ისი
0 ხმა
თინა თაყაძე
მე ვარ თინა თაყაძე. 1990 წლის 21 ოქტომბერს დავიბადე ქალაქ გორში.
ჩემი ჰობია - გულწრფელობა.
საყვარელი საქმიანობა: წერა -კითხვა და ფიქრი.
ვცხოვრობ ბელგიის სამეფოში.
ჩემი ოცნებაა, ოდესმე ისევ ვნახო საქართველო რომელშიც ბედნიერი ადამიანები იცხოვრებენ.
---- ხშირად მიფიქრია, რას ვიგრძნობ როდესაც გარდაუვალი სიკვდილის წინაშე დავდგები? რა მომენატრება, რას ვინანებ, რა მენდომება? არ ვიცი. არ ვიცი რადგან ეს დღე ჩემგან ყოველთვის შორს იდგა.
მე ადამიანი არ ვარ და არც იმ ზღაპრების მჯერა რომ დედამიწაზე მეორედ დავბრუნდები.
ანდა ის როგორ დავიჯერო რომ ჩემი სული კატების სამოთხეში იფრენს ანდა ჯოჯოხეთში დაიტანჯება? მე მხოლოდ ამ წამის მჯერა როდესაც ცოცხალი ვარ, როცა ვხედავ, ვგრძნობ და მესმის.
სულ ვცილობდი არ მეწყენინებინა ისისთვის. იმიტომ კი არა რომ ყველა ადამიანივით, ისიც მიმატოვებდა და აღარ დაბრუნდებოდა? არა! იმიტომ არ მსურდა მისი განაწყენება რომ ეტკინებოდა.
მას თუ ეტკინებოდა, ეს ტკივილი მე გულს მომიკლავდა, გამომფიტავდა, გამანადგურებდა. ჩემი გული ხომ მხოლოდ მას ეკუთვნის ვინც ჩემს მეგობრად მივიჩნიე? მასაც დიდი გული აქვს. დიდი და სიყვარულით სავსე გული. ამ სიყვარულში კი მამაკაცი არამც და არამც არ მოიაზრება! ეგ, არ შეუძლია.
ადრე შეძლო მაგრამ ძალიან დიდხანს და ბევრი ინანა. იმის მერე, მხოლოდ სჯის მათ ვინც გაბედავს და ეტყვის რომ შეუყვარდა. არ სჯერა და ვერც დაიჯერებს ვინმეს გულწრფელობას. ასეთია, ასეთად აქციეს და რა გააკეთოს? მისგან მხეცი შექმნეს. და ისი ცდილობს ეს სტატუსი გაამართლოს.
განა ოდესმე ყოფილა? არა! განა ახლა უნდა? არა! უბრალოდ ის დინებას წაჰყვა..----"
უცნაური და სახიფათო ამბავი, რომლის გამოძიებასაც ჟურნალისტი ტომ აარლი საკუთარ თავზე აიღებს, მსოფლიოს 23 ქვეყნის გარშემო ვითარდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური