ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჭუჭრუტანაში

0 ხმა

ნიკოლოზ ყვავაძე

ბიოგრაფია

სახელი: ნიკოლოზ

გვარი: ყვავაძე

ასაკი: 23

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი

დავიბადე ქ. თბილისში 2001 წლის 26 იანვარს. დავამთავრე ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლა. შემდგომ განვაგრძე სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც დავამთავრე ფაკულტეტი „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“. ამ დროისათვის, იმავე უნივერსიტეტში, ვსწავლობ სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე“.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

ჩემი პირველი სერიოზული მცდელობა იმისა, რომ შემექმნა პროზაული ნაწარმოები, დაიწყო 2020 წელს. აღნიშნული წიგნი - „ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია“ დავამთავრე 2022 წელს და იმავე წელს მივიღე მონაწილეობა პალიტრა ელის კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“. „ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია“ მაქვს გამოქვეყნებული საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. ამჟამად სამი სხვადასხვა ჟანრისა და შინაარსის წიგნის წერის პროცესში ვარ. ასევე მაქვს ლექსების კრებული. ჯერჯერობით ჩემი ლექსები არსად არ გამომიქვეყნებია. ნაწარმოებები, რომელთაც ვქმნი, ყველა სხვადასხვა ჟანრს მიეკუთნება, მაგრამ ყოველ მათგანს აერთიანებს ერთი რამ, რაც დრამისკენ მიდრეკილებაა.

სინოპსისი

      ყოველი ჩვენგანის ცნობიერება სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ საბოლოოდ ადამიანები ცხოვრებაზე წარმოდგენებით გარკვეულ კატეგორიებად მაინც ვერთიანდებით. „ჭუჭრუტანაში“ არის ნამუშევარი, სადაც მკითხველი სხვადასხვა ხასიათის, რწმენისა და შეხედულებების მქონე პერსონაჟების სიტყვებით ეცნობა სიუჟეტს. ამ წიგნში არ არსებობს ერთი მთხრობელი. პერსონაჟები და თავად ავტორიც საკუთარი ცნობიერების ჭუჭრუტანიდან ყვებიან ამბებს. ნაწარმოებში ასევე ჩართულია მათი ზოგადი მოსაზრებები ცხოვრებაზე, რომლებიც პარალელურად თან გასდევს წიგნში მოთხრობილ ამბავს. აქ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია, აქ უმნიშვნელო არავინაა.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური