ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა
თავი პირველიმას შემდეგ, რაც გარეთ საგრძნობლად აცივდა, მზე დიდი ხნით ამოეფარა ღრუბლებს. ნატამ საკმაოდ ადრიანად გადაწყვიტა უჩვეულოდ მკაცრი მზერით გასულიყო ქუჩაში. თუმცა იმას ცხადად შეამჩნევდით, რომ გოგონა ასეთი ნამდვილად არ იყო. თითქოს სულში ძლიერად მალავდა იმ ლაღ ბავშვს, ვისი არსებობაც ძალიან ცოტამ თუ იცოდა.ერთი თვის განმავლობაში არა თუ გარეთ, არამედ საკუთარი ოთახიდანაც იშვიათად გამოდიოდა. არც მეგობრების წრეში სურდა გარევა, დიდად არც ფიქრობდა ამ ფაქტზე. დღეები ისეთი სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, გასაკვირი არ იყო, რომ დრო ასე მალე გადიოდა იმ კალენდარზე,რომელიც ოთახის მარჯვენა კუთხეში ეკიდა. ნატა უსათუოდ გრძნობდა, ეს ის დღეები იყო არასოდეს რომ აღარ გაიმეორებდა. ისე ჩაიკარგა რომ ეგონა, ვერასდროს იპოვიდა საკუთარ თავს. ნამდვილად ვერ ხვდებოდა, სჭირდებოდა თუნდაც ერთი ადამიანი ვისაც ამ ყველაფერს გაანდობდა, ვინ იცის იქნებ სულ ცოტათი მაინც ეგრნო შვება. ამ ერთი თვის შემდეგ, დილით კალენდარს ფურცელი ისე ჩამოახია, დაკვირვება ვერც მოასწრო რომ ზედ ცხრა ოქტომბერი ეწერა. ერთადერთი შესამჩნევი ფაქტი იყო, ის, რომ უფრო მეტად თუ არ აჩქარდებოდა, სამსახურში უთუოდ დაიგვიანებდა. სახლიდან ტელევიზიამდე გზა ძალიან გაიწელა. ერთ საუკუნეს ჰგავდა საათი და ოცი წუთი. სამარშუტოდან ჩამოსულს, დანარჩენი გზის გავლა კი ფეხით უწევდა.შენობაში შესვლამდე ჭიშკარში ტობი ეგებებოდა ხოლმე, ამჯერადაც ასე მოხდა ნატა ძაღლს მოეფერა, ჯიბიდან „Tvix”-ის შოკოლადი ამოიღო და კმაყოფილი სახით მომლოდინეს გაუწოდა. საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდა, გონება დაბინდული მოძრაობდა და წამით იმასაც კი იფიქრებდით, ორი ქუჩის გავლის შემდეგ მოსახსნელი ნიღბის მოშორება დაავიწყდაო. მსგავს უცნაურ ამბებში იყო, როდესაც არსაიდან ხმა შემოესმა:-ნატას ვახლავართ, ასე დაკარგვა შეიძლება?.რთული კითხვის წინაშე აღმოჩნდა ნატა, მაგრამ სწრაფადვე დაუბრუნა დერეფანში მდგომ დაცვის თანამშრომელს პასუხი:-გამოცდები მქონდა უნივერსიტეტში და პარალელურად ვეღარ ვახერხებდი ტელევიზიაში სიარულს.-ახლა კი გასაგებია, რატომ არ ჩანდი. მე კიდევ ვიფიქრე, აქაურ სტრესს ვერ გაუძელი და სხვა დანარჩენი „მომავალი“ ჟრნალისტებივით, შენც დაგვტოვე.გოგონამ სიცილნარევი მზერით გახედა კაცს, თავი გააქნია და სწრაფადვე გაუჩინარდა გრძელ-თავბრუდამხვევ დერეფანში.მაჯაზე საათს ხშირად უყურებდა. ერთი სული ჰქონდა, დრო მალე გასულიყო და საერთოდ არ უსმენდა გადაცემის პროდიუსერს, არც ის გაუგია, რა რეპორტაჟი უნდა მოემზადებინა, რომელ თემაზე და საერთოდ, ვინ უნდა ჩაეწერა. ისეთი შეგრნება ეუფლებოდა, რომ სადღაც ეჩქარებოდა. მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული?, იქნებ „დეითი“ ვინმე უცხო „ტიპთან“?, არც პირველი დებულება იყო რეალობასთან ახლოს, მითუმეტეს, მეორე განსაკუთრებით. ისევ იქ სურდა დაბრუნება, საიდანაც მოვიდა. სახლში ეჩქარებოდა, სამსახურშიც მარტო იმიტომ მივიდა, რომ დედამ სთხოვდა. დედას კი ვერ უთხრა უარი. გულის სიღრმეში, მართლაც უხუთავდა საკუთარი ოთახის კედლები სულს, მაგრამ არ შეეძლო სხვანაირად, ძალას ვერ იკრებდა.რეპორტაჟის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა. გადაცემის თემა ასეთი იყო „წარმატებული პროფესიის საიდუმლო გასაღები“. ნატა კი დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა, საერთოდ, იმაშც კი ვერ გაერკვა რა სურდა. ტელევიზიის შენობიდან გამოსულმა მაშინვე გამოიძახა სამარშუტო ტაქსი და მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რვა წუთი მოეცადა მოპირდაპირე ქუჩაზე.სახლში დაბრუნებულმა გეზი საკუთარი ოთახისკენ აიღო. ისე ჩქარობდა, ვერც კი შეამჩნია სამზარეულოში მოფუსფუსე დედა, მისაღებ ოთახში ახლადჩძინებული კიტა, რომელსაც ნატას ფეხის მძიმე ნაბიჯების ხმაზე თითქმის გამოეღვიძა. კიტა ნატაზე ოთხი წლით უმცროსი ძმაა, თუმცა ზოგჯერ ისე დიდობს, წელთა სხვაობა პირიქით გეგონებათ.მხოლოდ ბოლო კიბის საფეხური ჰქონდა დარჩენილი როცა სამზარეულოდან დედას ხმა შემოესმა:-მოხვედი ჩემო გოგო? შენი საყვარელი კერძი მოვამზადე, ერთად ვივახშმოთ.დედის წინადადება უპასუხოდ დატოვა, უხმოდ შეაღო ოთახის კარი და ბნელ კედლებში წამიერად გაუჩინარდა. ცარიელი ჰქონდა გონება, საწოლზე გულაღმა დაწვა და იასამნისფერ ჭერს მიაშტერდა. ისევ ის შეგრძნებები ეუფლებოდა სხეულში, ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა. ეგონა, რომ იმდენად მარტოსული იყო, არავის არასდროს არ გაახსენდებოდა. მსგავს უცნაურ ფიქრებში დაკარგული, უეცრად ტელეფონის ზარმა მოიყვანა გონს. ნელი მოძრაობით წამოჯდა საწოლზე, თვისკენ მიიწია იქვე, სამუშაო მაგიდაზე დაგდებული მობილური და ეკრანს დახედა. თამთა რეკავდა. მწვანე ღილაკს გადაუსვა თუ არა თითი, ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო, ყურმილიდან ხმა მოესმა:-ნატა, იქნებ ოდესმე გადასწიო შავი ფარდა, ცას ახედო ღამით, დაინახო რა ლამაზად ანათებენ ვარსკვლავები შემოდგომის პირს და საერთოდაც, აღარ მომწონხარ ამ ბოლო დროს! საკუთარი ნებით მეტყვი რა ხდება, თუ თავად მივიდე და თინა დეიდას ვკითხო შენი ამბები?.ხმას ვერ ირებდა, ისე უსმენდა ნატა. უბრალოდ, ამ საუბრის შემდეგ ისღა დარჩენოდა დაქალისთვის ეთქვა, რომ ყველაფერს უამბობდა, ამჯერად ვეღარ დაიმალებოდა...-თამთა, გპირდები, გვიან გნახავ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?.-ნატა, გაფრთხილებ, ახლაც, რომ „გადამაგდო“ რომ არ მოხვიდე ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-მართლა გნახავ.-კიტა დაიფიცე!-თამთა!-კიტა დაიფიცეთქო! გარანტია მჭირდება!-გეფიცები!-ეგრე არა ნატა, თქვი „კიტას თავს ვფიცავარ“!-აუ, რა ჯიუტი ხარ, თამთა, ნეტავ ოდესმე თუ მოიგრეხ მაგ რქებს.-ფიცი, ფიცს ველოდები, არ ვთიშავ...-შენი გაიტანე, „კიტას თავს ვფიცავარ“.-აი ასეთი დამჯერი ნატა სულ სხვანაირია! საღამოს შენს ზარს დავუცდი, ოღონდ ამჯერად დიდი ხნით აღარ!-დროებით თამთა... და ზარიც გაწყდა.ღმერთო, რა ჯიუტია ეს გოგო, რაღაც, თუ დაიჟინა, ვერაფრით გადაათქმევინებ, ვერძის ზოდიაქოს ქვეშ ტყუილად არ დაბადებულა.ნატა მალე ადგა საწოლიდან, როცა მაჯაზე საათს დახედა ნახა, რომ მალე ცხრა საათი გახდებოდა.-ღმერთო, რა დრო გასულა!საშინაო ტანსაცმელი გამოიღო სათავსოდან, მალე დედის სიტყვებიც გაახსენდა ვახშამთან დაკავშირებით, არც სურნელმა დააყოვნა და მთელი ოთახი საოცარი კერძის არომატმა მოიცვა. სადღაც თამთას ნათქვამიც ამოუტივტივდა. ფარდა გადასწია, სარკმელი გამოაღო, მაგრამ უეცრად სახეში ზამთრის მოახლოებული სუსხი ეცა. ისეთი სისწრაფით დაკეტა, ვერც მოასწრო ზეცისთვის აეხედა და ვარსკვლავები დაენახა.-დედა, სად ხარ? დედა... განუწყვეტლად ხმამაღლა იძახდა ოთახიდან.-ნატა, ეზოში ვარ, ვასუფთავებ.-დედა, არ გცივა? ნახე რა სუსხია, შემოდი, ბაღს სხვა დროს მივხედოთ.თინა ისეთი გაკვირვებული იყო შვილის ასეთი კონტაქტურობით, სახლში მალევე შემობრუნდა.კიტას პირველს უკვე დაეწყო ვახშმობა და ამის გამო საყვედურიც მიიღო:-რა საქციელია კიტა ეს?-დედა, რომ აღარ გამოჩნდით, მეგონა აღარ გინდოდათ. ხომ იცი ცივს ისეთი გემო აღარ აქვს.-ამით ვერ გაიმართლებ თავს, უნდა მოგეცადა...-კარგით, არ გინდათ კამათი, ბევრი დრო არ მაქვს, მეჩქარება, თამთა უნდა ვნახო, ამჯერად ვეღარ ვეტყვი უარს.-გარეთ გადიხარ ნატა?-დიდი ხნით არა, მალე დავბრუნდები.-ვა, ნატა? ნუთუ გაცოცხლდი? არ დააყოვნა კიტას შეკითხვამ.-ახლა არ გინდა...-არა, უბრალოდ, ისე გკითხე, ხომ ხვდები?.-ვხვდები კი, მე შენი ყველა განზრახვა ვიცი, მაგრამ ახლა მოვრჩეთ.ვახშამმა თითქმის მშვიდად და უსიტყვოდ ჩაიარა. ამ ერთი თვის განმავლობაშ თინა პირველად იყო ბედნიერი, შვილს რომ კონტაქტურს ხედავდა, ამიტომ ცდილობდა ზედმეტი შეკითხვებისგან თავი შეეკავებინა. ეშინოდა, ისევ ისეთი ნატას დაბრუნების. ამ ფიქრებში ჩაძირულს, კიტას თხოვნა არც კი გაუგია, მხოლოდ მაშნ გამოფხიზლდა, როდესაც ხმამაღალი ძახილი მოესმა:-დედათქო...-კიტა, რა გაყვირებს?-დედა, ოთხჯერ დაგიძახე, არცერთხელ არ გამაგონე და რა მექნა/-რა გინდა მითხარი!-მაცივრიდან კოკა-კოლას გამოღება მინდოდა მეთხოვა.-და ამას თავად ვერ იზამდი?-კარგი რა დედა, ხომ იცი შენი ხელით მოწვდილს სულ სხვა გემო აქვს .-კიტა, ენა რომ არ გქონდეს... სულ მე ხომ ვერ შეგისრულებ ნათქვამს?, ზოგჯერ შენითაც უნდა იზრუნო საკუთარ თავზე.-აუ, ერთი გაზიანი სასმლის გამო ამხელა ამბავი დედა?-დედა ხომ სულ არ გეყოლება?-დედა!ნატამ ვეღარ მოიტმინა დედის ასეთი ნათქვამი და თითქოს ეს უწყინარი საუბარი ორივე მხარეს შეაწყვეტინა.-გაუმარჯოს გამოცოცხლებულ ნატას, ეს რა მკაცრი და მყოლია და არ მე მცოდნია. კარგით, მე დავასრულე, მადლობა, მეჩქარება ახლა უნდა წავიდე.-საით? მაშინვე დაინტერესდა ნატა.-კახისთან ავდივართ ბიჭები „ფლეისთეიშენის“ სათამაშდ.-მიგიყვან გინდა?.-დედა ძალიან გთხოვ მიჩმიტე, ნუთუ ეს მართლა ნატაა? ან იქნებ სიზმარში ვარ?, თუ მართლა ასეა არ გამაღვიძოთ გთხოვთ!-ნეტავ ოდესმე თუ შეწყვეტ ასეთ ლაპარაკს?.თინამ და ნატამ მაგიდა მალევე აალაგეს, კიტამ კი მაინც ვერ მოისვენა და მისაღები ოთახიდან უფროს დას გამოსძახა:-ისე თამთა ორი ქუჩის იქით არ ცხოვრობს?ფეხითაც ხომ შეგიძლია მისვლა?.-კიტა, იმდენს იზამ, კახისთან თავად მოგიწევს, ფეხით წასვლა. თან, როგორც ვიცი, არც თუ ისე ახლოს ცხოვრობს განსხვავებით თამთსგან.-კარგი,კარგი ხუმრობა არ გესმის?, მართლა სიზმარში ვყოფილვარ...-კიტა, უშენოდ მოუწევთ თამაში შენს მეგობრებს, თუ არ შეწყვეტ ასეთ საუბარს. უცებ დედის ხმამ ჩაჭრა დიალოგი.-გასაღები წამოიღე, მე ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.-ახლავე სერ!ისევ ვერ ჩერდებოდა მოუსვენარი ბიჭი და მაინც აგრძელებდა თვისას, თუმცა საბოლოოდ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გაჩერებულიყო, ცოტახნით მაინც.ნატამ ჯერ ძმა მიიყვანა მეგობრებთნ, შემდეგ კი თამთს სახლისკენ მოტრიალდა. გზაში გადაწყვიტა დაერეკა და გაეფრთხილებინა, რომ თხუთმეტ წუთში მისი სახლის კართნ იქნებოდა.-ალო, თამთა!-არა, უაკაცრავად სხვაგან მოხვდით...-როგორ არ გბეზრდება ყველა ჯერზე ერთი და იგივე? არ მესმის უბრალოდ.-ნატა, ეს რა მკაცრი ტონია?.-თხუთმეტ წუთში შენს სახლთან ვიქნები, გაემზადე და გამოდი.-ნუთუ „პაემანზე“ მეპატიჟება ჩემი განუმეორებელი დაქალი?.-თამთა სამი წუთი უკვე გავიდა...-კარგი, რა იყო. მოკლედ ეს უჟმური ხასიათები შენი მოგონილია ამ დედამიწაზე.ნატამ ტელეფონი გათიშა თუ არა, თორმეტ წუთში მეგობრის სახლის კართან გაჩნდა. ორჯერ მისცა სიგნალი, მაგრამ ამაოდ, ისევ დარეკვა გადაწყვიტა, თუმცა მაშინვე დაინახა თამთა, რომელიც გზა და გზა იცვამდა ქურთუკს და საკმაოდ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ავტომობილისკენ.-ნატა,როგორ მომენატრე... უბრალოდ ოდნავ მაინც წარმოგიდგენია? მაშინვე გადაეხვია დიდიხნის უნახავ დაქალს.-ცოცხალი ვარ თათული, ცოცხალი, მაგრამ თუ უფრო მაგრად მომიჭერ მკლავებს, შეიძლება გავიგუდო. ახლა ის მითხარი, სად წავიდეთ?.-მოდი ტბასთან ჩავიდეთ, არ გვინდა ხალხმრავალი, დამღლელი ადგილები.ნატამ მაშინვე მოატრიალა ავტომობილი და იმ „პარკისკენ“ აიღო გეზი, სადაც ის და თათული მანამდეც ხშირად დადიოდნენ... გზად კი ახლოს მდებარე კაფედან ცხელი ჩაის გაყოლებაც გადაწყვიტეს.