ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნოველები

0 ხმა

მიქაელ- იჩქით გურგენიძე

ბიოგრაფია

·        პირადი ინფო:

სახელი, გვარი: მიქაელ-იჩქით გურგენიძე.

ასაკი: 26 წლის.


 

·        მოკლე ბიოგრაფია:

ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთან - დაწყებული სახელოვნებათმცოდნეო/სარესტავრაციო განათლებით, გაგრძელებული არქეოლოგიური აღმოჩენებითა და სიძველეების (დეკორირებული კედლის ზედაპირი, წიგნი თუ გრაფიკა) მკურნალობით.

პროფესიით ვარ სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კონსერვატორ-რესტავრატორი ქაღალდისსაფუძვლიანი მასალების სპეციალობით და, ამავე დროს, თვითნასწავლი ხელოვანი (QMNILEBA•ქმნილება) - ვცდილობ, ვიზრუნო გარემოზე და ვქმნი პაპიე-მაშეს ფიგურებს ნარჩენების გამოყენებით; ინსპირაციაა გარემომცველი ბუნება და მითოლოგია.


 

·        ნამუშევრები კონკურსამდე გამოქვეყნებული არ მაქვს.

სინოპსისი

 ,,გულისთქმას მინდობილები“, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნოველების კრებულია - ფიქრები დიურერის საფლავთან, მკვლელობა იაპონიის ზეცაში, რელიგიური ფანატიზმი პლანეტა ვენერაზე, შიში ხრწნის მიმართ, ქალთევზა შავი ზღვიდან... ანაცვლებს ერთმანეთს.

 ნოველების მიზანია, მკითხველმა ამ ცხოვრების ნაჭუჭს განსხვავებულად შეხედოს, მიუკაკუნოს და უფრო შორს გახედვას შეეცადოს. 

 თითოეული ისტორიის ლაკონურობა მსუბუქად საკითხავ ლიტერატურას ქმნის, ჟანრების მრავალფეროვნება კი  - სხვადასხვა გემოვნების მკითხველისთვისაა გათვლილი.

 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური