სიყვარული რბოლის წესებით
0 ხმა
თამარ კაპანაძე
მე, თამარ კაპანაძე, დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ყველაზე თბილ,იუმორისტულობით განთქმულ ქალაქ ქუთაისში, წერა ყოველთვის მიყვარდა პირველად რომ გავბედე და კალამი ავიღე ხელში, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პატარა მოქმედება ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. უეცრად აღმოვჩნდი სიტყვების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყოველი წინადადება ახალ თავგადასავალს ჰპირდებოდა მკითხველს.,მახსოვს სკოლაში ,როცა ვსწავლობდი მასწავლებელი სპეციალურ დავალებას მაძლევდა,სადაც წაკითხული მოთხრობა თუ სხვა ნაწარმოები ჩემი ფანტაზიით გამეგრძელებინა, ვდგამდით სპექტაკლებს ,სადაც სცენარებს ყოველთვის მე ვწერდი, მაგრამ ნამდვილი ცხოვრებისეული გამოწვევა მაშინ დაიწყო,როცა გავიზარდე და სტუდენტი გავხდი. წერა უფრო შემიყვარდა,მთელ ჩემს გრძნობას,ემოციასა და ფიქრებს სხვადასხვა ნოველებში თუ ჩანახატებში ვდებდი, არაერთხელ გამომიქვეყნებია ჩემი პატარა ჩანახატები ჟურნალ,,გზაში“.ვწერდი სტატიებს და თხზულებებს უნივერსიტეტის ჟურნალისათვისაც. ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ ჰობი ან პროფესია - ეს არის ცხოვრების წესი, გზა, რომლითაც ვხედავ და ვაფასებ სამყაროს. ყოველი ახალი წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, და ყოველი ისტორია, რომელსაც ვწერ, მეხმარება უკეთ გავიგო საკუთარი თავი და გარშემო მყოფები.ეს ერთგვარი თერაპიაცაა ჩემთვის. ჩემი მიზანია,შევქმნა ისტორიები, რომლებიც მკითხველს გაიტაცებს, დაფიქრებს და შთააგონებს. მჯერა, რომ ყოველ ადამიანს აქვს უნიკალური ამბავი, რომელიც ღირს მოსასმენად. დღეს, როცა ვმუშაობ ჩემს პირველ რომანზე ,,სიყვარული რბოლის წესებით“ვგრძნობ, რომ ყველა ის გამოცდილება, ყველა ის წაკითხული წიგნი და დაწერილი სიტყვა ერთ დიდ მოზაიკად იკვრება. ეს არის სიყვარულის უჩვეულო,უცნაური და თავბრუდამხვევი ისტორია , რომელიც, იმედი მაქვს, შეეხება მკითხველის გულს ისე, როგორც ოდესღაც მე შემეხნენ ჩემი საყვარელი წიგნები."გახდი ბესტსელერის ავტორი" პროექტში მონაწილეობა ჩემთვის არ არის მხოლოდ კონკურსი. ეს არის შანსი, გავუზიარო ჩემი ხმა მსოფლიოს, ვაჩვენო, რომ ქართულ ლიტერატურას აქვს უნიკალური ადგილი გლობალურ ლიტერატურულ სცენაზე. ეს ნაწარმოები აქამდე არასდროს არსად არ გამომიქვეყნებია,ასე ვთქვათ სპეციალურად ამ პროექტისთვის ვინახავდი ,,საიდუმლოდ“ .ყოველ დილით, როცა კომპიუტერთან ვჯდები და ახალ თავს ვიწყებ, ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი გზა - გზა, რომელიც სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ასევე უსაზღვრო შესაძლებლობებით. და ვიცი, რომ ყოველი სიტყვით, რომელსაც ვწერ, ვქმნი ჩემს საკუთარ ისტორიას - ისტორიას მწერლისა, რომელიც ოცნებობს შეცვალოს სამყარო წიგნებით,ლიტერატურითა და ცოდნით.
"სიყვარული რბოლის წესებით" - ვნებიანი რომანი, სადაც სიჩქარე და გრძნობები ერთმანეთს ეჯიბრებიან. თამარი, ელიტური ავტომრბოლელი და შოთა, ქუჩის მოტომრბოლელი, ერთმანეთს საქართველოში,სიყვარულის ქალაქ ,ბათუმში ხვდებიან. მათი სიყვარული ცეცხლივით ინთება, მაგრამ წამიერადვე ქრება, როცა თამარი პარიზისკენ საბედისწერო რბოლისთვის მიემართება . შოთას და თამარს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ სიყვარულის შესანარჩუნებლად, სასწორზე ბევრი რამ დევს, წარსულის სიყვარული და გამარჯვება. ვინ მოიგებს ამ სასიცოცხლო რბოლას - სიყვარული თუ ამბიცია?!
მიმდინარე ტური არ არის აქტიური