ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თაფლისფერთვალა

თაფლისფერთვალა

  თაფლისფერთვალა -დედა ამ ყუთში რა დევს? კომოდის უჯრიდან ამოიღო პატარა ზარდახშა და მომირბენინა მართამ, თან ინტერესით აბრიალებდა თაფლისფერ თვალებს. ცდილობდა ყუთი გაეხსნა, თავისი თვალით ენახა შიგთავსი.-ეს ჩემი მოგონებების ყუთია გამოვართვი დაუფიქრებლად, მეც თანატოლი გავხდი მისი. გაოცებული თვალებით მიყურებდა, ასე არასდროს მოვქცეულვარ.თვალის დახამხამებაში გავლილი 35 წელი იყო, ამ პატარა ზარდახშაში. თავგადასავლები, რთული მარტო გატარებული დღეები, გათენებული ღამეები და მონატრება, რომელიც ყველაზე მეტად მანგრევდა.  ყოველ ღამით წესად მქონდა ზარდახშის გახსნა და თავიდან დათვალიერება. ყველა ნივთი ვიცოდი სად იდო, ასიმეტრიულად, როგორ ჩაეტეოდა. თვალებდახუჭულსაც კი შემეძლო ყველაფრის ჩალაგება. როცა ყუთს გავხსნიდი ნივთების ისტორიები, მოგონებები ჰაერში მიმოიფანტებოდა, შემდეგ ვცდილობდი თითოეული შემეგროვებინა, წარსულში მემოგზაურა და ახალი შემემეტებინა. 2010 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ერთი პატარა ქართველი ჟღალთმიანი, ჭორფლებიანი გოგო, რომელიც პეპის გავდა ყველამ გაიცნო, ყველა დაინტერესდა და თვალს ადევნებდა. მომწონდა თუ არა ? სიმართლე გითხრათ ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობა იყო და დიდად არც მომწონდა. მაშინ მე-3 კურსზე ვიყავი, ვფიქრობდი, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი და მართლაც არ გამიკეთებია. ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ვცდილობდი სხვებს დავხმარებოდი, საკუთარ თავსაც და ოჯახსაც. ფორტუნა ჩემს მხარეს იყო, ვეცნობოდი ახალ ადამიანებს, მათ ყოველდღიურ რუტინას ვერწყმოდი, ვიზიარებდი მათ პრობლემებსა და სიხარულს, შემდგომ ერთად ვლახავდით. ახლა კი დადებითად მახსენდება ეს დრო. ყველაფერი 2015 წლიდან დაიწყო, აქ ფორტუნამ ჩემს საწინააღმდეგოდ დაიწყო ტრიალი. რიგრიგობით მტოვებდა ყველა. მე კი, ცივი ქვის წინ ვიდექი გაშეშებული. ყოველ ჯერზე ვამბობდი, რომ მე არ მინდოდა იქ ყოფნა. ეგოისტი ბავშვივით ვიყავი, საკუთარი თავი რომ არ ემეტება, მაგრამ სხვა ემეტება. სხვაში ვხედავდი იმ სიძლიერეს, რაც მე არ მქონდა. აღარ შემეძლო. ყოველ ჯერზე ვამბობდი, რომ მორჩა ყველაფერი. წერტილი დაესვა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ვნახულობდი ძალას ცხოვრების გაგრძელების, ჩემთვის და მათვის ვისაც მე ყოველთვის ვსჭირდებოდი. ასე გავიდა 35 წელი, ახლა კი მადლობელი ვარ, მადლობელი რომ მართა მყავს, რომლის დაკარგვის ყველაზე მეტად მეშინია.   2015 წლის 23 მაისი, ხოზრევანიძის კლინიკა. სამწუხაროა, ჩვენ ვეღარაფერს შევძლებთ, დერეფანში გამოსულმა ექიმმა მითხრა. ფეხზე მყარად ვიდექი. არაფერი მესმოდა, ექიმს ვუყურებდი, მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობას ვხედავდი, ის კი გაუჩერებლად მიმეორებდა ანა დასრულდა ყველაფერი, ჩვენ ვერ შევძელით მათი გადარჩენა, ვწუხვართ. იქვე ჩავიკეცე ,ყურებზე ხელი ავიფარე ვითომ რამეს შევცვლიდი ამით, მაგრამ პირველი ინსტიქტი იყო ალბათ. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ექიმის ეს სიტყვები არ გამეგო.  მარტო დავრჩი....მარტო დავრჩი.....გულში, მხოლოდ ეს ხმა მესმოდა. ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ არ იყო ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა. ხელს ჩამჭიდებდა.  სანდრო... სანდრო... შენც გაიგე, რაც ახლა მითხრეს? სად არის ლუკა? დამშვიდდი… დამშვიდდი... მიმეორებდა სანდრო და ჩემს ფეხზე წამოდგომას ცდილობდა.  ტელეფონი არ ჩერდებოდა, უცხო ზარები, უცნობი ნომრები, ტელევიზია. გაუჩერებლად რეკავდა. ავტოკატასტროფის შედეგი აინტერესებდათ. არავის აინტერესებდა მართლა მტკიოდა თუ არა, ყველა იმას მეკითხებოდა გავაგრძელებდი თუ არა ბიზნესს, გავყიდდი თუ არა წილებს. მე, კი 4 გვამის წინ ვიდექი და არ ვიცოდი, რომელს ჩავხუტებოდი, რომელი დამეთვალიერებინა. 4 გვამი მიწას მივაბარე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა დეტალი მე თვითონ მოვაგვარე. სანდრო გვერდიდან არ მშორდებოდა. ერთადერთი ჩემი ოჯახი მყავდა, ვინც ჩემს გვერდით იყო მუდამ, ახლა ესეც აღარ მყავს, მხოლოდ მართა დამრჩა.  23- ში ჩემი ძმა, მისი ცოლი, დედა და მამა. მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ, მართა მე დავიტოვე. ისეთი მოცუცქნული იყო, მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა. ის დღე ძალიან მოწყენილი იყო, ვერაფრით შევძელი მისი გამხიარულება, მეც არ ვიყავი ბედნიერი. დამირეკეს და მაცნობეს, რომ ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ვერ გავიგე ჩემი დახმარება უნდოდათ, როგორც ადვოკატის, თუ რატომ მირეკავდნენ, ბოლოს კი მითხრეს რომ საავადმყოფოდან მირეკავდნენ , რახან ბოლოს ჩემს ძმას ჩემთან ჰქონდა დარეკილი. ჩემი მისვლა იყო საჭირო.  ვუყურებდი მართას და თავს ვერ ვიკავებდი ბავშვის შეშინება არ მინდოდა, წნეხისა და ტკივილის მიუხედავად ცივი გონებით აზროვნებას ვახერხებდი. ოჯახის დამხმარე ქალს დავურეკე, მართას ვისაც ანდობდა ნაკო. მართა სანდო ხელში დავტოვე და წავედი საავადმყოფოში. სად მივდიოდი, რატომ რა დამხვდებოდა იქ. დამხვდებოდა კი ვინმე? არაფერი ვიცოდი, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რომ ყველა კარგად იქნებოდა. შიში, რომელიც მთელი ცხოვრება თან დამყვებოდა, მათ გარეშე ცხოვრების გაგრძელების სწავლა იყო.  გარდაუალი ფაქტია გარდაცვალება, მაგრამ ვინ? როდის და რა ვითარებაში? ამას ვერავინ ვერ შეცვლის. ვერ დაადგენს წინასწარ. ყვეელაფერი დაგვიანებული იყო, შედეგი დამდგარი. ყვირილი და ვაება ვეღარ შეცვლიდა ფაქტს მაშინ, როცა პასუხისმგებლობა სხვაზეც გეკისრება, როცა იაზრებ, რომ შენ მასზე დიდი ხარ და ახლა ისიც უნდა გაზარდო ისე, როგორც თავის დროზე სითბოსა და ალერსში გზრდიდნენ შენ. შეძლებ?? დატოვებ? ვისთან? არ მოგძებნის, როცა გაიზრდება? შესაძლოა და რას უპასუხებ შემეშინდა.   შემეშინდა შენთან ერთად ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ არ მეშინოდა, როცა საკანში მარტო მკვლელებს ვხვდებოდი, რომელსაც ერთ წამში შეეძლო ჩემი იქვე მოკვლა და შენ რომელსაც მხოლოდ სიყვარული გჭირდებოდა მიგატოვე? ამას ვერ გააკეთებ, ვერასოდეს. ვერ გაიქცევი, თუ ერთხელ, მაინც მიიიღე ეს გადაწყვეტილება იცი ხომ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი? ნუ სვამ კითხვას დაიჯერე არ არის შეუძლებელი, უბრალოდ შენაც ცდი, ნაკო ხომ განდობდა ხოლმე, მაგრამ მასწავლიდა. კარგად ხომ ისწავლე. თავი უნდა ამიფეთქდეს ამდენი ფიქრით, ფიქრს არაუშავს მთავარია გადაწყვეტილებამ არ აგიფეთქოს ცხოვრება, მომავალზეც დაფიქრდი. შენ თვითონაც ვერ იქნები მშვიდად, როცა გეცოდინება, რომ…. აღარ დაასრულო. ის ჩემი ძმიშვილია. ეგრე დაგვეწყო საუბარი, ახლა ყავას გაგიკეთებ. წამოვწვე? წამოწექი. საჭმელიც მოგიმზადო უნდა. -არ მინდა არაფერი. -ანა, წარბი ამიწია მატილდამ. ნეტა შენს ძმიშვილს გამხდარი მამიდა ხელის კანკალით აჭმევს საჭმელს. -მე ჯერ მზად არ ვარ.-ან, მომიახლოვდა და ჩამომიჯდა გვერდით, არასოდეს იქნები მზად ხომ იცი. თვალებში მიყურებდა დაჟინებით. ნელ-ნელა უნდა შეეგუო, უნდა ვცადოთ. თან მშიერი ვერ იქნები. მარტოც არ ხარ. მატილდას მალევე მოუწია წასვლა.ისევ მარტო დავრჩი, სახლი რომელიც მთელი ცხოვრება პატარა მეჩვენებოდა, ახლა უზარმაზარი გახდა.  დაკრძალვის შემდეგ მე და მართას ერთად მოგვიწია ცხოვრების გაგრძელება, ვფიქრობდი რომ მორჩა, ამას მართლა ვეღარ გავუძლებდი. ტკივილი ძლიერდებოდა, როცა მარტო ვრჩებოდი ყველა კუთხეში მოგონება იყო. ახლა კი დიდ სახლში მე და უმანკო არსება დავრჩით. ხანდახან ნანა შემოივლიდა ბავშვს შეათვალიერებდა , სახლს მიალაგებდა, ძალიან მეხმარებოდა. ნაკო ძალიან უყვარდა,შვილივით ჰყავდა გაზრდილი, ეხლა მართას ზრდიდა. მახარებდა ის ფაქტი რომ მართას აღზრდაში ნაკოს მშობლებიც მეხმარებოდნენ, თუმცა მათ უფრო უჭირდათ ბავშვთან დროის გატარება, ხანშიშესულები იყვნენ მის დანახვაზე თავს ვერ იკავებდნენ, ძალიან ამსგავსებდნენ მათ გოგოს. მე ვხვდებოდი, რომ მართას არაფერი დაუშავებია, ჩვენს შორის ყველაზე დაჩაგრული ის აღმოჩნდა. სულ რამდენიმე თვე შეძლო თავის მშობლებთან ერთად ყოფნა, ჩვენ კი მთელი ცხოვრება გავლიეთ, ვიცოდით როდის წყენდათ და როდის უხაროდათ. შეგვეძლო მათი მოციმციმე თვალებისათვის გვეცქირა. მართას კი ნაკოს დღიური დარჩა, რომელსაც ორსულობის დროს ავსებდა. ძილის წინ თითო ფურცელს ვუკითხავდი ჩემს თაფლისფერთვალა გოგოს, ესე ეძახდა სიგიჟემდე შეყვარებული ლუკა თავის გოგოს.   გადავწყვიტე დღიური მე გამეგრძელებინა, ჩამეწერა ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი. ვფიქრობდი, როცა გაიზრდებოდა მას გადავცემდი. თუ მას არ მოეწონებოდა ის გარემო, როგორის შექმნასაც შევძლებდი მიხვდებოდა, რად დამიჯდა ეს ყველაფერი. ეს ცოტა ეგოისტური განაცხადი იყო, თითქოს ვიცოდი, რომ ვერ გავუკეთებდი ყველაფერს, მაგრამ არასოდეს უნდა დამეკვეხნა იმით, რასაც გავუკეთებდი და რა გეგმების გადადებაც არ უნდა მომწეოდა მისთვის ყველაფერი უნდა გადამედო, ოღონდ ის ყოფილიყო კარგად. ვფიქრობ, ეს ცოტათი არასწორი შეხედულება. მე მართას გათამამებულს ვერ გავზრდიდი. უბრალოდ აღვწერდი ყველაფერს, რაც რეალური იქნებოდა და გადაწყვეტილებას ჩემი თაფლისფერთვალა თვითონ მიიღებდა. ძალიან უყვარდა წიგნების გადაფურცვლა. უნდა გენახათ პატარა ფუმფულა თითებით. როგორ შლიდა ფურცლებს. ნაკოს და ლუკას ბევრი წიგნი ჰქონდათ ნაყიდი, რომელსაც უკითხავდნენ ძილის წინ, ან მთელი დღის განმავლობაში. ნაკოს რეჟიმი ჰქონდა გაწერილი როდის რა უნდა გაეკეთებინა, ამაში დედაც სიამოვნებით ეხმარებოდა.ერთმანეთს ძალიან შეეწყვნენ, მამა კი როგორც ყველა ქართველ ბაბუას შეეფერება მაშინვე სტაცებდა მათ ბავშვს. ეყოფა ამდენი ჩემი გოგო ისედაც ნიჭიერიაო , მართას კი მოსწონდა თამაში ბებოსთან და დედასთნ. რომ არ ეტირა მაშინვე ეტყოდა ბაბუა მოდი გავისეირნოთ, გასეირნება მასზე იყო. თვითონ აიღო ეს პასუხისმგებლობა და თანაც დიდი სიამოვნებით აკეთებდა. ყოველ დღე ახალ -ახალ ადგილებში დაჰყავდა, როცა მოვიდოდა მაშინვე ახარებდა ნაკოს როგორ უყურებდა და აკვირდებოდა საგნებს,მაშინვე მიიღებდა შექებას და ეს მას კიდევ უფრო ათამამებდა.  სახლში მისვლა სიხარულის ტოლფასი იყო, როცა მთელი ოჯახი ჟრიამულობდა. მე ბევრი დავკარგე, მაშინ მხოლოდ ვიდეო ქოლით ვახერხებდი ჩართვას. ერთ ადგილას არასოდეს მიწევდა ყოფნა, ყოველთვის ვპოულობდი საქმეს რომელიც ახალი ადგილის ნახვის შესაძლებლობას მიჩენდა. ეხლა კი… ეხლა ვნატრობ იმ ზარებს რომელსაც თავის დროზე ვერ ვუპასუხე. წერილებს რომელსაც მშობლები მწერდნენ.ყველაფერი მოგონებად იქცა რომელსაც ყოველი ძილისწინ ვათვალიერებ, რომელიმე ხომარ დამკარგვია. სამომავლო გეგმები, რომელიც ერთად უნდა გაგვეკეთებინა,მართას ბევრი და ძმა უნდა ჰყოლოდა. მამიდაშვილებიც, ესე იცოდა საუბარში ჩამატება ლუკამ, როცა მისი შვილების ოდენობას განსაზღვრავდა. ეს იყო ცხოვრების ყველაზე დიდი არჩევანი, ან უნდა გამეგრძელებია დაწყებული. მართასთვის გამეწია მშობლობა, შემექმნა მისთვის საუკეთესო ოჯახი. ვერ შევძლებდი, მე ისე ვერ შევიყვარებდი, როგორც მის მშობლებს უყვარდა, მე იმის ნახევარსაც ვერ გავუკეთებ ჩემს გოგონას, რასაც ლუკა გეგმავდა, მე ვერ გადავდებდი გეგმებს, ისე როგორც ნაკო, ვერ ვატარებდი პატარას პროცესებზე, დედას კი დაჰყავდა გადაცემებზე. მე ვერ ვიქნებოდი იდეალური, მაგრამ ვისთვის უნდა მიმენდო მართა, სად უნდა წამეყვანა.   სახეზე წყალი შევისხი, საკუთარ თავს სარკეში შევხედე. როგორი საცოდავი ხარ ხვდები? მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. მაშინ, როცა ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი ვიყავით, მაშინ დავრჩი უბედური და თან მარტო. არ მყავს ძმა, რომელიც გამამხნევებს ან დამელაპარაკება.  კარზე კაკუნია, გამოვედი აბაზანიდან. არავის ნახვის თავი არ მქონდა, ისევ ჟურნალისტები იქნებიან, გავიხედე ჭუჭრუტანიდან თუ ჟურნალისტები იქნებიან არ გავუღებ კარს, გავიფიქრე. ჭუჭრუტანის მიღმა ჭაღარაშერეული, დანაღვლიანებული კაცი იდგა, რომელიც რეპეტიციობდა, როგორ გაეღიმა, თვალზე ცრემს იწმენდა. ეჰ, ბიძაჩემო ჩვენ ერთ დღეში ვართ. გავუღე კარი შემოვიდა, რეპეტიციას შედეგი გამოუღია სცადა გაეცინა და ისე მომსალმებოდა თითქოს ყველაფერი ძველებურადა და მკითხავდა ლუკა სახლშია?  მისაღებ ოთახში შევიპატიჟე. სახლში აუტანელი სიჩუმე იყო. ორივე ვდუმდით, ვერცერთი ვიწყებდით საუბარს, ან რა უნდა გვეთქვა, რას განიცდიდა ის დის სიკვდილით და მე ძმის სიკვდილით?  -მართას სძინავს? სიჩუმე დაარღვია ბიძაჩემმა.- კი, ახლა ჩაეძინა, ცოტახანი ძიძასთან უნდა დავტოვო. ყავას დალევ?-კი და დავილაპარაკოთ. ხმაში ბრაზი ერეოდა.-შენ, როგორ ხარ?- როგორ ვიქნები, ვფიქრობ?- რაზე?- ჩემს დიშვილზე, ძიძასთან დავტოვო, თუ ჩემთან. გამიღიმა- ვიცი, რასაც გულისხმობ. მართას არ დავტოვებ ძიძასთან, ეს ხომ იცი?- არ ვიცი. ძალიან მკაცრად მიპასუხა.- ვიცი, ლუკა ასე არ იზამდა, ჩემს შვილს გვერდიდან არ მოშორდებოდა, მე დისტანციურად ვესაუბრები. რასაც შევეხე ყველაფრი ხელიდან გამომეცალა, მეშინია. ყავა მაგიდაზე დავდე და ბიძაჩემის წინ დავჯექი. მეშინია გესმის, თვალებში შევხედე ორივეს ცრემლით გვქონდა სავსე. -არ შეგეშინდეს მე აქ ვარ. გულში ჩამიკრა, როგორც ყოველთვის აკეთებდა.ისევ, მან გააგრძელა. შენ გაიზარდე, თანაც ძალიან ბოლო დღეებმა დიდი გამოცდილება მოგცა, რთულია ყველას ერთად დაკარგვა, მაგრამ შენ ამას ვეღარ შეცვლი. მოცემულობა ასეთი. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ისევ გააგრძელა. ფიქრობ მხოლოდ შენ გიჭირს, შენ დაკარგე ნაკო და ლუკა. მე რა გავაკეთო? მე, მხოლოდ დედაშენი მყავდა. თავი მოვიკლა? თვალებში ცრემლები ჩაუდგა. გგონია მე მინდა მის საფლავზე ვიარო ყოველდღე? იქ მოუყვე ჩემი ამბები? გგონია ეს მსიამოვნებს? არა არ მსიამოვნებს. ვერ ვუძლებ როცა მისი ხმა არ მესმის, როცა არ მირეკავს და არ მესაუბრება, მისი შეშინებული თუ გაოცებული ხმა არ მესმის, არ მიყვება სიხარულით, როგორ ანდო ნაკომ მას ბავშვი მარტო, როგორ არ მითიშავს ყურმილს უცებ და მიზეზი მართა გესმის მართა, ეს პატარა საყვარელი ბავშვი, რომელიც სიგიჟემდე გვიყვარს. შენ არ იყავი, რომ გვირეკავდი და ყოველ წამს მას უყურებდი, შენ არ იყავი რომ წუწუნებდი აღზრდაში თუ არა გაზრდაში მონაწილეობა ვერ მივიღეო. ახლა რას შვრები ფიქრობ? და ბავშვი სად უნდა გაუშვა, ვისთან? ბებია-ბაბუასთან რომესაც ბავშვის გაზრდა არ შეუძლიათ, დანაღვლიანებულ გარემოში უნდა გაიზარდოს თუ გათამამებული უნდა იყოს ძიძის სიყვარულით და მე და შენ რა უნდა ვქნათ ? მხოლოდ დაბადების დღეებზე ვიაროთ და ძვირიანი საჩუქრები ვუზიდოთ? მერე , მერე ანა იფიქრე რა იქნება მერე? რა ბედი ელის ჩვენს გოგოს, ეცოდინება რომ ყავს მამიდა, მაგრამ სამსახურის სიყვარულს აყოლილმა ვითომ ვერ იპოვა დრო რომ ის ნახოს სულ დაკავებულია. გჯერა მაგის, გჯერა რომ სულ სამსახურში იქნები. მე არა! შენ ოფისში ვეღარ გაჩერდები მარტო ლუკას საფლავზე გადახვალ საცხოვრებლად, დღეს რამდენჯერ იყავი. ცდილობდა ტონს არ აეწია და ბავში არ გაეღვიძებინა. იცოდე თუ მის მიტოვებას გადაწყვეტ ან ძიძასთან 24 საათი დატოვებას მე წავიყვან ჩემთან და ძიძას ძალიან ცოტახნით დავიხმარებ ხოლმე, როცა გინდა ნახე, მაგრამ მას ყველაფერი ეცოდინება.  დედაშენი ძალიან მიყვარდა, მან მასწავლა ეს. სიტყვების პოვნა და ერთმანეთზე გადაბმა ძალიან უჭირდა. სიყვარული მასწავლა, ერთგულება და ზრუნვა. ყოველი დღე მიხაროდა როცა მას ვხედავდი, ის ჩემს გვერდით იყო მაშინაც კი როცა მე ძალიან შორს მიწევდა ყოფნა, ხმა არ ებზარებოდა და თვალზე ცრემლს არ მაჩვენებდა ჩემს გასაკეთებელსაც მან აკეთებდა, მაგრამ მე მეკითხებოდა ასე ჯობია თუ არაო. დედაშენი, რომ არ ყოფილიყო მე ახლა შენს წინ ვერ ვიჯდებოდი. შენ გავხარ დედას. მედგრად დგანხარ. სიყვარული შენაც გასწავლა დედამ, გაიხსენე როგორ გიყვარს ლუკა, ან რას აკეთებდი მართასთვის. არ დაივიწყო ახლა ჩვენ მას ვჭირდებით, ის ჩვენი გოგოა. მარტო ვერ დავტოვებთ, არც მიფიქრია. იცოდე, რომ მარტო არ ხარ. მართა ჩემი გოგოცაა, გამიღიმა. არ გაიყინო.-რა ვერ გავიგე? - მართას შენ ემოციებით სჭირდები. გაგვიჭირდება, ხომ ვიაზრებთ ორივე რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა თავად გვკითხავს მშობლებზე, ან იმაზე ვის საფლავზე დავდივართ.- ვიცი, მაგისთვის ვემზადები, მაგისთვის მინდა ეს დღეები იყოს ძიძასთან. მე მართას ვერ ვატარებ პროცესებზე. გახსოვს ნაკოს დაყავდა სამსახურში, მაგრამ მე მას ვერ გავაცნობ იმ საზოგადოებას, რომელიც შეჭამს.  საზოგადებას რომელიც არ ფიქრობს ფულისა და ქონების გარდა სხვა არაფერზე. ჟურნალისტები მხოლოდ იმას მეკითხებიან რას ვუზამ ლუკას აქციებს. მისი ვითომ მეგობრები და კოლეგები მირეკავენ რომ წილი მივყიდო, მე არ მაქვს ეხლა ამის დრო. - შესაძლებლობა მიეცათ.-  სანდროს უნდა დავურეკო, დახმარება უნდა ვთხოვო. ისიც რთულ მდგომარეობაშია.  ძალა უნდა მოვიკრიბო, ვხვდებოდი რომ მე უნდა გამემხნევებინა ჩემი ძმისშვილი, მისთვის მოგონებები მე უნდა შემექმნა. დედაზე და მამაზე მე უნდა მომეყოლა.  სანდრო თვითონ მოვიდა ჩემთან. არცერთი წამი არ დავუტოვებივარ მარტო, ლუკას საუკეთესო მეგობარი არის. ნაკოც თვითონ გააცნო. ძალიან ცოტა აღმოჩნდა გულწრფელი ადამიანი, რომელიც ბოლომდე იყო ჩვენს გვერდით, უბრალოდ რომ იყო და არ ფიქრობდა ქონებაზე, რაც ლუკამ დააგროვა, აბა მე ცოცხალი ვიყავი. სანდრო და ლუკა ერთად იყვნენ საქმეში, შესაბამისად ყველა დეტალი თავად უფრო კარგად იცოდა, როგორც კი გავიგე უბედური შემთხვევის შესახებ პირველი სანდროს დავურეკე იმ წამიდან დღემდე, მუდამ ჩვენთანაა.  კარებზე ზარის ხმა გაისმა, ბიძაჩემს ძალიან გაუკვირდა. ვინმეს ელოდები. არა, შეიძლება მატილდა დაბრუნდა.  მე გავაღებ,უცებ ფეხზე წამოდგა ბიძაჩემი, კაცმა არ იცის ვინ იქნება. ჩვენი სანდრო ყოფილა, სიხარულით გამოაღო კარები.  სანდროს საზრუნავი და სადარდებელიც მართა იყო, ვეღარ მივედი ობიექტებზე სამსახურს ახლოს ვერ ვეკარები, როცა ვიცი რომ ღლიცინით ლუკა არ შემოვა, ვინმე ახალი გოგოს ფოტოს არ მაჩვენებს და არ დამიწყებს ჯიჯღინს მეც მინდა ნათლია გავხდეო, სად არის მართა. სძინავს? ნახვა მინდოდა, რამე ხომარ გჭირდებათ, რომ მოვიტანო? შემოსვლამდე უცებ მოგვაყარა სათქმელი.- არა, სანდრო არის ყველაფერი.- ხო მალე ალბათ, არც დაჭირდება და ძიძის ნომერს მოგცემს, საუბარში ჩაერთო ბიძია. ჩამოჯექი მიუთითა ბიძიამ.  სანდრო ოჯახის წევრსავით იყო, ხშირად ვსეირნობდით მე, სანდრო და ლუკა ერთად, როცა შემეძლო მეც სულ მათთან ერთად ვიყავი  ასე რომ თავადაც კარგად მიცნობდა ზედმეტი ახსნა აღარ იყო საჭირო მართლა რის გამკეთებელი ვიყავი, მაგრამ მან ბიძიასგან განსხვავებით უფრო გამიგო. - გიჭირს მარტო მასთან ყოფნა? ხომ არ გვეპოვა ვინმე კარგი ფსიქოლოგი? რომ დაგვეხმაროს ემოციის მართვაში.- ჯერ არ მინდა, დღეს ბიძიამ და მატილდამ შეასრულა ეგ როლი. უბრალოდ დავალაგო უნდა ყველაფერი, შენ?-ნაღვლიანი მზერით შემომხედა, მხრები აიჩეჩა და მზერა იატაკისკენ მიმართა. ისევ სიჩუმემ მოიცვა სახლი. პირველი ნაბიჯები, სიტყვები ყველაფერს ვუყვებოდი ცივ ქვას, ვფიქრობდი რომ ესმოდათ და უხაროდათ. მართაც თანდათანობით იზრდებოდა, წარმატებული ხდებოდა, საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში, უცხოენებს ადვილად სწავლობდა, 10წლის ასაკში 5 ენა იცოდა, თავისუფლად საუბრობდა. პირველად დედა მე დამიძახა შევეცადე მისთვის ამეხსნა ყველაფერი. ზღაპრები, რომელსაც ძილის წინ ვუყვებოდი ნაკოსა და ლუკას სიყვარული იყო, ნაკოს დღიურიდან. ჩანახატებს ვაკეთებდი, როცა დიდი გაიზრდებოდა ეს რომ წაეკითხა.   ამ ტკივილის საპირწონედ მართა მყავდა, რომელიც მახარებდა ყოველ დღე, სიცოცხლისა და სუნთქვის მიზეზი გახდა ჩემი პატარა ქალბატონი. ტალღოვანი თმა აქ როგორც მამამის, დიდი ყავისფერი თვალები დედასავით. თბილი, ტკბილი გული ორივე მშობელსავით. მოუსვენარი და მსუნაგა იყო.  12 წლის , მართა გაცვლითი პროგრამით ამერიკაში წავიდა. მისი თხოვნა იყო მარტო არ დამეტოვა ისე ყოფილიყო, როგორც ბავშობაში იყო, გული გამითბა. იცით რატომ? მართა ჩემი გული იყო, სული და ცხოვრების მიზეზი. ვშიშობდი ისე არ გავმხდარიყავი დამოკიდებული რომ ბავშვი შემეწუხებინა, ვიცოდი ჩემს ძმას, როგორ უნდოდა მამობა და იმასაც ვხედავდი, როგორ ზრუნავდა იმ დროის მანძილზე, რაც ერთად იყვნენ. მე მზად ვიყავი ნებისმიერ დროს ეთქვა ჩემთვის ჩემს გოგოს რომ მარტო სურდა ცხოვრება, მაგრამ ის ყოველთვის მიმეორებდა რომ ჩემთან ერთად სურდა ცხოვრება, ბედნიერი იყო რომ მე ვყავდი და დიდხანს უნდოდა ვყოლოდი. ისე მახარებდა ეს სიტყვები ძალიან ძალიან.  ჩემი კარიერა და მართას სწავლა ერთად ვითარდებოდა. როცა მასწავლებელი შეაქებდა ძალიან უხაროდა, ყველაფერში თავისი ინიციატივით ერთვოდა. სკოლაში რამე საინტერესო აქტიობა თუ იქნებოდა მართაც იქვე იყო. ყველას იცნობდა, მეც სხვა რა დამრჩენოდა მიხაროდა მისი წარმატება, ვუსმენდი და ჩემს აზრსაც ვუზიარებდი სავარაუდო მოსალოდნელი შედეგების მიმართ. ხშირად კონფლიქტით სრულდებოდა. ჩემი თაფლისფერთვალა გოგო ძალიან მინდობი იყო, ყველაფერში შეეძლო დადებითის პოვნა. ცუდ ამბებშიც კი, კარგია ამაში მე რომ არ დამემსგავსა, მაგრამ ატირებული მართას ცქერა ძალიან არ მსიამოვნებდა.  თინეიჯერობა ცოტა რთულად გადავიტანეთ, თვითონაც შეეჯახა ტყუილს, მიტოვებას, მაგრამ აგრძელებდა მიზნისკენ სვლას. ჩხუბი და კამათი ხშირად გვქონდა, ერთხელ ასეთი კამათისას მითხრა რომ მე არ ვიყავი მისი დედა და თვითონ გადაწყვეტდა რა და როგორ ყოფილყო. დამოუკიდებელი ბავშვია, რომ ღმერთს არ უყვარს რადგან მშობლები წაართვა. ოცნებობდა იმ დღეს მათთან ერთად ყოფილიყო და თავადაც მომკვდარიყო. მისი მთავარი ტკივილი მშობელთაკრებაზე მშობლის ნაცვლად მამიდას მისვლა გახდა.  დროა. ვუთხარი საკუთარ თავს. მართამ აქამდე არაფერი იცოდა დაწვრილებით, რატომ გარდაიცვალენ ან რა დაუტოვა მშობლებმა. მართა გაიზარდა, მართლა გაიზარდა ამის აღიარება მინდა თუ არა. ის იმ ასაკშია ყველაფერის გაგებას შეძლებს. მართას უნდა დაველაპარაკო, ვუთხარი მატილდას. გაოცებულმა, ცოტათი შეშინებულმა შემომხედა. - რაზე?-  ყველაფერზე. გაიზარდა, მზად არის იცოდეს ყველაფერი. - მერე შენ?მან ყველაზე კარგად იცოდა რასაც ვგრძნობდი და რაც განმიცდია.- რამე იქნება. გავუღიმე.გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა. -  მართა დღეს ვისაუბროთ? როგორც კი დამშვიდა, ვკითხე.- რაზე? სევდანარევი ხმა ჰქონდა.- ყველაფერზე.- ბოდიში.- რისთვის?-  რომ გიყვირე, შენც რომ არ მყოლოდი ,მაშინ რა უნდა მექნა?- მართა შენ გაიზარდე მე კი ისევ პატარა მგონიხარ, რომლის დაცვაც მე გადავწყვიტე. მართას ყველაფერი მოვუყევი, როგორ მიყვარდა მამამისი, რომ მის გარეშე ცხოვრების მეშინოდა, რა რთული იყო მის გარეშე, როგორ გაიცნო დედამისი, მერე მე გამაცნო და ერთმანეთი, როგორ მოგვეწონა. რა ბედნიერი ოჯახი ვიყავით ჩვენ ხუთი, მისი დაბადებით კი ჩვენ ბედნიერების მწვერვალზე ვიყავით, რას გეგმავდა თავისი მშობლები, ბებია და ბაბუა. როგორ აგროვებდა ბებია პენსიას მისთვის რომ ეყიდა რაღაცეები, როგორ უხაროდა რომ გოგო იყო და ახალი დაქალი ეყოლებოდა. წიგნები წინასწარ რომ უყიდა. ეს ამბები ასე თუ ისე იცოდა. ზღაპრის ბნელი მხარეც უნდა მომეყოლა, რაც ძალიან მიჭირდა. უნდა მეთქვა, როგორ გავნადგურდი, როცა დამირეკეს, როცა არ ვიცოდი მისთვის რა უნდა მექნა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო, როგორ მეშინოდა რომ მე ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი კარგი, მისთვის მესწავლა რაიმე სასარგებლო. გადამწყვეტი წამი. ქონებაზე, რომელიც მამამისმა დაუტოვა, მაგრამ არ იყო ვალდებული საგვარეულო გაეხადა ის თავისუფალი იყო სამომავლო გეგმების არჩევაში. მართა მე შევეცადე დიდი დანაკარგის გარეშე შემენარჩუნებია ის და ისეთ ფორმაში გადმომეცა შენთვის, როგორიც ლუკას ექნებოდა. ჟურნალები, რეპორტაჟები ყველაფერი ვაჩვენე. აქიდან ამოვძვერით ჩემო გოგო. ეხლა ამ რეალობის წინაშე ვართ, არც შენი და არც ჩემი ბრალი არ არის ეს რომ ასე მოხდა. ჩვენ მათვისაც უნდა ვიცოცხლოთ, ალბათ ოდესმე შევხვდებით მათ. ერთ- ერთი ჟურნალის ყდაზე ეწერა, როგორ ვაპირებდი მის თავშესაფარში მიყვანას.“ ვინ არის ადვოკატი გოგონა, რომელმაც დაგეგმა საკუთარი ოჯახის მკვლელობა საგვარეულო ქონების მისაღებად? რას უპირებს ძმიშვილს?“-შენ დაგეგმე? მკითხა მართამ. ყველაფერი ქონებისთვის გააკეთე და ახლა ამ ზღაპრებს იგონებ?ვერაფერი ვუპასუხე, გულში ვფიქრობდი ამდენი რამ იმისთვის მოგიყევი რომ ეგ დასკვნა მიგეღო?- დავიძინოთ. მივხვდი რომ მართასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამ ეტაპზე მაინც.- მე კითხვაზე პასუხი მჭირდება, დაჟინებით მოითხოვა მართამ.-დაიტოვე ეგ ჟურნალი და პასუხს თვითონ წაიკითხავ, გავედი ოთახიდან. ის ღამე თეთრად გავათენე. საკუთარ ძმიშვილსაც კი მკვლელი ვგონივარ, ქონებისთვის. მაგრამ ის პატარაა? არასოდეს უნახავს ჩვენი ოჯახის ერთი საღამოც კი, თბილი მოკითხვები, სიცილი, პრობლემებზე საუბარი და გამოსავალის პოვნა. ის ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, უჭირს ალბათ ტყუილის და სიმართლის გარჩევა. მე ვერ შევძელი მისთვის მესწავლებია.ჟურნალისტების არცერთი ბრალდებისათვის არ მიპასუხია, ისინი ამას მხოლოდ რეიტინგისთვის აკეთებდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემს ჩაბმასაც, ყველაფერს იმით ადრამატიზირებდნენ, რომ ნაკოც ჟურნალისტი იყო. ზღაპარი მოიგონეს მე ჩემი ძმის ქონების დაუფლება მომინდა ამას სანდროსთან ერთად ვაპირებდი, ეს ყველაფერი კი გაიგო ნაკომ და მისი თავიდან მოშორება გადავწყვიტე. კომენტარები კი ძირითადად ჩემი სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარეობდა: “გაუჭირდებოდა თუ რა სულ მკვლელებს იცავს”; “ხარი, ხართან რომ დააბაო..., ამ გოგოს ასე დაემართაო”; “უმანკოს როლს თამაშობსო” და ა.შ მე და სანდრო ისე გაგვრიეს, მათ თამაშში ყველას დააჯერეს. ძალიან ცოტა იყო, ვინც გვთხოვდა ამ ყველაფრისთვის წერტილი დაგვესვა, ინტერვიუ ჩაგვეწერა და მოგვეყოლა ყველაფერი. მე ჩემმს თავს არაფრად არ ვთვლიდი, მაგრამ სანდროსს მსგავსი რეკლამა უარყოფითად აისახებოდა თავის ბიზნესზე, მიუხედავად ამისა, მანაც უარი თქვა ინტერვიუზე. მათ დაიჯერეს, რაც თვითონ აწყობდათ, ადვილად შეძლებენ დაჭრან ჩვენი ინტერვიუ ისე როგორც უნდათ, მაგრამ ეს ასე არ შერჩებათ, ჩემმა ადვოკატებმა დაიწყეს მუშაობა. ის ბრალდება თითქოს ავტომობილი მე დავუზიანე ექსპერტიზამ უარყო. არ იყო ავტომობილი დაზიანებული, მაგრამ მე ისეთი გავლენები მქონია და თავადაც არ მცოდნია. გაგიჟებამდე ვიყავი მისული. სანდრო გესმის 4 ადამიანის მკვლელობას მაბრალებე და რისთვის? და ვის მკვლელობას? მათ არ სჯერათ არაფრის.  ვითომ პირველად მოხდა, სიცილით მითხრა სანდრომ. - რა გაცინებს? ვკითხე გაბრაზებულმა- თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევ დამშვიდდებიან, შენს წყობიდან გამოყვანას ცდილობენ ვერ ხვდები? რაღაც ხომ უნდა თქვან თავდაცვისთვის. ხვალ სასამართლოა თუ სიმშვიდე ვერ უნდა შეინარჩუნო არ მოხვიდე. მკაცრი ტონით გამაფრთხილა.-არა! მოვალ აუცილებლად, სიმშვიდეზეც ვიზრუნებ.ამ ამბების ფონზე სანდრო მარტო აღარ მტოვებდა. მისთვის პრინციპის ამბავი იყო უსაფუძვლო ბრალდების მოხსნა. მათ ყველას ბოდიშის მოხდა და სიმართლის დაწერა მოუწევთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენ მატერიალურად არ მოგვითხოვია ზიანის ანაზღაურება. მომდევნო ერთი კვირა, მხოლოდ ჩვენზე და მოსყიდულ მოსამართლეებზე საუბრობდნენ, ან წერდნენ. გაგვიჭირდებოდა მათი მოსყიდვა თუ რა?   დილით მართა დუმდა. როგორ ჩანს სტატიები სრულეად წაიკითხა. მე ეს ყველაფერი იმიტომ... აღარ დამასრულებინა. ყელზე შემომეხვია, კალთაში ჩამიჯდა, მოიკუნტა, ისე როგორც ბავშვობაში აკეთებდა. სიმაღლეში გამასწარი მგონი, გავიცინე. შევეცადე წინადადება დამესრულებინა. იმიტომ არ მითქვამს რომ მოიწყინო, ან ჩემს წინაშე თავი იგრძნო ვალდებულად. არა, იმიტომ გითხარი, რომ ვინმეს ეს უნდა ექნა, შენ მართლა გაიზარდე და ძლიერი გოგო გახდი, ეს ყველაფერი დაალაგე შენს გონებაში და ისე მიიღე გადაწყვეტილება რა და როგორ უნდა გააკეთო კარგი? მე შეიძლება ვერ გავხდი შენთვის საუკეთესო მაგალითი, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მიყვარხარ და ასე იქნება სულ. - ალბათ მამა, როგორ ამაყობს შენ რომ დაგიტოვა ჩემი თავი. შემომხედა და კიდევ ჩამეხუტა.- რას ამბობ მართა?- ხო და დედა უდარდელადა.- რატომ? მათ შენთან ყოფნა ძალიან უნდოდათ.- დედის სითბო არ მომკლია, არც მამის მზრუნველობა, მხოლოდ ფიზიკურად ვერ ვხედავდი მათ.ასე ვიჯექით რამდენიმე საათი, ვეხუტებოდით ერთმანეთს და ალბათ ორივე მათზე ვფიქრობდით. მენატრები ლუკა, ძალიან მენატრები.                                                                ****ანი, - ანი? მართა პირველად მომმართე სახელით რამე ხდება?-არა, გიხდება ანი, გაახალგაზრდავებს. გადაიკისკისა-ჰმ, ისე მოხუცი ვარ, სამზარეულოს მაგიდას მივეყრდენი.-არა, მაგრამ როდის უნდა გათხოვდე?ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი კითხვა იყო, 13წლის ისე გახდა ეს კითხვა, არც კი დაუსვამს. მე კი არ განმიხილავს მასთნ. -ვინმე გიყვარს მართ? მიყვარდა შემოკლებით როცა ვეძახდი.-მე არა, შენზე ვფიქრობ. მთელი ცხოვრება მე მომიძღვენი. საუკეთესო დედა, რომ იქნები ხომ იცი. კარგი ცოტას ვიეჭვიანებ, მაგრამ დაგეხმარები ბავშვების აღზრდაში. თვითონაც შემოვიდა სამზარეულოში და ჩემს გვერდით დადგა ისე საუბრობდა თითქოს ძალიან დიდი იყო და ყველაფერი იცოდა ოჯახის შექმნის შესახებ, ისიც თუ რა დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. მხარი მივკარი და გავუღიმე, როდის გაიზარდე ესე უცებ.-იწვის? რაღაც იწვის, ალადები მართა ჩააქრე. ჩვენი ალადები ნახშირი გამხდარა, ერთმანეთს შევხედეთ და გავიცინეთ. მე მარტივად ვიპოვე გამოსავალი. -მართა მე დავბერდი და მოდი შენ მომიმზადე ალადები. მე აქვე დავჯდები და გიყურებ. მართამ მიხვდა, რომ თვითონს გაიჩალიჩა. არ დანებდა, დღეს ჩემი მორიგეობა რომ არ არის? - ხო... შენი მორიგეობა არ არის, მაგრამ აი მოხუც ანას ფეხები ტკივა და გაზთან ვერ დადგება.- არ უნდა მეთქვა ხომ. კარგი გავაკეთებ.-დღეს ყველაფერზე საეჭვოდ მეთანხმები, სადმე გინდა წასვლა? თუ სკოლაში გაქ ცუდად ამბები?-არა მართლა მინდა, რომ გათხოვდე ოჯახი შექმნა და ბედნიერი იყო. -მე, ახლაც ბედნიერი ვარ, გავუღიმე.-არა მე სხვა ბედნიერებაზე გესაუბრები. -დღეს პროცესი მაქვს და საღამოს სადმე გავიდეთ, გავერთოთ რამდენი ხანია არსად ვყოფილვართ.-დამცინი?მე სიყვარულზე, ბედნიერებაზე, ოჯახზე გესაუბრები და შენ პროცესი მაქო. მართლა დაბერდი მგონი. -შესაძლოა.-არ გეწყინოს ახლა.-ჰმმ, დაფიქრებად ღირს სანაცვლოდ რამეს თუ მივიღებ.-საბაზე დაფიქრდი, მომაძახა და გაზქურისკენ შეტრიალდა.– ვიცი რომ იღიმები, გაზქურის მინაში ჩანხარ.-მაინც დაფიქრდი, შემოტრიალდა და ისე მითხრა.-რატომ? მოგწონს? -მხოლოდ შენთვის.-არამგონია.-შემოთავაზება ძალაშია? მაგიდაზე გადმოდო გამზადებული ალადები.-რა შემოთავაზება?-ანი.-კი, კი გავიდეთ.-შენ რა გეგმები გაქვს დღეს?-სკოლის შემდეგ გვანცასთან წავალ და შენც მორჩები.  ზოგჯერ სხვებზე ფიქრი ადამიანს საკუთარ თავს აკარგვინებს. დღეებს დღეები ემატება, წელს წელი და ხვდები რომ ცხოვრების  ყველაზე საინტერესო მომენტები თვალსა და ხელს შორის გამოგცლია, რაც უკვე მომხდა იმას ვერ შეცვლი. არჩევანი შენს წინაშეა ან ისევ ისე უნდა გააგრძელო ცხოვრება, ან უნდა შეცვალო. გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან დაიწყო რაღაც ახალი, რაც შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყეებს, ან უბრალოდ გაყვე ცხოვრების დინებას, რომელიც არც თუ ისე ძალიან მოგწონს.   მართამ დიდი ქალივით დამიწყო საუბარი. ჩემი თავი შენ ჩაგაბარეს , რომ გაგეზარდე. შენ აღმზარდე, მაგრამ მეც რომ ჩამაბარა შენი თავი, ბებიამ, მხოლოდ მზითვის მოგროვება მანდო დანარჩენი მან იდეალურად გააკეთა. ძლივს დასრულა სიტყვა რომ გადაბჟირდა, თვითონაც ვერ წარმოედგინა ჩემი გათხოვება. ერთადერთი რამ მინდა ანა იცი? დასერიოზულდა და თვალებში შემომხედა. მინდა რომ ბედნიერი იყო, მე არ ვიყო იმის მიზეზი რომ საკუთარი ოჯახი არ გყავს, მეც მინდა პატარა მამიდაშვილები მყავდეს, მარტო, რაც გავიზარდე მეყო ახლა მე მინდა ვეთამაშო შენს ბავშვებს.   გულში ჩავიკარი მეტი ვერაფერი ვერ გავაკეთე. იმსახურებ დედა რომ დაგიძახონ. კარგი დედა იქნები. მეც წავალ არ მინდა მარტო დაგტოვო. არადა ასაკში რა უნდა აკეთო- მოდი ცოტახანი აღარ ვისაუბროთ ამ თემაზე, კარგი? - ცოტახანი? დააზუსტა, შევთანხმდით.-ორი წუთი არ იყო გასული ისევ განაახლა საუბარი, მართა ჩემი თავიდან მოცილება გინდა? ხომ შევთანხმდით? ცოტახანიო ან , გადაიკისკისა.  - არა შენთვის ამდენი არ უნდა მესწავლა, ბუმერანგივით მიბრუნდება. არადა ჭკვიანი რომ ხარ ახლა მეც გადავიკისკისე. კარგია რომ ხარ.  მგონი მართა ხვდება, რომ მას ძალიან მივეჯაჭვე და ცდილობს ჩემი მარწუხებიდან თავის დახსნას, ადრეც უთქვამს რომ დიდ გავლენას ვახდენ მასზე. ნეტა დამოუკიდებლობაში ხომ არ ვერევი, მას არ ვაცლი საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას? არა ასე რომ ყოფილიყო აუცილებლად მეტყოდა, არა მგონია ამის თქმა მორიდებოდა.   მე და მართა მეგობრები ვიყავით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მე მას ვუყვებოდი ყველაფერს რის აღქმასაც ადეკვატურად შეძლებდა. თავადაც ძალიან გახსნილი იყო, ისიც მიყვებოდა იმას რაც სურდა, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით. ვუსმენდით მაინც. რას როგორ გავაკეთებდით მაგაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვიყავით. გარდაუვალი ფაქტის მიღება ადამიანისათვის რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, მაინც უნდა შეძლოს. ჩვენ ჩვენი ტკივილებით ცხოვრება უნდა შვძლოთ, სხვებისთვის ჩვენთვის. და რა მოხდება თუ გავჩერდებით. არაფერი საინტერესო, ცხოვრება ჩვენს გარეშეც შეძლებს გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ ჩამოვრჩებით გარემო მიმოქცევებს. მოვა დრო და ამასაც ვინანებთ ნეტავ თავის დროს ძალა მეპოვაო. თუ დავაკვირდებით იმასაც მივხვდებით რომ თუ ერთ ადამიანს გვართმევენ ჩვენს ცხოვრებაში სხვა ჩნედება ვინც გვიბიძგებს უკეთესობისაკენ ან მასზე აღებული პასუხისმგებლობა, თუ სიყვარული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ორივე ტვირთი მერგო წილად. მართა უნდა გამეზარდა სიყვარულით და ჩემი კლიენტების დაწყებული საქმე მიმეყვანა ბოლომდე. იმ დღის შემდეგ, როცა მართა, მხოლოდ ჩემთან დარჩა მივხვდი, რომ მე ძალიან ბევრი მქონდა დასაკარგი, თუ აქამდე შემეძლო ყველაფერში ბოლომდე ჩავშვებულიყავი, არც დრო მეკითხა, არც გარემოება და არც მცირედი საფრთხე ახლა ვხდებოდი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა, იმდენად რამდენადაც სულ მართასთან მინდოდა ყოფნა, აღარ მინდოდა ერთი წამით დამეტოვებინა. მაგრამ ეს შეუძლებელიც იყო, ის იდეა რომ ჩემს საზოგადოებას ვისთანაც ხშირი სამსახურეობრვი შეხება მაქ ვერ გავაცნობდი, საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი. დღის გრაფიკს ისე ვგეგმავდი რომ ჭამისას სულ მას ვნახულობდი, ერთად ვსეირნობდით როცა პატარა იყო პარკში ჩიტებს დავზდევდით, მე მასთან პატარა ბავშვად ვიქცეოდი. სწორედ ასეთ დროს გადავეყარე გიორგის, რომელმაც ჩემი მოხიბლვა შეძლო. მე და მართა ფრიზბით ვთამაშობდით, მართამ განზრახ ფრიზბი ხეს დაუმიზნა. ასვლა უნდოდა და მიზეზი იპოვა, ადრეც შემომთავაზა რომ აცოცდებოდა და დამენახა, როგორი მაგარი გოგო მყავდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გადავდევით. მალე მოვიდა ეს ცოტა გადადებული, მართა ამსაკითხში მე მგავდა თუ რამე აინტერესებდა მალევე უნდა გაეგო.  ანა, ახლა მაინც ავცოცდები, ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ფრიზბი. შენ მაჩუქე. თვალებს მიბუჟბუჟებდა. იცოდა როგორ უნდა დავეთანხმე. ხეს ფრთხილად გავხედე არც ისე შორს არის, ქვემოდანაც შეგვიძლია მისი ჩამოღება, მაგრამ კარგი აცოცდი. აქ მივხვდი რომ დამოუკიდებლად, მაინც ცდიდა აცოცებას მაშინ როცა მე არ ვიქნებოდი, ამიტომ ჯობდა ასულიყო და თუ დახმარება დაჭირდებოდა რამეს მოვიფიქრებდი. არც ზედმეტი დარიგებებით მომიკლია თავი, უბრალოდ ვუთხარი დაფიქრდი და ისე ადი.  ჩემს უკან ხალხი დახმარებისთვის შეკრებილიყო, არ აუშვა პატარა გოგონა. მართამ ამის გაგონებაზე უფრო გაიქცა, მე არ ვარ პატარა თან მისთვის ბუტბუტებდა. მეც მას დავუჭირე მხარი, ძალიან დიდი მადლობა თვითონ ცდის თუ არ გამოუა დაგიძახებთ, სათნო ღიმილით ვცდილობდი გამესტუმრებინა ჩემს უკან შეკრებილი ადამიანები, მაგრამ ამაოდ. ისმოდა როგორი უპასუხისმგებლო ახალბედა დედები ვართ, რომ გოგომ ხეზე არ უნდა იცოცოს ბარბებით უნდა ითამაშოს, ამ დროს ჩემი მართა ხეს ეჭიდებოდა უკვე ნახევარი გავლილი ჰქონდა. მე მიძახდა ანა ნახე, როგორ ავცოცდი, დაიცადე. მართა შეცბა, სხვებიც გაჩერდნენ ეგონათ მათმა ნათქვამმა გავლენა იქონია და ჩამოვიყვანდი, მე გავაგრძელე დაიცადე მართუნა ტელეფონს ავიღებ და გადაგიღებ. დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ვიდეოს პირველი ნათლიამის აჩვენებდა, შემდეგ ყველას ვინც მასთან საუბარს მოინდომებდა თუ არა, და თვითონაც არაერთხელ უყურებდა. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდებოდა აცოცდებოდა თუ ვერა ორივე მისთვის მაგალითი იქნებოდა. - რა კარგი დედა ხართ. ეს ერთადერთი იყო ვინც საქციელი მომიწონა, გავუღიმე და ისევ მართასკენ მივმართე მზერა. - გიორგი.- უკაცრავად?- მე გიორგი მქვია, ახლა თავად გამიღიმა.- სასიამოვნოა ანა. მართა მიწვდა ფრიზბს, სიხარულისგან ლამის ჩამოვარდა. ავიღე , ავიღე, ანა შეხედე ავიღე ჩვენი ფრიზბი. ფრიზბს გულში იკრავდა, მას ხეზე უხაროდა მე კი ხმელეთზე დავხტოდი, ბოდიში ბოლო კადრები ცოტა დაბლანდული იქნება, სიცილით შევძახე. კარგი ანა რა მოგივიდა, დასერიოზულდა მართა. ჩამოვდივარ ესეც გადამიღე, კვლავ გამიცინა ჩემმა გოგომ. წამიერად დიდობა და სერიოზულობა გადაწყვიტა. ჩამოსვლაც კარგი გამოუვიდა, მაშინვე გამოიქცა და ჩამეხუტა. ახლა ხეს ახედა, ვაუ. თვქვა უბრალოდ, ამ სიმაღლეზე ავედი. იქ ჩიტის ბუდეც იყო, არ დამიზიანებია ნუ მიყურებ მასე. -ვითამაშოთ? ახლა გიორგიმ მასთან სცადა დიალოგის გამართვა. - კი და თუ ისევ ხეზე ავარდება მე ჩამომაქვსს, პირობა თამაშის დაწყებამდე ჩამოართვა გიორგის. ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ, კარგადაც გაერთენ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მართამ მასთან საერთო ენა ადვილად იპოვა, მეც ბედს მივენდე და გავერთე. როცა დავფიქრდი ძალიან კარგი ყოფილა ასე ზედმეტი ეჭვების გარეშე, თუმცა ზღვარი მაინც დავიჭირეთ ბატონ გიორგისთან თამაშის შემდეგ მშვიდად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მადლობა გადავუხადეთ დროის დათმობისათვის, სასიამოვნო გაცნობისათვის შემდეგ ყველამ ჩვენს გზას გავუდექით.   -ტაქსი თუ ფეხი? სეირნობის, დაღლილი დღისა და სკოლის შემდეგ, როცა ავტომობილით არ ვიყავი მართას მუდამ ამ შეკითხვას ვუსვამდი, არ მინდოდა საზოგადოებისაგან იზოლირებული ყოფილიყო ჩემი შიშების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილიც მყავდა და მძღოლიც შემეძლო მყოლოდა მართა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მგზავრობდა, თავადაც გამოდიოდა სკოლიდან და მიდიოდა მეცადინეობებზე, საჭმელსაც იკეთებდა რა თქმა უნდა შესაბამის ასაკში, როცა გაზთან მიიშვებოდა, არ მინდოდა ჩარჩოში მყოლოდა. თვითონ იცოდა რა მოხდებოდა, როცა ფეხით გავივლიდით და როცა ტაქსით წავიდოდით.- ფეხით, რაღაც მინდა გითხრა. - ოჰ , როგორ დავინტერესდი. ავალაგოთ ჩვენი ნივთები და წავიდეთ.  მართამ თავისი პატარა ჩანთა მოიკიდა , ფრიზბი ხელიდან არ გაუშვა, ესე წამოვიღებ მირჩევნიაო. მე ჩემი ნივთები ავიღე და ნელა გავუყევით გზას.  ცოტახანი ჩუმად იყო, საუბრის დაწყება ეძნელებოდა ამას მივხვდი. -რაზე გინდოდა საუბარი, მართუშკები? რბილი დაინტერესებული ტონით მივმართე, მან იცოდა თუ გადაიფიქრებდა თქმას არ დავაძალებდი, მაგრამ არ მინდოდა ისე ეფიქრა თითქოს არ მაინტერესებს რის თქმას აპირებდა. -სამსახურმა, როგორ ჩაიარა ან? შორიდან დაიწყო მოვლა, ამით იმის გაგებას ცდილობდა რამდენად გავუგებდი, ცოტათი შემეშინდა ჩემს სამსახურს მის მოსაყოლთან რა კავშირი ჰქონდა, მაგრამ უდარდელად გავატარე. - კარგად, დროულად მოვრჩი. ახალი სტაჟიორიც ძალიან მეხმარება, ცოტახანში გაგაცნობ მგონი მოგეწონება. ალმაცერად ვუპასუხე.- ხო, როგორც დანარჩენები, გამიცინა თავადაც.- დღეს უშენოდ სასაფლაოზე ვიყავი, უცებ მითხრა და აღარ შემომხედა, მზერა გაეყინა. ალბათ ფიქრობდა დავტუქსავდი, მაგრამ ის 13-ის იყო. ის უფრო მაინტერესებდა რა აწუხებდა იქ რომ მივიდა ან როგრ ავიდა?- მართლა, როგორ მიაგენი, მშვიდი გაწონასწორებული ხმით ვუპასუხე , არც გავჯავრებივარ. ხანდახან მეც მივდივარ მის გარეშე, როცა ძალიან მენატრება ისინი. - ხომ იცი ჩვენი სკოლის გვერდით ეკლესია რომ არის? მზერა ჩემსკენ შემოაბრუნა, უნდოდა გაეგო რას ვფიქრობდი. კარგი მთლად გვერდით არა ერთი კვეთით იქით.- მმ, ცოტა ჩავფიქრდი , უი ხო გამახსენდა კი არის მერე. - დღეს გაკვეთილზე აგვიხსნეს რომ მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა, როცა დედა ან მამა ხდები შენი თავის გარდა შენს შვილზეც ხარ პასუხისმგებელი, მის გაზრდა კი არა აღზრდა გაბარია. ყველა კლასელმა რიგრიგობით მოყვა, როგორ ერთობა თავის მშობლებთან, იცი უმეტესობა, მხოლოდ დედასთან გატარებლ დროზე ყვებოდა, გამიხარდა მეც მოვყვები დედის ნაცვლად ანისთან გატარებულს ამათმა რა იციან დედა ხარ თუ მამიდა, დედა ჰგონიხარ ყველას. - ჰმმ, ესე გამოვიყურები? აბა და-ო, ცოტათი ვცადე მდგომარეობის განმუხტვა-ახლა დედად იქნები, გამიცინა- რატომ გადაიფიქრე მოყოლა, არ გამოვედი კარგი დედა?-სხვების დედებს ჯობიხარ. გამიცინა და ხელი ხელზე მომიჭირა. -მაშინ რატომ?-სანამ მე ხელს ავწევდი შენზე სასაუბროდ იქამდე ჩემს წინ მჯდომმა ბექამ აწია ხელი, მასწავლებელმა ბექა და შემდეგ მართაო. დაველოდე ჩემს რიგს ბექამ კი ცადა დათმობა იყოს მართა მე მაინც არ მაქ ბევრი მოსაყოლიო, მაგრამ შენ როგორც მასწავლე ყველა თანასწორი ვართ თავი გავიგიჟე შენ აიღე ხელი პირველი და მე შემდეგ მოვყვები მეც მალე მოვრჩები მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა ბექამ დაიწყო საუბარი, მაგრამ არა დედაზე…. პაუზა გააკეთა, ნერწყვი ძალით გადაყლაპა.-აბა ვისზე ისაუბრა მართა? ეხლა მეც დამაინტერესა.-მამაზე, თვალები ცრემლით აევსო, ყველაფერი ცხადი იყო თუ რატომ მივიდა საფლავზე. - მერე სანდროზე ვერ მოყევი? -ნათლიაზე?-მამასავით გექცევა ჩემო გოგო, როგორც მე, ისიც ისე გექცევა.-შენთან უფრო დიდ დროს ვატარებ და ალბათ მაგიტომ, მაშინ ვერც კი მოვიფიქრე. -რა გააკეთე?-არაფერი, სანამ ჩემი დრო მოვიდა ზარი დაირეკა, მასწავლებელმა მართასაც მოუსმინოთ და მერე დავიშალოთო, ბავშვებსაც არ ჰქონიათ პრეტენზია, მაგრამ მე ვუთხარი რომ დღეს საკმარისი იყო და მე სხვა დროს გავაცნობდი ჩემს მშობლებს. ასე დავიშალეთ.-გინდა?-არა , თითქოს მიხვდა რაც უნდა მეთქვა. ეს ჩემი პრობლემა მე თუ ვერ შევეგუე 13 წელი მათ გარეშე ყოფნას, მათზე საუბრს ცრემლების გარეშე. მასწავლებელსაც თვითონ დაველაპარაკები თუ ამის აუცილებლობა დადგა.-მართა, გავაჩერე და შევხედე, ჩემო მართა. კიდევ უფრო ძლიერი გოგო ყოფილხარ. - იცი ბექამ იპოვა ძალა და გარდაცვილ დედაზე ყველაფერი ახლანდელ დროში მოყვა, ბოლოს თქვა რომ ის ფიზიკურად არ არის მასთან, მაგრამ გრძნობს მის სიახლოვეს. მეც ხომ შემეძლო ეს მეთქვა, ამომხედა თვალებ აცრემლიანებულმა.-ყველა ერთნაირი ხომ არ ვართ მართუ, ზოგს დიდი დრო სჭირდება, ბექას მამა ყავს, ამოვიოხრე. შენი და ბექას მდგომარეობა ერთი არ არის ჩემო გოგო. -მან მიხვდა.-ვინ? რას?- ბექამ. ანა, მან მიხვდა 20 ბავშვში, მხოლოდ მან მიხვდა რატომ გადავდე საუბარი. -რა იცი? გითხრა რამე?-კი, როცა ყველა გარეთ გავიდა თავადაც გაყვა, მეც კი ვერ მივხვდი მან რომ მიხვდა, როცა მეც გავედი კლასიდან მან მის მეგობრებთან საუბარი დაასრულა და ჩემთან მოირბინა. - საით მიდიხარ მართა? უცებ მკითხა მან-სახლში უნდა წავიდე.-რით მიდიხარ?- ავტობუს დაველოდები ან ფეხით გავივლი, რა იყო?-წამომყვები 2 წუთი?-სად? -უბრალოდ წამოდი , იქაცაა ავტობუსის გაჩერება. - კარგი, მეც წავყევი, ბექა კარგი ბიჭია ძალიან მომწონს. ცოტათი გაწითლდა. -მერე სად წადით ყოველ ჯერზე ვგრძნობდი რომ მართა ჩემსგან ასეთ გაგებას არ ელოდა, უფრო მკაცრ რეაქციას ელოდა, ალბად ფიქრობდა დავუწყებდი დემაგოგობას როგორ წადი უჩემოდ, რატომ გაყევი ბექას და ა.შ მე კი ყველაფერი ვიცოდი ამას რატომაც აკეთებდა, თან არაფერს არ აშავებდა. ის დამოუკიდებელი გოგო იყო, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მის საქციელს და თვითონ აგვარებდა ყველაფერს, ამიტომ სწორი იყო მცოდნოდა რას აპირებდა და უკიდურეს შემთხვევაში ჩავრეულიყავი. -ეკლესიაში.-გავჩერდი. ბექამ მიგიყვანა ეკლესიაში?-კი, მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ იქ მართლა იყო ავტობუსის გაჩერება. -რა ქენით ეკლესიაში?-მამამისი უნდა გვენახა-მამამისი? გამიკვირდა- როგორც ბექამ მომიყვა, დედის სიკვდილი ვერ გადაიტანა. ამ ეკლესიაში გაიცნეს ერთმანეთი, ჯვარი დაიწერეს, მსახურობდნენ და დედაც აქიდან გაასვენეს. ახლა მორჩილებაშია. არადა ისეთი რაღაცეები მოყვა მამასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობ, კალათბურთს, წიგნებს მიკითხავს, ყვავილებს და სხვადასხვა ნერგებს ვრგავთ, ერთად ვსეირნობთ არ მეგონა თუ ასეთ ტკივილს ატარებდა, ან თუ მოიცლიდა დააზუსტა მაინც.-ბექამ მითხრა, რომ პირველივე წამიდან მიხვდა რატომ გადავდევი საუბრის თემა. როცა ძალიან მიჭირს აქ მოვდივარ, მამა მეუბნება ღმერთს ესმის ჩვენი მას შეევედრე და ყველაფერს აგისრულებსო, მეც ვთხოვ რომ დედაჩემი მანახოს. ზუსტად ამ დროს მოდის ვიღაც ქალები რომლებიც დედასავით მიკრავს გულში, ეს შეიძლება იმიტომაც ხდება რომ იციან ჩემი ამბავი ან მართლაც ღვთის სასწაულია, მაგრამ მე რატომ უნდა შემისრულოს ყველა სურვილი. მერე საფლავზე მივდივარ, მას ვესაუბრები. გიჟი არ გეგონო შეიძლება ვერ მპასუხობს მაგრამ მე შვებას ვგრძნობ. დედამ ყველაფერი იცის რაც ჩემს თავს ხდება და მიხარია, მამაჩემმს ეშინოდა და მიკრძალავდა სიარულს მაგრამ ბოლოს დამრთო ნება, ოღონდ წინასწარ უნდა ვუთხრა რომ მივდივარ. როცა წასვლა მინდა ან ძალიან ბედნიერი ან ძალიან ნაწყენი ვარ, მამა კი ყოველთვის არ არის ტაძარში ამიტომ მის ოთახში წერილს ვუტოვებ, ჩვენს ადგილას ვარ. თუ ვინმე შემხვდება ვინც შეიძლება მამა ნახოს იმათაც ვაბარებ რომ გადასცეს მოსული იყოო. ერთადერთი ეგ მყავს და არ მინდა ჩემზე ნერვიულობით რამე დაემართოს. -შენ გამოგიშვებს ანა? უეცრად მკითხა.-კი, არასოდეს მიშლის მსგავს რაღაცეებს.-მაგრამ შენ რა იცი სად არის საფლავი.?-მე იქ დაგინახეთ, ორივე.ძალიან გამიკვირდა ანა, როცა ბექამ ეს მითხრა, მეგონა ყოველთვის გამომდიოდა ამის დამალვა და ვერავინ ხვდებოდა თუ რას განვიცდიდი, მიზეზი ადვილი იყო ჩვენ ორივეს ერთი ტკივილი გვქონდა, მე კი ვერ გავუგე მას დედის სიკვდილი, ის ერთადერთი იყო, რომელსაც მამა ძალიან უყვარდა. იცი ანა ერთხელ მე, ბექა და ნანა ერთად ვსაუბრობდით ბექა მამაზე გაუჩერებლად გვიყვებოდა ამბებს, მაშინ ვუთხარიით რომ აუცილებლად უნდა გაგვეცნო მამამისი, მანაც დაგვპირდა, არც კი უხსენებია სად იყო, და არც დედაზე. ვერც შეძლებდა ნანასთან სიტყვას ვერ ჩაამატებდი ისე დაახასიათებდა დედამის, ისე ძალიან უყვარდა როცა ჯერი ჩემზე მოვიდა მე შენზე და სანდროზე ვსაუბრობდი. ერთხელ ასეთი საუბრის შემდეგ, როცა ბექა წავიდა ნანამ მკითხა მამა არ გიყვარს ძალიანო? გამიკვირდა ეს რატომ მკითხა, იცი გავუბრაზდი, როგორ თუ მამა არ მიყვარს მამაჩემის გარეშე… ვეღარ დავასრულე თვალზე ცრემლი მომადგა, მაშინ ნანას ყველაფერი მოვუყევი რა და როგორ მოხდა. ცოტათი შეისვენა.-ნანა ვინ არის მართა? შენს კლასში ასეთი არ მეგულება. ვკითხე მე - ნანა ჩვენზე დიდია, ბექამ გამაცნო. -ბექასთან კარგი ურთიერთობა გაქვს?-მეგობრული. -მერე რა მოხდა?-მაშინ ნანას ვთხოვე არავისთვის მოეყოლა და ჩვენი საიდუმლო ყოფილიყო, მანაც პირობა მომცა რომ არ გამცემდა და თუ საჭიროდ ჩავთვლიდი წამეყვანა სასაფლაოზეც. გაუკვირდა მამიდაზე და ნათლიაზე ესე როგორ საუბრობო. შენ ბედნიერი ხარ ნანა, ორივე მშობელი გვერდით გყავს. მე ნაწილობრივ. ჯობია სულარ მყავდეს მამა, მეცოდინება რომ არ არის. მოწყენით მითხრა. -რატომ ამბობ ასე? ცოტათი დავინტერესდი, ნანამ გული გადამიხსნა.-გამუდმებით დედაზე ვსაუბრობ, ის აკეთებს ყველაფერს ჩემთვის. მამაჩემთან არ მაქვს დიდად კარგი ურთიერთობა. როცა გავჩნდი გაუჩინარდა, როგორც დედა ამბობს პატარაობაში სულ გვეხმარებოდა მე არ მახსოვს და თავს ვერ დავდებ მეხმარებოდა თუ არა. მე დედაჩემის მიწერილი წერილები ვნახე ის კი უარს ამბობდა ჩემზე. არც-ერთ ზარს არ პასუხობდა, მშიერი ვკვდებოდით მეზობლები კი მასზე გვიყვებოდნენ, როგორ ერთობოდა და არაფერს იკლებდა. არ ჯობია ამას საერთოდ არ გყავდეს, მაინც იტყვი ნეტა მყოლოდა და როგორიც უნდა ისეთი ყოფილიყო. ბექა ბედნიერია მას წამი არ წარმოუდგენია მამის გარეშე და მადლიერიცა რომ მამა ყავს, მე დედა მყავს მასეთი ის რომ არ მყოლოდა ალბათ პანსიონატში გავიზრდებოდი.-მე…..-შენ ანა გყავს, რომელიც ამ დროის განმავლობაში დედა მეგონა და მამიდა ყოფილა. გაიცინა თვალზე ცრემლი თავადაც მოიწმინდა. სანდრო გყავს, ისე მართა, როგორ უხდებიან არა?- კი მაგრამ ისინი ერთად გაიზარდნენ, როგორც და -ძმა. ანა ნეტა მამა, როგორი კაცი იქნებოდა? იზრუნებდა ჩემზე? რაც ნანამ მომიყვა მის მერე შემეშინდა, მეც რომ მივეტოვებინე. მართას ამ სიტყვებმა გული მომიკლა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დანა დამარტყეს, ჩემი ძმა. ეჰ, ნეტა ის იყოს ეხლა შენს გვერდით ჩემო გოგო და ჩემთან დადიოდეთ ყოველკვირა. ოხვრით აღმომხვდა. -ნუ ამბობ მაგას ანა. მკაცრი , გაბუტული ტონით მომმართა მართამ.  ამ საუბარში სახლთანაც მივსულვართ, ცოტახანი ორივე ვდუმდით. კარის გაღებისას მართას ვუთხარი, მოწესრიგდი და ვივახშმოთ ჩემო გოგო. ორივეს გვეტყობოდა დაბნეულობაც და სევდაც, მესმის მისი, არ ვუბრაზდებოდი, მან მხოლოდ ამბები იცის ლუკაზე და სხვა არაფერი, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გავახსენო მზრუნველი მამა. მის გონებაში ლუკაზე და ნაკოზე ცუდი აზრიც არ უნდა გაიელვოს. -რა ვჭამოთ?-ჩაი დავლიოთ, არ მინდა სხვა რამე. განაცხადა მართამ-კარი, ჩაი დავლიოთ და ვიჭორაოთ გოგოებმა. გავუღიმე მე.-დაგასწარი წყალს მე ვადგამ, თავადაც გამიღიმა. ჩვენ წესად გვქონდა საქმეების გადანაწილება, თუ ერთი ჩაის ამზადებდა მეორე სუფრას ამზადებდა. -კარგი მე სუფრას გავაწყობ, მურაბა წამოვიღო გინდა?- კი.  -ანა შეიძლება რაღაც გთხოვო?-გისმენ.- ბავშვობაში პურზე მურაბას რომ მისვამდი და მიმზადებდი ისე გამიკეთე გთხოვ. დაისაწყლა თავი.- მეც არ ვიფიქრე რა მოუნდა მეთქი. -გამიკეთებ?- კი და მისაღებში მდივანზე მოგართმევ. გავუღიმე და შევუდექი დავალების შესრულებას. მაქსიმალურად მყუდრო გარემო მინდოდა შემექმნა, ვიცოდი რომ რთული საუბარი მელოდა წინ მე თვითონაც უნდა ვყოფილიყავი მზად ამ ყველაფრისთვის. -ჩაი მზად არის, განაცხადა მართამ. -მურაბიანი პურებიც, შევსძახე მეც. მოვკალათდით ჩვენს საყვარელ ადგილას. მისაღებ ოთახში ფუმფულა მდივანი გვქონდა. ბავშვობაში, როცა საჭმელს მოვუმზადებდი მართას და დავუძახებდი გამობაჯბაჯდებოდა, აცოცდებოდა მოიკალათებდა მდივნის კუთხეში, მოემზადებოდა საჭმლის მისაღებად, ისეთი საყვარელი და სასაცილო დასანახი იყო ვიდეოც კი გადავუღე. ანა, საუბარი დაიწყო მართამ. მე მართლა არ მინდოდა შენი მოტყუება, მაგრამ მაშინ შინაგანად იმდენად გაოცებული და დამძიმებული ვიყავი მართლა მინდოდა ჩვენებთან მისვლა, შენთვის თხოვნასაც ვაპირებდი. არ გეწყინოს კარგი, აწი აღარ წავალ.-ვინ გითხრა რომ მეწყინა?- არ გწყენია?- არა, ცოტათი სიამაყის გრძნობაც მაქვს.-რატომ?-შენ მე არ დამიმალე, სხვისგან არ გავიგე, ან თვითონ ფაქტის წინაშე არ დამაყენე.დიდი გოგო ხარ მართა, მე შენი კონტროლი არასოდეს მდომებია. იმედია გამომდიოდა, გადავიკისკისე. ჩემი მთავარი მიზანი შენი კარგად ყოფნაა, მინდა ბედნიერი იყო, მიუხედავად ცხოვრებაში უკვე მიღებული დანაკარგისა, წინ კიდევ ბევრი კარგი და ცუდი დღეები იქნება ეს გვინდა თუ არა. ცხოვრება არ არის ია ვარდებით მოფენილი, ასაკის მატებას პასუხისმგებლობა, ბევრი დანაკარგი და შენაძენი ახლავს. ყოველთვის იქნები არჩევანის წინაშე. სული იყავი, რომ დაფიქრდე დღესაც გააკეთე არჩევანი მოგეყოლა თუ არა, ჩაი გაგეკეთებია თუ მურაბა გამოგეტანა. ჩემთვის მთავარია პრიორიტეტების გადანაწილება ისწავლო, სიყვარული და ერთგულება, ადამიანობა არ დაკარგო! ტკივილმა არ დაგანგრიოს, არ გაგაბოროტოს. მართა მისმენდა და მიყურებდა მისი დიდი თაფლისფერი თვალებით.შეიძლება მე არ გამოვდექი კარგი დედა, არც არასოდეს მიცდია შენთვის დედობის გაწევა, ნაკოს ჩანაცვლება. ჩემო გოგო ოჯახის შექმნა, ერთ-ეთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა  რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თან დაატარებს ღირსეული წყვილი, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მძიმდება. მაგის არ შეგეშინდეს წყვილი იმისთვისა რომ გაინაწილოს ეს ყველაფერი, თუ ერთი წყვილი მოიკოჭლებს მაშინ მეორემ უნდა იტვირთოს ოჯახის მთელი უღელი. ნანას დედა სწორედ მაგას განიცდის, არ გამოვიდა ისე როგორც ფიქრობდა ბავშვებისთვის კი ყველაფერს აკეთებს, იცი ნანას დედა როდის მიხვდება რომ ბევრი კარგი რამ ასწავლა შვილებს?-როდის? -როცა ნანა გაიზრდება, უფრო დამოუკიდებელი გახდება. ის დედას არაფერს მიაკლებს აუცილებლად გაახსენდება რას აკეთებდა დედა მისთვის.შენმა მშობლებმა, როცა ოჯახი შექმნეს ყველაფერი გააზრებუი ჰქონდათ,მზად იყვნენ ერთად შესდგომოდნენ ამ უღელის ტარებას. ბექას მამის მსგავსი მამა გეყოლებოდა და ნანას დედის მსგავსი დედა. სითბოსა და სიყვარულში აღგზრდიდნენ შენ და შენს ყველა პატარა და-ძმას. ლუკას ბევრი შვილი უნდოდა ჰყოლოდა. რა კარგი იქნებოდა, მეც მახსოვდეს მათზე რამე. ნაღვლიანად თქვა მართამ. თუმცა გააგრძელა, ისიც მახარებს რომ მყავს ადამიანი ვინც მომიყვება მათზე. ერთმანეთს ჩავეხხუტეთ. მეც მიხარია მართა რომ მყავხარ და გიყვარვარ. -ისე ანა დღეს ის ბიჭი ვინ იყო?-ვინ ბიჭი?-არ ვიცი ვიღაც ვინც იქ იყო.