ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სულის ძახილი

0 ხმა

ვაჟა ნიბლიაშვილი

ბიოგრაფია

    ვაჟა ვაჟას ძე ნიბლიაშვილი. დაბადების თარიღი 1998 წლის 22 სექტემბერი. დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

    დავიბადე ქალაქ თბილისში, 2005 წელს შევედი კერძო საშუალო სკოლა „დავითიანში“ 2017 წელს იგი დავამათავრე წარჩინებით. ამავე წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე სამართლის მიმართულებით.

     2018 წელს მომენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების გამო სახელმწიფო სტიპენდია.

     2019 წელს სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში „ბავშვთა უფლებები და საკონსტიტუციო სამართალწარმოება“ ნაშრომთა კრებულში, გამოიცა ჩემი სტატია „ოჯახური ძალადობა ბავშვთა უფლებების ჭრილში“. ამავე წლებში ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრეინინგებსა და კონფერენციებში, როგორც საფაკულტეტო დონეზე, ასევე მის გარეთ.

     2021 წელს გამოვიდა ჩემი სტატია ჟურნალ „საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებში „ თანაავტორობით „სამართალი და მორალი“.

    2021 წელს წარჩინებით დავასრულე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მომენიჭა სამარალმცოდნოების ბაკალვრის ხარისხი. ამავე წელს ჩავაბარე მოცემულ ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის მიმართულებით, 2021 წელსვე გავხდი თბილისის მერიის სტიპენდიანტი ფრიადზე არსებული აკადემიური მოსწრების გამო და მომენიჭა სერტიფიკატი.

    2023 წელს წარმატებით გავიარე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა და ვკითხულობდი ლექციებს.

     2023 წელს ამავე ფაკულტეტზე დავასრულე სწავლა წითელი დიპლომით და მოვიპოვე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

   2024 წელის გამოვიდა, ჩემი ესეისტიკა  ახალ რომანზე, ლიტერატურულ ჟურნალ „განთიადში“N 7-8 2024, რომანზე „კლერ კიგანის ასეთი წვრილმანები“.

   2024 წლის ოქტომბერში გამოვიდა, ჩემი კრიტიკა/ესეისტიკა არჩილ ქიქოძის რომანზე „ხვლიკი საფლავის ქვაზე“, ლიტერატურულ ჟურნალ „აფინაჟში“,2024 წლის N2, ქუთაისი.

 

სინოპსისი

 

   სიუჟეტი მიმდინარეობს რომანის მთავარი გმირის გარშემო, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის შეცნობის გზას დააკვირდეს, თუმცაღა აი ამ ერთ უწყინარ და  მორიგ ზაფხულში სააგარაკოდ მეგობრებთან ყოფნისას, მის ყოფაში გამოჩნდა ლიზავეტა. აქედან  დაიწყო ანტონში ცვლილებები, არა იმიტომ, რომ ეს ერთი შეხედვით თითქოს გასაგებია, არამედ იმიტომ, რომ მასში გაჩნდა კითხვა: „ რა განსხვავებაა ჩვენს „მე“- სა და ჩვენს სულის ძახილს შორის ? იგი გასცემს პასუხს ამ კითხვას მისით მონუსხულ ლიზავეტასთან ერთად....


მიმდინარე ტური არ არის აქტიური