ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნისლის ანგელოზები

0 ხმა

გიორგი წულაია

ბიოგრაფია

წერა არის ის, რასთანაც ბავშვობიდან ერთგულად ვმეგობრობ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ის, რაც ამ პროცესში ყველაზე მეტად მიზიდავს არის ფაქტი, რომ შენ თავად ხარ მმართველი იმ პროცესებისა, რომლებსაც თავადვე ჰქმნი და ეს შემოქმედებითად სრულიად თავისუფალსა და პროდუქტიულს გხდის.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შენი მოყოლილი ამბის თანაზიარი მრავალი უცხო ადამიანი ხდება. ისინიც განიცდიან მოყოლილ ამბავს და თითოეულ მათგანს საკუთარი დამოკიდებულება უჩნდება პერსონაჟების, მათი ქცევებისა და მთლიანად სიუჟეტის მიმართ.

განათლება:

l ბაკალავრი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. (ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია)

l მაგისტრატურა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები) 

სინოპსისი

საწოლზე მარტოდ დარჩენილი მხატვრისთვის, სრულაიდ შეუცნობელი პროცესი იწყება, რომელშიც ყველაფერი წინასწარაა გაწერილი. თითქმის უსიცოცხლო კაცს, რომელსაც მხოლოდ გონება და გამცილებელი შემორჩა, ფიქრები ჭამენ. ის „მოგზაურობს“ წარსულში - დაბადებიდან, ბოლო წუთამდე. იხსენებს განვლილ დღეებსა და ერთმანეთს ადარებს ძაფის ფერებს, რომელთა დახმარებითაც ცხოვრების დიდი ქსოვილი მოქსოვა.

გამცილებელი კი მხატვარს მეგზურობას უწევს, მის საბოლოო დასაფლავებამდე, როდესაც კაცი სრულიად განთავისუფლებული გაუდგება ბილიკს, რომელიც “მასთან” მიიყვანს.

სრულიად მარტო, გამცილებლის გარეშე!  


მიმდინარე ტური არ არის აქტიური