აბსოლუტური ინტელექტის
0 ხმა
გოგა გაბიდაური
გოგა გაბიდაური, 23 წლის. დავიბადე თბილისში 2001 წლის 28 თებერვალს. არასდროს გამომიქვეყნებია ნამუშევარი და არც კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. გამოგზავნილი ტექსტი არის ჩემი სადებიუტო ნაწარმოები. მაქვს საჯარო სკოლა დამთავრებული, არ მაქვს უმაღლესი განათლება მიღებული. არ მიმუშავია არსად, ვიყავი ყოველთვის პასიურ შემოსავლებზე დამოკიდებული ფინანსურად.
წიგნში მოვლენები ვითარდება "აბსოლუტური ინტელექტის" ქვეცნობიერში, ხოლო მკითხველისთვის დისტოპიურ მომავალში, სადაც ყველაფერი გამარტივებულია და თითქმის გაიდეალურებული. ამ სამყაროში ციფრულ პლატფორმებს სიზმრები ანაცვლებს. პროტაგონისტი ხორაილი არის სიზმრების დეველოპერი "აბსოლუტური ინტელექტის" ქვეცნობიერში. მას უკავშირდება არიო, პერსონაჟი რეალური სამყაროდან, რომლის მიზანია, ხორაილის გავლით, ვირუსი შეიყვანოს "აბსოლუტურ ინტელექტში" და დაასუსტოს. არიო შთააგონებს ხორაილს წარსულით (რეალური სამყაროთი), და აჩვენებს გზას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ამ სამყაროს თავიდან შექმნა. მიზნის მისაღწევად, ისინი არალეგალურად ავრცელებენ დავირუსებულ, ორ-შრიან სიზმრებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური