საგიჟეთი
0 ხმა
თორნიკე არჯევანიძე
მე ვარ თორნიკე არჯევანიძე, 32 წლის. დავიბადე და ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
კონკურსამდე ნამუშევრები არსად გამომიქვეყნებია. წერა ჩემი საყვარელი საქმე ბავშვობიდან მოყოლებული ნამდვილად არ ყოფილა, ამ საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ხუთი-ექვსი წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავავადდი, როდესაც ერთ-ერთი სცენა მომაფიქრდა და რატომღაც მისი დაწერა გადავწყვიტე. ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ვეღარ გავჩერდი. ზედმეტად მომეწონა ის თავისუფლება, რასაც წერის პროცესი მაძლევს, – პროცესი, რომლის დროსაც ფაქტობრივად არაფრიდან ქმნი სამყაროსა და მასში მცხოვრებ პერსონაჟებს, რომლებიც ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმისა და დალაპარაკების შემდეგ ნამდვილებს ემსგავსებიან შენთვის. რაც მთავარია, წერისას მხიბლავს ის მომენტი, რომ სინამდვილეში, თითქოს, მე კი არ ვყვები ამბავს, არამედ თავისით ითხზავს ისტორია თავს: მე უბრალოდ ინსტრუმენტი ვარ, რომლის საშუალებითაც სიტყვები ფურცელზე მატერიალიზდება.
„საგიჟეთი“ ესაა რომანი ყველაფერზე. ხელოვანი ადამიანის და ზოგადად ადამიანის ყოველდღიურობაზე თანამედროვე სამყაროში.
ნიკო კაპანაძე ქართველი ემიგრანტია ამერიკაში, გამოგონილ ქალაქ ნიუ-ჰარლენში, სადაც ცდილობს თავისი ოცნების ახდენას − გახდეს წარმატებული მწერალი. მაგრამ წარამარა წინააღმდეგობებს აწყდება. შეძლებს კი ის თავისი ოცნების ახდენას იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი ვაჭრობასა და ფინანსურ მოგებაზეა დაფუძნებული ?
რომანში მრავლადაა გულწრფელი ემოციები... გულწრფელი ფიქრები... ბინძური რეალიზმი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური