ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დრო-05:48

0 ხმა

ლიზი ხუნდაძე

ბიოგრაფია

გვარი: ხუნდაძე

სახელი: ლიზი

ასაკი: 20 წლის

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

 

ბიოგრაფია

მე ვარ ლიზი ხუნდაძე, 20 წლის, დავამთავრე ტყიბულის #6 საჯარო სკოლა და ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემი შემოქმედებითი ინსპირაცია ხშირად მოდის სხვადასხვა სოციოლოგისა და ფილოსოფოსის იდეებიდან, რაც ჩემ ნაწერებს ინტენსიურ ფილოსოფიურ შინაარსს სძენს. ვმუშაობდი გაცვლითი პროგრამების სააგენტოში, სადაც ყოველდღიურად ვამყარებდი კომუნიკაციას უამრავ ახალგაზრდასთან – ამ გამოცდილებამ მომცა უნარი ზუსტად გამეგო თანამედროვე მკითხველის საჭიროებები და ინტერესები. აგრეთვე, ვიმუშავე "აიესეკ საქართველო"-ში და გავიარე სტაჟირების პროგრამა "Glow Georgia"-ში, სადაც ვიმუშავე გრანტებსა და ლოჯისტიკის მიმართულებით.

ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები გამოცდილება იყო მარკეტინგისა და პიარის სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯერად მუშაობა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში. ასევე ვიღებდი მონაწილეობას Erasmus+ -ისა და სხვა საერთაშორისო პროექტებში.

ამჟამად მინდა მონაწილეობა მივიღო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" და დავასრულე მუშაობ ნოველზე, რომელიც ეხება ადამიანის შინაგან მღელვარებასა და ბედნიერების ძიებას. მუსიკისადმი ჩემი სიყვარული კიდევ უფრო მეტად შთამაგონებს, რადგან მჯერა, რომ მუსიკა და ლიტერატურა ერთად ქმნიან უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც მკითხველს სიღრმისეულ ემოციურ გამოცდილებას სძენს.

ნაწარმოები აქამდე არსად გამოქვეყნებულა.

 

სინოპსისი

წიგნში იგრძნობა ადამიანის ბედნიერების და ტკივილის კვლევა-ძიების ძალა. მხატვრულად გადმოცემულია, თუ როგორ ქმნის ჩვენი შინაგანი შიშები და ბავშვობის ტრავმები ჩვენს ემოციურ სამყაროს, სადაც რეალობის უარყოფა და ღრმა ემპათია თანაარსებობს. ნაწარმოები  წინ წამოსწევს იდენტობის მრავალწახნაგოვან უმნიშვნელოვანეს კუთხეთა ძიებას, რომლის ფარგლებშიც, ყოველგვარი ტკივილის მიუხედავად, კვლავ იბადება იმედი და შეგრძნება, რომ ცხოვრება გრძელდება. ყოველივე ამის მიუხედავად, ბედნიერება, შესაძლოა, იმ უმნიშვნელო დეტალებშია, რომლებშიც ვპოულობთ სიმშვიდეს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური