დასასრულის დასაწყისი
0 ხმა
ტატო ლაფაური
გვარი, სახელი: ლაფაური ტატო
ასაკი: 26 წელი
მოკლე ბიოგრაფია:
1997 წლის 11 ნოემბერს დავიბადე ქალაქ თელავში. 2015 წელს დავასრულე მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლა და სწავლა გავაგრძელე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე. 2017 წელს ერასმუს + გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი ესპანეთში, ბასკეთის უნივერსიტეტში. 2019 წელს დავასრულე საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის საბაკალავრო პროგრამა. 2021 წელს კი დავასრულე საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის სამაგისტრო პროგრამა. დღეისთვის ვსწავლობ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამაზე.
2018 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე, ვიყავი ავიატექნიკოსი, ტექნიკური მომსახურების საწარმოს უფროსის მოადგილე, საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის დეკანი და ამჟამად ვიკავებ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას, ამავდროულად ვარ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტი ექსპერტი.
რამოდენიმე წელია ვმონაწილეობ სტუდენტთა სწავლების პროცესში და ვარ მოწვეული ლექტორი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ამავდროულად გასული წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში, საავიაციო განათლების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციისა და განვითარების მიზნით.
მცირეოდენი თავისუფალი დრო ვცდილობ გამოვიყენო მხატვრულ ლიტერატურაში საკუთარი იდეების რეალიზებისთვის.
მოთხრობათა კრებული, ერთი შეხედვით ერთმანეთთან არავითარ კავშირში მყოფი, სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების, დაუნდობელი დაქირავებული მკვლელის, კლაოს დურეისა და გასაიდუმლოებულ კვლევით დაწესებულებაში გამომწყვდეული პაციენტის, ნიკოლაოს ჰარსტის ისტორიას მოგვითხრობს. მათი ბედისწერა ერთმანეთს უცნაური დამთხვევების მეშვეობით ეჯაჭვება და საერთო მისიით აერთიანებს, პატარა გოგონას გადასარჩენად. მაგრამ თანდათანობით იკვეთება კითხვა: არის თუ არა ეს მოვლენები უბრალოდ შემთხვევითი, თუ მათ უკან იმალება ამოუცნობი ძალა, რომელიც დაუნდობლად აკავშირებს ჩვენი გმირების გზებს მიზნებისთვის, რომელთა არსი ჯერაც უცნობია?
მიმდინარე ტური არ არის აქტიური