ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მამაკაცი მოსასხამით

0 ხმა

ლილი ბოჭორიძე

ბიოგრაფია

ლილი ბოჭორიძე

ასაკი - 25 წლის.

საცხოვრებელი ადგილი - ა.შ.შ.

გამოქვეყნებული ნამუშევარი - ,,მოგონებები ღვთიური სოფლიდან“ 2024 წელი.

https://Biblusi.ge/მოგონებები ღვთიური სოფლიდან

https://shaqrobabua.ge/მოგონებები ღვთიური სოფლიდან

https://bookland.ge/მოგონებები ღვთიური სოფლიდან

http://laterna.ge/მოგონებები ღვთიური სოფლიდან


ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრი, გლობალური ფინანსების მიმართულებით. ამჟამად ვცხოვრობ ამერიკაში, ვმოგზაურობ და ვწერ, ძალიან ბევრს. სადებიუტო რომანი 2024 წლის დასაწყისში გამოვაქვეყნე, მომავალში იქნება უამრავი ნაშრომი, მათ შორის ლექსებისა და პოემების კრებული.


           ,,მამაკაცი მოსასხამით“ სათავგადასავლო რომანია, რომელიც არაერთ საკითხს აერთიანებს. მსოფლიო ლიტერატურაში მრავლადაა ნაწარმოებები, რომლებშიც აღწერილია ადამიანების ორმაგი ბუნება, ძალაუფლებისკენ ლტოლვა და სასიყვარულო სიუჟეტები, ,,მამაკაცი მოსასხამით“ კი ყველაფერს ერთად ქართულ რეალობაში წარმოაჩენს.


სინოპსისი

თინათნის ცხოვრება იცვლება, როცა მას ,,მოსასხამიანი მამაკაცი" კონვერტს უტოვებს და მისი მეგობრისთვის გადაცემას სთხოვს. უცნობზე შორიდან, პლატონური სიყვარულით შეპყრობილ გოგოს ცნობისმოყვარეობა სძლევს, კონვერტი ადრესატთან მისვლამდე გაიხსნება.

მეგობრობის ძალა, სიყვარულისთვის გაწეული უდიდესი მსხვერპლი და ადამიანების შეუცნობელი სამყარო - სწორედ ამ თემებს აერთიანებს ის დიდი თავგადასავალი, რომელიც, თითქოს ერთი უწყინარი შეხვედრით იწყება.

ვინ არის ,,მამაკაცი მოსასხამით?" მკითხველის ერთი ნაწილი მას შეიყვარებს, მხარს დაუჭერს ... ხოლო მეორე ბედით მოთამაშედ შერაცხავს და სამუდამოდ შეიძულებს.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური