ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თბილისელი ბიჭები

0 ხმა

რუსუდან გოგიძე

ბიოგრაფია

გვარი: გოგიძე

სახელი: რუსუდანი

ასაკი: 66


 

 მოკლე ბიოგრაფია:

 

დავიბადე და სკოლა დავამთავრე პატსრა ლამაზ ქალაქ ტყიბულში. სკოლის დამთავრების შემდეგ 4 წელი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ქ. სარატოვში სამედიცინო ინტიტუტში. სამწუხაროდ დედა გარდამეცვალა და სწავლა თბილისის სამ ინსტიტუტში გაცაგრძელე. ბავშვობიდან მიყვარდა წერა. მთელი ჩემი ცხოვრების ჰობი იყო. ბევრი მაქვს გამოუქვეყნებელი მოთხრობები ზღაპრები ლექსები. ეს კი პირველი სრულყოფილი რომანია ჩემი. 35 წელი ექიმად ვიმუშავე და ეხლა ზუსტად ცხოვრების ბოლოში როცა გადავწყვიტე რომანი დამეწერა სერიოზულად ავად გავხვდი გავიკეთე უმძიმესი ოპერაცია და მაინც გავაგრძელე წერა. ეს ჩემი დიდი სურვილია და დავასრულე სულ ეხლა ხანს. შემთხვევით ვნახე კონკურსის შესახებ და დიდი მოლოდინით ვიღებ მონაწილეობას.


სინოპსისი

 

„თბილისელი ბიჭები“ - დათოს და მისი მეგობრების მოგონებებით სავსე ცხოვრების ამბავზე მოგვითხრობს, რომელიც ბავშვური თამაშებით იწყება და ბავშვური თამაშებით იწყება და თანდათან სირთულეებითა და მტკივნეული გამოცდილებებით მდიდრდება. ბავშვობის პირველი დიდი დანაკარგი - ნოდოს გარდაცვალება - დათოს მთელი ცხოვრების მიზნად აყენებს სხვების გადარჩენას. მოზარდობის ასაკის სირთულეებით, ბაბის მიმართ ცალმხრივი სიყვარულით და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით, პროტაგონისტი გმირობის გზას გადის. აფხაზეთის ომში დათო თავის ბავშვობის მეგობრებთან ერთად ერთვება. ეს არის სითბოსი და ტკივილის, სიყვარულისა და მეგობრობის ამბებით სავსე თხზულება. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური