გახსოვდეს ნარე
0 ხმა

თომა კარა
შეიძლება ითქვას რომ დღევანდელ დღეს ვიბადები.
საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, რომელიც არც ისე ცოტა ხანს გრძელდებოდა, ვიპოვე ის, ვისაც ვეძებდი. ვიპოვე საკუთარი თავი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ყოველთვის მინდოდა გამეგო სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ ვარ მე. ვინ ცხოვრობს ჩემში, რომელიც ხშირად, ჩემზე გულწრფელიც კი არის. ვსწავლობ მოსმენას იმ ადამიანისას ჩემ სიღრმეში რომ ცხოვრობს. სიმართლე რომ ვთქვა, არც ისეთი უმტკივნეულო აღმოჩნდა, საკუთარი თავის პოვნა, როგორც მოველოდი. მაგრამ, მაინც აქ ვარ, თქვენს წინაშე უკვე სხვა, ნამდივილი ადამიანი, რომელიც მომავალში უფრო რეალური იქნება, ვიდრე ახლაა. მე, თომა კარა, 1990 წლის ოქტომბერს, საქართველოში დავიბადე. ხელმოკლედ ცხოვრების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მიუხედავად, ვეცადე მაქსიმუმი მიმეღო ცხოვრებისგან. ვცდილობდი, ოჯახზე ზრუნვის პარალელურად მესწავლა, მეკითხა და იმ სოციუმის მიუხედავად, სადაც ჩემმა ყმაწვილობამ ჩაიარა ადამიანი გავმხდარიყავი. მოვახერხე და დავეუფლე პროფესიებს რომელიც მიყვარს. ჩემი საუკეთესო ათი წელიწადი სწორედ მათ მივუძღვენი და მომავალშიც ვერ წარმომიდგენია გაძლება ტელევიზიის, წერის, რაიმეს შექმნის გარეშე.
გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრებაა ერთ ოთახში გამოკეტილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, როგორც იქნა, საყვარელ მამაკაცზე თხოვდება.
ნიშნობამდე რამდენიმე საათით ადრე კი შეიტყობს რომ ის დედინაცვალმა სხვა კაცს მიყიდა.
ნარე გადაწყვეტს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს გარიგება არ შედგეს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური