ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ეს არ ჰგავს დასასრულს

0 ხმა

ხატია ციხელაშვილი

ბიოგრაფია

ხატია ციხელაშვილი.

37წლის

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

  დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დედა ვარ, ვმუშაობ, ვცხოვრობ სხვებივით...

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა ვწერ, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიპოვე გამბედაობა, ამის გამოქვეყნება ვცადო. ეს უბრალოდ რომანის გამოგზავნა არ არის. ჩემს დიდი ხნის, თუთქმის ოცნებად ქცეულ გეგმას გიგზავნით და თუ არ გამომიქვეყნებთ, არ ვიცი კიდევ ვცდი თუ არა, მაგრამ ამის გაგება არ მინდა... 

სინოპსისი

ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, საკუთარ მესთან ბრძოლაზე, თავისთვის დადგენილი ზღვარის გადაშლაზე და გადაბიჯებაზე. მესთან დამარცხებაზე და გამარჯვებაზე. საკუთარი საქციელების ფასზე და საზღაურზე. კარგად აჩენს ადამიანების მანკიერებებს და მათთან გამკლავება/ ვერ გამკლავების ცდას. რომანი, რომელიც ბევრ ქალში ბრაზს და პროტესტს გამოიწვევს(ალბათ)მაგრამ მაინც დააფიქრებთ. დინამიური და მოულოდნელობებით სავსეა. რომანი სამკუთხედზეა, სადაც ყველას თავისი წილი დანაშაული და გამართლება აქვს. გააჩნია მკითხველის რომელი მხარე განსჯის...

მიმდინარე ტური არ არის აქტიური