ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

პეპლის ეფექტი

0 ხმა

ლალი კუკავა

ბიოგრაფია

კუკავა ლალი, 27 წლის. ვცხოვრობ ზუგდიდის რაიონში, სოფელი: დიდინეძის კახათი. მხატვრული ლიტერატურა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჩემი თავშესაფარი გახდა მას შემდეგ, რაც პირველი ზღაპარი მოვისმინე ბაბუასგან. 5 წლის ასაკში დაწერილი პირველი ლექსიც, რომელიც შემდგომ რაიონის გაზეთში გამოაქვეყნა ბებიამ, მას ეძღვნებოდა.

  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობდი სტუდენტურ გაზეთ "ანდამატთან". პირველ ორ ნომერში გამოქვეყნდა როგორც ჩემი საავტორო ლექსები, ასევე თარგმანებიც.

 დღესდღეობით მაქვს ბლოგი ელექტრონულ ჟურნალში "ახალი განათლება". იქ ძირითადად განათლების საკითხებზე ვათავსებ სტატიებს.  

სინოპსისი

ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მცირე მოცულობის ტექსტებს: დაწყებული დღიურული ჩანაწერით, ფილოსოფიური იგავით დამთავრებული. თითოეული ამბავი სხვადასხვაა; იმდენად განსხვავებულიც კი, რომ შესაძლოა ერთ ადამიანთან დაკავშირება გაგიჭირდეს. საჭიროა დეტექტივის ალღო, რათა საერთო ხელწერას მიაგნო. მოცულობის სიმცირემ შეცდომაში არ შეგიყვანოს, მკითხველო. თითოეული იმდენ კითხვას დაგიტოვებს, მთელი დღე გეყოფა საფიქრალად.

  ეს ერთი საშინლად მარტოსული გოგოს ამოძახილია, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ სურდა: ჰყვარებოდათ; ძლიერად და უპირობოდ, როგორც თავად შეეძლო გარშემომყოფთა შეყვარება.  

მიმდინარე ტური არ არის აქტიური