ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დრო-05:48

დრო-05:48

დრო-05:48 “ამ ქვეყნად ადამიანის მიზანი და დანიშნულება ცოდნა კი არ არის, არამედ ბედნიერება, ბედნიერება და ისევ ბედნიერება-ო” ვინ იცის რამდენჯერ გვაქვს მსგავსი შინაარსის ტექსტები მონასმენი. მიხეილ ჯავახიშვილიდან დაწყებული, უბრალო გამვლელით დამთავრებული, ყველა ბედნიერებას მიიჩნევს ადამიანის ცხოვრების დაოპტიმიზირები მთავარ ხელსაწყოდ.ცალსახად , ბედნიერების ცნება ზედმეტად სუბიექტურია… უმრავლესობას რომ დაეკითხო, გეტყვიან, რომ სრული ბედნიერება ალბათ არასდროს უგრძვნიათ. ალბათ იმიტომ რომ არ ახსოვთ. არ  ახსოვთ, იმიტომ რომ იმაზე მეტად ტკივათ, ვიდრე უხარიათ. ………… შიშის  მარწუხებით დაძაბულს უკვე მერამდენედ მეღვიძება ამ ზუსტ დროს ვინ იცის. სიმართლე გითხრათ, შიშის ობიექტი ამოუცნობია(მთელი პალიტრა). კი , მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული რაღაც ამ ინსტინქტით ვარსებობ, ყოველთვის უკუნტროლოდ ვგრძნობ მოსალოდნელ უბედურებას. მერე ცოტა რომ წამოვიზარდე თავს ბევრი ვებრძოლე, მივხვდი, რომ აზრ-ფიქრით ამ უბედურებას თავად ვქმნიდი და ვასხამდი ფრთებს ჩემს წარმოსახვაში. შესაძლოა ეს ასე იყო, მაგრამ სიგნალები? სიგნალები ხომ არაა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი? არსაიდან ჩნდება (“არსაიდანში” უფრო ლოგიკური იქნება თუ იმ ადამიანურ სხივს მოვიაზრებთ, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაქვს, ზოგს უფრო ძლიერი, ზოგს კი, პირიქით, უფრო სუსტი. ეს  მისი არსებობის გააზრებასა და შესაბამისად ინდივიდუალურ განვითარებაზეა დამოკიდებული) უკუნტროლოა, თავისით მოდის და უკითხავად მირღვევს სიმშვიდეს. დილის ატმოსფერომ გამაღვიძა. ბიოლოგიური საათი მწყობრში მაქვს, ოღონდ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. ახლა ისევ ქვეცნობიერის პროდუქტი ჩამრჩა ცნობიერში- ჩვენ ჩვენი მშობლების უმადური შვილები ვართ, რადგან ბავშვობის ტრამვებს ვატარებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელი ჩვენს სიცოცხლეს ანაცვალებს საკუთარს… ჰო, ზუსტად იმ სიცარიელის შევსებას ვცდილობდი სიზმარში, რომელიც 10 წლის ასაკიდან იწყებდა ჩემში წარმოქმნას.მძიმედ ამოვისუნთქე, გონებაში დღის განრიგი ჩამოვშალე და ერთიანად გავიაზრე რა ხარისხის სინაცრისფერის გაფერადება მომიწევდა ამ 24 საათის განმავლბაში, რომ არსებობის გაგრძელება არ აღმექვა ირაციონალურ შეუძლებლობად.  მობეზრებულად ავწიე თავი, თვალი ოთახს მოვავლე, დედას დატოვებული, მისი სურნელით გაჟღენთილი ხალათი ვიპოვე, მოვიცვი და თავის მოწესრიგება დავიწყე. სარკეში ჩახედვა არასდროს მყვარებია. საკუთარ თვალებში ჩაკვირვება- საკუთარი სულის ამ გზით ამოკითხვას, კითხვაზე “როგორ ხარ?” სრული პასუხის პოვნაც ზუსტად აქაა შესაძლებელი და არა უბრალოდ ინსტინქტურდ ნაპასუხებ “კარგად_ში’. თვალის ირგვლივ სიშავეები ნელ-ნელა, დრო და დრო უფრო მუქდება და მეტ ადგილს იკავებს ჩემს სახეზე. დაღლილ ნაკვთებს ერთი პოზა აქვთ ნაპოვნი და იმდენად კომფორტულად არიან მოკალათებული, ვგონებ არც არასდროს აპირებენ ადგილიდან დაძვრას და საჭირო დროს ჩემთვის შესაბამისი სერვისი გაწევას. არადა ხანდახან ძალიან საჭიროა რაღაც შემეტყოს გარეგნულადაც. ჰო , საჭიროა და მერე როგორ, ყველას სჭირდება. მიმიკის გარეშე დეტალი არ არსებობს, დეტალების გაშიფვრა ადამიანების სურვილების ამოცნობის მთავარი იარაღია და თუ დეტალი, ანუ მიმიკა არ გაქვს რა გამოდის? შენს სურვილს ვერასდროს ამოიცნობენ. მერე გიწევს მათი ვერბალური რეალიზება, რომ საკუთარი ნება სიცახდეში მოიყვანო, თუმცა ამ გზით სურვილს იმ ხარისხით ვერ იკმაყოფილებ, რომლითაც შენს არსსში წარმოიშვა. ამიტომ ვცარიელდებით, გვაცარიელებს ის გარემოება, რომ ჩვენი ამოკითხვა სტრიქონ სტრიქონ არავის გამოსდის. და საქმე ისევ “არაბედნიერებამდე” მიდის, ანუ ცხოვრების მთავარ მიზანს ვუხვევთ. …მასთან ერთად თითქოს ჩვენი სული შიშვლდება. იმ წვრილმანებში, რომლებიც სხვებისთვის უმნიშვნელოა, ჩვენ ვპოულობთ ჭეშმარიტებას. თვალები, თითქოს სარკისებურად ირეკლავენ ყველა იმ ტკივილს, წარსულში რომ დავტოვეთ, თუმცა არც ერთი ზედმეტი სიტყვა საჭირო აღარაა ამ დროს ... საკმარისია მხოლოდ სიჩუმე, რომელიც ჩვენს გარშემო ირკალება და დრო რომელიც თითქოს ნელა მიედინება. იქნებ, ბედნიერება ამგვარად მოდის, როცა ყოველაფერი უმნიშვნელო მნიშვნელობას იძენს და ჩვენი შინაგანი ქარიშხლების შიშიც ქრება?...  სადარბაზოს ჭუჭყიანი კიბე სწრაფად ჩავირბინე,თუმცა ჩემს მზერას რთულადგადასამუშავებელი სიცხადისგან თავის დაღწევის საშუალებების ნარჩენები არ გამორჩენია. კი , მე მათ დანახვაზე ყოველთვის ვგრძნობ მტკივნეულ ვიბრაციას.  მუქი ღრუბლებით დამძიმებულ ქუჩაში გავედი, წვიმის გამაღიზიანებელი წვეთები შეწყვეტას არ აპირებდნენ, ჭაღარანარევ კულულებს მისველებდნენ, რაც კიდევ უფრო მაღიზიანებდა. ფერად საწვიმარში გამოწყობილმა, ბედნიერად მომღიმარმა ოქროსთმიანმა პატარა არსებამ დაიკავა ჩემს გვერდით გაჩერებაზე ადგილი. მის ენერგიულობას საზღვარი არ ჰქონდა, წვიმის წვეთებს ლაღად უშვერდა სახეს. გონებაში მიტივტივდება ფრაზა _“უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, არის ბავშვობა” და მის თვალებში ვხედავ აგათას ნათქვამის უტყუარ საბუთს, ციმციმების კაშკაში თვალს მწყვეტს და მაიძულებს მეც გავუღიმო, მიბიძეგბს იმისკენ, რომ მოვეფერო. ის თავის უსაფუძვლო ბედნიერებას (არადა საფუძვლიანია, ელემენტარულში, წვიმის გრილ წვეთში ხედვას ბედნიერებას) უანგარდ მიზიარებს, უანგაროდ მაწვდის თავის სხივს, გაუაზრებლად მიყურებს და ჩემში რაღაცას ამჩნევს, რაც მის მოკაშკაშე სახეზე უსიამოვნების ალმურს წამის მეასედში წარმოქმნის. უსაფუძვლო, ასევე გაუთვიცნობიერებელი ემპათიით განმსჭვალული თითქოს მიმიკით მეუბნება “ვხვდები, რომ გტკივა”  რამდენიმე გუბეში ჩახტომის შემდეგ მიახლოვდება და მეხუტება. ვრძნობ პატარ თბილ ხელებს, პაწაწინა გულის ინტენსიურ ბაგაბუგს და უშრეტ სითბოს, რომელმაც ჩემი ტკივილის შენელება დროებით შეძლო. მისი ხელების სითბო მიპყრობს, თითქოს ვეღარ ვარჩევ ამ სამყაროს უკიდეგანობასა და ჩემს სიღრმეს შორის უფსკრულს. რა არის ის, რასაც ასე უტყვად გადმომცემს ეს პატარა? ვხვდები, რომ ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ და რაც გვტკივა, ერთი უნებლიე მომენტით შეიძლება წამში გაქრეს თუკი ზუსტად იმ ერთწამში ცოტათი მეტი სიმშვიდე იქნება. იქნებ სამყარო თავად გვასწავლის პატარ-პატარა მინიშნებებით, თუ როგორ არ გავექცეთ ჩვენს შიშებს?წვიმის წვეთები ისევ იგრძნობა, მაგრამ ახლა ისინი უკვე არათუ სიბრაზის და გაუგებრობის, არამედ რაღაც ძალიან ნათელის და უბრალოს ნიშანია.  —--------------------------  Რაღაც უღმერთოდ რთულად სატარებელი სიმძიმე გვაქვს ყველას და ეს ნებისმიერის თვალებში ჩანს. Რა თქმა უნდა, ტკივილის სიმძიმის ხარისხიც სუბიქეტურიად ფასდება. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი განსხვავებული აღქმის დონეა, მაგრამ მაინც ყველგან მარტივადშესამჩნევია ტანჯვის ნაკვალევი, მოუსვენრობა, საკუთარ სხეულში სულის გაჭედილობა. Ნერვიულად ათამაშებული თითები, დაწვრილებული და ქუთოთოდამძიმებული თვალები, თავდაცვის იარაღად ქცეული ყურსასმენები, შინაგანი იარების დასაფარად გამოყენებული მაკიაჟია (თუნდაც ელემენტარული) სოციალური ფარსის კულისები. იქნებ ჩვენ ყველანი ერთი და იგივე თამაშს ვთამაშობთ? იქნებ თითოეულ ჩვენგანს იგივე შინაგანი ბრძოლები გვაქვს, მაგრამ ამას არც ჩვენ ვაღიარებთ და არც ისინი, ვინც ჩვენს გარშემოა… აი, ეს არის ყველაზე დიდი სახიფათო ნიღაბი — იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, სადაც შიგნად სრულ კოლაფსს განიცდი, მაგრამ უცხო თვალისთვის თითქოს ყველაფერი წესრიგში გაქვს. ამ ნიღბის მოშორება ხშირად ვეღარ ხერხდება, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ეწებება იგი ჩვენს სახეს, ჩვენივე ცხოვრების მუდმივ მოუშორებელ ნაწილად რჩება მეტასტაზივით, რომლის მოკვეთა, სიცოცხლის დასასრულის ტოლფასია. ყოველდღიური თითქოს მექანიკური რუტინა, იმდენად მჭიდროდ არის ჩვენს ქცევებში გამჟღავნებული, რომ ჩვენს არამატრიალურში არსებული შინაგანი ბრძოლები ხშირად შეუმჩნევლად დეესკალირდება და სადღაც ქრება. მაგრამ უმთავრესი ჭეშმარიტება ისაა, რომ ყოველ ნაბიჯზე მაგნიტივით ვიწეპებთ და უსასრულოდ თან დავატარებთ იმ უმძიმეს, შეუმჩნეველ ტვირთს, თვალებში და იმ დაბნეულ ფრუსტრირებულ მოძრაობებში რომ იკითხება, რომლებიც სულიერი მოუსვენრობით არის გამოწვეული. ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ტკივილისგან თავის დაღწევის გზა ადამიანურ ემპათიაში მოიძებნება, მაგრამ ჩვენი სოციალური კულტურა, რომელიც ზედაპირულ კავშირებზეა დამყარებული, არ გვიტოვებს საკმარის დროს და ენერგიას, რომ ნამდვილ, სიღრმისეულ ურთიერთობებს დავუთთმოთ ჩვენი მთელი რესურსი, ადამიანური სხივი…აქ ვხვდები, რომ არავინაა თუნდაც და თან, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის სავსებით საკმარისი…. მობილურები, რომლებიც ყველას ხელით ან ბიჯით დააქვს, უამრავ ინფორმაციას ინახავს. Მათი გარეკანის ფოტოც კი ხშირად ხმამაღლა გასცემს პატრონის მთავარ წუხილს, მაგრამ ჩვენ ან უბრალოდ არ გვაინტერესებს, ან ამოცნობა გვიჭირს და სულელურად შენიღბული სირთულეებისთვის გონების დაძაბვა გვენანება. Თანაც, მაშინ, როცა ტრანსპორტში ხარ და სადღაც მიგეჩქარება. Აბსურდია ჰო ვიღაცის სულიერ მდგომარეობაზე დარდობდე, ცდილობდე მიზეზის და მისი გადაჭრის გზების პოვნას მაშინ, როცა თავად გაჭედილი ხარ საკუთარ აზრ-ფიქრსა და სულს შორის. Აი სად არის მთავარი დისბალანსი… გრძონბა-აღქმის, ტკვილის მიზეზის რაობისა და Წვრილმანების დიფერენცირება-კლასიფიკაციაში.  რამდენიმე გაჩერებით ადრე დავტოვე ტრანსპორტი. ზვავდ მოწოლილი ემოციების დიდი ბურთისა და ტკბილ-მწარე მოგნებებისთვის მინდოდა გასაქანი მიმეცა. ნება დავრთე, რომ გზა ჩემი სახის ნაკვთებზე ცრემლებად გაეკვალათ. ასე უფრო მარტვიაო ამბობენ, ასე ნებისმიერი ტკივილის მონელება უფრო გიადვილდებაო, იტირე და მოგეშვებას პრინციპით. რეალურად , როცა იცი, რომ ამ ცრემლს ვერავინ მოგწმენდს საკუთარი გაყინული თითების გარდა, სიმწარე ათასჯერ უფრო საგრძნობი ხდება და ეს მიგახვედრებს, რომ შენ უნდა იყო საკუთარი თავის სამყარო.. სურვილი გიჩნდება იქამდე დაჭიმო, შეიკრა და გატენო შენი თავი ამ ემოციური მარწუხებით, სანამ ბოლოს არ მოგიღებს, სანამ არ გაგაქრობს ისე, თითქოს არც კი გიარსებია. ჰო,Ზუსტად აი ის მომენტია ხელებს რომ მაგრად უჭერ, კანკალებ, მთელი სხეული დაძაბული გაქვს. ასეთ დროს სუნთქვა შეკრულია, საგანგებო რეჟიმში იწყებს მუშაობას სისხლის მიმოქცევის სისტემა, თითქოს ისიც გექაჩება დაუსრულებელ ტკივილთან შესახვედრად. თვალებს ხუჭავ და წინ დიდი სცენა იშლება იმ რეალისტური კადრებისა, რომელებიც ოდესღაც შენი თვალთ დაინახე და რომლებიც ოდესღაც შენს გონებაში შექმენი ამიტომაც ზმანებად გადაგექცა. აქ ხვდები, რომ საკუთარ თავს ვერ იტევ, რომ ერთადერთი შიში სიმშვიდის წერტილის დაკარგვით დამახინჯებული შენ ხარ… Გამომეტყველების შეცვლის გარეშე, არაფრისმთქმელი “ბედნიერი” სახით უკვე მერამდენედ შევაბიჯე ლექციაზე და საკუთარი ადგილი დავიკავე. და მაინც, ტკივილიც „სწავლის პროცესია.“ ფსიქოლოგია ამას „შემეცნებითი დისონანსის“ პრინციპით ხსნის, როდესაც ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაციას რეალობასთან შესაბამებამისობაში, მაგრამ წინააღმდეგობას ვაწყდებით. სწორედ ეს დისონანსი წარმოშობს შინაგან დაძაბულობას, და ხშირად მისი გადალახვა — ტკივილის გაყუჩება — უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ სიმშვიდის შენარჩუნება. ……………………….ვერაფერი კურნავს ტკივილის ისე, როგორც თავად ტკივილის მიზეზი…ენერგიაგამოცლილი, ემოციურად გაფილტრული, საკუთარი თავისგან გადაღლილი სულმოუთქმელად ხმაურით ვაღებ აივნის კარებს და ჩემს მონატრებულ ადგილს ვიკავებ. ემბრიონივით ვიკვრები, ჯავშანს ვირტყამ გარშემო და საკუთარი თავის მოსმენას ვიწყებ. ყველაზე საზიზღარი ხმებია, რომელიც ოდესმე მომისმენია, ყველაზე მეტად მტკენენ, ყველაზე ახლოს მოდიან და ყველაზე ღრმა ჭრილობას ტოვებენ არამატერიალურის იმ ნაწილში, რომელსაც ვერც კი ვწვდები… … ვერ ვწვდები და არ შემიძლია ვიმკურნალო…არ შემიძლია ნაკერები დავადო და დავამუშაო, არშემიძლია, არა და არა. გითხარით ყველაზე საზიზღარი ხმებია-თქო, კი, ზუსტად ასეა. მაშინ რატომ უსმენო ლოგიკური კითხვა იქნება.ზედმეტად ხმაურიანია, მაგრამ გარდა ამისა, ვიცი, მისი მოსმენის გარეშე არსებობასაც ვერ გავაგრძელებ. Ეს დაავადება მომკლავს და იმუნიტეტს ვერ გამოვიმუშავებ თუ ფიქრების სახით ორგანიზმში ანტისხეულები არ შევუშვი, თუმცა დოზის კონტროლი მიჭირს.ხანდახან ზედოზირებით ანაფლექსიური შოკის მსხვერპლი ვარ. Ისევ საკუთარი თავის დაზიანებამდე მივდივარ, “მკურნალობის” კურსს არასწორად გავდივარ, როგორც ყოველთვის. Ნელ-ნელა ვიწყებ გაყინვას, ხელის მტევნებზე თითების არსებობას ვეღარ ვგრძნობ, მერე ეს მგრძნობელობის დაქვეითება მთელ სხულს ფარავს. Სიცივე ჟრუანტელეში გადაიზრდება, ვიბრაციებისთვის სკმარისი აღარ ვარ და ჩემი სხეულიდან გარეთ იჭრებიან…. მერე ისევ ცრემლები, ისევ ათასჯერ შეკავებული სუნთქვა და ამდენივეჯერ დაკარგული ცნობიერება… მაგრამ რაღაც მაინც მაგრძელებინებს. ჰო, რაღაც მაინც მატანს ძალას,მექაჩება, მაიძულებს და მაკეთებებინებს იმას, რაც უნდა… ჩემი ხელით ვიწმენდ ტკივილის მძიმე მარგალიტებით სავსე ცხელ სითხეს, ხორკლიანი კანი ჩვეულ კონსისტენციას უბრუნდება. Მზერა მომენტალურად თითქმის მიბნედილ ვარსკვლავზე შტერდება, მხედველობის გასაუმჯობესებლად რამდენიმეჯერ ვახამხამებ თვალს და მეღიმება მკრთალად…სინანულით… —----------------------------------------Ყველაფრის გაგრძელება შეიძლება! Ყველაფრის შემდეგ შეუძლია ადამიანს გააგრძელოს!— ზუსტად ეს არის ერთგვარი ადამიანის ბუნების ერთ-ერთი მთავარი საწყისი, რომელიც ერთ მთლიანობაში მოაქცევს სხეულსა და სულს ხოლმე, ისინი სინქრონულად,ერთ გუნდა იკვრებიან სპეცოპერაციის ჩასატარებლად, მაშინ როცა ამის საჭიროება კრიტიკულად გვიდგას.. თუმცა, რატომ არის ეს ასე რთული? როცა ტკივილი გონებას ბლოკავს, ნისლსა და ბურუსში ვიკარგებით და გვგონია, რომ არაფერი იქნება ისე, როგორც ადრე იყო... და მაინც, რაღაც შიგნით გეძახის, ჩაგჩიჩინებს, გაიძულებს და გეუბნება: "მაინც შეძლებ!” და მართლაც ყოველთვის შეძლებ.ამ პატარა ბრძოლის შემდეგ ისევ ოთახში ვბრუნდები. თითქოს ეს ოთახიც ალაპარაკებულა ჩემს შინაგან მდგომარეობაზე — ჩაკეტილი, ჩუმი და მაინც სავსე ქაოტური ფიქრების რეზონანსით.აქ ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი უცხო... ღიაფერის ავეჯი თავის ადგილზეა, მუქი ფარდები ფანჯრებს ფარავს, წიგნის თარო ისევ სიმშვიდის და სიბრძნის ილუზიას ქმნის, თუმცა მე ვერ ვპოულობ მათში სიმშვიდეს. თითქოს, ჩემი სული ამ სივრცეში იბნევა, ვერ პოულობს მყარ დასაყრდენს.ძალდატანებით ვცდილობ ყურადღება გადავიტანო სხვა რამეზე. იქნებ ეს ტკივილი მართლა იმაზე პატარაა, ვიდრე მეჩვენება? იქნებ უბრალოდ გონების ხრიკია და მე ვარ ზედმეტად მგრძნობიარე, ზედმეტად ემოციური? ხანდახან ვგრძნობ, რომ ეს ემპათიურობა ჩემი პიროვნების საწყისი და უმთავრესი ძალაცაა, მაგრამ ახლა? ახლა სად გაქრა ეს ძალა? რატომ ვერ ვგრძნობ სხვების ტკივილს ისე, როგორც ადრე? იქნებ უბრალოდ გადავიღალე?გადავწყვიტე ვიკითხო. უზომოდ ბევრი ვიკითხო, იმდენად ბევრი, რომ სულიერი სიცარიელე სავსე ფურცლების ტალღებით შევავსო, სიტყვების ნაკადით საკუთარ თავს დავაჯერო, რომ ჯერ კიდევ შემიძლია სხვების ცხოვრება და ტკივილი გავიზიარო. ყოველი ახალი სიტყვა, ახალი აბზაცი, თითქოს პაწაწინა ნაბიჯებია ჩემი დაკარგული ემპათიურობისკენ. მინდა ისევ შევძლო სხვისი ტკივილის გრძნობა, გაზიარება — ზუსტად ისე, თუ არა მიახლოვებულად მაინც, რომ არ დამეკარგოს ის კავშირი სამყაროსთან, რომელიც ამდენი ხანი მაძლიერებდა.კადრებად მახსენდება ყველა იდენტური შეგრძნებით ის მომენტები, როცა სხვის ტკივილს და სიხარულს ჩემი საკუთრივით ვიღებდი, ვამუშავებდი, ემოციებს ვალაგებდი და ვივსებდი. მაშინ ყველა გრძნობა გამჭვირვალე იყო ჩემთვის, ყველას ემოციურ სამყაროში ვიჭრებოდი, ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობდი…თითქოს მათი ნერვული უჯრედები ჩემსას ერწყმოდა და უსიტყვოდ, მხოლოდ მზერით ვიგებდი, რა ხდებოდა მათი სულის სიღრმეში. ახლა კი... ეს კავშირი თითქოს სადღაც გაქრა და გადაიკარგა, მასზე მხოლოდ მოგონებებიღა შემრჩა. თითქოს გრძნობა, რომელიც ადრე ცოცხალი იყო, ნისლად იქცა, და ეს ნისლი თავში ბურუსად იხლართება.და ისევ ვაგრძელებ კითხვას, ვფიქრობ. იქნებ სიტყვების მორევში მაინც ვიპოვო პასუხი, ვიპოვო გზავნილი, რომელიც მომცემს ძალას. რა ვქნა, რა უნდა ვქნა? იქნებ სწორედ იქ, თეთრ ფურცლებს შორის, ვიპოვო ის, რაც მჭირდება.ამ ფიქრებს მივყვები და მოულოდნელად დრო ნელდება, ამ შენელებას საგრძნობი ეფექტი აქვს, თითქოს ოთახი თავის ჩუმ რეალობაში მაფხიზლებს…ჩემს თავთან მარტო დარჩენილმა, თვალები ფანჯარას მივაპყარი. ისევე როგორც ადრე, გარეთ ყველაფერი ჩვეულებრ უჩვეულოა, ქარი შემოდგომის ყვეთელ ფოთლებს დააცურებს ნარნარით, ვითომ სუსხს არ წაერთვას მისთვის ახლახანს სიცოცხლე, მთვარე ვერცხლისფრად ლივლივებს უკუნით სიბნელეში, ქუჩის მოყვითალო განათებები უფრო მყუდრო და ემპათიურ გარემოს ქმნის, სადაც თითოეული ჩვენგანის გული სხივებად უერთდება ერთმანეთს, სადაც ყველას ერთმანეთის უსიტყვოდ, მზერის გარეშე, უშორეს დისტანციაზეც ესმის…… ფანჯრებიდან მოკიაფე განათებები ყველა ოჯახის ისტორიას სტროფება ყვება თვაისი უმწარესი და უტკბილესი მომენტებით…… სადღაც ვიღაცამ თავის ყველაზე დიდ ოცნებას მიაღწია……. სადღაც ვიღაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს სიმარტოვეში…….