ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გახსოვდეს ნარე

გახსოვდეს ნარე

ღამე - ოცდაოთხი საათის ყველაზე საინტერესო, გულწრფელი და სახიფათო მონაკვეთია. ის, ადამიანის გუნებასთან, ჩვევებთან და სურვილებთან ყველაზე ახლოსაა.

     ღამე - ადამიანის სულის ნაწილია და ვფიქრობ:

    - ღმერთს, რომელიც სამყაროს ქმნიდა, იმის გამო გამოუვიდა ასეთი ლამაზი და საინტერესო რომ, ღამით ფიქრობდა.

ღამით რატომ?

იმიტომ რომ დღე ჯერ არ იყო გამოგონებული.

შემდეგ, თქვა ღმერთმა:

 -ადამიანი ამდენი ფიქრისთვის ცოდოა.

ამდენი განცდისთვის სუსტი და იყოს დღე!

 აი, ასე გამოიყო ბნელისგან - ნათელი.

აი, ასე შეიქმნა მზე!

ასე გაჩნდა სინათლე.

თუკი ეს სამყარო დიდი აფეთქების შედეგია, ისიც სიბნელეში, უკუნეთ ღამეში აფეთქდა. საბოლოოდ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, გონიერი არსებებისთვის დედამიწა შეიქმნა. დედამიწაზე კი გავჩნდით ჩვენ დღე-ღამესავით განსხვავებულები და ფეთქებად საშიშები. არავინ ვიცით, ყოველ ღამით რამდენი ადამიანის გული, სიცოცხლე და თავად ადამიანი ფეთქდება. ალბათ იმდენივე, რამდენიც არსებობს დედამიწაზე. ამ ყველაფერს კი თვალს ღმერთი და სივრცე ადევნებს.

ჰაერი, გრძნობს.

 ცა, ხედავს.

მთვარე, იმახსოვრებს.

ვინ იცის რა ხდება ყოველი ადამიანის ღამეში?

 მაგრამ, მე დანამდვილებით ვიცოდი რომ ეს ღამე, რომელიც ახლა იდგა, ძალიან საშიში და მნიშვნელოვანი იყო. რომლის გათენებაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა.                              ბოსფორის სრუტეს გასწვრივ მდებარე, თურქეთის ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანი ქალაქის - სტამბოლის ცა, დღის განმავლობაში გამუდმებით იბღვირებოდა. ღამით კი მასზე თეთრი და ნარინჯისფერი ხაზები იკლაკნებოდნენ. ზღვას გრილი წვეთები გაშმაგებით ერთვოდა და ისე ღრიალებდა თითქოს, მასზე ქირირგიულ ჩარევას ნარკოზის გარეშე ახორციელებდნენ.

      ამ ღამით, სტამბოლი არაფრით ჰგავდა ქალაქს, სადაც ადამიანებისთვის ცხოვრება სახიფათო არ იქნებოდა. ყველგან ნისლი იდგა და ისეთი ხმა ისმოდა თითქოს, ყოველ წამს პატარ-პატარა მეხი ცვიოდა. ნესტის, თევზის, მიწის, ბალახის, ტალახად ქცევისთვის განწირული მტვრის სუნი თავს ატკიებდა ადამიანს.

      ნარემ, ცეცხლსასროლი იარაღი კარგად მოსინჯა და ფანჯრიდან გაიხედა.

 როგორც ყოველთვის ბოსფორის ხიდი ახლაც არაფერს უშინდებოდა და ტალღებს ზემოდან იისფრად ენთო. სხვადასხვა ფერად მორთულ გემებს კი ზღვის ძალა აქეთ იქით დაატარებდა.

რამდენიმე წუთს ასე იცქირებოდა.

 შემდეგ, თითქოს მობეზრდაო ფანჯარას მოშორდა და მარცხენა ხელზე დაიხედა. ნარეს ეტყობოდა, მაინც და მაინც არ მეგობრობდა ამ მეტად სახიფათო ნივთთან და უნდოდა ამაღამ რამენაირად შეჩვეოდა.

     სახლის ზედა სართულიდან კიდევ ერთი სხეული გასცქეროდა ზღვას და ისიც ფიქრობდა.

 ფიქრობდა, მაგრამ რას?

იმდენად ღრმად იცქირებოდა, შეიძლებოდა ვინმეს ჰგონებოდა რომ უბრალოდ სადღაც იყო გაქცეული მისი გონება. ან საერთოდ გამოთიშვოდა რეალობას და არც არაფერზე ფიქრობდა.

 მინის ზედაპირს ცა წყალს ასხავდა. ზღვა ყალყზე იდგა. რომელსაც დრო და დრო ფენა-ფენა ემატებოდა სიმაღლე.

მერთი მინის ზედაპირზე წარმოქმნილ ნაკადულს თვალს ადევნებდა და, ისევ ფიქრობდა.

 იქნებ, ცისა და ზღვის ამ ღამინდელ სიგიჟეს თავის ცხოვრებას ადარებდა?

 იქნებ, უნდოდა, მისი სიმშვიდე გადასდებოდა სამყაროს და შუაღამის სტამბოლში მზე ამობრწყინებულიყო?

რა გვინდა ხოლმე ასეთ დროს ადამიანებს?

 შეიძლება არც არაფერი.

უბრალოდ, რეალობისთვის თვალის დევნება, სუნთქვის შეკავება, ანდა ძილი.

ძილი, ფხიზელი თვალებით.

       მერთს კი, ორივე ძალიან სჭირდებოდა, ძილიც და სიფხიზლეც. ადამიანს, რომელიც რამდენიმე კომპანიის მფლობელი იყო თურქეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ყოველთვის აკლდა რაღაც. მას ხშირად ნახავდით ჟურნალის გარეკანზე, ტელე ეკრანზე თუ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემის მთავარ გვერდზე. მაგრამ, თითქმის ვერასდროს შეამჩნევდით სახეზე ბედნიერების ღიმილსაც კი.

არადა რა ჰქონდა სადარდებელი?

თურქეთში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცი იყო. სასურველი ახალგაზრდა ქალებისთვის და მათი მშობლებისთვის.

ერთ დღეს კი, ყველას გული დაწყვიტა და იმედი გადაუწურა. მოულოდნელად, ახალგაზრდა, მშვენიერი, უცნობი გოგონა წარადგინა, ჩემი მეუღლეაო.

 ამას უამრავი ჭორი და გარჩევა მოყვა, თუმცა ორ-სამ თვეში მიივიწყეს, როგორც ხდება ხოლმე.

     - ნეტავ, რას გრძნობს ცა, რომელიც იცლება?

 სად ჰქონდა ამდენი ცრემლები?

 აი, რას ეკითხებოდა სინანი მასზე შედარებით უფროს მამაკაცს, რომელიც მშვიდად სავარძელში ჩამჯდარიყო და მის ნერვიულ მოძრაობებს აკვირდებოდა.

- ერთი საათის წინ, საერთოდ არ გეტყობოდა მღელვარება.

ახლა, რა გაწუხებს?

 - ძმაო მაჰმუდ.

ერთი საათის წინ საფრთხეში ვიყავი. ახლა კი, საფრთხის მოლოდინში ვარ.

 - ეგეც მართალია.

 დაემოწმა მაჰმუდი, რომელიც ეს ესაა თავისუფლებით ტკბობას მისცემოდა და ისე მშვიდად იყო, საერთოდ არ გავდა ციხიდან ერთი საათის გამოქცეულს.

•          

 

     ნარემ ტანისამოსის სათავსო ფრთხილად გამოაღო.

ისე ეხებოდა თითებით თითოეულ ნაჭერს თითქოს საყავრელ სხეულს ამოწმებდა და ეფერებოდა.

 მალევე შეარჩია, ლამაზი, ნაზი, ალუბლისფერი კაბა. დინჯად გამოსტაცა ნაჭერი თაროს და ქვემოთ, შავი, ამ ღამის ფერი გრძელი ფეხსაცმელი დაულაგა. ცეცხლსასროლ იარაღს რომელსაც ფეხსაცმელის ფერი ედო, კიდევ ერთხელ გადახედა და სააბაზანოში შევიდა.

 რა ტრიალებდა იმ ღამით, იმ თავში, რომელესაც თბილი წყლის წვეთების ნიაღვარი ასკდებოდა?

 მხოლოდ მან იცოდა.

ნარე არ ყოყმანობდა, მას უფრო საქმის ბოლომდე შესაძლო ვერ მიყვანა და რამის შეშლა ანერვიულებდა.

ქალი გამოეწყო, თმა შეისწორა, ხელჩანთაში, რომელიც ისეთივე ფერის იყო, როგორც მისი ამღამინდელი საქციელი, იარაღი მოათავსა და მეორე ხელში ფეხსაცმლით, სახლიდან გავიდა.

 მერთმა შეამჩნია, თვალი მოჰკრა ქალს, მინისა და ნაკადულის მიღმა რომ მიიპარებოდა.

 ის, მთელი გულით უყვარდა.

უყვარდა მაგრამ ვერასოდეს მოახერხა რომ ეს სიყვარული ნარესაც შეეგრძნო. შეეძლო მისთვის საათობით მოესმინა, დაენახა, ჩახუტებოდა. გრძელ და მუქ თმაში თითებით ეთამაშა. ჭრელ, ოკეანესავით ღრმა და იდუმალ თვალებში ნებით ჩაძირულიყო.

მერთს შეეძლო უბრალოდ ეთქვა უარი - ესუნთქა.

თუკი ეს ნარეს მოუნდებოდა.

   - საოცარია, ადამიანებს უამინდობა და ღამე ხანდახან როგორ ეიმედებათ. ფიქრობენ, რომ შეუმჩნევლები დარჩებიან, არა და...

მერთმა კიდევ ერთხელ შეხედა საყვარელ ქალს, რომელიც ნელ ნელა თვალს ეფარებოდა.

შემდეგ, შეშლილ ზღვაზე გადაიტანა მზერა და საათი, რომელიც იქვე ყავის ფინჯანიან მაგიდაზე იდო, მაჯაზე მოირგო. ისიც ისევე ეხებოდა დროის ამ ულმობელ ამთვლელს, როგორც წეღან ნარე, კაბებით სავსე კარადას.

 ერთ ქარიშხლიან, ბნელ და წყლიან გზას, ორი ავტომობილი ერთმანეთისგან არც ისე მოშორებით - მიუყვებოდა.

 - ძმაო, სინან! მაჰმუდი სავარძლიდან წამოდგა და შეკითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა.

  - ციხემ ბევრი რამ მასწავლა, მაგალითად ფიქრი.

     როდესაც შენ ცის დაცლაზე მკითხე, გამახსენდა რომ მეც მიფიქრია ამაზე. დიდხანს ვფიქრობდი და დავასკვენი რომ ცა, დედამიწის შეგრძნებებს, ადამიანთა ფიქრებს, ცოდვებსა და სიკეთეს იტევს. ცა მგრძნობიარეა და დიდი მეხსიერების პატრონი. რომ არა ეს, ის მხოლოდ ერთი ფერის და ერთნაირი იქნებოდა. ისიც ისევე იკრებს თავის სივრცეში ყველაფერს, როგორც ადამიანები შემოვინახავთ ხოლმე ყველა მოგონებას იქამდე, სანამ მისგან თავის გათვისუფლება გარდაუვალი არ გახდება.მერე კი, ერთი წვეთია საკმარისი რომ ჩვენს გულში არსებული ტკივილების, სურვილების და უსამართლობის განცდის ზღვამ, კალაპოტი წალეკოს და ყველაფერს ზედ გადაუაროს. გათავისუფლდეს, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ასეა ახლა ზღვა. ცას კი თუ შეხედავ, თუ კარგად დააკვირდები, ის ახლა იმ ადამიანს გავს, ყველაფრით რომ დაიღალა და ტკივილის გაზიარება საუკეთესო მეგობრისთვის რომ მოინდომა.

 - ანუ, მერთ დენგიზს შეიძლება გავდეს დღეს ცა?

 - შეიძლება პირიქითაც იყოს, მერთი გავდეს ცას.

 - ძმაო მაჰმუდ, ახლა იმის თქმა გინდა რომ ...

 - ახლა იმის თქმა მინდა რომ, შენი წასვლის დროა.

უთხრა მაჰმუდმა, რომელსაც ხმაში სიმკაცრე შეერია და თვალები ისე აენთო, როგორც მთელი ღამის განმავლობაში ცა წამიერად, გასაოცრად, ავის მომასწავებლად ნათდებოდა.

 - დამაფიქრა შენმა ნათქვამმა.

- სინან, დღეს გრძელი და ბნელი ღამეა, რომელიც ჩვენი გეგმებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

- ასეა ძმაო მაჰმუდ და თითქოს ბუნებაც გვეხმარება.

 - დიახ, სინან.

როგორც ჩანს თურქეთის ცაც ისევე დამძიმდა და დაიღალა, როგორც ჩვენ და დანარჩენები.

 - ეს გამომართვი.

თუ კავშირი გაწყდა, როგორც შევთანხმდით ისე მოიქეცი, ხალხი დაბლა გიცდის.

- გასაგებია, ძმაო სინან.

ყურადღებით იყავი და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.

 წლები მოვანდომე ამ გეგმის მომზადებას.

ვიცი რომ გაამართლებს.

სინანმა ხელი ჩამოართვა მაჰმუდს და წავიდა.

იმის მიუხედავად რომ, ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი, მაინც ღელავდა მაჰმუდი. ეს მისი ერთადერთი შესაძლებლობა იყო, თურქეთი იმ მუწუკებისგან გაეთავისუფლებინა, რომელიც თანდათანობით უფრო უმრავლდებოდა ქვეყანას სხეულზე და სერიოზულ ზიანს აყენებდა.

     ახლა, სტამბოლში სამი ავტომობილი ერთ გზას ადგა. გზას, რომელიც რანაირად დასრულდებოდა დანამდვილებით არც ერთმა მათგანმა არ იცოდა.

    იმ ღამით, კიდევ ერთ ადამიანს არ ეძინა. სტამბოლის ახლად დანიშნულ მთავარ პროკურორს არსლან აქალაის. აქალაი, ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ახლად დანიშნულიყო და ბევრად უმცროსი ქალის კამპანიაში ისე რომ არავინ და არაფერი აწუხებდა, თავს მშვენივრად გრძნობდა.

    პროკურორი იმდენად მშვიდად იყო რომ, ვერც მისი საიდუმლოდ ნაქირავები სახლის გარშემო შემოკრებილ ნიღბიან მამაკაცებს ამჩნევდა და არც ცისა და ზღვის მრისხანების ხმა აწუხებდა.

    ახალგაზრდა გოგონა ნახევრად მოშიშვლებული სხეულით, საწოლზე საგულდაგულოდ მიბმული გენერალური პროკურორის წინ ცეკვავდა. დრო და დრო, ლამაზად მორთული პატარა მაგიდიდან, შავი ყურძნის მარცვლებს წყვეტდა და ისე მიირთმევდა რომ ბატონ პროკუტორს უფრო და უფრო ჭკუიდან შლიდა მისი შეხების სურვილი.

- ბატონო, ეს ჩემი ბოლო საქმეა.

 მერე კი პირობა უნდა შეასრულოთ.

მორიდებით, ისე თითქოს ბგერები შიშისგან ყელში ეჩხირებაო, შეახსენა ახალგაზრდა ქალმა ქემალ კარაოღლუს.

   რომელიც, სხვა მნიშვნელოვანი ღამეებისგან განსხვავებით, ახლა უფრო ღრმად წასულიყო ფიქრში.

- ასლი შვილო, ქემალ კარაოღლუ თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს.

ამ ტვირთის გადაზიდვის და მერთის თავიდან მოშორების შემდეგ, ჩემ პირობას შევასრულებ.

 დარწმუნებით უთხრა ახალგარზდა ქალს და ყველა დეტალის გავლა, თავიდან სთხოვა.

  - ზღვა ღელავს, ამიტომ მეორე გეგმის მიხედვით წავალთ და ტვირთს ხმელეთით გადავიტანთ.

 - როდისთვის იქნება საზღვარზე?

 - ოცდაცხრა საათში.

- რამდენია?

 - ას ორმოცდა რვაა მთლიანობაში.

- ჩვილი?

- ჩვილი არც ერთი.

წინა თვეს, გადაზვიდისას თითქმის ყველა გზაში გაწყდა. ამიტომ, მოვიცადოთ კიდევ რამდენიმე თვე.

- მართალი ხარ.

ჯობია მათ გაზრდას დაველოდოთ.

- ასეა.

 ჯობია წამოიზარდნონ.

ამ ასაკში მათი კონტროლი შეუძლებელია. ზოგიერთს ყოველ საათში ერთხელ კვება უნდა, მოკლედ...

   - მართალი ხარ, მართალი!

დაეთანხმა ქემალ კარაოღლუ ახალგაზრდა ქალს და შეაქო კიდეც, სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

- მთავარი პროკურორი არსლანი რას ამბობს?

 - საქმეშია როგორც ყოველთვის.

 მებაჟეები და სხვა დანარჩენი პოლიციელები უპრობლემოდ გაგვატარებენ.

 - კომისარი ალი მორაი?

- კომისარ ალის ხვალ მთავარ პროკურორთან ექნება შეხვედრა.

 მთელი დღე ყურადღებას ბატონი არსლანი გადაატანინებს.

- ფული მართლაც ანათებს ჯოჯოხეთს.

 გაიცინა ქემალმა და კრიალოსანის ჩამომარცვლა დაიწყო.

- ყველას შემთხვევაში არა, ბატონო ქემალ.

 კომისარი ალი მსგავსი საქმეებისგან შორსაა.

- მერთ დენგიზი?

 ის ხომ არ შექმნის პრობლემას?

- ვუთვალთვალებთ.

 - დარწმუნებული ხარ რომ მისი თვალთვალი საკმარისია?

- მისი ცოლი ჩვენს მხარესაა, ბატონო ქემალ.

 - ცოლი სანდოა?

 - ასეა.

 მას სძულს მერთ დენგიზი.

- დარწმუნებული ხარ?

 ფრთხილად იყავი ასლი, არ გვეთამაშებოდეს.

 ჩვენი საქმიანობის შესახებ თუ იცის რამე?

 - დიახ ბატონო და პარტნიორობაც სურს. ამაღამ მის სათამაშოებს გამოვიყენებთ. ასე რომ თავადაც საქმეშია და საკუთარ თავს ვერ გაწირავს. ხვალ დილით კი, მერთისთვის ლოცვას წაიკითხავს ისე როგორც ქვრივს შეეფერება.

- თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა იცით რაც უნდა ქნათ?!

- დიახ ბატონო, ისე მოვიქცევით როგორც წინა შემთხვევაში.

- კარგი, საქმეს მიხედეთ.

ახალგაზრდა ქალი ქემალ კარაოღლუს ოთახიდან გავდა.

მამაკაცების ოთხ კაციანი ჯგუფი რომელიც კარს უკან უცდიდა გარს შემოეხვია რომ დაეცვათ ის მტრისგან, ქარისგან, წვიმისგან და საერთოდ ყველაფრისგან, რაც კი რამ არსებობობდა მის გარშემო. მარცხნივ მდგომმა ქოლგა გაშალა. წინ მყოფმა გარეთ გასასვლელი კარი გააღო. მარჯვნივ მდგარი, მანქანის კარს მივარდა გასაღებად. უკან მყოფმა კი, დანარჩენ შეიარაღებულებს ანიშნა გავდივართო და საჭეს საჩქაროდ მიუჯდა.

- წავიდეთ!

 ბრძანება გასცა ასლი კარაოღლუმ და ოთხი, შავი, ძვირადღირებული მანქანის ესკორტი მთავარ გზაზე ნელ - ნელა ასრიალდა.

ასლი მთელი გზა, ხმას არ იღებდა.

 ეტყობოდა რომ ფიქრობდა და ისეთი სევდიანი იყო ეს ფიქრები რომ მის ერთგულ მსახურ სალიჰსაც კი გაუძნელდა რეალობაში დაებრუნებინა.

- რისთვის გამახსენა ის ამბავი?

 ნეტავ მცოდნოდა რომ შვილი ყავდათ...

საკუთარ თავს ხმამაღლა შეეკითხა და დადარდიანებულმა მინის მიღმა წვიმას გახედა.

•          

   სპილოში გოგონები.

ბაჭიები, არ გვჭირდება ამ ეტაპისთვის.

ლომში ბიჭები...

სწრაფად, სწრაფად, ვაგვიანებთ.

 ,,სამოთხის მთის" გასასვლელში სამი სათამაშოებით დატვირთული ტრაილერი წასასვლელად ბრძანებას ელოდა.

გენერალური პროკურორის დავალებით, მთავარი კომისარი ექინ ბაჰადირი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვისთვის განკარგულებებს გასცემდა. იმის მიუხედავად, რომ საშინელი ამინდი იყო, ეს მათთვის პრობლემის ნაცვლად წარმატებას ნიშნავდა.          

•          

,,სამშაბათი. დილის ხუთი საათი და ცამეტი წუთი."

   -ტელევიზიის სათათბირო ოთახში, პირდაპირი ეთერებისთვის განკუთვნილი აპარატურა რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ნარე დენგიზის ბრძანებით ამზადებდნენ მზად იყო ეთერში გასასვლელად.

 - ქალბატონო ნარე, მზად ვართ.

- კარგი.

 როგორც შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს.

- დიახ, ქალბატონო.

ნარე დენგიზსაც, რომელიც იმ ტელეკომპანიისა და სხვა მრავალი კომპანიის მფლობელი იყო, რომელშიც ახლა შედიოდა, ავტომობილის კარი გაუღეს და შეიარაღებულები გვერდში ამოუდგნენ.

•          

იუსუფ, ხომ გახსოვს რაზეც შევთანხმდით?

- დიახ, ქალბატონო ნარე.

- სად არის?

- სადაც მითხარით.

- კარგით, დაიწყეთ.

 უკვე დილის შვიდი სააათი იყო.

ახალი ამბების ნაცვლად კი, ეთერში ნარე დენგიზი გამოჩნდა.

- დილამშვიდობისა.

ძნელი მისახვედრი არ არის რომ გიკვირთ ჩემი ამ დროს აქ გამოჩენა. მინდა წინასწარ გაცნობოთ, იმის შესახებ, რომ მთელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში დამინახავთ თქვენს ტელე ეკრანებზე და მას შემდეგ, ვფიქრობ, ვეღარასოდეს დამივიწყებთ. ალბათ გაიფიქრებთ, თუ რა უნდა ვაკეთო მთელი ეს დრო აქ. რაზე უნდა ვილაპარაკო და რა მინდა საერთოდ. ყველაფერს თანდათანობით მოგახსენებთ, არ მეზარება. კიდევ, საერთოდ არ მოვიწყენ. აქ მარტო არ ვარ. ჩემთან ერთად ერთი ადამიანია, რომელსაც კარგად იცნობთ და მე მინდა მისი სხვა მხარე დაგანახოთ. სტუმარი ვინ არის, ამას მოგვიანებით შეიტყობთ.

 მანამდე კი, ამ კადრს შეხედეთ.

 ნარემ, მარცხნივ გაიხედა და ვიღაცას ანიშნა, კადრი გვანახეო.

ეკრანზე ისევ თვითონ გამოჩნდა, იატაკზე სისხლში ამოსვრილი მერთი ეგდო.

- გაოცდით?

 აღელდით?

ვერ ხვდებით რა ხდება?

ახლავე აგიხსნით.

 მე წუხელ, ამ და სხვა მრავალი კომპანიის მფლობელი და ჩემი ქმარი, მერთ დენგიზი მოვკალი.

დარწმუნებული ვარ ათი წუთიც არ დასჭირდება პოლიციას აქამდე მოსასვლელად და ჩემს დასაკავებლად ამიტომ, უკეთესი იქნება თუ შეცდომის დაშვების საშუალებას არ მოგცემთ.

ნარემ კიდევ ერთი ვიდეოს გაშვება მოისურვა.

- კომისარო, ამას შეხედეთ.

 აღელვებული პოლიციელი მთავარი კომისარის სამუშაო კაბინეტში შევარდა და ტელევიზორი ჩართო.

 - რა ხდება?

 გაოცდებული კომისარი ხან მას და ხან ნარე დენგიზს შესცქეროდა.

 - ამ ქალმა, ქმარი მოკლა.

 - რას ამბობ?

ეს ქალი ნარე დენგიზია, ცნობილი ქველმოქმედი და ...

- აი ნახეთ!

 ქმარი მოკლა და მტკიცებულებაც პირდაპირ ეთერში წარადგინა.

ალი მეტისმეტად ღელავდა.

პროკურორი სასწრაფოდ წამოდგა და სამუშაო ოთახიდან გავიდა.

 - ყველა აქ მოდით.

 სასწრაფოდ უნდა ავიყვანოთ ნარე დენგიზი. ჩამოწერეთ მტკიცებულებები, თითოეული მისი სიტყვა.

 სასწფადოდ!

- მოემზადე!

 - შეხედე ბატონო კომისარო.

 სიტყვა შეაწყვეტინა პოლიციელმა და ტელევიზორის ხმას აუწია.

- ახლა, გზაში იქნებიან უკვე პოლიციელები რომლებსაც სურთ დამაკავონ და დამკითხონ.

 არაფერი გამოუვათ.

აქ შემოღწევის სულ ერთი მცდელობაც კი საკმარისია რომ მთელი შენობა ცეცხლში გაეხვეს და მხოლოდ მე კი არა, აქ მყოფი ყველა ადამიანი მოკვდეს. და კიდევ, ვერც მერთის გვამს იპოვიან და ვერც იმ მძევლებს ოცდაცხრა საათის განმავლობაში უსაფრთხოდ რომ არიან.

 - რა ჯანდაბას აკეთებს, ეს რა არის?!

 - არ ვიცი კომისარო.

- ნუ ღელავთ, თანდათანობით მოგიყვებით ყველაფერს.

ხვალ, დილის შვიდ საათზე კი, თავად ჩაგბარდებით. რომ არ ვხუმრობ და თქვენც რაიმე შეცდომა არ დაუშვათ, კიდევ ერთ ვიდეოს გიჩვენებთ. საკონფერენციო ოთახში თხუთმეტამდე პირაკრული თანამშრომელი სკამებზე მიებათ.

- დააკვირდით მათ მაჯებს.

 თქვა ნარემ და დაამატა რომ იმ მაჯის საათებში რომლებიც თანამშრომლებს ეკეთა, ბომბი იყო რომლის სამართავი პულტი მას ჰქონდა.

-მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის.

ახლა შენობის კადრი გავიდა პირდაპირ ეთერში.

