსი წლის ასაკში დავწერე, 13 წლიდან კი პატარ-პატარა მოთხრობების წერაც დავიწყე. მიმდინარე წელს ჩემი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა ჟურნალში ,,ანეული“. იმ წიგნზე მუშაობა კი, რომელსაც საკონკურსოდ წარგიდგენთ დაახლოებით ერთი წლის წინ დავასრულე. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ელოდება წიგნის გამოქვეყნებას და მჯერა, მალე ავითვლი პირველ ნაბიჯებს სამწერლო ასპარეზზე.
წიგნში მოქმედება იწყება 2020 წელს, პანდემიის პერიოდში. მთავარი მოქმედი გმირი, მართა, ფილოლოგია, რომელიც ნების საწინააღმდეგოდ პირველად იწყებს სამსახურს სკოლაში, სადაც ერთ-ერთ მოსწავლეს განსაკუთრებულად უახლოვდება და მალევე მისი მეგობარიც ხდება. პარალელურად მართას ცხოვრებაში ჩნდება კაცი, რომლის ცხოვრებაცა და ფიქრებიც იდუმალებითაა მოცული და ამ ყველაფრის ამოხსნას მთავარი მოქმედი გმირი ცდილობს. წიგნი ეხება მეგობრობას, სიყვარულს, ხელოვნებას, ადამიანურ შეგრძნებებს, ბავშვობის ტრამვებს, მოლოდინებს და ადამიანის არსებობის მიზანს. შეძლებს მართა იპოვოს სიმშვიდე, როცა მასში ქაოსია?
მიმდინარე ტური არ არის აქტიური