ვარსკვლავიანი ცა
0 ხმა
მარიამ მაზმიშვილი
განათლება: დავამთვარე ქ.რუსთავის ი.ჭავჭავაძის სახელობის #1 საშუალო სკოლა (2004-2016). 2019 წელს გავიარე სასერთიფიკატო კურსი კ.ბენდუქიძის სახელობის აგრარული უნივერსიტეტში „მზარეულის მეორე საფეხურის“ განხრით. ასევე, 2023 წელს ჩავაბარე ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე,განხრა - ისტორია(ძირითდი და დამატებითი სპეციალობა).ამჟამად ვარ მეორე კურსის ბაკალავრის სტუდენტი.
უცხო ენები: ინგლისური(საშუალო)
გერმანული(ელემენტარული)
თურქული(ელემენტარული)
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ათი წლიდან ვწერ ლექსებს,მხატვრულ ჩანახატებს,პროზას. 2018 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ბიბლუსის კონკურსში „ჩემი ლექსი ბიბლუსს“. 2020 წელს ორგანიზაცია „ახალგარდა მწერლის“ ნომინაციის „წლის ინსპირაცია“ გამარჯვებული გავხდი. ასევე ვიყავი მათი „აღმოჩენა“.მსგავსი ფორმატის კონურსში არა ერთხელ გავიმარჯვე.ღრმა ბავშვობიდან ჩემი ჰობი წიგნების კითხვა და თეატრში სიარულია.მყავს დედა.მამა და სამი უფროსი და.ამჟამად ვმუშაობ და აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ლიტ.პროექტებში,დავდივარ ამა,თუ იმ ჟანრის წიგნების პრეზენტაციაზე,ხშირად ვესწრები თანამედროვე მწერლების სემინარს.მომავალში ჩემი მიზანი ლექსების კრებულის გამოცემაა.
ჩემი რომანი „ვარსკვლავებიანი ცა“,რომელზეც ახლაც ვმუშაობ არასდროს,არსად არ გამომიქვეყნებია. დიდი ხანია „პალიტრა ლ“ - ის ამ კონკრეტული კონკურსისთვის ვწერ და ზუსტად ერთ-ერთი თანამედროვე მწერალი, ნათია ჯაგოდნიშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი ვინც სტიმული მომცა წელს უთუოდ მიმეღო მონაწილეობა.
ჩემი პირველი რომანი „ვარსკვლავებიანი ცა“ მოგითხრობთ ამბავს, სტუდენტი, ჟურნალისტი გოგოსა და ფსიქოლოგი მამაკაცის უცნაური შეხვედრის შესახებ.მოვლენების განვითარებასთან ერთად,თქვენ კარგად გაიცნობთ მთავარი პერსონაჟი გოგონას ოჯახის წევრებს,ახლო მეგობრებსა და თანამშრომლებს. რომანში გადააწყდებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს,როგორიც „მენტალური ჯანმრთელობაა“.მთავარ გმირს ამ გზის გავლაში გვერდით საუკეთესო დაქალი უდგას,თუმცა მამაკაცი, ვისაც ცხოვრება ერთი უცნაური შემთხვევით შეახვედრებს,უფრო მეტად დაეხმარება მას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური