ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კარს მიღმა

0 ხმა

თამთა მსხვილიძე

ბიოგრაფია

მე ვარ თამთა მსხვილიძე, დაბადებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ქ.ახალციხეში, 2002 წლის 20 ოქტომბერს. ვარ 22 წლის. 2020 წელს დავასრულე სრული ზოგადი განათლება ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლაში. 2024 წლის ივნისში მივიღე ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამატებით, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე გავიარე რეგიონალური ტურის მეგზურის კურსი კოლეჯ "ოპიზარში". 2021 წლიდან 2024 წლის ივნისამდე ვმუშაობდი ინგლისური ენის რეპეტიტორად ქ. ახალციხეში. ამჟამად არ ვარ დასაქმებული. ვარ დასაოჯახებელი. მყავს დედა, მამა და უმცროსი ძმა.

2021 წლის 8 მარტს გამოქვეყნებული მაქვს ჩანახატი ,,სიცოცხლის ძალა’’, ხოლო 2021 წლის 6 აგვისტოს მეორე ჩანახატი ,, ის მელოდება’’ ფეისბუქ გვერდზე ,,საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი/Centre for Catholic Youth Georgia’’.

ვიყავი SKYE - ს ლიდერი (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment), 12.02.2022 – 26.06.2022, ადიგენში.

პროექტის ‘’თემის ელჩები’’ გამარჯვებული თემით ‘’განათლება ქმნის მომავალს’’ 26,27,28 სექტემბერი, 2022.

სტუდენტური კონფერენციის მონაწილე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა ‘’ბიზნეს იდიომები ინგლისურ ენაში’’, 2023.

ორგანიზაციის ‘’ეს ქვეყანა შენია’’ გამარჯვებული, სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში, ქ.ახალციხე, 2023.

ფასილიტატორი საგაზაფხულო სკოლაში, ქ. ახალციხე, სამცხე- ჯავახეთის უნივერსიტეტი, 22-23, 29-30 აპრილი,2023.

საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის ლიდერი, 2021-2023.

European Solidarity Corps- ის მოხალისე Alapítvány Tesz-Vesz ორგანიზაციაში, სოლნოკი, უნგრეთი,14.04.2024- 16.06.2024.

მიყვარს კითხვა, წერა, ახალი ადგილების აღმოჩენა, ბუნება, ველოსიპედით სეირნობა და საინტერესო ხალხთან საუბარი. წერა ბოლო რამდენიმე წელი რაც განსაკუთრებულად  შემიყვარდა. აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი სიამოვნება მოჰქონდა ჩემთვის, რომელიც დროდადრო უფრო გაძლიერდა. ყოველთვის მინდოდა ჩემი ხმა ხალხისთვის მიმეწვდინა.  

სინოპსისი

რამდენჯერ გიფიქრიათ სახლიდან უკანმოუხედავად გაქცევაზე?! ვალერია 20 წლის ახალგაზრდა ქალია. მისი გეგმა მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის. იგი თმობს კომფორტის ჩარჩოებს, საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ. ნამდვილად მოკლა თუ არა, ეს მისთვის პასუხგაუცემელი, მტანჯველი კითხვაა. ცხოვრებას ახლა იწყებს. წინ უამრავი გამოწვევაა. მისი თავშესაფარი კი ქოხია. სწორედ აქ ცოცხლდება წლების წინანდელი დამარხული ისტორია, როგორია იყო - ქალი - რომელსაც ბავშვობას, ახალგაზრდობას, პროფესიასა და სიყვარულს ერთი თავის დაქნევით გართმევენ. საინტერესოა, რას უმზადებს ბედი ვალერიას.  

მიმდინარე ტური არ არის აქტიური