როგორც ღრუბლები
0 ხმა
მზია მანჯავიძე
ვარ მუსიკოსი, რეჟისორი, 58 წლის. ვცხოვრობ ქ. თბილისში.
დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, ასევე თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტი და დოქტორანტურა (დისერტაციის თემა - „ხმოვანება კინოში და ო. იოსელიანის ფილმების ხმოვანი კონცეფცია“).
როგორც რეჟისორი, ვმუშაობდი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რეჟისორ მიხეილ კობახიხის ასისტენტად სარეჟისორო ფაკულტეტზე. გადაღებული მაქვს სამი მოკლემეტრაჟიანი და ერთი დოკუმენტური ფილმი (ნიუ იორკის ემიგრაციული კინოფესტივალის პრიზი).
ბავშვობიდან ვწერ ჩანახატებს და იუმორისტულ ნოველებს. ბოლო წლებში, ასევ ვწერ სცენარებს (მათ შორის ანიმაციურს). მაქვს შექმნილი პიესები ვუდი ალენის და აკა მორჩილაძის მოთხრობების მიხედვით. ასევე ვარ ავტორი საბავშვო შემეცნებით გასართობი გადაცემისა „მხიარული ქალაქი მზიანეთი’’.
გარდა ამისა ვარ კინომუსიკის ავტორი (გიორგი ხარებავას „ღია ფანჯრები“). მაქვს შექმნილი საავტორო სიმღერები (გალაქტიონის, მუხრანის ლექსებზე).
ბოლო წლები, ასევე, ვმუშაობდი ანსამბლ „რენესანსის“ ხელმძღვანელად.
ნოველების კრებული არის პირველი მცდელობა ლიტერატურის სარბილეზე. იგი პატარა ზომის წიგნად იკინძება და გარდა ერთ-ორ გვერდიანი ნოველებისა, აგრეთვე მოიცავს ზღაპარს („მზიანეთის ზღაპარი პრინცესა-პეპელა’’).
რატომ ვწერ? - მეწერება და იმიტომ. ეს პროცესი ჩემთვის ისეთივე მოთხოვნილებას წარმოადგენს, როგორიცაა მაგალითად წყლის დალევა. ნოველების უმრავლესობა შეიქმნა იმ მძაფრი შთაბეჭდილებების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად, პირადად განვიცადე.
ნოველებში გვხვდება თემები, რომელიც ეხება ადამიანებს შორის ურთიერთობებს და ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსთან.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური