თაფლისფერთვალა
0 ხმა
ნინო კონცელიძე
მე ნინო კონცელიძე დავიბადე 2002 წლის 20 მაის, ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ გორგაძებში.2024 წელს დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.ძალიან მიყვარს კითხვა, განსაკუთრებით თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედების. აქტიურად ვეცნობი,როგორც პროფესიულ ასევე მხატვრულ ლიტერატურულ სიახლეებს.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა წერა. ხშირად ვქმნიდი ჩანახატებს, ვიგონებდი ზღაპრებს, რომანებს. გმირებს კი ქართულ სახელებს ვარქმევდი. ჩემთვის წერა სიმშვიდესა და გულწრფელობასთან ასოცირდება. რაც განსაკუთრებით იკვეთება ჩანაწერებში განვითარებული მოვლენების მიმართ, ნამდვილი/გულწრფელი დამოკიდებულება. მიხარია,რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობას ვღებულობდე კონკურსში- „გახდი ბესტსელერის ავტორი“.
კონკურსში მონაწილეობას ვიღებ რომანით „თაფლისფერ თვალა“, რომელიც კონკურსამდე არსად გამოქვეყნებულა. რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა მივიღე აჭარის რეგიონალური ცენტრის მიერ დაორგანიზებულ ლიტერატურულ ჰაბში, პროექტის ფარგლებში გავხდი წიგნის თანაავტორი, რომანით „შენ“. ნამუშევარის გამოქვეყნებით გადავლახე ყველა ის უხერხულობა და გაურკვევლობა რისი შიშიც მქონდა. მიღებულმა გამოცდილებამ შემმატა გამბედაობა და თვითრწმენა.
რომანი „თაფლისფერ თვალა“- ში მოვლენები ვითარდება თანამედროვე საქართველოში. ისტორია მოგვითხრობს ერთ დიდ ოჯახზე, რომელიც ერთად დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ. თუმცა ფორტუნა ყოველთვის კეთილი გმირების მხარეს როდია? მოულოდნელმა მოვლენამ ერთი ჟღალთმიანი პატარა გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ანას ადრეულ ასაკში მოუწია მშობლის როლის მორგება. შეძლებს, კი გააკეთოს სწორი არჩევანი? გაუწიოს დედობა თავის ძმიშვილს თუ გააგრძელოს კარიერული განვითარება? შეძლებს იყოს კარგი დედა ბავშვისთვის, რომელიც მისი შვილი არ არის? შეინარჩუნებს კარიერას თუ სამუდამო უარს იტყვის? ექნება თუ არა ცუდ დასაწყის ბედნიერი დასასრული?.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური