ორმაგი თამაში
0 ხმა
ირინე თოფურია
ირინე თოფურია დავიბადე თბილისში. 45 წლის. ვხატავ და ვწერ ბავშვობიდან.
დავამთავრე თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება. ვფლობ ორ საავტორო კოლექციას. მაქვს მიღებული მონაწილეობა რამოდენიმე მოდის ჩვენებაში და ჯგუფურ გამოფენაში.
ჩემი შემოქმედება მოიცავს ლექსებს, ჩანახატებს, რომანებს. ფეისბუკ პლატფორმაზე საკუთარ პროფილზე და გვერდზე «ჩემთან ასეთი სიყვარულია» აქტიურად ქვეყნდება ყველა ჩემი შემოქმედებითი ნაწარმოები.
ასევე გვერდზე: Poety.ge
ლექსები გამოქვეყნდა პოეტურ კრებული «ლექსის აკვანი» ორ ტომში.
რომანი, რომელსაც წარმოვადგენ 2019 წელსაც იყო წარდგენილი კონკურსზე «გახდი ბესთელერის ავტორი». პირველივე ტურიდან გამოვეთიშე კონკურსს არასაკმარისი ხმების გამო, მიუხედავად ამისა, გავაგრძელე წერა და ფეისბუკზე ჩემს გვერდებზე, ასევე ჯგუფ «ნიჭიერთა სამყარო» ში გამოვაქვეყნე, სადაც მკითხველთა დიდი მოწონება და აღიარება მოიპოვა.
იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად ჟიურის ყურადღებას მიიპყრობს, რადგან წესები შეცვლილია და პირველ ტურს ჟიური განიხილავს, მჯერა სამართლიანობის და ამიტომ ფარ-ხმალს არ ვყრი. საკუთარი ძალებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შევძელი წიგნად ქცეულიყო, ვთვლი რომ შანსი გვაქვს მეც და ჩემს რომანსაც, რომ გამოიცეს.
მჯერა თქვენი გულისხმიერების!
რომანის მთავარი გმირი წარმატებული ადვოკატია - ლედი მინდელი, რომელიც პარალელურად მღერის ღამის კლუბში სრულიად განსხვავებული გარეგნული იმიჯით და სახელით. სიმღერა და სცენა მისი ოცნება იყო, მისი განუყოფელი ნაწილი...რომლის პროფესიად ქცევა განუხორციებელ ოცნებად ექცა.
ემოციურად მძიმე ბავშვობა, დედასთან განშორება,მტანჯველი მოგონებები, სტუდენტობაში განცდილი მარცხით დასრულებული პირველი სიყვარული, შემდეგ უეცრად ნაპოვნი ნამდვილი სიყვარული, საშინელი ტრაგედიები, იმედგაცრუებები...ამას საბოლოოდ იქამდე მიჰყავს, რომ სრულიად მარტო დარჩენილს და დეპრესიაში მყოფს სცენა ევლინება გადასარჩენად და სანუგეშოდ, თუმცა ადვოკატის პროფესიას ვერ ღალატობს. ამიტომ უწევს ორმაგი თამაშით ცხოვრება, დღისით და ღამით კარდინალური გარდასახვა და ცვლილებები. ამ გზაგასაყარზე დიდი განსაცდელის ფონზე პოულობს დიდ სიყვარულს, რომელიც იმდენად ქარიშხალივით ატყდება თავს, იმდენად განსხვავებულია და განსაკუთრებული რომ სრულიად ავიწყდება საკუთარი თავი, პროფესია და ინტერესები, მზადაა მთლიანად სამყაროს დაუპირისპირდეს
მიმდინარე ტური არ არის აქტიური