სადღაც ვიღაცამ სახლი არათუ კედლებში, არამედ ადამიანში აღმოაჩინა…….სადღაც ვიღაც თავის ჩაბნელებულ ოთახში, თავის სამყაროში მარტო ზის ერთი მეოთხედი ღიმილით და მუსიკის ფონზე ამას წერს…და მაინც... ყველამ უნდა გავაგრძელოთ…მხოლოდ ერთი მიზეზის გამო…არავინ ვიცით რა გველოდება, მაგრამ საუკეთესოს იმედი არასდროს უნდა გავაქროთ.. —---------------------------------------- ასეთი ღამეების შემდეგ ყოველი დილა მძიმეა,რთულია ადგე და საკუთარ თავს თვალი გაუსწორო, რაღაცის კეთება დააძალო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გადარჩენისთვისაა აუცილებელი, დეტალებზე ორიენტირება ჭაობიდან ამოსვლის ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ, როგორც წესი, ძალაგამოცლილს მხოლოდ ისღა შემეძლო მომეტყუებინა სარკიდან მომზირალი ადამიანის სილუეტი… “ კარგად ხარ და ყველაფერი უკეთესად იქნება თუ გააგრძელებ, ბრძოლას არ შეწყვეტ, გაიღიმებ. დაკარგულ ბალანს საკუთარ თავში მიაგნებ და მხოლოდ მაშინ შეძლებ ღრმად, თავისუფლად ამოისუნთქო”. აი თითქმის დავარწმუნე საკუთარი თავი, მივიზიდე “ნათელი” მომავლისკენ, რომ ჩემი სულის დაღლილი ნაწილი ისევ იმაზე იწყებს მსჯელობას: “იცი, მშვენივრად იცი აღარ შეგიძლია, დამახინჯდი და ამას თავადაც ხედავ, საკუთარი ორი საღი თვალით. გაიზრე ეს, შენი გრძნობები, რომლებიც დაუდევრად გექცევიან იარსებებენ ყოველთვის, შენი ნაწილია” გონების ხმა მართალია, მაგრამ მე გაგრძელების ვალდებულება მაქვს, თუ ჭრილობა მაქვს და თან, ღია დაე გავაგრძელო მასთან ერთად, მანამ სანამ ინფექცია მთელ არსს არ მოიცავს და ჩემს დასასრულს დასკვნით წერტილამდე არ მიიყვანს. და მერე რა არის ამაში ასეთი ტრაგიკული? არც არაფერი, სამყაროში უამრავი ადამიანი კვდება და მის საპირწონედ უამრავლი ახალშობილიც იბადება, მაგრამ ეს სულელური ციკლი ისევ და ისევ ბევრ ბედნიერ, ჯანსაღ გულს აჩერებს სამუდამოდ ან უბრალოდ ხორცის ნაჭერად აქცევს ცოცხალთ მკერდში. რუტინას ჩვეულბრივ მივყვები, მზის ამოსვლას გაშტერებით ვუყურებ, ვაკვირდები. გონს მოვდივარ, ჩანთას ვიღებ და თითქმის ცარიელი სახლიდან, რომელშიც ათასგვარ აბურდულ ფიქრს ვტოვებ, გამოვდივარ. ამ მთელ ქაოსში, ერთ დიდ ბრძოლის ველზე, სადაც მარტო ვარ ერთადერთ ხსნად ისევ და ისევ  წიგნებთან მუდმივი ურთიერთობაა. ტრანსპორტში ავდივარ, წიგნს ვშლი და ვცდილობ დროებით მაინც ჩავახშო გულისგამაწვრილებელი ხმები. გზა გრძელდება. ჩემი ფიქრები კი ნელ-ნელა იცვლება. თითოეული ნაბიჯი მახსენებს, რომ ეს ბრძოლა კოლექტიური ქაოსის ნაწილია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მაგრამ თან ინდივიდუალურია. ჩემი გრძნობები სხვისი ტკივილის მსგავსია, მაგრამ ისევე ინდივიდუალური, როგორც ჩემი ცხოვრება. და იქნებ სწორედ ეს არის ჩემი და ჩვენი ერთიანობის ყველაზე დიდი მიზეზი? **************************************************რაღაც ყოველთვის ხდება ჩემს თავში. რაღაც ისეთი, რომლის მოსმენა წამითაც არ მინდა. აი იმ ხმების მაგვარია, უბრალოდ ამის მოდიფიცირება არ გამომდის. Ზედმეტად მღლის და უუნარო, უსუსურ, თოთო ბავშვად მაქცევს, რომელსაც არაფერი შეუძლია და არაფერი გამოსდის ძილის გარდა.ძილი ჩემთვის ერთადერთი მკურნალობის საშუალებაა, რომლსაც უსასრულოდ მინდა მივყვე. საშუალებას ვაძლევს ჩამყლაპოს და დროებით გამათავისუფლოს. Აქ ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, კომფორტია, უმეტესად ის კადრები ჩანს, რომლებსაც მინდა დაუსრულებლად ვუმზირო. მთელი ეს ბურუსი დაუსრულებელ ციკლს ემსგავსება, ვერ ვიბრძვი გასაფანტად ან ბურუსისგან თავის დასაღწევად, რადგან უბრალოდ ამის ენერგია არ არის.   არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ძვირფასია შენთვის ის, რასაც გრძნობ, ტკივილის უსასრულობის გააზრება გაიძულებს დროს გასაქანი მისცე, . რა თქმა უნდა, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი.ჩვენ თავს ვიმხნევებთ, ვპირდებით, რომ ყველაფერი მალე გაივლის, მაგრამ გრძნობები მაინც ჩვენთან რჩება, მათი არსებობა თითქოს მუდმივია. —---------------------------------- მეზიზღება ეს უსუსური მდგომარეობა… მდგომარეობა, რომელიც მაიძუელბს, რომ უმოქმედო ვიყო… დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია გაიგოს, იგრძნოს და აღიქვას ეს იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ აღიქვამთ. Ჰო, თითოეული ჩვენგანი ამას ისე აღვიქვამთ, რომ ერთამენთს ვერ ვუხსნით და ვერც ვერასდროს გავაგებინებთ. შეიძლება, საკუთარ თავსაც ვერ გავაგებინოთ მისი არსებობის მნიშვნელობა… როცა გიყვარს, სანა არ დაკარგავ, მანა ვერ იაზრებ რამდენად შეუძლია მას შენზე იმოქმედოს… სანამ არ გატკენს, მანამ ვერ გრძნობ, რომ შენში მას საკუთარი ადგილი აქვს დაკავებული და არაფრის დიდებით დატოვებს…მეტიც, იქამდე გაგაწამებს, სანამ ბოლოს არ მოგიღებს…სანამ სუნთქვას არ შეგაზარებს… სანამ საკუთარ თავსაც არ შეგაზიზღებს. ——————— და შენც ამჩნევ, რომ ადამიანის წინააღმდეგობრივი ბუნება ყოველთვის მოქმედების ჩვენს ფიქრებზე, განცდებზე, აღქმის გადაფასებაზე და ყველაზე მარტივად ემოციებს ჩაგრავს. ჩაგრავს იმ კუთხით, რომ ინდივიდს ქმედება არ არის განსაზღვრული ემოციით. თითქოს ჩვენს დაცვით მექანიზმს, რომელსაც სოციალურ ნომრებთან შესაგუებლად ვქმნით და რომელიც ყველა ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია, მკაცრად გვიკრძალავს ჰუმანოიდის ემოცია მისი მთავარი პრეზენტატორი იყოს. ცოტათი პარადოქსულია ამაზე ლაპარაკი, მაშინ როცა საუბარს ზუსტად ბედნიერების მნიშვნელობაზე ხაზგასმით ვიწყებთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ყოველდღიურობა გვაიძულებას კაპიტალიზმის ცხოველური ციკლის უმორჩილესი ნაწილი ვიყოთ თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ზედმეტად არ დავინგრეთ და არ გადავუაროთ საკუთარ თავს ისე, რომ ქმედითუნარიანობა შეგვეზღუდოს. მედალს ორი მხარე აქვსო და ზუსტად ამ წინააღმდეგობრივი ბუნებიდან გამომდინარე, სოციალური ნორმების ზედმიწევნით შესრულებით დაღლილ-დაქანცულნი და დაცვითი მექანიზმით თავმობეზრებულნი ხანდახან ემოციებით განპირობებული ქმედებების ტკბილწარე ფანდში ვეხვევით, მაგრამ ამაში არაფერია ცუდი ან კატასტროფული. ზუსტად ამ მომენტში ვგრძნობთ, რომ ,,მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა..თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თორემ ყველაფერი სასწაულია” და, რა თქმა უნდა, მოგვწონს ეს შეგრძნება, მოგვწონს უღმერთოდ და ვეპოტინებით იქამდე, სანამ შევძლებთ, სანამ სოციალური ნორმები მათრახს მწარედ არ გადაგვიჭერს ზურგზე და ისევ უკან, უსიამოვნო, მაგრამ მარტივად გადასაჭრელი პრობლემებით სავსე რეალობაში არ დაგაბრუნებს, სადაც თვითკმაყოფილება მარტივი ყოველდღიური დავალებების შესრულებაში მოდის და არა იმის გააზრებაში, რომ შემოდგომის ნეიტრალური ნიავის სურნელმაც კი ბედნიერება მოგგვარა და ამან მთელი შენი დღის განწყობა შექმნა. და თუ გგონიათ, რომ ვცდები, შეიძლება ასეც იყოს, რადგან ამ წამს მე წვიმის წვეთებში მათ მელოდიურ ცეკვას ვამჩნევ…შემოდგომის ალისფერ ფოთლებში გამოთხოვების პიესას ვუგდებ ყურს გაფაციცებით… ჩემს კანზე მორბენალ უპატარავეს ჭიანჭველას სამყაროს საჩუქრად აღვიქვამ… და რაც ყველაზე მთავარია, ადამინებს თვალებით ვენდობი… მე ვხედავ მათში ნაპერწკლებს რომლებიც ჩემში ხანძარს აჩენენ და მე ეს ხანძარი მიყვარდება. მე ვხედავ მათში ადამიანს, ნამდვილს, მაგრამ დრო და დრო საკუთარ თავთან ერთად მასაც ვაშთობთ. ერთხელ, სრულიად მარტომ, აღმოვაჩინე, რომ ადამიანები საკუთარი ნიღბებისგან ვიღლებით და ვიწყებთ შინაგან ხმების მოსმენას. ეს ხმა მშვიდია, თითქმის ჩუმი, მაგრამ სიღრმიდან მოდის. მას არ მოაქვს მუდმივი ბედნიერება, ის უფრო სიმშვიდის შეგრძნებაა, რომელიც ჩვენს ნამდვილ მესთან გვაახლოებს. —------------------------------------დღეები მიდიოდა და ტკივილის სიმძიმე უფრო მეტ ადგილს იკავებდა ჩემში. უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ ის ჩემი ნაწილია, და მასთან ბრძოლა უშედეგოდ ჩაივლიდა. ვიხსენებდი ბავშვობას, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შიშს ასე შეეძლო გაბატონება ადამინის გონებასა და გულზე ,  იმ უდარდელ დღეებზე ვფიქრობდი მხოლოდ მზის სხივები, ჟუჟუნა წვიმები და გამაგრილებელი ნიავები რომ ამშვენებდა, მაგრამ “დრონი მეფობენ და არა მეფენიო” და წლებმა საკუთარი კვალი დატოვა … გულწრფელი სიცილი სადღაც უკვალოდ გაქრა.შიშთან ბრძოლაში, ხშირად ვკარგავდი საკუთარ თავს, რაც არც ისე უცხოა მათთვის, ვისაც ეს შეგრძნება გამოუცდია. არც შეგუებაა მარტივი, თუმცა ადამიანის თმენის უნარს საზღვარი არ აქვს. მერე იბადება ფიქრები - ალბათ შიშს ვერასდროს დავამარცხებ და ეს არის ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის თან გამომყვება. მაგრამ  საკუთარ თავზე შიშის გავლენის აღიარება, გგაცნობიერება და  მიღება, იქნებ სწორედ მისი მართვისკენ გადადგმული ჩემი პირველი ნაბიჯია… დესტრუქციული ძალის კონსტრუქციულად მოქცევაა… და მე მივიღე ის, როგორც ერთ-ერთი ფაზა ჩემი არსებობის გზაზე.და მაშინ, როცა ფიქრობ, რომ გაუძლებ, იწყება ახალი ეტაპი, სადაც ხედავ, რომ ბედნიერება ისეთივე არამდგრადია, როგორც ზღვის ტალღები, რომლებიც ნაპირს ეჯახებიან და უკან იხევენ. ის მოდის და მიდის, წამიერი ათინათის მსგავსად.მაგრამ მე მაინც ველოდები. ბედნიერება არ არის ის, რაც კარმულად უნდა დამიბრუნოს ცხოვრებამ – უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ის  უნდა დავიჭიროთ ამქვეყნიურ ქაოსში. --------ჩემო მკითხველო, როგორ დაგამძიმე ამ ემოციური ქაოსის კითხვით დასაწყისიდანვე. არ გეგონოთ, რომ თქვენი მწერალი განიცდის ამ ყველაფერს და ასეთი მწარე ტიკვილით ცხოვრობს თავის წარმოსახვით სამყაროში. ეს ყველაფერი იმ გოგონას გულსა და გონებაშია ჩასახლებული, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის პირას პატარა ლურჯ სახლში სულ მარტო ცხოვრობს და მის ისტორიას წვრილად, დეტალებში მოგიყვები. მანამდე კი გეტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ზემოთ ნახსესნებ შინაგან ბრძოლებში, ემოციურ გამოფიტულობაში, სიყვარულისა და სიმარტოვის სიმწარეში სადღაც საკუთარი თავი და განცდები იპოვე, იცოდე ჩემო მკითხველო, მე შენი გულისცემის ხმაც მესმის.