ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჭინკა ციცინათელა

0 ხმა

ნიკა შენგელია

ბიოგრაფია

ნიკა შენგელია - 23 წლის. ვცხოვრობ თბილისში, დიღმის მასივში.

საკუთარ თავზე მოყოლის დიდი მოყვარული არ ვარ, მითუმეტეს რომ, არა მგონია, ფასეული ინფორმაციის მოწოდება შევძლო. ვფიქრობ, ნაწარმოები თავად გიამბობთ ჩემზე გაცილებით მეტს...

იმას კი ვიტყვი, რომ უკვე რამდენიმე წელია ვწერ. გამოქვეყნებით, სამწუხაროდ, ჯერ არაფერი გამომიქვეყნებია, თუმცა ვიმედოვნებ, მალე ეს ფაქტი შეიცვლება.

სული - ხელოვანის მაქვს, უფრო კონკრეტულად, მწერლის, ხოლო ტვინი - მათემატიკური. ალბათ ამიტომაც ვარ მათემატიკის მასწავლებელი. 

სინოპსისი

„ჭინკა ციცინათელა“ 90-იანი წლების თბილისზე გვიამბობს. ერთი მხრივ, სოფელში გაზრდილი ლადოს პერსპექტივიდან, მეორე მხრივ კი, სოლოლაკში გაზრდილი ანას.

ეს ორი განსხვავებული ადამიანი სრულიად შემთხვევით გადაეყრებიან ერთმანეთს მას შემდეგ, როდესაც ლადო გამოცდაში ჩაიჭრება და სირცხვილის გამო, მტკვრის ნაპირას გადაწყვეტს განმარტოებას. სწორედ ასე იკვეთება ის ორი სამყარო, რომელთაც თითქოს არ ეწერა სულაც შეხვედრა. ეს არის ისტორია თავისუფლებისა და იმ ადამიანური პრობლემების, რომლებიც ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვებაში გვიშლიან ხელს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური