მე-M-ორი
0 ხმა
მერი მაია გიორგაძე
გიორგაძე მერი-მაია
დაბადების თარიღი: 14 დეკემბერი, 1978
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
განათლება: ფილოლოგიის დოქტორი
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა კახეთში, ქალაქ გურჯაანში. არის ინგლისური ენის ფილოლოგი, დოქტორი ლინგვისტიკის მიმართულებით. აკადემიურ სფეროში წარმატებით მოღვაწეობს როგორც მკვლევარი და პედაგოგი — მისი ავტორობით გამოქვეყნებულია ოცზე მეტი სამეცნიერო სტატია, ორი მონოგრაფია და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო. ამჟამად ლექციებს კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ხელოვნებაის მიმართ. მისთვის ხელოვნება თვითგამოხატვის უმთავრეს საშუალებასა და შთაგონების უშრეტ წყაროს წარმოადგენს, რაც საკუთარი შინაგანი სამყაროს გარესამყაროსთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ლიტერატურის სფეროში თავი ჯერ არ გამოუცდია მუდმივად ღიაა ახალი გამოწვევებისთვის, რის გამოც გადაწყვიტა, პირველად სცადოს ბედი ლიტერატურულ კონკურსში.
გამოქვეყნებული მხატვრული ნაწარმოებები: არ აქვს.
რომანში ,,მე-M-ორი’’ 1990-იანი წლების მღელვარე და სიდუხჭირით მოცულ საქართველოში, თხუთმეტი წლის მართას ცხოვრება მოულოდნელად ინგრევა. გატაცებული გოგონას იძულებითი ქორწინება მის ბავშვობის ოცნებებს უმოწყალოდ ანადგურებს. თუმცა, სტერეოტიპებისა და ტრადიციების მძიმე მარწუხებში მოქცეული მართა მაინც არ ნებდება. განცდილი ტკივილი მისთვის შინაგან სიმტკიცედ იქცევა, ხოლო ყოველი მარცხი კი — ახალი მიღწევების სა. საზოგადოების მკაცრი ჩარჩოების მიუხედავად, ის მედგრად იბრძვის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად. მართა საკუთარი არსებობის ნამდვილ მიზანს პოულობს და მკითხველშიც იმედის ნაპერწკალს აღვივებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური