პეპლის ეფექტი
პეპლის ეფექტი
მოვწონვარ და ახლა რომ სადმე წავიყვანო, მერე შეიძლება აღარც მომშორდეს.- ძაან გთხოვ. თან იმ გოგოს და არის მე რომ მომწონს და ხო იცი გოგოები როგორები არიან. გთხოვვვ...- მმმმმმმმმმმმმმმმმ.... კარგი ხოოოო. - აუ, ძმა ხარ! ახლა მივწერ ბიჭებს. მოვლენ და გავიდეთ, ოღონდ ეცადე ძაან უხეშიც არ იყო. რაღც დროის შემდეგ მეგობრები შეიკრიბნენ, ყვავილებით შეიარაღდნენ და გაემართნენ მანდილოსნებისკენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, საინტერესო დიალოგებიც გამართეს. გოგონებიც და ბიჭებიც ბედნიერად გამოიყურებოდნენ... ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. ყველამ კარგად იცით, რომ ის ერთ ბიჭი სულ სხვა რამეს განიცდიდა, მაგრამ მეგობრის ბედნიერებისთვის უწევდა, რომ დროებით ის ყოფილიყო, ვის ადგილას ყოფნაც არ უნდოდა. რომ მოსაღმოვდა, ახალგაზრდებმა ტელეფონის ნომრები გაცვალეს და სახლებისკენ გაემართნენ. საუკეთესო მეგობრებიდან ერთ-ერთი აღფრთოვანებული ყვებოდა მისი ემოციების შესახებ. მეორე კი მსახიობობისგან დაღლილი, ნახევრად გათიშული ძლივძლივობით ახერხებდა ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირებას.ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ოთხი მეგობარი ყოველდღიურად სტუმრობდა ქალბატონებს. საუბრობდნენ, ერთობოდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ.ვალენტინობამდე ერთი კვირით ადრე კინოში წასვლა დაგეგმეს. საბედნიეროდ, თოთხმეტი თებერვალი იმ ბიჭისთვის ბოლო სამსახიობო დღე იყო. - ჰეი, აქ ხარ? - შავგვრემანმა, ერთმა ციდამ ცამეტ თებერვალს მისწერა მსახიობს.- კი. რა არის?- შენთვის საჩუქარი მაქვს.- რა საჩუქარი?- მაგას ხვალ ნახავ.- მმმ... კარგი.კინოთეატრის წინ შეიკრიბნენ. ახლა მხოლოდ ვარდისფერთმიანის პატარა დაიკოს უცდიდნენ, თუმცა ის არ ჩანდა. ხუჭუჭამ რამდენჯერმე დაურეკა და მისწერა კიდეც, თუმცა მას არც ერთხელ არ უპასუხია.- მაპატიეთ, დამაგვიანდა, - გაისმა ნაცნობი ხმა, თუმცა ეს უფროსი დის პატარა დაიკო არ ყოფილა. მსახიობმა შეხედა გოგონას და შეწითლდა. ეს ის იყო, ვინც მას მართლა მოსწონდა, - არ მეგონა, რომ დამპატიჟებდი. დილით ვნახე შენ მიერ გამოგზავნილი კინოს ბილეთი. აბა, როგორ გამოვიყურები? - არაჩვეულებრივად, - გოგონამ მორცხვად ჩაიცინა, მსახიობს ხელი ჩასჭიდა და კინოთეატრში შევინენ. კარგ მეგობარს როლების თამაში აღარ უწევდა ამ დღეს მისი ყველა ემოცია ნამდვილი იყო...- აქ ხარ?- ?- მინდა, რომ მადლობა გითხრა... ძალიან მომეწონა შენი საჩუქარი.- კარგია.- მმმ..- ?- მეგონა მოგწონდი.- მომწონხარ.- მაშინ ასე რატომ გაკეთე?- იმიტომ, რომ მინდა ბედნიერი იყო.- მმმ... როგორ მიხვდი?- რას? რომ არ მოგწონვარ?- ხო.- როდესაც მიყურებდი, შენს თვალებში ერთი წვეთი სიყვარულიც არ იყო.- და შენ ეს იცოდი...- თავიდანვე ვიცოდი.- და მაშინ რატომ...- იმიტომ, რომ მინდოდა შენი მეგობრის დახმარების სურვილი ქარისთვის არ გამეტანებინა.- გასაგებია.- ჰომ.- ამმ... შეიძლება წყვილი არა, მაგრამ მოდი, მეგობრები ვიყოთ.- არა.- რატომ?- იმიტომ, რომ მწარე იქნება ერთდრულად შენი ბედნიერი სახის დანახვა და იმის გააზრება, რომ მე არ ვარ მაგ სიხარულის მიზეზი. - ....- ამ საუბარს დასრულებასთან ერთად მინდა ყველაფერი დამთვრდეს ჩვენ შორის.- კარგი. მაშინ სანამ ეს მოხდება, მინდა მადლობა გადაგიხადო. ასე რომ ,მთხოვე რაც გინდა.- მაშინ.... თუ ოდესმე კიდევ შევხვდებით, შეიძლება ჩაგეხუტო?- კი. რა თქმა უნდა.- მშვიდობით...- მშვიდობით. *******************რა განსხვავება ბოროტმოქმედსა და გმირს შორის? ისინი იქმნებიან ერთნაირად, ერთი და იგივე ტკივილით. მაშინ რატომ არიან ასე განსხვავებულები? პასუხი ძალიან მარტივია. გმირმა მიიღო ისეთი ტკივილი, რომლის დაძელვაც შეძლო და ამის შემდეგ მას სურს, რომ ეს ტკივილის სხვებმა არ განიცადონ. სამწუხაროდ, ბოროტმოქმედი ასე არ მოქმედებს. მან იმაზე ბევრად დიდი ტკივილი იგრძნო, ვიდრე გამკლავება შეეძლო. ასე რომ, იმისთვის, რომ საკუთარი თავი არ გაენადგურებინა, სხვების განადგურება დაიწყო. როგორი მნიშვნელოვანია, არა? სულ მცირე გადაჭარბებული დოზა და მაშინვე ბნელი მხარე იბადება. მხოლოდ ეს არ არის... გმირთა სამყაროში გმირად ყოფნის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს: „სიყვარული“, თუმცა ბოროტ სამყაროში ბოროტმოქმედად ყოფნის მრავალი მიზეზი არსებობს: ხარ ბოროტი იმიტომ, რომ რაღაც ან ვიღაც წაგართვეს, იმიტომ, რომ გატკინეს, მიგატოვეს, ოცნებები დაგიმსხვრიეს; იმიტომ, რომ ასე გაგზარდეს,რომ დაგადანაშაულეს იმაში, რაც შენი ბრალი არ იყო, რომ დაგცინეს, მიწასთან გაგასწორეს, არ მოგისმინეს; შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ მოგწონს; შეიძლება ვიღაცის დასაცავად... საკუთრი თავის დასაცავად, სიყვარულისთვის ... ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ტკივილს განიცდის მანამ, სანამ ბნელ გზას გაყვება. ბოროტება მრავალფეროვანი და ხანდახან ლამაზიც არის. ისინი ასე განიცდიან, ასე ცდილობენ, რომ მათი ხმა სამყაროს გააგონონ, რადგან სამყარო სხვანაირად არ მიიღებს მათ. ასე რომ, ადამიანები, რომლებმაც ბნელი მხარე აირჩიეს... ისინი მართლები არიან. ************************- როგორ ხართ? - დილაადრიან უნივერსიტეტში მისულმა ყველა მოინახულა და თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა - გამარჯობა, ჯეკ, - მისი საუკეთესო მეგობარი გადაკოცნა.- შენ როგორ ხარ?- არაჩვეულებრივად. ხდება რამე ახალი შენკენ?- არაა. ძველებურადაა ყველაფერი. ისე, რაღაც მინდა გკითხო. - მიდი.- ერთი გოგო მომწონს და დამეხმარები, რომ ვალენტინობის საჩუქარი შევურჩიო? - ძლივს ამიღერღა სათქმელი.- რა თქმა უნდა. უუუ, ისე ვინ არის ის ბედნიერი, შენი ყურადღება რომ დაიმსახურა? ჰა? ჰა? მიდი, მითხარი! ნუ შეწითლდი!- წამოდი, გაჩვენებ. ოღონდ არ უნდა შეგვამჩნიოს, - ოთახიდან დერეფანში გავიდნენ, მესამე სართულის აივნის კუთესთან მივიდნენ და მოპირდაპირე აივანზე გამოსული კულულებიანი გოგონასკენ თვალებით მიანიშნა.- ოჰოოო? ცუდი არჩევანი არ არის.- ცუდი? საუკეთესო არჩევანია, - აივნის მოაჯირს ხელით, იმავე ხელს კი თავით დაეყრდნო. გონებით უკვე ცხრა მთას იქით იყო წასული.- კაი, კაი, წამოდი, შევარჩიოთ საჩუქარი.ერთი კვირის შემდეგ ვალენტინობაც მოვიდა. ჯეკი როგორც იქნა სატრფოს სიყვარულში გამოუტყდა, გოგომაც აღიარა მისი გრძნობები და მთელი დღე მხიარულად, სიყვარულში გაატარეს. რამდენიმე დღის შემდეგ საღამოს პარკში საუკეთესო მეგობრები შეხვდნენ. სიყვარულში ჩაფლული ბიჭი დიდი სიხარულით ყვებოდა იმ დღეს მომხდარ ამბებზე.- უი... ისე შენთვისაც მაქვს პატარა საჩუქარი.- მე რა შუაშ ვარ?! - დაბნეულმა გოგომ საუკეთესო მეგობარს ახედა.- შუაში კი არა, თავში ხარ. შენ გარეშე ასეთი გაბედული არ ვიქნებოდი... აი, აიღე, - ჩანთიდან პატარა თოჯინა ამოიღო, რომელიც მას ჰგავდა.- ვაიმეეე... რა საყვარელია! ჰა, ჰა, ჰა! შენი თავის პატარა ვერსიას მჩუქნი? - ხო ,ეგრე გამოდის. ჰა, ჰა...- ძაან კაია! დაიცა, ხმის ყუთიც აქვს? - ხომ... - გოონა ფუმფულა სათამაშოს თითით დააწვა და მისი საუკეთესო მეგობრის ხმა გაისმა: „მიყვარხარ“. სახიდან ღიმილი ისე წაეშალა, როგორც დამწვარი ხის ფერფლი მიაქვს ქარს.- ეს შენ ჩაწერე? - კი. არ მოგწონს? - არა... ძალიან კარგია, - (გადახვევა) „მიყვარხარ...“ კიდევ ერთხელ მოუსმინა თოჯინაში ჩადებულ ნანატრ სიტყვას.(გადახვევა) „მიყვარხარ“.(გადახვევა) „მიყვარხარ“.(გადახვევა) „მიყვარხარ“ - მაპატიე, რომ მე ვერ გეტყვი მაგას. სამწუხაროდ, მეგობრობაზე შორს ვერ წავიდა ჩვენი ურთიერთობა.- არა! არა უშავს, ეს საკმარისზე მეტია... მადლობა, - ძალიან ცდილობდა, რომ სევდა დაემალა. მის სახეზე უდიდესი ღიმილი იყო, თუმცა მწარე ცრემლებმა ჩაუშვეს. (გადახვევა) „მიყვარხარ“.(გადახვევა) „მიყვარხარ“.(გადახვევა) „მიყვარხარ“.(გადახვევა) „მიყვარხარ“.