ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

საისეი

0 ხმა

ანასტასია ნიკოლაიშვილი

ბიოგრაფია

გვარი: ნიკოლაიშვილი

სახელი: ანასტასია

 

მოკლე ავტობიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქალაქი თბილისი;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

განათლება: 2002-2006 წლებში ვსწავლობდი წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში, 2007-2012 წლებში- 147-ე საჯარო სკოლაში, ხოლო 2012-2014 კვლავ წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში. 2014-2020 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. დავესწარი სასწავლო პროგრამისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ არაერთ ლექციას. 2021 წელს ვსწავლობდი ამავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის რეზიდენტურაზე;

ენების ფლობა: ქართული, ინგლისური, რუსული;

სამუშაო გამოცდილება: 2014 წლიდან ვარ თვითდასაქმებული რეპეტიტორი ინგლისურ ენაში და მთარგმნელი. 2019 წელს გავხდი ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონის“ მოხალისე ავტორი. 2021 წელს ვიყავი მოხალისე სპიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა „ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)” და „ერთად მომავლისთვის/together for the future“. მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა თემატიკის გადაღებაში, როგორც დამწყებ ფოტოგრაფსა და მოდელს;

ინტერესები: ადამიანის შემსწავლელი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ხელოვნება (ხატვა, წერა, მუსიკის შექმნა, ცეკვა, ფოტოგრაფია); კითხვა; ფიზიკური აქტივობა; მოგზაურობა; ჭადრაკის თამაში; კინემატოგრაფია; თეატრი.

 

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ჩემი ნაშრომები გამოქვეყნებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონის“ პლატფორმაზე, ფსევდონიმით „ანეტა“:

https://dendroni.ge/ka/statiebi/saavtoro-kuthkhe/article/80714-qalachuna-da-qalabitca-anetas-blogi

https://dendroni.ge/ka/statiebi/saavtoro-kuthkhe/article/82444-dialogi-anetas-blogi

2024 წლის ოქტომბერში, შემატყობინეს, რომ ჩემი უახლესი ნაშრომი შერჩეულია მენსტრუაციის გარშემო არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ არსებული წიგნისათვის. რადგანაც წიგნზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის, უფლება არ მაქვს გაგიზიაროთ ეს კონკრეტული ნაშრომი. 

სინოპსისი

რა ხდება ფსიქოპათის შინაგან სამყაროში? ჩვეულებრივი და უბრალოა მისი ცხოვრების ყოველდღიური დინება, თუ არის რაღაც ავადმყოფურად უჩვეულო ქაოტურ განცდებში? როგორ ფიქრობ, რამდენად იშვიათია მსგავსი ადამიანი შენს ცხოვრებაში? იქნებ, იმაზე გაცილებით უფრო მრავლად არიან, ვიდრე სტერეოტიპული წარმოდგენები გასწავლიან. თუ მზად ხარ, რომ გაისეირნო მის სამფლობელოში და ზოგჯერ, საკუთარ ანარეკლსაც მოჰკრა თვალი, მაშინ შეგიძლია შეუდგე დღიურის კითხვას. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური