ისი
ისი
ისიავტორი : თ. თაყაძე 1- დილამშვიდობისა ტომ. როდესაც შენი წერილი ვნახე ვერ დაგიკავშირდი და მაშინვე წამოვედი. რა მოხდა? ასე დილაადრიანად რამ მოგიყვანა ტელევიზიაში? რამე განსაკუთრებული შემთხვევაა?- ლუკას, იგივე განმეორდა. ამის გამო შეგაწუხე. ბოდიშს გიხდი მაგრამ, ვიფიქრე აუცილებელი იყო ხელმძღვანელთან დეტალები გადაცემის დაწყებამდე შემეთანხმებინა.- გისმენ, მომიყევი.- რამდენიმე წუთის უკან ორი ახალი ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტ ქსელში. ერთ-ერთი ჩვენი, ბელგიის სამეფოს მოქალაქეა. - მართლა?- ხო.- სიმართლე გითხრა ტომ ამ საქმის ვერაფერი გავიგე. - ვერც მე.- მეორე ამბავი სად მოხდა?- იტალიაში.- არადა მეგონა რომ დაასრულა ეს თავისი სიგიჟეები იმ ქალმა.- როგორც ჩანს არ დაასრულა და არც უნდა რომ დასრულდეს. მაგრამ მე იცი რა მაინტერესებს?- რა?- ვერ ვხვდები, ამ ადამიანს რანაირად შეუძლია მთელ პლანეტაზე ერთდროულად იყოს და მამაკაცები ჭკუიდან შეშალოს?- ეგ ქალებს მარტივად გამოსდით.- არა, არ ვხუმრობ! მართლა მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე.- სავარაუდოდ, ეს ვიღაცა არა ამქვეყნიურ ძალებს ფლობს. იქნება საერთოდ დედამიწელიც არ არის?- უცხოპლანეტელი გგონია? - რა იყო, შენ მათი არსებობის არ გჯერა?- კარგი ერთი, შენ ნუღარ ამირევ ტვინს.- მე მგონია რომ ყველა პლანეტას თავისი ბინადარი ჰყავს და ეს ერთ-ერთი მათგანია. - ფაქტი ისაა რომ დედამიწაზე ვირუსივით გამოჩნდა ეგ ვიღაცა. - ხოო, კაცების ვირუსივით.- ლუკას, იცი რა მაინტერესებს? რატომ არ ამბობს რა აწუხებს? რაღაც მიზეზი ხომ არსებობს რის გამოც ასე იქცევა? - იქნებ შეშლილია და საერთოდ არ აქვს მიზეზი. ან იქნებ ამბობს და ჩვენ არ ვიცით?- მე მეორეს უფრო ვემხრობი, აუცილებლად იტყოდა რამეს და ექნება მიზეზიც.- და რა უნდა იყოს შენი აზრით?- მე ჯერ კიდევ მძინავს, ამაზე ფიქრი არ შემიძლია.- კარგი. ყავას შევუკვეთავ.- უშაქროდ და ორმაგი მინდა.- როგორც გენებოს.- მანამდე მომასმენინე.- რა?- ახალი მსხვერპლების ინტერვიუ. -ახლავე. მოდი აქ დაჯექი. -ეს ვინ არის? რამის ზედ დავაჯექი.- აა, ეს, ქალბატონი სოფია. დილით ტელევიზიაში რომ მოვდიოდი საავტომობილო გზაზე იწვა და იქიდან წამოვიყვანე.- სად ნახე ბელგიაში ქუჩაში კნუტი? თან მეგონა კატები არ მოგწონდა.-კატებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ცხოველის თმა არ მომწონს. ამას კი გაუმართლა, შემეცოდა. ძალიან პატარაა იმისთვის რომ გარეთ ცხოვრებას გაუძლოს. - გასაგებია. ისე ძალიან ლამაზია, საუცხოო შესახედაობა აქვს.ლუკასმა ხელში ამიყვანა და თავად ჩემთვის განკუთვნილ სავარძელში ჩაჯდა. ჩაჯდა კი არა ძლივს ჩაეტია შიგნით. - ვიდეო გავუშვა?- მიდი, გაუშვი.კომპიუტერის ეკრანზე ჯერ საავტორო გადაცემის ქუდი გავიდა, რომელსაც სათაურად ,,მსხვერპლი ქალები" ეწერა. - ტომ, ვფიქრობ, შენს გადაცემას სახელი უნდა შეუცვალო. სიცილით უთხრა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ტელე-წამყვანს და ჩემს თმაზე თამაში დაიწყო. - და რა დავარქვა ,,ერთი ქალის 365 მსხვერპლი,, ?- რატომაც არა? თუმცა რიცხვებთან ფრთხილად იყავი. არამგონია ამ რაოდენობაზე შეჩერდეს. - ვნახოთ, ვნახოთ. მსხვერპლი N 364მატეო. 29 წლის. იტალია. ,,- გვიანი საღამო იყო ბარში რომ შევედი. რთული სამუშაო დღე მქონდა და ვიფიქრე, ცოტას თუ დავლევდი განვიტვირთებოდი. ერთი კათხა ლუდის შემდეგ, ბარმენს უფრო ძლიერი სასმელი ვთხოვე. ბარი სავსე იყო ნასვამი ადამიანებით. ზოგი საკუთარ პრობლემებთან ერთად განმარტოვებით იჯდა. ზოგიერთი კი, მეტისმეტად ხმაურობდა. ხმაურიდან ვერაფერს გაიგებდი ისეთს, აზრი რომ გამოგეტანა. არც მქონდა ამის სურვილი. ჩემთვის, ჩუმად ყოფნა მინდოდა და ასეც ვიქცეოდი იმ წამამდე სანამ მკვეთრად არ ვიგრძენი იასამნის სურნელი. გამიკვირდა, თამბაქოსა და სასმელის სუნისგან გაჯერებულ სივრცეში ასეთ სურნელს რა ესაქმებოდა. მივტრიალდი და ქალი დავინახე. ის, ჩემგან მარცხნივ სკამზე ჩამოჯდა. - წინააღმდეგი ხომ არ ხარ ერთად რომ დავლიოთ?მკითხა და გამიღიმა. - რა თქმა უნდა არა.- ძალიან კარგი. მაშინ ჩვენ გაგვიმარჯოს.- გაგვიმარჯოს.მან ჩემი სასმელი ნებართბვის გარეშე დალია და ბარმენს ანიშნა კათხა შეავსეო.- რა გქვია?- მე მატეო მქვია. შენ?- მე ღამის ეშმაკს მეძახიან. ისე სერიოზულად მითხრა რომ დავიბენი.- როგორ ფიქრობ მატეო, ვგავარ ღამის ეშმაკს?მე ვუპასუხე რომ ღამის ეშმაკის კვალობაზე მეტისმეტად ლამაზი იყო. გაეცინა. - რატომ გგონიათ რომ ეშმაკები შეუხედავები არიან?- ალბათ იმიტომ რომ ამაზე ბევრს საუბრობენ სინამდვილეში კი არასოდეს გვინახავს.- ვფიქრობ რომ მდედრი დემონები ლამაზები იქნებიან. აი, მამრებზე ვერაფერს ვიტყვი.- ღმერთო ჩემო, ეს ქალთა მიმართ სოლიდარობა ხომ არასოდეს დასრულდება.- ამას თქვენ გვაიძულებთ.- საინტერესოა, მომიყევი საიდან ხარ? - იტალიიდან არა.- მაგას ისედაც მივხვდი. თუმცა აქ უნდა დაიბადო ასე კარგად რომ ისაუბრო იტალიურად.- მოდი ასე გეტყვი. განსაკუთრებული ნიჭით ვარ დაჯილდოვებული.- არ მეტყვი სადაური ხარ?- დედამიწელი.- საოცარია! მგონი ჯობია აღარაფერი გკითხო.- ვგიჟდები ჭკვიან მამაკაცებზე.ის საოცრად იღიმოდა. მისი ღიმილი და სურნელი თავბრუს მახვევდა. უკვე გვიანი იყო მე კი მასთან დამშვიდობება მეძნელებოდა. ვფიქრობდი საკონტაქტო ინფორმაცია რომ მეთხოვა უხერხული არ ყოფილიყო. მთვრალი ვიყავი მაგრამ, მაინც არ მქონდა ამის გამბედაობა. სხვა დროს, სხვა ქალებთან ეს არ მიჭირდა. ,,ღამის ეშმაკთან,, კი თავს უცნაურად ვგრძნობდი. რამდენადაც ახლოს მიშვებდა, იმდენად დიდი იყო ჩვენს შორის დისტანცია. ერთდროულად მწვავდა და მყინავდა. სიტყვებს ვეძებ რომ მიახლოებით მაინც ავღწერო ის და მის მიმართ ჩემში შემოჭრილი შეგრძნებები, მაგრამ შესაფერისი სიტყვების არსებობაც კი მეეჭვება.- გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?ფიქრი გამაწყვეტინა იასამნის სურნელიანმა ქალმა.- შენთან?- რა ვიცი, თუ გინდა შენთან წავიდეთ. სხეული სასიამოვნოდ ამეწვა. მასთან კიდევ შემეძლო დრო გამეტარებინა და ეს ბედნიერების შეგრძნებას მგვრიდა. ვნება მქონდა თუ არა? მქონდა! მაგრამ უფრო დიდი რაღაც გაჩნდა ჩემში, რაღაც უცნაური, სასიამოვნო და სახიფათო.ბარიდან გვიან გავედით. არ ვიცი რა დრო გავატარეთ ერთად. ღმერთმა დასწყევლოს! ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ საკუთარი თავის მშურდა. ვიჩქარე და სიყვარულში გამოვუტყდი. პირველად ვუთხარი ქალს რომ მთელი გულით მიყვარდა და მასთან მთელი ცხოვრების გატარება მსურდა. ამაზე ბევრი იცინა.- რამე სასაცილო ვთქვი?- არა. მაგრამ მშიშარა ადამიანებს სიყვარული არ შეუძლიათ, მითუმეტეს სამუდამო სიყვარული.- ვინ არის მშიშარა? მე ვარ მშიშარა?- მხოლოდ შენ არა. ზოგადად მამაკაცები.- მე არაფრის არ მეშინია. - დარწმუნებული ხარ?- რა თქმა უნდა. თუ გინდა გამომცადე.- კარგი. ოღონდ იცოდე რომ შენ მთხოვე.- კარგი. - ჯერ ვივახშმოთ, მერე კი რაღაც ამბავს მოგიყვები. ჩემს მიზანს გაგიმხელ შენთან დაკავშირებით და ვნახოთ თუ არ შეგეშინდება.- თანახმა ვარ, ჩემო მშვენიერო ღამის ეშმაკო. ვახშამი რომ დავასრულეთ, მან მიამბო რომ...." - რა ხდება ტომ, ამანაც მეტყველების უნარი დაკარგა?- დიახ. როგორც დანარჩენმა 363 მამაკაცმა. მათ მსგავსად, მატეოც აგრძელებს ლაპარაკს მაგრამ ბაგეებიდან ხმა არ ამოსდის. - გადავირიე! ასეთი არაფერი მინახავს. მაჩვენე მეორე ვიდეოც.- ახლავე.ლუკასი თმაზე აღარ მეფერებოდა. მუხლი, რომელზეც მე ვიჯექი ნერვიულად უკანკალებდა. მსხვერპლი N 365 ალესანდრო. 38 წლის. ბელგია. ბრიუსელი.,,- თავს სუსტად ვგრძნობდი და ექიმთან წავედი. ჩემი ოჯახის ექიმი შვებულებაში იყო. კლინიკაში დავრეკე და მითხრეს რომ მის შემცვლელთან შემეძლო მისვლა. დავთანხმდი. ექიმის დანახვისთანავე ჩემში რაღაც მოხდა. სისუსტე მომეხსნა და სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა. ისეთი მიზიდულობა გამიჩნდა მის მიმართ, აქამდე რომ არ გამჩენია. საოცარი სურნელი ჰქონდა. მისი სურნელი იასამნის სურნელს მაგონებდა. - დილამშვიდობისა ექიმო.- დილამშვიდობის. მობრძანდით. დაბრძანდით. მაშ ასე, ალესანდრო ხო?- დიახ.- იცი რას ნიშნავს შენი სახელი?- ვიცი. ჩემი სახელი ,,კაცობრიობის დამცველს" ნიშნავს. - გამოდის რომ შენს იმედად უნდა ვიყოთ.გაიღიმა ექიმმა და ეს ღიმილი აღმოჩნდა ჩემთვის საბედისწერო. - მე, თქვენი სახელის მნიშვნელობაც ვიცი.- მართლა?- დიახ.- მითხარი აბა.-თქვენი სახელი ,,შეყვარებულ ღმერთს" ნიშნავს. - ნუ, არის მაგაში რაღაც ლოგიკა, მაგრამ მე სხვა მნიშვნელობა ვიცოდი. - რა?- არ მახსოვს მაგრამ ადრე ვიღაცამ მითხრა რომ ჩემი სახელი ,,შავ მთვარეს" ნიშნავს.- არა, არა. შავ მთვარეს მითოლოგიურ პერსონაჟს ლილითს ეძახიან. - მართლა?- დიახ. დანამდვილებით ვიცი. ამის შესახებ სტუდენტობის პერიოდში ბევრს ვწერდი.- კარგი ალესანდრო, ჭკვიანი და სასიამოვნო მამაკაცი ხარ. ახლა მხოლოდ ამ მედიკამენტების შეძენა და მიღება გევალება.- და რა მჭირს ექიმო?- საშიში არაფერია. გადაღლილი და გაციებული ხარ.ექიმს დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. წამლების ყიდვა დამავიწყდა. მეგონა აღარც მჭირდებოდნენ ისინი. ახლა მთელი ჩემი არსება რაღაც დადებითს გრძნობდა. რაღაც საოცარს, აქამდე არ ნაგრძნობს და სასიამოვნოს. მეორე დილით სისუსტე არ მქონია. ვისაუზმე და სამსახურში წავედი. ავტობუსის გაჩერებაზე ექიმი დავინახე. თვალებს არ ვუჯერებდი. ერთი წამით ისიც ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა. მანქანა გავაჩერე, მივესალმე და დანიშნულების ადგილამდე წაყვანა შევთავაზე. უარი არ უთქვამს რამაც ძალიან გამახარა. არ მახსოვს მის სახლში როგორ აღმოვჩნდი. არც ის ვიცი იქ რა დრო გავატარე. ძალიან თავაზიანი იყო. მთხოვა რომ თავი კონფორტულად მეგრძნო მანამდე კი სადილს მოამზადებდა. დახმარება შევთავაზე.- არ მიყვარს ჩემს სამზარეულოში სხვა ადამიანი. არ გეწყინოს.- კარგი, როგორც გინდა.- სოკო გიყვარს?- სხვა რამე რომ მოამზადო არ გინდა?-ესე იგი არ გიყვარს.- უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ ვფრთხილობ. - მშიშარა.- მშიშარა?- ნუ გწყინს. მხოლოდ შენ არ ხარ მშიშარა. მე ზოგადად მამაკაცებს ვგულისხმობ. - არ ვიცი რამდენი შეშინებული კაცი გინახავს, მაგრამ მე მშიშარა არ ვარ.- დარწმუნებული ხარ?- რა თქმა უნდა. ახლა მაგ სოკოს უმად შევჭამ და შენც დარწმუნდები.- როგორი თავგანწირვაა უმი სოკოს ჭამა.ხმამაღლა დაიწყო სიცილი ქალმა.- კარგი, რასაც გინდა იმას გავაკეთებ რომ დაგარწმუნო - მშიშარა არ ვარ!- ნუ ბრაზობ.- არ ვბრაზობ. უბრალოდ მინდა რომ ჩემს სიმამაცეში დაგარწმუნო.-კარგი. ოღონდ გახსოვდეს რომ შენ თვითონ მთხოვე.- მემახსოვრება.- არაფრის გაკეთება არ მოგიწევს. მხოლოდ უნდა მომისმინო.- სერიოზულად?- დიახ.- და რა უნდა მითხრა ისეთი რომ შემეშინდეს?- როცა მომისმენ მაშინ გაიგებ.- მითხარი თორემ ვეღარ ვითმენ.- კარგი. მე შენ გეტყვი იმას თუ რას ვგეგმავ შენთან დაკავშირებით.- სერიოზულად?- დიახ სერიოზულად. ოღონდ მოგვიანებით გეტყვი.- კარგი, კარგი. ყურადღებით მოგისმენ.როდესაც სალაპარაკოდ მოვიცალეთ მან მითხრა რომ..." - ხმა არც ამას აქვს?- რა თქმა უნდა არა.- ნეტავ რას ყვებიან. ბაგეების მოძრაობით ვერაფერი გაარკვიეთ?- ვერა. აღმოჩნდა რომ ძალიან ძველ, მივიწყებულ ენაზე ლაპარაკობს თითოეული მსხვერპლი. თითოეული მათგანის ბაგის მოძრაობა აბსოლუტურ თანხვედრაშია. ყოველი მათგანი ერთ ამბავს ყვება. - კარგი ტომ, საკმარისია. ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ, ისეთი არარეალურია ეს ყველაფერი. ეთერში როდის შედიხარ.?- 55 წუთში შევალ. შენ კი ბატონო ლუკას, ჩემს აქ არ ყოფნამდე თავს გაუფრთხილდი. განსაკუთრებით კი იმ ქალებს უფრთხილდი, იასამნის სურნელი რომ აქვთ. - ტომ, შენ იცინე და ის ქალი აქ ვინმეს თუ მოაკითხავს ის კაცი მე კი არა შენ იქნები. - მომაკითხოს. მომაკითხოს და მომიყვეს რომ ღამის ეშმაკია, მე წინააღმდეგი არ ვარ.- ღმერთმა დაგიფაროს. გაჩუმდი თუ კაცი ხარ. ისე, რომელიმე მსხვერპლი მაინც რომ აღგვიწერდეს მის გარეგნობას კარგი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს ფრთხილად მაინც ვიქნებოდით მამაკაცები. თან ძალიან საინტერესოა, როგორ გამოიყურება ასე ერთ სიტყვაზე რომ ცხვრებივით მიჰყვებიან სახლში. სახელსაც კი არავინ ამბობს.თქვა ლუკასმა და ჩემი თავი ტომს გაუწოდა. - ძვირფასო სოფი. ალბათ როგორ გშია. ამ უცნაურმა ქალმა და ისტორიამ ისე გამიტაცა რომ სულ გადამავიწყდი. ახლავე ვთხოვ რძე მოგიტანონ. მართლა როგორი ლამაზი და უცნაური ფერის ხარ. რამდენ კატას შეშლი ჭკუიდან მომავალში ვინ იცის? -2-ტომი მართალია. მეც უცნაური ვარ და ისიც, ვისი ვინაობის დადგენასაც ასე ცდილობს. მომწონს რომ მთელს ძალისხმევას იმ ქალის ამოცნობას ახმარს მე რომ შევიყვარე და დავიმეგობრე. მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე. დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში რომ კიდევ ერთხელ არ მივცემ ქალს ფუჭ იმედს და მისი გულის ტკივილის მიზეზი არ გავხდები.. იმედი მაქვს ამჟამად მაინც აღმოვჩნდი სწორ მისამართზე და ტომი სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რეალობას არ გაექცევა. ძალებს მოიკრებს და ეყოფა სიმამაცე იმისთვის რომ ,,სამყაროს პირველი საიდუმლო" გამომაჟღავნოს. ახლა კი ჩემი და იასამნის სურნელიანი ქალის ამბავს მოგიყვებით. _ წარსული _ მაშინ, როდესაც, ისი გავიცანი მისი მხარდაჭერის სურვილმა შემიპყრო. გადავწყვიტე, მეპოვა დედამიწაზე ისეთი რამ, მას რომ ჰგავდა. ვცდილობდი ქალსა და დედამიწას შორის ერთი მსგავსება მაინც აღმომეჩინა. ბევრს ვფიქრობდი. მზესაც მივამსგავსე. მთვარესაც. წყალსაც. ჰაერსაც. ვუთვალთვალე ოკეანეებს და მასში მცხოვრებ არსებებს. სიმართლე გითხრა, იყო მათ შორის მსგავსება. თუმცა, არა საკმარისი იმისათვის რომ დედამიწის პირველი ქალის აღწერა შემძლებოდა. საბოლოოდ იმაში დავრწმუნდი რომ, ისი სამყაროში არსებულ რაიმე კონკრეტულს კი არა, თავად სამყაროს ჰგავდა. უფრო სწორედ, ქალს ჰგავს სამყარო. თუმცა მაინც ვერ ვისვენებდი. ძიება ჩემს ფუნქციად იყო გადაქცეული და იმ ერთადერთის აღმოჩენის განცდაც კი სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. რა თქმა უნდა, ხანდახან უიმედობაც მიპყრობდა. მე, უკვე დასჯილი ვიყავი და ყოყმანი ბუნებრივი მოვლენა იყო. აქეთ-იქით სირბილსა და ძიებაში რამდენჯერმე საკუთარ თავს გავუბრაზდი და წამოვაძახე:-ვინ გავალებს, ძაღლივით ენა რომ გადმოგიგდია დაღლილობისგან და გინდა იპოვო რაღაც უჩვეულო, რომელიც შესაძლოა, არც კი არსებობდეს?ჰო, დამავიწყდა მეთქვა. ქალსა და ჩემს შორისაც აღმოვაჩინე მსგავსი თვისებები და თან არც ისე ცოტა. თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენს ერთმანეთთან სიახლოვეს დავაბრალე და პარტნიორ კატას აღარ დავკვირვებივარ. მთელი დღე წინ და უკან სიარულით დავიღალე და მინდვრის პირას წამოვწექი. უფრო სწორედ, წელი დედამიწას მივანდე და მორძისფერო სივრცეს თვალი გავუშტერე. მუცელზე დალაგებული თათებით ჯერ კიდევ საკუთარ ბალანს ვეთამაშებოდი როდესაც თბილმა სიომ ჩემი ულვაშების წვალება გადაწყვიტა და ყურებამდე მომაწვდინა მათი ბოლოები.-რა უცნაური რამე ხარ, მთელი დღე გნატრობდი და არ ჩანდი. ახლა კი, ფიქრსა და დასვენებაში ხელს მიშლი.ვუსაყვედურე ნიავს და სხეული მარჯვნივ გადავაბრუნე.- უცნაური თვითონ ხარ. თუ ისვენებ დაისვენე. რაღას ფიქრობ?!- ახლა ისიც მასწავლე როდის რა გავაკეთო!-არაფერსაც არ გასწავლი!ცოტახანს ორივე ჩუმად ვიყავით, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა და მკითხა:-მომიყევი რას დაეძებ? ასეთ დაღლილს პირველად გხედავ.-ვფიქრობ, დამაცადე.-რას ფიქრობ?-რაში გაინტერესებს, მიხედე შენს საქმეს.ამის თქმა იყო და ბალახი სახეში შემომაყარა.-თავხედი ხარ შენ ნიავო!შევყვირე და უეცრად დავდექი თათებზე.-თავხედი, მაგრამ დედამიწისთვის აუცილებელი.მომაძახა სიცილით. მე კი ისე გამაბრაზა მისმა ნათქვამმა რომ, მისი დაკაწვრის გადაწყვეტილება მომენტალურად მივიღე და სწორედ მაშინ დავრწმუნდი რომ, ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღება ხშირად დიდი შეცდომაა. არც ნიავი მიდებდა ტოლს. ულვაშებს ხან ცხვირში და ხან თვალებში მაჩეჩებდა. მისი ეს აუტანელი თამაში უფრო და უფრო მაღიზიანებდა. საბოლოოდ ისე მოხდა რომ დავიღალე და დავნებდი. რა თქმა უნდა დავიღლებოდი. ის ახლახანს ამოვარდნილიყო, მე კი მთელი დღე დავდიოდი და გადაღლილი ვიყავი.- აბა, არც ახლა მეტყვი რას დაეძებ ჯიუტო?-თუ ერთ ადგილას გაჩერდები და ნერვებს არ მომიშლი გეტყვი.-გასაგებია, თანახმა ვარ.მითხრა და ერთდროულად შეწყდა ჩემი ულვაშებისა და ბალახების შრიალი.-ვეძებ ქალისს მსგავს რამეს.- ისის მსგავსს?-დიახ, ქალის მსგავსს.-რომ არ არსებობს ამ სამყაროში სხვა ქალი?დააფიქრა ჩემმა ნათქვამმა ნიავი.-ვიცი და ამიტომაც სხვა ქალს კი არ ვეძებ, მინდა ვიპოვო ისეთი რაღაც, ისის რომ მივამსგავსებ და ვიტყვი: აი, ეს, ესა და ესაა ქალი-მეთქი.-კი მაგრამ, რაში გჭირდება?ნიავს გულწრფელი გაკვირვება დაეტყო.-არ ვიცი. ალბათ, არც არაფერში. უბრალოდ ასე მომინდა.-მეც დამაფიქრე ხომ იცი...-ხო და, იფიქრე. შენ ხომ გარს უვლი და აგრილებ დედამიწას?-ასეა, გარს ვუვლი და ვაგრილებ.-ხოდა გაიხსენე. რას შეიძლება გავდეს ქალი?! ნუთუ არაფერი შეგინიშნავს დედამიწის ზედაპირზე მისი მსგავსი?-მყინვარს?ისეთი სიხარულით წამოიძახა ნიავმა რომ ბალახი მიწაზე დააწვინა, ჩემი ულვაშები კი ყურებს გაუტოლდა.-არ შეგიძლია მშვიდად თქვა?ვკითხე და თათებით ულვაშების გასწორება დავიწყე.-მყინვარს?ახლა თითქმის ჩურჩულით მკითხა და პასუხს დაელოდა.-არ მიფიქრია მაგაზე. რით შეიძლება გავდეს ქალი მყინვარს?-დიდებული იერით და მიუწვდომლობით.-კი მაგრამ, მიუწვდომელი მყინვარი ხომ არ არსებობს?-რთულად მისაწვდომი ხომ არსებობს?კითხვა შემომიბრუნა ნიავმა.-ახლა დამიჯერე და შეხედე შენს მარჯვნივ წამოჭიმულ მყინვარს და წარმოიდგინე ისი.-წარმოვიდგინე.-არა, ეგრე არა. ჯერ დააკვირდი მყინვარს შემდეგ თვალი დახუჭე და ქალი წარმოიდგინე.-დავხუჭე...-ერთ მსგავსებასაც თუ იპოვი, თუნდაც უმნიშვნელოს - მითხარი. შემდეგ ისევ დახუჭე და წარმოიდგინე. მე კი დავითვლი რამდენ მსგავსებას აღმოაჩენ და რას.-კარგი, ასე ვქნათ.დავეთანხმე და თან საკუთარ თავს გავუბრაზდი. რატომ მე არ მომაფიქრდა ეს? ახლა, ეს უტვინო ნიავი აღარასოდეს მომასვენებს. ,,ხომ დაგეხმარე, ხომ დაგეხმარეო..." წამომაყვედრის როცა მოუნდება.მყინვარს ისეთი დასაწყისი ჰქონდა თითქოს საკვებმა აწყინა და სხეულზე გამოაყარა. თვალები დავხუჭე მაგრამ ვერაფრით მივამსგავსე ისის. არ მინდოდა ამის შესახებ ნიავს შეეტყო და დაბნეულმა მარჯვენა თათის ლოკვა დავიწყე.-რა დაგემართა კატავ?მკითხა და ენით დალაგებული თმა ხელმეორედ დასაწყობი გამიხადა.-არც არაფერი. წეღან ხომ ამირიე თმა? ხოდა ახლა გადავწყვიტე დამელაგებინა.-ახლა რატომ?-იმიტომ რომ ხელს მიშლის ფიქრში.-ერთი უკვე დავიმახსოვრე.-რა დაიმახსოვრე?-მსგავსება შენსა და ქალს შორის.-რა მსგავსებაა მითხარი.ვკითხე და პასუხის მოლოდინში თმიდან ქვიშის გამოცლას კბილებით შევუდექი. ყოველთვის ასე ვიქცევი როდესაც ვნერვიულობ და დაძაბული ვარ.-მიზეზი!-მსგავსება მიზეზია?სიმართლე გითხრა გულწრფელად გავიკვირვე.-დიახ, თქვენს შორის მსგავსება - მიზეზია. შენ და ქალს, ყოველთვის შეგიძლიათ იმიზეზოთ, გამოიგონოთ ან დიდად აქციოთ პატარა რამ. რა თქმა უნდა ამისათვის მიზეზი უნდა გქონდეთ და თქვენც მიზეზობთ. თუკი გჭირდებათ და გამოგადგებათ ეს მომიზეზება რამეში.-შესაძლებელია ასეც იყოს.ნაწილობრივ დავეთანხმე და დაფოთლილ მყინვარს კიდევ ერთხელ შევხედე. ,,ისი და მყინვარი, ისი და მწვერვალი, ისი და ყინული..." ვიმეორებდი ამ სიტყვებს ჩემთვის, ჩუმად, გონებაში...-დააკვირდი, იქნებ სიცივით ამსგავსებ?-ისი ცივია?-არა, მაგრამ შეუძლია იყოს.-ასეა, თუკი ამის საფუძველს მისცემენ.-დიახ, ქალს ბევრი რამე შეუძლია.-მოიცა, მოიცა! წამოიყვირა უეცრად და ულვაშები ახლა თვალებში შემომაჩეჩა.-რა მოხდა? რა დაგემართა?-ვიპოვე, იპოვე...-რა იპოვე ასეთი რომ ვეღარ მშვიდდები.-ქალის მსგავსი.-კარგი ერთი.-რა კარგი ერთი?-ასე უცებ, რანაირად მიაგენი?-დიდი ხანია ვიცნობ. უბრალოდ ახლა მივხვდი. მივხვდი, ვის ვამსგავსებდი მას.-და ვის ამსგავსებდი?- რა თქმა უნდა ისის.-მანახე.-ახლა ადექი, შედი ამ მინდორში. მშვიდად იარე. საუცხოო რაც შეგხვდება, გამორჩეული ყველასგან და ყველაფრისგან ფრთხილად შეეხე. მოიზიდე შენსკენ თათებით და იცნობ.მე ჩავდგები. რადგან არ მინდა მე დამაბრალო რაიმე.-შენ რა უნდა დაგაბრალო?ვკითხე, თუმცა დანარჩენი სიტყვები ,,რა სულელია ვინემა!" ჩემთვის ჩავილაპარაკე.ყაყაჩო - შავი სიმრგვალე წითელი ფურცლებით. ძალიან უხდებოდა ალაგ-ალაგ გაყვითლებულ სიმწვანეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ ჰგავდა ბოლომდე ქალს. მივსეირნობდი მცენარეებში, ვაკვირდებოდი თითოეულ ფოთოლსა და ბალახს და აი, უეცრად რაღაც სივრცისფერი შავი ლაქებით თუ წერტილებით - გაიფანტა. ვერ მივხვდი რა იყო და რა მოხდა. დანახვა ვერ მოვასწარი.-დაინახე?-ვერა. რანაირად დავინახავდი? უეცრად გაქრა.-ქალივით ხო?-კარგი რა.რაღაცას ბოდავს მეთქი გავიფიქრე.-კარგი, კიდევ იარე მაშინ. ოღონდ შენს სიმდიდრეს ფაფუკსა და მოუსვენარს ცოტახანს თუ გააჩერებ კარგი იქნება.რა უნდა ახლა ამას ჩემი კუდისგან? ალბათ შურს! - გავიფიქრე და ვინაიდან სხვა გზა არ მქონდა დავემორჩილე. დიდხანს სიარული არ დამჭირდა. რაღაც სერს, უფრო სწორედ მორძისფეროს, ფაფუკსა და ამაყად მდგომს მივადექი. ვაღიარებ, ეს მცენარე აქამდეც მინახავს. ის ერთი შეხედვით უცნაურია და სიმართლე გითხრა არც ისე საინტერესოა რომ დააკვირდე. მაგრამ, ახლა რადგან ქალის მსგავსს ვეძებდი, ყველაფერი მაინტერესებდა. ქვედა ორ თათზე შემდგარმა ზედა თათი დავიგრძელე. მისი უცნაური ფერის ყლორტს შევეხე და ჩემსკენ ფრთხილად მოვიზიდე. გამჭვირვალე სიმრგვალე უახლოვდებოდა ჩემს სახეს. უეცრად არ ვიცი რა მოხდა ყლორტზე არსებული წვრილი მცენარის ბუჩქი შეირხა და გაიფანტა. გაოცებულმა დავხედე თათებს შორის მოქცეულ უყველაფრო ყლორტს. სწრაფად მიმოვიხედე ირგვლივ და ვერაფერი დავინახე.-კი მაგრამ, სად წავიდა? რა იქნა? რა მოხდა?ჩავილაპარაკე ჩემთვის, ვინაიდან გაკვირვებისგან, იქვე ჩამდგარი ნიავი დამვიწყებოდა.-მე ეგ მგონია ქალი. ერთი არასასურველი მოქმედება და მიდის შენგან. მიდის ისე რომ მისაგნებად კვალსაც არ ტოვებს. მიდის სწრაფად და მოულოდნელად.-რა არის ეს? რა ჰქვია ამას?-ამას ბაბუაწვერა ჰქვია.-ბაბუა რა?-წვერა.-როგორ?-ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა - დამიამარცვლა ნიავმა.-ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა - დავმარცვლე მეც და ულვაშები ბრჭყალებს შორის გავატარე. - 3 - - ტომ, კარგი გადაცემა გამოგივიდა. სოციალური ქსელები ააფეთქე.- არ არის გასაკვირი. ეს ისეთი თემაა ყველას რომ აინტერესებს. - მართალი ხარ. სხვა თემები როდის გავიაროთ?- ხვალ. დღეს ძალიან დავიღალე. სახლში წავალ და იქიდან გადავხედავ მასალებს.- კარგი ტომ. მე რას დამავალებ?- უი მართლა ლეილა, რა გაარკვიე იმ გოგონას შესახებ?- ცრუ ინფორმაცია იყო. გოგონა სახლში დაგვხვდა. მშობლებმა ჩვენს ჟურნალისტს მოკლე ინტერვიუ მისცეს. მათ თქვეს რომ ჭორია და ბავშვი არავისზე გაუთხოვებიათ.- არ ენდო მათ ნათქვამს. შეიძლება დროებით მიიყვანეს სახლში. ასეთ ამბებზე ტყუილად არავინ გვირეკავს და გელაპარაკება. მით უმეტეს რომელ ქვეყანაში ხდება ეს ამბავი არც ეგ დაივიწყო.- გასაგებია. ყურადღებით ვიქნები.- მადლობა. წავალ ახლა თორემ სოფიმ მოიწყინა.- როგორი საყვარელია.- ასეა. საყვარელია და თან ჭკვიანი.- ჭკვიანი იმიტომ არის რომ ჯერ სულ პატარაა, წამოიზარდოს ცოტა და მერე ნახე.- ვნახოთ, ვნახოთ, მთავარია გაიზარდოს.მე და ტომი სახლში საღამოხანს დავბრუნდით. პატარა მყუდრო სახლი აქვს. მისაღებ ოთახში არეულობაა. ყველგან ქაღალდები ყრია. დივანი გადახლართული მაისურებით და წინდებით სავსეა. მარტოხელაა და თანაც გამუდმებულ მუშაობაში. ამიტომ გასაკვირი არაფერია. ყოველ შემთხვევაში მე არ მიკვირს. თეფშით რძე დამიდგა. თვითონ კი სააბაზანოში შევიდა. მე ოთახს ვათვალიერებ. არაფერია რაც დამაინტერესებს. მოვიწყინე. სავარძელის ქვეშ შევძვერი და სიცივე ვიგრძენი. - შენს სურნელს მხოლოდ მე ვგრძნობ?- რატომ მეკითხები?- ყველამ იცის შენი სურნელის შესახებ, მათ შორის ტომმაც.- მხოლოდ შენ გრძნობ.- კარგია.- აქ რას აკეთებ? მე ხომ დავასრულე ძიება!- ისი, ვიცი 365 კაციდან არც ერთი გამოგადგა.- მაშინ კიდევ ერთი რატომ ამოარჩიე. ჩვენი შეთანხმება ხომ წელიწადის დღეების მიხედვით იყო დადგენილი?- ამ წელს 366 დღე აქვს.- მართლა?- დიახ და ეს ბოლო ადამიანია.- იმდეს მაინც არ კარგავ?- სხვა გზა არ მაქვს. ვერ დავუშვებ რომ ყველაფერი ისე დამთავრდეს როგორც მან ჩაიფიქრა.იასმნის სურნელს ვეღარ ვგრძნობდი, ჩემი სხეული გათბა. მივხვდი რომ ისი წავიდა. ახლა, დარდი ვიგრძენი. ქალს დაღლა ეტყობოდა. მას აღარ უნდა რომ სცადოს. მართალიც არის. ისის გამუდმებით აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამცირებდნენ წარსულში და ამცირებენ ღესაც. მისი სახელი დღემდე შელახულია დედამიწელების თვალში. ტკივილი რომელიც თავს გადახდა მივიწყებულია, დამალულია. დაიღალა მუდამ ძლიერი ქალის ტვირთის ზიდვითა და იმ შხამიანი ისრების მოგერიებით რასაც მისთვის არც ზეციდან იშურებენ და არც მიწიდან. თითქოს გაიჭედა ამ უსასრულო სივრცეში და სადაცაა საკუთარ თავს დაკარგავს და დაივიწყებს. არავინ ჰყავს. მხოლოდ მე. მე ვისაც ენდობა და რომელსაც მისთვის არასოდეს უღალატია. მე კი მისი დაკარგვის მეშინია. მეშინია იმიტომ რომ მთელი ცხოვრებაა მიყვარს. მიყვარს იმ წამიდან როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცოცხალი. მიყვარს იმ წამიდან თვალი რომ აახილა და ამოისუნთქა. უამრავი რთული დღე გავიარეთ. ხშირად გვეკარგებოდნენ იმედები. უფრო ხშირად კი ნდობა. მაგრამ რაც მართალია-მართალია, ერთმანეთის მიმართ ნდობა არასოდეს დაგვიკარგავს. არ ვიცი ახლა რა იქნება, მაგრამ თუ დასასრული ახლოს არის მინდა რომ ნდობის მაგივრად ჩვენ დავსრულდეთ ერთად და ერთიანად. ტომი სააბაზანოდან გამოვიდა. - სოფი, ძვირფასო. ახლა ჩვენი ძილის დროა. მითხრა და მუცელი შემიმოწმა ვჭამე თუ არა რამე. მერე ოთახში შემიყვანა. საძინებლის კუთხეში ფუმფულა ხალიჩაზე დამსვა და დასაძინებლად დაწვა. - 4 - გათენდა მაგრამ ტომს ისევ ეძინა. წინ და უკან დავდიოდი. მოუსვენრად ვიყავი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ახლა ხომ ყოველ დღეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის? შემეძლო საწოლზე ავმხტარიყავი და თამაშით გამომეფხიზლებინა მაგრამ ჩემი სხეული ჯერ ძალიან პატარაა და შეიძლება დაეჭვებულიყო. - ისი, ტომი რატომ ვერ იღვიძებს?- სიზმარს ხედავს.- რა ესიზმრება?- ესიზმრება თითქოს ის ქალი იპოვა ვისაც ეძებს. ეს აუცილებელია იმისთვის რომ სურვილი არ გაუქრეს.- მკვეთრი სუნია, მგონი იღვიძებს.- უნდა იგრძნოს.იასამნის სიურნელი უფრო მკვეთრად ვიგრძენი და ტომიც შეშლილივით წამოვარდა საწოლიდან.- სად არის? აქ ხარ?ყველა ოთახი შემოირბინა. კარადებში შეიხედა. კარი გააღო და სადარბაზოში გავიდა. არავინ არსად არ იყო. სურნელი კი ისევ იდგა.- ტომს ასე გააგჟებ, ისი.- სიგიჟე ისედაც არ აკლია.- წადი უკვე, დროა.მისაღებ ოთახში დაბრუნებულმა ტომმა ტელეფონი აიღო და ჯერ პოლიციას, შემდეგ კი ტელევიზიის ხელმძღვანელს, ლუკასს დაურეკა.მოვიდნენ. ყველაფერი შეამოწმეს. საცხოვრებლის გარშემო დამონტაჟებული ვიდეო კამერები ამოიღეს. ვერაფერი აღმოაჩინეს და მისი დამშვიდება დაიწყეს. მამაკაცი პოლიციელებს უხსნიდა რომ ქალის მოსვლა იმ სურნელით იგრძნო, რომელზეც მსხვერპლი მამაკაცები საუბრობდნენ, მაგრამ არავინ დაუჯერა.- იცი რა ტომ, ყველა მეტისმეტად დაგვძაბა ამ ამბავმა. - გგონია რომ ვიგონებ?- არა, არ მგონია. უბრალოდ იმდენად ხშირად ვფიქრობთ მასზე რომ შეიძლება მოგვეჩვენოს.- ესე იგი გიჟი ვარ?- კარგი რა ტომ, ეგ ვთქვი ახლა მე? ვინ ამბობს რომ გიჟი ხარ?- ლუკას, ის ქალი აქ იყო. ამ სახლში იყო. მისი სურნელი ყველგან იდგა!- კარგი, დამშვიდდი. მჯერა შენი. - არა, არ გჯერა.- მჯერა, რადგან აქ იყო ეს იმას ნიშნავს რომ კიდევ მოვა. ამიტომ უფრო ყურადღებით უნდა იყო. დღეს სახლში დარჩი. ნუ მოხვალ სამსახურში. - ცუდად არ ვარ, კარგად ვარ გესმის?- მესმის. მაგრამ უკეთესი იქნება სახლიდან თუ იმუშავებ.- კარგი, კარგი, ისე იყოს როგორც გინდა.ტომმა ლუკასი გააცილა. სამზარეულოში ყავა მოხარშა. რძე პატარა თეფშზე დამისხა და სავარძელში ჩაჯდა. ფიქრობდა, მაგრამ რას წარმოდგენა არ მქონდა. ბოლოს ტელეფონი აიღო და დარეკა.- გამარჯობა ლეილა.- დილამშვიდობისა ტომ.- შეგიძლია თითოეული მსხვერპლის შესახებ პირადი ინფორმაცია მომაწოდო?- რაში გჭირდება?- შეიძლება ის ქალი მათ რაიმე კონკრეტული ნიშნით ირჩევს. - ასე გგონია?- დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ მირჩევნია ეს საკითხი უკეთესად შევისწავლო.- კარგი. ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს მეილზე გამოგიგზავნი.თითქმის შუადღე იყო როდესაც წერილი მოუვიდა. ფანქარი და ფურცელი მოიმარჯვა და მსხვერპლთა სიის შესწავლა დაიწყო.მსხვერპლი N1 - მოძღვარი იაკობი - 34 წლის - საქართველო - ბათუმი. ,,- რამდენჯერმე ქადაგებას დაესწრო. პირველი დანახვისთანავე თავი უცნაურად ვიგრძენი. შიში დამეუფლა. წარსულის ყველა მოგონება ჩემში ერთიანად გაცოცხლდა. ქადაგებიდან - ქადაგებამდე გამუდმებით ვლოცულობდი რომ ტაძარში აღარ მოსულიყო. გავიკითხე კიდეც. მითხრეს რომ ჩვენს ქალაქში რამდენიმე კვირის უკან ჩამოვიდა საცხოვრებლად. მანამდე მისი ოჯახი თურქეთში ცხოვრობდა. ისიც იქ დაბადებულა. დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნდა. მთლად შორს რომ არ ყოფილიყო თავისი ბავშვობის მოგონებებისგან, საცხოვრებლად ბათუმი აირჩია. ამან ცოტა არ იყოს დამამშვიდა. მაგრამ შინაგანად მაინც ვფორიაქობდი. მასში საფრთხეს ვგრძნობდი. როდესაც ტაძარში მოვიდოდა მრევლს შორის მაშინვე გამოარჩევდი. თავაწეული, ამაყი დგომა ჰქონდა. იღიმოდა, ისე ლამაზად იღიმოდა, ისეთი თბილი თვალები ჰქონდა რომ, მრავალი ურთიერთ საწინააღმდეგო ემოცია იღვრებოდა ჩემში.ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი თვალი ამერიდებინა. ის კი დაჟინებით მიყურებდა. მისი მოქმედება, ღიმილი თუ გამოხედვა საერო ცხოვრებაში მაბრუნებდა. მახსენებდა იმ ქალს რომელიც წარსულის მოგონებებთან ერთად ჩემს გულში დავმარხე. ისიც კი გავიფიქრე, ის ხომ არ არის, წარსულიდან ხომ არ დაბრუნდა პირობის შესასრულებლად მეთქი? მაგრამ არა! ქალი რომელსაც იასამნის სურნელი დაჰქონდა ადამიანი არ იყო. ის იყო სული რომელმაც კონკრეტული სხეული ამოარჩია და დედამიწაზე ცხოვრება დაიწყო. უფრო და უფრო ხშირად დადიოდა ტაძარში. მითხრა რომ აღსარების ჩაბარება სურდა. საკუთარ თავზე გაბრაზება დავიწყე. ვფიქრობდი რომ მეჩვენებოდა რაღაცეები და ღმერთს ამის გამო პატიებას ვთხოვდი."მოძღვარი იაკობის ვიდეო შეწყდა. ხმა კი არ გაუწყდა, არამედ კადრი შეწყდა. ამან ტომი დააეჭვა და სხვა ვიდეო მასალები შეამოწმა. იფიქრა, იქნებ მასალა ორ ნაწილად არისო. ასე არ იყო. საათს დახედა. უკვე ძალიან გვიანი იყო მაგრამ მაინც, გადაწყვიტა ეცადა. ტელეფონზე უპასუხეს. - რა კარგია რომ მიპასუხე ლეილა. ბოდიშს გიხდი ასეთ დროს რომ გირეკავ.- არაუშავს ტომ, არაფერია. მოხდა რამე?- პირველი მსხვერპლის შესახებ ვიდეო ვნახე. უცნაურად მეჩვენება. ინტერვიუ სპეციალურად არის გაჭრილი. თან მხოლოდ მოძღვარი იაკობი ამახვილებს ყურადღებას სულზე, რომელმაც სხვისი სხეული მიისაკუთრა. - ანუ?- ანუ, დღეს ჩემს სახლშიც იგივე მოხდა. იასამნის სურნელი იდგა. ქალი ნამდვილად იყო აქ მაგრამ, მისი კვალი ვერც მე და ვერც პოლიციამ ვერ იპოვა. ვიდეო კამერების მიხედვით, არც ვინმე შემოსულა და არც ვინმეს გაუვლია ბინის ირგვლივ.- გგონია რომ სულის სახით გესტუმრა?- არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ქალი აქ იყო. - ეს რომ ვინმეს უთხრა ხომ იცი ტომ რასაც იფიქრებენ?- ვიცი. და უკვე ფიქრობენ კიდეც. შენ იმიტომ გეუბნები რომ გენდობი. - და რა ვქნათ ახლა?- საქართველოში უნდა წავიდეთ და ის მოძღვარი ვნახოთ.- შენ რა საქართველოში გინდა წასვლა?- მინდა.- თუ მხოლოდ ამ საქმის გამო გადაწყვიტე გამგზავრება გეტყვი რომ საქართველოს საპატრიარქო არავის აძლევს მოძღვართან შეხვედრის საშუალებას. ქართული მედიაც დღემდე დაინტერესებულია ამ საკითხით. ერთი წელია ელოდებიან როდის დართავენ ნებას ინტერვიუ რომ ჩაწერონ. საპატრიარქოს პრეს სამსახური კი ყოველ მათ მოთხოვნაზე წერილობით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია რომ მოძღვარი იაკობი, ამ დროისთვის ჯანმრთელობის მგომარეობიდან გამომდინარე ვერავის შეხვდება. უფრო მეტიც, კონტროლდება ამ ამბავთან დაკავშირებული თითოეული დეტალი. - ჩვენ მაინც ვცადოთ. იქნებ, რაიმე მნიშვნელოვანი გავიგოთ. იქნებ, ვიპოვოთ ადამიანები ვინც მოძღვარს ახლოს იცნობდნენ. შესაძლებელია მათგან რამე მნიშვნელოვანი შევიტყოთ. ან სულაც, მის ოჯახს დაველაპარაკოთ.- ოჯახი არ ჰყავს. არასოდეს დაქორწინებულა.- მაშინ, სადაც გაიზარდა იქ მივიდეთ. ვიკითხოთ მის შესახებ.- კარგი ტომ. რადგან ასე გადაწყვიტე მაშინ ბილეთებს ვიყიდი. - ლეილა გთხოვ, არავის არაფერი შეატყობინო. ხვალ დილით პირდაპირ ეთერში გავაკეთებ განცხადებას.- კარგი. არ ინერვიულო. ღამემშვიდობისა. - 5 - ტომი დაიღალა. იმდენჯერ დალია ყავა რომ სათვალავი ამერია. მაინც არ უშველა. საწერ მაგიდაზე ჩაეძინა. მე საძინებელში შევედი. ფანჯრის რაფაზე ავხტი და მთვარეს შევხედე.- ისი, ჩემო ძვირფასო მეგობარო. გთხოვ რომ მომისმინო.- გისმენ.ოთახში იასამნის სურნელი ვიგრძენი და შემცივდა. - ალბათ გესმოდა ყველაფერი რაც ტომმა თქვა და გადაწყვიტა.- რა თქმა უნდა. უნდა ვაღიარო რომ ამ შემთხვევაში სწორ პიროვნებას დავუკავშირდი.- მეც ასე ვფიქრობ. თუმცა დაძაბული ვარ. ის მარტო ვერაფერს ვერ შეძლებს. უარესად აირევა ყველაფერი და კიდევ ერთი ახალი მითი დაიბადება ამ პლანეტაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დახმარება სჭირდება.- მეც ასე მგონია. ამიტომ, მე დავეხმარები.- კარგი მაგრამ შენ როგორ გამოჩნდები მის ცხოვრებაში? რას უზავ სურნელს?- დედამიწაზე გავავრცელებ.- ყველამ რომ იგრძნოს?- დიახ.- ასე ხომ ქაოსი დაიწყება.- დაე დაიწყოს!- შეიძლება ამის გამო უამრავი ქალი გახდეს თავდასხმის ობიექტი.- ქალებს ისედაც თავს ესხმიან და ამისთვის სულაც არ სჭირდებათ მიზეზი.- ხო მაგრამ, ამ შემთხვევაში შენ იქნები მიზეზი. შენი მიზეზით მიაყენებენ ტკივილს.- კარგი, მართალი ხარ. დროებით გავყინავ სურნელს.- ასე უკეთესი იქნება. გთხოვ, მთელი შენი ძალები გამოიყენე რომ ეს საიდუმლო ამოიხსნას. კიდევ ერთი რამ მაინტერესებს. მე რა მელის? არამგონია ტომმა კატასთან ერთად ყველგან იაროს.- შენ ტომის იარად იქცევი.- როგორ? რას გულისხმობ?- ხვალ გაიგებ. - მთელს სიმართლეს ვისგან შეიტყობს ტომი?- ხომ გითხარი რომ დავეხმარები? ჩემგან შეიტყობს. ჩემი ბოლო მსხვერპლი ის იქნება. მას ჯერ გამოვიყენებ შემდეგ კი ყველაზე მეტად დავსჯი.- რატომ?- იმიტომ რომ, მან ყველაზე მეტად უარყო ქალი. - ტომს არავისთვის არაფერი დაუშავებია. მისი წარსული სუფთაა ამ მხრივ.ისიმ აღარ მიპასუხა. ოთახში იასამნის სურნელს ვეღარ ვგრძნობდი. აღარ მციოდა.ტომი 36 წლის არის. რაც საკუთარ სხელს მოერგო მას შემდეგ ათი წელი გავიდა. შეიძლება ამას გულისხმობს ისი. ახლა ვფიქრობ რომ ტომი როგორც კიდევ ერთი მსხვერპლი ისე მოეწონა და საერთოდაც არ ადარდებს პირველი საიდუმლოს ამოხსნა. არ ვიცი შეიძლება ვცდები. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვარ ასე დაბნეული. - 6 - - დილამშვიდობისა ძვირფასო ტელე-მაყურებლებო. მე ტომ აარლი ვარ. ახლა, დილის ეთერში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში საფიქრალი და შიშის შეგრძნება გააჩინა.დღეს, მსოფლიო დაძაბულია. არა მოსალოდნელი ომის, ანდა ბუნებრივი კატასტროფის საშიშროების, არამედ ერთი უცნობი, უცნაური ქალის გამოჩენის გამო. საფრთხის მოლოდინში, ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს. ყველა ქალში საზოგადოება მას ეძებს ვინც მომავალში მსხვერპლს იასამნის სურნელით ამახსოვრდება. გადავწყვიტე ვესტუმრო ყველა დაზარალებულს და მათგან რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო. რამდენიმე საათში საქართველოში მივემგზავრები. მოგეხსენებათ რომ, პირველი შემთხვევა სწორედ იქ მოხდა. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დაელოდოთ ჩემგან ახალ ამბებს. თუ არის ვინმე, ვისაც შეუძლია რაიმე სახით ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებას წაადგეს და დაეხმაროს - გთხოვთ მითითებულ ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაგვიკავშირდით. საეთერო სტუდიიდან გამოსულ ტომს ლუკასი სამუშაო ოთახში ელოდებოდა.- სამშობლოში წასასვლელად მზად ხარ? დარწმუნებული ხარ?- რა თქმა უნდა ლუკას.- მოსალოდნელ საფრთხეს აანალიზებ?- არამგონია ვინმემ მიცნოს.- გიცნობენ! აუცილებლად გიცნობენ, ტომ. შენ ხომ ტელეწამყვანი ხარ? მთელი მსოფლიო გიყურებს და გიცნობს.- მაშინ ბედს ვცდი. სხვა რა გითხრა?- სხვაგან წადი! მაინც და მაინც საქართველო რატომ ამოიჩემე?- იმიტომ რომ პირველი მსხვერპლი ქართველია. - მერე რა?- მერე ის რომ მისმა ვიდეო ჩანაწერმა დამაეჭვა. გთხოვ ლუკას მეტი არაფერი არ მკითხო.- ლეილა, შემოდი ერთი წუთით.- გისმენთ, ბატონო ლუკას.- შენ ვერ გაყვები ტომს.- რატომ?- პირველ რიგში, არ მინდა ორი თანამშრომელი დავკარგო ერთდროულად. და მეორე, მხოლოდ ეგ ერთი სიუჟეტი ხომ არ გავა ეთერში? საეთერო ბადე რითი უნდა შევავსო? შეიძლება მან ვერც მოახერხოს ვინმესთან საუბარი. თუ დაბრუნდა, შესაძლოა ხელცარიელი დაბრუნდეს. თან სად მიდის იცი? ყველაზე მეტად ვისაც ეზიზღება იმ ხალხთან. ეს იგივეა მშიერ ლომს პირში ჩუვარდე და გჯეროდეს რომ არ შეგჭამს. მერე კიდევ, ზოგად თემებზე ვინ იმუშავებს?- ლეილა, ლუკასი მართალია. უკეთესი იქნება შენ თუ აქ დარჩები. მეც უფრო მშვიდად და იმედიანად ვიქნები.- კარგი, როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოვიქცევი.- მადლობა ლეილა. და კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვო. - სიამოვნებით, თუკი შემიძლია.- სოფის სახლში მარტოს ვერ დავტოვებ. ვერც თან წავიყვან. იქნებ რამდენიმე დღით შენ იზრუნო მასზე?- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ვიზრუნებ.ტომმა ხელში ამიყვანა და ჩემი თავი ლეილას გაუწოდა. მოულოდნელად სხეულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. გავბრაზდი და ტომს ვუკბინე.- უხ, შენი!მოულოდნელად ხელი გამიშვა და მე იატაკზე აღმოვჩნდი.- რა მოხდა ტომ?!- სოფიმ მიკბინა!- ჯანდაბა! სასწრაფოდ ექიმი გჭირდება.- არა. არაფერია საშიში! წავალ ახლა, ერთ საათში ფრენაა და ამის გამო ვერ დავიგვიანებ.- ტომ, საშიშია.- ნუ ღელავ ლუკას. შენ კნუტი აიყვანე ლეილა და მიხედე. მე ხაზზე ვიქნები.- წარმატებული მგზავრობა და საქმიანობა ტომ.- მადლობა, თქვენც ასევე.- მშვიდობით დაბრუნდი მეგობარო!- როგორც მიბრძანებთ!ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ყველა თავისი გზით გაემართ. ლეილამ სამუშაო ოთახში შემიყვანა. დივანზე დამსვა და რძის მოსატანად გავიდა. - კატავ!- გისმენ, ისი.- იმ ჭრილობაში, შენ იცხოვრებ.- რომელ ჭრილობაში?- რომელიც ტომს აქვს ხელზე. შენი გონი, შენი მეხსიერება ახლა მის ხელშია. ტომი ამიერიდან ყველაფერს დაინახავს და იგრძნობს რაც შენ, შენი გაჩენის დღიდან იგრძენი და დაინახე. - ახლა ყველაფერს მივხვდი. არადა თავადაც გამიკვირდა ჩემი საქციელი. - უფრო მეტად გაგაკვირვებ. ახლა კი გაათავისუფლე ეგ ბეწვიანი სხეული, დიდიხანია აღარ გიხდება. - 7 - ---- ხშირად მიფიქრია, რას ვიგრძნობ როდესაც გარდაუვალი სიკვდილის წინაშე დავდგები? რა მომენატრება, რას ვინანებ, რა მენდომება? არ ვიცი. არ ვიცი რადგან ეს დღე ჩემგან ყოველთვის შორს იდგა. მე ადამიანი არ ვარ და არც იმ ზღაპრების მჯერა რომ დედამიწაზე მეორედ დავბრუნდები. ანდა ის როგორ დავიჯერო რომ ჩემი სული კატების სამოთხეში იფრენს ანდა ჯოჯოხეთში დაიტანჯება? მე მხოლოდ ამ წამის მჯერა როდესაც ცოცხალი ვარ, როცა ვხედავ, ვგრძნობ და მესმის. სულ ვცილობდი არ მეწყენინებინა ისისთვის. იმიტომ კი არა რომ ყველა ადამიანივით, ისიც მიმატოვებდა და აღარ დაბრუნდებოდა? არა! იმიტომ არ მსურდა მისი განაწყენება რომ ეტკინებოდა. მას თუ ეტკინებოდა ეს ტკივილი მე გულს მომიკლავდა, გამომფიტავდა, გამანადგურებდა. ჩემი გული ხომ მხოლოდ მას ეკუთვნის ვინც ჩემს მეგობრად მივიჩნიე? მასაც დიდი გული აქვს. დიდი და სიყვარულით სავსე გული. ამ სიყვარულში კი მამაკაცი არამც და არამც არ მოიაზრება! ეგ, არ შეუძლია. ადრე შეძლო მაგრამ ძალიან დიდხანს და ბევრი ინანა. იმის მერე, მხოლოდ სჯის მათ ვინც გაბედავს და ეტყვის რომ შეუყვარდა. არ სჯერა და ვერც დაიჯერებს ვინმეს გულწრფელობას. ასეთია, ასეთად აქციეს და რა გააკეთოს? მისგან მხეცი შექმნეს. და ისი ცდილობს ეს სტატუსი გაამართლოს. განა ოდესმე ყოფილა? არა! განა ახლა უნდა? არა! უბრალოდ ის დინებას წაჰყვა. და სწორედ ეგ მინდა გაირკვეს და ამოიხსნას. ის რაც დავინახე, რაც ვიცი და რაზეც თქვენ ადამიანებს წარმოდგენა არა გაქვთ! ----- რა ხდება ლეილა?- ტომ, სწრაფად დაბრუნდი უკან.- ახლა დაიწყო თვითმფრინავში ჩასხდომა, რა მოხდა.?- კნუტი მოკვდა! საფრთხეში ხარ! ექიმთან უნდა მიხვიდე!- არა. ერთი ნაკბენის გამო, დროს ვერ დავკარგავ .- შენს სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია ეგ სიუჟეტი? გთხოვ, ახლავე დაბრუნდი. მე ბილეთის გადაცვლას ვეცდები. გპირდები რომ, დღეს საქართველოში გაფრინდები.- კარგი ასე მოვიქცევი. უახლოესი საავადმყოფოს მისამართი მომწერე.- ახლავე. ტომმა ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. გზა და გზა ინფორმაციებს ამოწმებდა და შეშფოთებული ადამიანების კომენტარებს კითხულობდა.- მიბრძანდით, ექიმი გელოდებათ.- მადლობა.- როდის გიკბინათ? - ერთ საათზე მეტია გასული.- თავად როგორ არის?- თანამშრომელმა შემატყობინა რომ მოკვდა. ამიტომ მოვედი თქვენთან.- რა უცნაური იარაა. თქვენი კატა შემოქმედებითი ნიჭის პატრონი ყოფილა.- მართლა? არ დავკვირვებივარ. - ნუ შეშინდებით, ახლავე მოგხედავთ.ექიმმა ჭრილობა დაუმუშავა. წამალი გაუკეთა და დაემშვიდობა. ტომმა ტაქსი გააჩერა და ლეილას დაურეკა. მე უკვე მასში ვიყავი. ჯერ-ჯერობით ტომი ვერაფერს გრძნობდა.- რა ხდება, რომელ საათზეა მომდევნო ფრენა?- ტომ, რა დროს ეგ არის საშინელება მოხდა. - რა მოხდა?- ყველა მსხვერპლმა ერთი და იმავე დროს თავი მოიკლა.- ღმერთო ჩემო, ნამდვილი სიგიჟეა. - შენს საქართველოში წასვლას არანაირი აზრი აღარ აქვს. ტელევიზიაში უნდა დაბრუნდე. ტომმა მძღოლს მისამართის ცვლილება აუწყა და მანაც მიმართულება შეცვალა. ტელევიზიაში წინ და უკან საქმიანად დადიოდნენ ადამიანები. - რა ხდება?- პროტესტი! ყველგან, მთელ მსოფლიოში ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ხელში მსხვერპლთა ფოტო სურათები უჭირავთ. აქციის მონაწილეები უახლოეს საათებში დამნაშავის დაპატიმრებას და დასჯას ითხოვენ. - და ვინ უნდა დაიჭირონ? მოჩვენება?- არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ სიტუაცია უმართავი გახდა. - ტომ, დაბრუნდი? - დავბრუნდი ლუკას.- რომის პაპმა რელიგიური წინამძღოლები მიიწვია.- როდის?- ხვალ დილით, იტალიის დროით 09:00 საათზე.- მე წავიდე?- არ არის საჭირო. ჟურნალისტი გაგზავნე. შენ პირდაპირი ეთერიდან იმუშავებ.- გასაგებია. ლეილა, დავალება გაქვს. 365-ვე მსხვერპლის მოკლე ვიდეო კოლაჟი მოამზადე. - ახლავე.. - მიდით. საქმეს შეუდექით. მძიმე ღამე გველის და რა თქმა უნდა ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს ეგეც არ ვიცით. > ტომის სიზმარი >-შენს წარმოსახვაში არსებული ღმერთი, ეგოისტია იაკობ. შენ არასწორად ფიქრობ ღმერთზე. მის სიყვარულზე. მისი სიკეთისთვის სამაგიეროს გადახდაზე. -ნუ სცოდავ ლილე.-საყვარელ ადამიანს შენ იშორებ და კიდევ მე ვცოდავ?-შეუცნობელ არს გზანი უფლისანი...-შეუცნობელ იქნება სანამ არ შევიცნობთ...-გეყოფა, საკმარისია სიტყვებით თამაში.-გრძნობებით თამაშს ნამდვილად ჯობს.-და ვინ თამაშობს გრძნობებით?-შენ და შენი ღმერთი იაკობ.-გასაგებია...-არაფერიც არ არის გასაგები.-მე მივდივარ...-სად მიდიხარ?-ღმერთთან, მის სახლში.-ღმერთი ყველგან არის იაკობ.. ღვთის ტაძარი კი ქრისტეს სხეულია და არა ეგ შენობები გაღატაკებული ადამიანებისგან წართმეული ფულით რომ შენდება. -გამიშვი ლილე გთხოვ... მორჩი ამ საუბრებს.-სად გაგიშვა იაკობ, სად..ნერვიულობისგან გამოწვეული ღიმილი ახლა ცრემლებმა ჩაანაცვლა.-იქ, სადაც ყველაფერია.-არ მჯერა რაც ახლა ხდება. მგონია რომ ეს ყველაფერი მესიზმრება და გამოღვიძება მინდა. დამეხმარე იაკობ. დამეხმარე რომ გავიღვიძო.ქვითინებდა მამაკაცის მკერდს მიკრული ქალი.-ეს რეალობაა ლილე. შენ ახლა დაბრმავებული ხარ. ამიტომაც არც ჩემი გჯერა და არც ღმერთის.-მე შენი ღმერთის არ მჯერა მხოლოდ.-გამიშვი...-ვერ გიშვებ ადამიანო, არ შემიძლია.-მაშინ, მე თვითონ წავალ.-მოიცადე!მკლავში ხელი ჩაავლო ქალმა.-გთხოვ, ნუ წახვალ და ნუ გამიხდი ღმერთს მეტოქედ.-სხვა ქალთან წასვლას ღმერთთან წასვლა არა ჯობია? მეგონა გაგიხარდებოდა კიდეც.-ახლა ჩემთვის ღმერთს და ქალს ერთი ფასი აქვს.-ვფიქრობ საუბარი უნდა დავასრულოთ.-მოიცადე.უეცრად გაუბრწყინდა სახე ლილეს.-რა დაგემართა?-მოვიფიქრე.-რა მოიფიქრე?-ჩვენ შეგვიძლია ერთად ვემსახუროთ ღმერთს და ის ვალიც გადავუხადოთ შენ რომ ახსენებდი.მამაკაცი ინტერესით მიაჩერდა გამოსავლის პოვნის სიხარულით აცახცახებულ ქალს.- ჯერ დავქორწინდეთ. შემდეგ კი, შეგეძლება გახდე მოძღვარი. გვეყოლება შვილები. შენ მრევლის სულიერებაზე იზრუნებ მე კი ყოველვის შენს გვერდით ვიქნები. მხარში ამოგიდგები და ვიზრუნებ შენზე. განა სხვები ასე არ ცხოვრობენ?-არა. მე ასე ვერ ვიცხოვრებ. მე სხვა პირობა მივეცი ღმერთს.- და მე? ჩემთვის მოცემული პირობა?-შენ? შენ ადამიანი ხარ. ის კი ღმერთია. ამიტომაც შევთხოვ მას რომ შენ ოდესმე შეძლო, გამიგო და მაპატიო.-ახლა თუ წახვალ ამას არასოდეს გაპატიებ.-სხვა გზა არა მაქვს.-ვინ გითხრა რომ არა გაქვს?-შინაგანმა ხმამ.-და ვინ არის ეგ ხმა?-ეს ხმა ღმერთია.-მაშინ უთხარი შენს ღმერთს რომ შენი გული მხოლოდ მისი ვერასოდეს იქნება.-და შენ რა იცი?-ჩემში არსებული ხმა მეუბნება.-ეგ ღმერთის ხმა არ არის ლილე. ეგ ბოროტის ხმაა ჩემი გზიდან ასაცდენად შენში შემოჭრილი.-ბოროტის?-დიახ, სატანის.-მაშინ დამტოვე მე ჩემს სატანასთან და წადი შენ, შენს ღმერთთან.მამაკაცი შებრუნდა, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა სურსო, ზურგშექცევით დადგა.-წადი იაკობ. წადი და არ დაგავიწყდეს შენ ღმერთს უთხრა, უფრო სწორედ გააფრთხილე ის რომ ერთ დღესაც, აუცილებლად დამარცხდება შენში მის სიყვარული.ახლა უკვე ქალმა აქცია ზურგი. იმ დღის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. კაცისგან უარყოფილი ქალი ორმაგ განსაცდელში ჩავარდა. პირველი, მისი პიროვნული უბედურება იყო. მეორე კი ის, თუ რას ამბობდნენ და რას აბრალებდნენ მას ადამიანები? ,,იქნებ იმიტომ მიატოვა რომ ქალწული არ იყო? იქნებ, იმიტომ მიატოვა რომ, რომ , რომ..." და ეს რომ - ები არ დაილია. დედამისი გულის ინფაქტით მალევე გარდაიცვალა. მამა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და საბოლოოდ კაკლის ხის მსხვილ ტოტზე თავი ჩამოიხრჩო. სამძიმარზე მოსული ადამიანები, ახლობლები, მეზობლები და ნათესავები ყრუდ წაიჩურჩულებდნენ ხოლმე რომ ,,მკვლელი" მათი ქალიშვილი იყო, რომელმაც სასირცხვილოდ გასწირა მშობლები და ოჯახი.ჩურჩულისას თვალს და თითებს ლილესკენ გააპარებდნენ ხოლმე, რომელიც კუბოს თავთან შავ ძაძებში გახვეული და ცრემლებ დამშრალი აჩრდილივით იჯდა. ლილემ ითხოვა წესი აეგოთ მამამისისთვის, რაზეც უარი მიიღო. თვითმკვლელისთვის წესის აგებას ჩვენი სარწმუნოება კრძალავსო. რა უნდა გაეკეთებინა ახალგაზრდა ქალს რომელიც ერთი პატარა სოფლის პატარა ადამიანებმა ათასჯერ გაასამართლეს ჩურჩულითა თუ ხმამაღალი სიტყვებით? საყვედურის, ზიზღის, სიბრალულის მზერითა თუ თვალის არიდებით? რას გრძნობდა ლილე რომელიც სრულიად მარტო დარჩა მშიერი ლომების გალიაში, რომელთაც სიძულვილი შიოდათ და სხვა ვერაფერი გააძღობდათ? როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება ქალს რომელიც იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს რომ თავისი არ ჩადენილი დანაშაულის ჩადენა - დაიჯერა! დაიჯერა და ღრმად ირწმუნა რომ ყველა უბედურების სათავე თავად იყო. დაიჯერა და სასჯელიც თავად მოიფიქრა! საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა....დილაადრიანად ეკლესიის ეზოდან ზარის ხმა გაისმა. მოსახლეობამ ფანჯრიდან გამოიხედა. მოძღვარი, ტაძრის გვერდით პატარა ოთახიდან გამოვიდა. ლილე სარკმელზე ეკიდა. მან სიცოცხლე როგორც იქნა დაასრულა.- ტომ, რა გჭირს? ტომ! არ გესმის? გონს მოდი!- ხო, მესმის. გისმენ. სად ვარ, რა მოხდა?შეშინებული ტომი სავარძლიდან წამოვარდა.- კარგი რა ტომ! რა აღარ ვიფიქრე! - ნუ გეშინია, მე კარგად ვარ. ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა. რაღაც სიზმარი ვნახე. ხილვას უფრო გავდა ვიდრე სიზმარს. - რა ნახე?!-მოძღვარი იაკობის წარსული. ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს. - ალბათ გონებაში ჩაგრჩა და მაგიტომ. შედი თუ გინდა ჩემს სამუშაო ოთახში და კიდევ ცოტახანს დაისვენე. - არა, საკმარისია. მეილს შევამოწმებ, იქნებ ვინმემ რამე მომწერა. - კარგი, როგორც გინდა. -8- ,, გამარჯობა ტომ, თქვენს განცხადებას მოვუსმინე... ჩემი ინფორმაციით, ხვალ ვატიკანში მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ საქმეებზე საუბარი შეწყდეს. მედია საშუალებებს მოუწოდებენ ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აღარ გააშუქონ ამ საკითხთან დაკავშირებული არც ერთი დეტალი. მე დავინახე თქვენი გულწრფელი ინტერესი და წუხილი. ამიტომაც გთავაზობთ ერთობლივი ძალებით გავარკვიოთ სინამდვილე. ამ ერთი წლის განმავლობაში მე მოვახერხე 23 მსხვერპლისგან ვრცელი ინტერვიუ ამეღო რომლებიც ჯერ ჯერობით არსად გამივრცელებია. ვფიქრობდი მაშინ გავასაჯაროვებდი როდესაც მსხვერპლთა უმეტესობას ჩავწერდი და სიღრმისეულ შეჯამებას გავაკეთებდი. თუ სურვილი გექნებათ რომ ერთად ვიმუშავოთ, გელოდებით ჩემს ქვეყანაში, თურქეთში. იმედი მაქვს იმის თქმა არ მჭირდება რომ ეს საიდუმლო ვიზიტი უნდა იყოს. პატივისცემით დამოუკიდებელი ჟურნალისტი - ისი დერე ." ტომის პასუხი: ,, მადლობას მოგახსენებთ, გამოხმაურებისთვის. საკვირველია როგორ მოახერხეთ 23 მსხვერპლისგან ვრცელი ინტერვიუ აგეღოთ. არ მიწყინოთ მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია. რადგან თურქეთში ცხოვრობთ, ალბათ პირველად მხვერპლ N1 ესტუმრებოდით. გთხოვთ დამარწმუნოთ რომ ნამდვილად სანდოა თქვენი სურვილი და განზრახვა." პატივისცემით ტომ აარლი.