ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სულის ძახილი

სულის ძახილი

                                                                 „შეიცან თავი შენი“                                                                                                                                                  სოკრატე                                                 „ მსოფლიო კრიტიკოსები შეიძლება მართალნი არიან, მაგრამ მე მინდა მქონდეს საკუთარი აზრი და მთელი კაცობრიობის ერთსულოვან განაჩენსაც კი არ მსურს დავუმორჩილო ჩემი გემოვნება, თუ რაიმე არ მიყვარს, არც შემიყვარდება და არც მსურს მივბაძო ვინმეს იმიტომ, რომ სხვებს ეს მოსწონთ ან არადა იღებენ ისეთ გამომეტყველებას თითქოს მოსწონთ, მე არ შემიძლია დავუმორჩილო მოდას ჩემი გემოვნება.“                                                                                                          ჯეკ ლონდონი „მარტინ იდენი“                                                                              თავი პირველი                                                                           I                                                         ერთ ულამაზეს სამყაროში, სადაც მრავალფეროვნება არის გამეფებული და მთელი კაცობრიობის მანძილზე იყო ჭიდილი სიყვარულსა და სიძულვილს შორის, სადაც ადამიანი არის ნაწილი ამ ყველაფრისა, იდგა მშვიდი ძალზე სასიამოვნო საღამო, ფანჯრებთან მდგომი ხეები თავიანთ სხეულის ნაწილებს ფოთლებს აშრიალებდნენ, ცა მოწმენდილი, მოღიმარი იყო, ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო თითქოს და სამყაროს ჩაეძინაო, ჩვენს დროს ასე ეძახდნენ უწინ სააგარაკო საადგილმამულო დასასვენებელი ადგილები ერქვა „თამარის ციხეებთანო“, ჩადიოდა ასე ხალხი ყოველ ზაფხულს არც დაბალი და არც საშუალო ფენის საზოგადოება, ალბათ ბიურგერული ადამიანებიც ხმამაღალი ნათქვამია, მოკლედ ამ სილამაზეში იყო მთელი სიყმაწვილე ჩვენი ანტონის, რომლის სულიც თავიდან ბოლომდე მოეცვა ამ განცდებს, მისი დამოკიდებულება ამ ადგილის მიმართ ძალიან ღრმა გახლდათ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მართლაც შეუდარებელი სულიერი ოაზისი გახლდათ, არამედ აქ მოხდა მისი გრძნობების აღმაფრენა.  რუტინულ და ჩვეულებრივ დღეს, რომელიც ყოფითი წვრილმანებით იფარგლება და ადამიანები არ ვცდილობთ ბოლომდე შევმატოთ მეტი განსხვავებულობა, შევცვალოთ ერთი და იგივე ქცევები მეტი ექსცენტრიკულობით, ულამაზესად დაჰკრავდა სიო დილის ცვრიან ბალახს თითქოს ციდან ჩამომავალი გაცრილი ცვარი წყობად დგებოდა მცენარეებზე დილის შუქი კი მკრთალი ხაზივით გასდევდა ჩვენს ამ ლამაზ არე მიდამოს. ჩიტების ჭიკჭიკი გამაბრუებლად გაისმოდა ზეციურ სამყაროში დილის მანიშნებელი ზარებიც შემოჰკრეს ციურმა ანგელოზებმა, კერძოდ კი მნათობის სახით, სიჩუმე იმდენად მგრძნობიარე იყო, რომ აი ჩვენს ანტონსაც გამოეღვიძა, დილას მიესალმა და  შეუდგა სოფლის ყოფასთან დაკავშირებულ საქმეებს, მისი გასვლა სოფლის მყუდრო ნაფიცრულ აივანზე ერთი იყო და უცებ მას შემოსძახა დიმიტრიმ, რომელიც იმხანად აბორიგენი იყო, იქაური ადგილას და მუდამ იქ სახლობდა ყოველ სეზონზე, განსხვავებით დამსვენებლებისგან, რომელნიც, მხოლოდ ზაფხულში ჩადიოდნენ ჩვენი დიმიტრი, მეტად „მოსული“, ჩამჯდარი თვალების, აბზინებული შავი თმის, ტანადი ძლიერი ყმაწვილი გახლდათ გასაკვირიც არ იქნება მისი სიძლიერე ზუსტად, რომ მის სოფლისეულ ჯაფასა და შრომასთან ასოცირდება.  ჩვეული მისალმების შემდგომ, მათ მიმოიხილეს დილის ამბები იმ დღეს დილით ჩამოსულიყო მათი მეზობელი, რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახი გახლდათ, დიმიტრიმ მოახსენა, რომ მასთან ერთად ჩამოსულიყვნენ მისი ვაჟიშვილი და ქალიშვილი, ონისე და ლიზავეტა, დიმიტრი, ერთობ ემოციური აღფრთოვანებით უხსნიდა ლიზავეტას ქალური მშვენიერების შესახებ, რომელსაც თურმე მთელი მიდამოები დაეპყრო, თავისი სიდიადით, ჩვენი ანტონი მოელვარე თვალებით აკვირდებოდა და ყური ჰქონდა მიბჯენილი მის თითოეულ ახალ ინფორმაციაზე, რადგან როგორც მიხვდებოდით ძალზდეც ცნობისმოყვარე იყო. დიმიტრისა და მისი დიალოგი ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივად დაიწყო, რომელმაც ახლად გაღვიძებული ანტონი სულ მთლად გამოაფხიზლა. სწორედ ამ დღეს მათი მეგობრის და დამსვენებლის აკას იუბილე გახლდათ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ თუ რა მიერთმიათ მისთვის საჩუქრად.  დანაშაული იქნებოდა არ მეთქვა ორიოდე სიტყვა იმ უდავო პიროვნების სახესთან დაკავშირებით, რომელიც ერთის მხრივ მეტად ჩაფიქრებული ცხოვრების და თითქოსდა ჩაკეტილობისა და მეორეს მხრივ უდავოდ ცოცხალი ყოველდღიურობის მოყვარული იყო. მასში, ასევე თანაარსებობდა ქაოტი, შეუჩერებელი, მზევინარი, ამავდროულად გულჩათხრობილი, პოეზიისა და ხატვის მიმართ მიდრეკილი, დედის გვერდში მდგომი ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს ბავშვთ მოყვარე, დამრიგებელი, აღმზრდელი და მათი გულის სარკე. ის ერთი უბრალო, სათნო თავისებური სიმპათიის ადამიანი გახლდათ, რომელიც შეიძლება ითქვას, დაინტერესებული იყო, რელიგიურ-ფილოსოფიური და ცხოვრებისეული გაგებებით, რომელიც ერთობ რთულად აღსაქმელ გაგებებს წარმოადგენდა და ამ სიყრმის ადამიანების საუბარშიაც გამოსჭვიოდა, მოკლედ ძალიან რომ არ მივეცე მოყოლის ვნებას, მისი საჩუქრის არჩევა ანტონმა გადაწყვიტა, კერძოდ კი იმ პერიოდში გამოიცა ბიბლია ახალი ტირაჟით, ე.წ 2000-იანების პერიოდში ახალი აღთქმა. მოხდა ისე, რომ შესაძენად დიმიტრი და ანტონი იქაური ცენტრის თუმცაღა, პერიფერიულ ნაწილში გაემართნენ, რომელსაც თორკისხევს ეძახდნენ, იმ დროს ის ადგილი თავშეყრის უზარმაზარ სცენას წარმოადგენდა, ვაჭრების გამყიდველ-მყიდველისა, სადაც ორთქლი სდიოდა ჰაერში გარიგებების ყოველწამიერ შეთანხმებებსა და ქაოსს, დიმიტრი და ჩვენი ანტონი ჩავიდნენ უამრავ ნაცნობსა თუ უცნობს გადაეყარნენ, ნუ როგორც ხდება ხოლმე და ერთ პატარა ზომის, გარედან კალათასავით დაწნულ მაღაზიაში შევიდნენ, რომელიც ახალი გახსნილი ყოფილა და სიახლეებიც ელოდათ შიგნით, მათ შორის მათი სურვილის დამაკმაყოფილებელი საჩუქარიც, როგორც იქნა გამოემართნენ, თავიანთ მიდამოში და გადაწყვიტეს უმალვე მისულიყვნენ მათ მეგობართან ანტონთან გზად შეეტყოთ, რომ ახლად ჩამოსული სტუმარიც დაესწრებოდა მეზობლის სახელით, რამაც ერთგვარად აღაფრთოვანა, ანტონი.  მოსაღამოვდა, ირგვლივ სიბნელემ დაისადგურა, ცა მოციმციმე ვარსკვლავებით შეივსო, სიჩუმეს ცხოველთა გამაყრუებელი ყეფა არღვევდა, ციცინათელები თითქოსდა გზას უნათებდნენ ჩვენს მეგობრებს, როგორც ჩანდა აკას სახლიდან სინათლე და ჟრიამული გამოდიოდა, ცოტა არ იყოს და გაუკვირდათ, რადგან აკა ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა ასეთ შეკრებებს, რაც შეიმჩნევა კიდეც მოგვიანებით, მათი შესვლა ერთი იყო სახლსა შინა და აკას სტუმართმოყვარეობა, იქაურობას ამშვენებდა მისი ნათესავი და მეზობელი გოგონა, რომლის სინატიფეცა და სიფაქიზეც ასე მიდამოს აცისკროვნებდა, კდემამოსილების უზადო გამოხატულება, გარშემომყოფებზეც დიდ ზეგავლენას ახდენდა, ამ ერთი შეხედვით არც თუ ისე დიდი ქალბატონისაგან მოგეხსენებათ, თუ როგორი მისალმება და სტუმარმასპინძლობის „ტრადიციული“ გამოხატულებები გახლავთ, საკმაო დრო იყო გასული მათი მისვლის მერე, როცა უეცრად ანტონმა და დიმიტრიმ წიგნი საჩუქრად გადასცეს ჩვენს აკას მისმა, აღფრთოვანებამ ცის კარიბჭემდე მიაღწია:     - დიდ მადლობას, მოგახსენებთ, ჩემო სიყმაწვილის მეგობრებო, თქვენი დღევანდელი საჩუქრით მარადიულობა მომანიჭეთ მე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიდევ ერთი წელი მომემატა, არ არსებობს, წიგნზე დიდი საჩუქარი მითუმეტეს, ასეთი წიგნისა, სხვათა შორის ვლამობდი, ახალი გამოცემის შეძენას, თქვენ ეს ამიხდინეთ მეგობრებო, ოჰო რა კარგი სუნი აქვს.... აი მეგობრებო, ეს ორი ადამიანი გახლავთ უზენაესის ხალხი, ყველანაირი პათეტიკის გარეშე, კაფკას უთქვამს: „გყავდეს ადამიანი, რომელიც გაგიგებს, ნიშნავს გყავდეს ღმერთი“ ბრავო !     - რას ამბობთ აკა ბატონო მიმართა, მას ანტონმა შენი მსოფლმხედველობა იმ სიწმინდეებს უკავშირდება და მიილტვის რასაც ეს გვთავაზობს წიგნის სახით, ჭეშმარიტად, დაეთანხმა დიმიტრიც, რომელიც მუდამ ერიდებოდა სიტყვის თქმას.    -  ჩემო მეგობრებო საზოგადოებავ, მე მინდა დღეს აღვნიშნო, რომლის გაერთიანებულ თავშეყრაზე მიზეზიც თავადვე გახლავართ, რომ იდეა სამყაროსი და მისი შექმნისა, არის უპირობო სიკეთე.     - მეტად უცნაურად გავკადნიერდებოდი და შემოგედავებოდი ჩემო აკა, დაიწყო ლიზავეტამ, ვინაიდან სიკეთის უპირობო ხასიათი მოგვწონს თუ არა ეს განპირობებულია ბოროტების არსებობით, რომ ის არ გარდაისახოს სიკეთედ შემდგომ, თუმცა აქვე წინააღმდეგობრივ ჯაჭვს გავყვებოდი და დავძენდი, რომ შემდგომი პერიოდი წარმოშობს ბოროტებას, ვინაიდან ის არ აღიქმება, როგორც თავდაპირველად განხორციელებულ სიკეთე.    -  ჩემო პატივცემულო ლიზავეტა ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, თუმცა მივეცემი უდავო ნეტარებას საკუთარი აზრებისა და თქვენს მოსაზრებას დავძენდი, რომ რამდენადაც აბსტრაქტული არ უნდა იყოს საწყისის არსებობა, როგორც სიკეთის უნდა გამორიცხავდეს წინაპირობად ბოროტებას და მის შემდეგაც ვინაიდან თვით ამოცანაც ჩემის დიდი რწმენით არის ჰარმონია და „ცეცხლის/ნაპერწკლის“ გაჩენა, თუმცა აღნიშვნას საჭიროებს ის, რომ სწორია როდესაც საქმე ეხება აღქმას და გააზრებას სიკეთის, როგორც „განხორციელებული სიკეთედ“ ეს მეტად საწყენია, როცა თვითკმაყოფილების განუსაზღვრელი შეფასება იძლევა შემდგომი პატივმოყვარეობას „ჰაერში ავარდნას“, იუმორისტულად, რომ ვთქვათ.     -  აკა დღეს პრივილეგიად ვერ აღვიქვამ შენს იუბილეს და ამიტომ შემოგედავები, რომელიც არ მასვენებს, ნუთუ სიკეთე უპირობოდ საერთოდ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მაშინ, როდესაც მისი მქმნელის ინტერესია უპირობო ხასიათი თავად, ამ სიკეთის მქმნელის მდგომარეობიდან და სურვილიდან გამოდის ამის გაკეთება, თუ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მიღებისათვის გაკეთებული აქტია და არანაირი პირადი კმაყოფილების ნასახის არ ძევს? დასძინა ანტონმა.     -  როგორ ყოველთვის ფორმაში, ხარ შენი ესთეტიკური შეხედულებებით, შენ ამბობ, რომ სიკეთე არ არის უპირობო თუ სიკეთის გამკეთებელი აკეთებს მას იმიტომ, რომ მანაც მიიღოს სარგებელი ანუ სიამოვნება?     -  სწორი ხაზგასმაა, შენიშნა ანტონმა.     -  სადავოა ეს თეზისი ანტონ ვინაიდან ასე, ორმხრივად ყოფიერება და ჩვენი გონი „მე“- ს დირექტივით იმართება ამიტომ რთულია ზოგად საუბარში, რომ მე-ს ინტერესი არ გააჩნდეს, როგორიცაა, სიხარული, ბედნიერება, სიამოვნება, რაიმე ქმედების ჩადენამდე ან მის შემდგომ, არ იგულისხმება ცხადია, რაიმე მერკანტილური ინტერესი, აქ წმინდა ინტერესზეა საუბარია, ამიტომაც რთულია გამორიცხო ყველაფერი, მათ შორის პიროვნულობა.     -    დაგეთანხმები, იმაში, რომ რთულია გამორიცხო ყველაფერი ვინაიდან ადამიანები ვართ მთელი თავისი უხვი ვნებებითურთ, რაც ასევე თავდაპირველი მდგომარეობის მოცემულობაა, ხოლო მაშინ, როცა გსურს გამორიცხვა შენი სიამოვნების ამის გაკეთებისას და მხოლოდ და მხოლოდ მისი მიმღების სიამოვნებაა, პირველი საზრუნავი, ამ დროს ხდება დაცლა იმ ყველაფრისაგან, რაც „შენ“ იგულისხმება, გამოსვლა საკუთარი თავიდან, დასძინა ანტონმა. კარგი, იქნებოდა, რომ არ გაექცე ემოციებს, გაუსწორე მას თვალი, ყველა მოვლენას შენში, გაუსწორე თვალი არ ეძებო გაქცევის გზები დააკვირდი შენს თავს და მის მსვლელობას, აზრით, ქმედებით, სხვადასხვა საშუალებებით არ გაიქცე მისგან, თავის არ არიდება ნიშნავს გაგებას, სიყვარულს.     -  აღფრთოვანებული ტონით, ჩართულმა ლიზავეტამ, აღნიშნა, უდავოდ საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე აკას მეგობარი ჩემი მეგობარია, როგორც მივხვდი თქვენი იდეაფიქსი უპირობობიდან გამომდინარეა, ანუ არა საკუთარი თავიდან, არამედ სიკეთის მიმღების მდგომარეობიდან.     -    ჩემო ანტონ მაოცებს, ყოველთვის შენი იდეები, მაგრამ საკუთარი თავიდან გამოსვლა და მხოლოდ იმისათვის უპირობოდ და არა შენთვის, რომ სასიამოვნოა და მასაც ახარებს სიამოვნებს ჰარმონიულად ბუნებრივიცაა, უპირობოდ დაცლილი ქმედება მხოლოდ მხოლოდ მოგეხსენება სამყაროს ისტორიაში ერთადერთ სულის რევოლუციონერს შეეძლო და მის ბუნებას ქრისტეს. დასძინა აკამ.     -  გმადლობ ლიზავეტა, დიდი პატივია ჩემო აკა და პატივცემულებო, მე ისე არ მინდა გამიგოთ ან გამომივიდეს, რომ თითქოსდა მე ვუარყოფ იმ სიკეთეს, რომელიც გარეგნული და ცნობიერისათვის უპირობოა, ანუ თუ ადამიანი სჩადის, იმას რაც მასაც უხარია და სიამოვნებს და მის მიმღებსაც ერთდროულად რა თქმა უნდა ამ აქტს არაფერი სჯობს და უდიდესი ევოლუციის მომტანია, სამყაროსათვის, მაგრამ პიროვნულობის დაცლილი მდგომარეობა ამ აქტის განხორციელებისას ორმაგად მარადიულია, რაც შეეხება შემოქმედს, აკა ჩვენს ხატურ ბუნებაში არის რესურსი თუნდაც „მიბაძვის“, რაც ნაცადია უზენაესი ენერგიით, რაც არის საწყისი ჩვენშივე არსებული ჩანასახი.   უეცრად აკას დედა, რომელსაც არ სურდა ხელის შეშლა აცნობა აგარაკობის გახანგრძლივების რაობაზე, რამაც დიდი ოვაციები, გამოიწვია აკამაც ნაზი და სუფთა ღიმილით გახედა დედას და სტუმრებს, რომელთა სიწრფელეშიც ეჭვი არ ეპარებოდა, უეცრად როცა ერთი საყურადღებო ფაქტი მოხდა, როდესაც ისინი წამოიშალნენ სუფრიდან, ანტონი გამოვიდა ლიზავეტამ აღფრთოვანებული სულისკვეთებით უთხრა, რომ მეტად სასიამოვნო იყო მისი მოსაზრება ამ საკითხზე, რაზეც საუბრობდნენ ანტონი ჩაფიქრდა თუ რატომ არ მიიღო ეს შექება საუბარშივე ან იქვე თუმცა მის ასე ვთქვათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუ რატომ იყოს ასე ჯერ თავადაც არ უწყვოდა.    - მობრძანდით ჩემო მეგობრებო რატომ წამოიშალეთ თქვენ ხომ არ აპირებთ ჩემს მიტოვებას ფიქრებთან ერთად ? დიდი ბედნიერებაა გულითადი ადამიანების ასე ერთად ხილვა თანაც მეგობრების, იქით კი  მიხარია მოფუსფუსე დედის ხილვა, რომელიც ჩვენით ხარობს ჩემო დიმიტრი როგორ არის საქმეები ამ ყოფიერების მამოძრავებელ ძალაში, განა არ იცოდა მან დიმიტრის რიდი სიტყვის თქმისა არა იმიტომ, რომ არ ჰქონდა მას შესაბამისი სიტყვა ან პასუხი, არამედ კოლოსალურად თავმდაბალი გახლდათ.