 მთელი მინის მასა, რომელიც ტელეკომპანიის შენობას ეკვროდა, დანაღმული იყო.

- გისმენთ, ბატონო ქემალ.

 - რა ჯანდაბას აკეთებს ეს ქალი?!

 - არ ვიცი ბატონო.

ჩვენ მხოლოდ მერთის მკვლელობაზე ვიყავით შეთანხმებულები.

- და ასე მშვიდად ამბობ რომ გეგმას გადაუხვია?

 - ბატონო ქემალ, ტვირთი გზაშია და პრობლემა არ შექმნია ამ დრომდე. ვაკონტროლებთ სიტუაციას.

- ქალბატონო ასლი, გვაცნობეს რომ კომისარი მაჰმუდი ციხიდან გაიქცა...

 ტელეფონზე უფროსის საუბარს არ მორიდებია პირადი დაცვის უფროსი.

- ხედავ ასლი?

გესმის რას გეუბნება?

მაჰმუდი, მაჰმუდი გაიქცა!

ქემალ კარაოღლუს ხმა უფრო და უფრო უმკაცრდებოდა.

- ასლი!

არ ვიცი რას იზავ, მაგრამ ნარე უნდა გაჩუმდეს!

- გასაგებია, ბატონო.

 - მაჰმუდი, ტყუილად არ გაექცეოდა თვრამეტ წლიან ტყვეობას, ის შურს იძიებს!

 - წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის კომისარი მაჰმუდი, ბატონო ქემალ.

- გაიგებ, გაიგებ ასლი!

 დაუღრიალა ქემალ კარაოღლუმ და ტელეფონი კედელს მიანარცხა.

- სანამ სტუმარი შემომიერთდება, მანამდე ჩემ შესახებ მოგიყვებით.

თქვა ნარემ და წყალი მოსვა.

- უფრო სწორედ, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ჩვენებას პირდაპირ ეთერში თურქი ხალხის თანდასწრებით გაძლევთ. იმ ქალის პირობაზე, რომელმაც ქმარი მოკლა და ათობით ადამიანი მძევლად აიყვანა, ნარე დენგიზი მშვიდად გამოიყურებოდა.

- დაკითხვას დაარქმევთ თუ დანაშაულის აღიარებას არ ვიცი, მაგრამ მას ბატონი მთავარი პროკურორი დაესწრება.

უბრალოდ, ჯერ ჯერობით ვერაფერს მკითხავს.

 კადრში, დაბმული, მისგან ოდნავ მოშორებით პირაკრული, სახე აწითლებული და შეშინებულ თვალებიანი მთავარი პროკურორი იჯდა.

- ჯანდაბა!

ჯანდაბა!

 მთავარი პროკურორი ყავს მძევლად!

დაიღრიალა კომისარმა ალიმ.

ქემალ კარაოღლუ მეორე ტელეფონს ეცა და ასლის ნომერი მოძებნა.

- თქვენ ხშირად წერდით და ყვებოდით იმის შესახებ, თუ როგორ გავიცანი მერთ დენგიზი. როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და რა ბენიერი უნდა ვყოფილიყავი იმ მამაკაცის გვერდით, რომელიც სტამბოლელი გოგონებისთვის სასურველი იყო. ჩვენ, ერთად ვიდექით კამერების წინ ხელიხელ ჩაკიდებულბი და ღიმილიანი სახეებით გამოგონილ ბედნიერებას ვთამაშობდით. თქვენ არასოდეს მოგისმენიათ ჩვენგან ნამდვილი ისტორია. არც მერთის და არც ჩემ შესახებ, საერთოდ არაფერი იცით. ახლა კი, ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ.

შენ კი, ყურადღებით უნდა მომისმინო. ნარე დენგიზი მძევლად აყვანილ მთავარ პროკურორს მიუბრუნდა და მოძრავ სკამზე მიბმული, თავის მხარეს გამოაგორა.