სიყვარული რბოლის წესებით
სიყვარული რბოლის წესებით
თავი 1 ლურჯ ზღვას ვუყურებ, ვაკვირდები როგორ კვეთს გემის წვეტიანი ნაწილი მის ტალღებს, ვხედავ როგორ გამწარებული ეხეთქება ზღვის ქაფი გემის ხის ნაწილებს. მზე ჩასვლას იწყებს, მესმის ხალხის უაზრო საუბარი, დაღლილი ვარ,არა საქმით არამედ ცხოვრებით. თავს კიდევ უფრო ვხრი დაბლა, თვალებს ვხუჭავ ზღვის სუნს შევიგრძნობ და წამწამებს ერთმანეთს ვაჭერ რომ ხალხში არ ვიტირო. უეცრად მხარზე შეხებას ვგრძნობ და ვღიზიანდები,არ მიყვარს როცა მეხებიან ამიტომ თავაუწევად ვეუბნები რომ ხელი გამიშვას. მესმის მამაკაცის ხმა ,რომელიც მეუბნება რომ ცუდად ვარ და უნდა დავჯდე. თავს მაღლა ვწევ და სახეში მეფეთება ჩემზე ოდნავ მაღალი მწვანეთვალება მამაკაცი,რომელიც ახლა ჭკუას მასწავლის.-გოგონავ თქვენ აშკარად ცუდად ხართ .მიმეორებს.მეღიმება ირონიულად და საკუთარ თავს ვეკითხები რას ნიშნავს კარგად ყოფნა ან ბოლოს როდის ვიყავი კარგად ეგეც საკითხავია, ვფიქრობ.ბიჭი არ მეშვება.-აი აქ დაჯექით,იცით?! იცის ზღვამ ცუდად გახდომა თქვენ სანამ გემზე ამოხვიდოდით იქნებოდით კარგად ,მაგრამ ახლა ცუდად ხართ იმიტომ რომ წყალმა ორიენტაცია დაგაკარგვინათ. მიღიმის,თვალებში კი უცნაური ენერგია უდგას.არ მეღიმება,მაგრამ ვუჯერებ იმ მიზნით რომ თავი დამანებოს და მალე წავიდეს,მაგრამ ბიჭი გვერდით მიჯდება და საუბარს აგრძელებს.-დამავიწყდა გაცნობა,მაპატიეთ მე .... ანდა უფრო საინტერესო იქნება თუკი სახელს თავად გამოიცნობთ.თვალებში ვუყურებ,რა წმინდა და სუფთა თვალები აქვს ,ვფიქრობ,მზის ჩასვლის ფონზე კიდევ უფრო ლამაზი და ბრჭყვიალაა მისი სახის კანი, მუქი წვერი უღიავდება ,ხოლო ღიმილი უფრო დასამახსოვრებელი უხდება. -როგორც ვატყობ თქვენ ჩემი საუბარში გამოწვევა გსურთ. ვეუბნები პირდაპირ.-დიახ,და ამას ვაღიარებ. სახის მიმიკას არ იცვლის, კითხვაზე პასუხს ელის.ვათვალიერებ, ისევ თვალებში ვუყურებ.-თქვენი სახელი ალენი უნდა იყოს გვარი კიდევ დელონი.ორივე ვიცინით,შემდეგ თავს ხრის იატაკს უყურებს და მეუბნება რომ არც ისეთი მომხიბვლელი და შესანიშნავია ,როგორც ფრანგი წარმომავლობის მამაკაცი. -გიორგი?-მთლად ასეთი ბანალურიც არ უნდა ვიყო.-ირაკლი?-ზედმეტად მეამბოხურია.-მაშინ ლუკა?-ნუთუ ასეთი ჩვეულებრივი ბიჭის შთაბეჭდილება დაგიტოვეთ ,,სენიორიტა’’?მაცდურად ჭუტავს თვალს.-მოდი მინიშნებას მოგცემ, რუსთაველზე ვცხოვრობ.-ჰმმ.... ოოოოო ბატონო შოთა ნუთუ ეს თქვენ ხართ და მე ვერ გიცანით?! ვეხუმრები,რადგან უკვე ნათელია მისი სახელი ჩემთვის.-ნამდვილად, ვხედავ მიხვედრილი ხართ .-ამდენი ცდის შემდეგ რომ ვერ გამომეცნო თავს ნამდვილად შერცხვენილად ვიგრძნობდი.-იღიმის,უყურებს ზღვას და ჩაფიქრებული სახის მიმიკას იღებს .თქვენ რა გქვიათ? მიბრუნებს კითხვას.მეღიმება ვდგები და მეც ზღვას გავცქერი , შოთა მიახლოვდება და გემის ხის მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა. -ღრმაა თქვენი ტკივილი? გვერდულად მიყურებს, სახე შეცვლილი აქვს, აღარ იღიმის.-ყოველ შემთხვევაში ზღვამაც ვერ დაახრჩო.-დარდებმა ცურვა იციან,თანაც საკმაოდ კარგად.ჩანთიდან სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ ,ზრდილობის მიზნით შოთასაც შევთავაზე,მანაც აიღო და მოუკიდა. გემი რწევას განაგრძობს,გეზს იცლის და უკან ბრუნდება.-აქაური ხართ?-არა, და თქვენ?-მე მეფემ გამაძევა მისი სიყვარულისთვის და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. -ბატონო შოთა ძალიან ხუმარა ბრძანდებით, მაგრამ არც მე ჩამოგრჩებით და გეტყვით რომ ეგ მეფე ახლა თქვენთან ერთად ამ გემზეა.ბიჭი თვალებს მიშტერებს, შემდეგ ტუჩის კუთხე უტყდება. ხმას არ იღებს,გვერდულად მიყურებს და ახლა თამამად მეკრიჭება.-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო თამარ.-ჩემთვისაც ბატონო შოთა.ორივეს სასიამოვნო გამომეტყველება გვეხატება სახეზე ,სიგარეტი ჩაიწვა და იქვე საფერფლეში ჩავტოვე. გემი პორტში დაბრუნდა ,ქუდს ვიღებ და უკან ვბრუნდები, თვალებით შოთას ვეძებ.-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ბატონო შოთა,თავს ვუკრავ. -ასევე. მესმის მისი ხმა ზურგიდან, გემიდან ჩამოვდივარ და მივუყვები ხის ბილიკს, ვათვალიერებ ხალხს, ბავშვებს, მცემს იოდისა და მარილის სუნი ,ალი და ნინო შეერთებას იწყებენ, ვუახლოვდები და ვუყურებ. მათზე ვფიქობ,მათ სიყვარულზე,გრძნობაზე ,რომელმაც ორი უცხო ადამიანი ერთად შეკრა, შეყარა და გააერთიანა. უარი ათქმევინა რელიგიაზე, აიტაცა და სიყვარულის ქარცეცხლში ღრმად ჩაითრია. ერთხანს ასე ვარ,შემდეგ გზას განვაგრძობ,უკნიდან მესმის ნაცნობი ხმა,ვტრიალდები ,მხვდება შოთა მწვანე ნაყინებით ხელში.-დაგეწიე მაინც.-რა იცოდი სად მივდიოდი?-მანიაკი ვარ და ამოგიჩემეთ.-რა დამთხვევაა მე კი თქვენ.-ხასიათს აშკარად ვუკეთებთ ერთმანეთს, აი ნაყინი აიღეთ ,მინდა დაგპატიჟოთ.-მადლობა,მაგრამ არ მსურს.-არც ჩემი ხათრით?-მეტისმეტობა ხომ არ გგონიათ 10 წუთის უკან გაცნობილი ბიჭის გამო რაიმე ,მითუმეტეს ხათრით გავაკეთო?-რატომ ბრაზობთ ქალბატონო თამრიკო? -მომაწოდეთ, ჩანს შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.შოთა იღიმის და მაწვდის უკვე ნახევრად ჩამოღვრილ ბალახისფერ ნაყინს.-მწვანე რატომ არის? მოწამლულია?-კივისაა,მოწამლული კი ჩემი კუჭია.ამაზე ღიმილს მართლა ვეღარ შევიკავე. ეს აშკარად კარგ ხასიათზე აყენებდა შოთას და უფრო მეტად იწყებდა ხუმრობას.-აბა ქალბატონო თამარ,მორჩა ბულვარი თქვენ ახლა საით?-პირდაპირ სასტუმროში.-ვოუ ვოუუუ ძალიან ხომარ ვჩქარობთ.სახეზე ღიმილი შემაშრა,მხოლოდ ახლა გავიაზრე ჩემი ნათქვამი და მწარედ გამეღიმა.-ყველაფერთან ერთად თამამიც ყოფილხართ.-ვიხუმრე თამამად, მაპატიეთ.-კარგად იყავით ბატონო შოთა.-ნუ ჩქარობთ,ნება მომეცით სახლამდე მიგაცილოთ.-არ მინდა, მადლობა, ჩემი შეყვარებული უნდა ვნახო.აშკარად არ ესიამოვნა ეს ფრაზა და გაიყინა ადგილზე.-მეგობრები ერთმანეთს სახლამდე აცილებენ .-მეგობრები ერთ დღეში ხდებიან?-რატომაც არა?-ეგებ მართლაც მანიაკი ხართ და ჩემი სახლის მისამართის გაგება გსურთ?-ჩემნაირი სიმპათიური ბიჭები მანიაკები არ არიან.-გარანტია მააქვს?-გაქვთ.შოთა თავს არ მანებებდა ამიტომ ნება მივეცი სახლამდე მივეცილებინე.აი ჩემი ქარიშხალა, დაბრძანდით. შავ მოტოციკლზე მიმითითა.-ოჰოოო,ეს უკვე მეტისმეტია ,ვერ დავჯდები,მოდით სახლში თქვენ წადით მე აქ დავრჩები.-დაჯდა! დროზე! მკაცრი ტონით მითხრა. რასაც სიტუაციის გასანეიტრალებლად მისი თვალის ჩაკვრა მოჰყვა. შოთამ, შავი ჩაფხუტი მომარგო.-მაგრად მომეჭიდე. ჩამყვირა ყურში.აი სად დამერხა ,ვუთხარი ჩემს თავს. შოთამაც გაიკეთა ჩაფხუტი და ამით კიდევ უფრო სიმპათიური გახდა, ხელი მაგრად მომაჭიდებინა წელზე და არაბული ცხენივით გაქანდა.გიჟივით მართავდა ბაიკს, მე კი გულში ვლოცულობდი ,რომ სული არ გამძვრენოდა გზაში, მთელი სხეული გამეყინა ცივი ქარით. მიჭირდა სილუეტების აღქმა ,შოთა აშკარად ამაყობს მსგავსი სიტუაციით ,ხელს ხელზე მადებს,ზურგზე ხელს ვურტყამ და თითი მის თვალებთან მიმაქვს,ვანიშნებ მარჯვნინ შეუხვიოს,ისიც უხვევს, შემდეგ ნელა ვმგზავრობთ , მივუახლოვდით სასტუმროს და ვანიშნე იქვე გაეჩერებინა. -აი ასე ,უკვე მოვედით,მადლობა მოცილებისთვის,მაგრამ საჭირო არ იყო.-ჰმმმმ... შენი შეყვარებული ასეთი ძუნწია,რომ გარეთ არ გხვდება ასე გვიან?-შეყვარებულიიი? წამით დავიბენი.-აკი პაემანზე მივდივარო?-აა,შეყვარებული , როგორც ჩანს მოსვლა დავასწარი.-მატყუარა ხართ. მითხრა და ზიზღის გამომეტყველება მიიღო, შემდეგ შარვლის ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო და რაღაც ჩაწერა.-ეს ჩემი ნომერია,თუ დაიკარგო დარეკე.-სად თუ დავიკარგო? ფიქრებში თუ ბათუმში?ისევ ტუჩი ჩატეხა ღიმილით.-თუკი ფიქრებში დაკარგვა ჩემზე ფიქრის გამო იყო,მაშინ რატომაც არა.-შენ მეფლირტავები? თამამად ვკითხე.-განა შეიძლება რომელიმე შოთა თამარს არ ეფლირტაოს? ნუ დაგავიწყდება შოთამ თამარს ,,ვეფხისტყაოსანი“ დაუწერა,სიყვარულისთვის.-მე არ ვარ ბაგრატიონი და არც შენ ხარ რუსთაველი შოთა.-როგორ არ ვარ,აკი გითხარი რუსთაველზე ვცხოვრობ-მეთქი? ესეიგი რუსთაველი ვარ.-შოთა,შეეშვი მცდელობას!არ გამოვა.-გამოწვევააა?-სიმართლე . -მეგობრობაც არ გამოვა?-ეგ შეიძლება,მაგრამ საზღვრებში.აშკარად არ მოეწონა ჩემი პასუხები,თუმცა ცადა დაემალა.-კარგად თამარ!-კარგად რუსთაველო! შოთამ ისევ მოირგო მისი ჩაფხუტი და მოტოციკლეტი ააგუგუნა.-ცოტა ნელა იარე,გიჟს ნუ დაემსგავსები. მივაძახე ზურგიდან,მან ხელი ჰაერში აწია და თითები შეათამაშა.-არა,ეს მართლა გიჟია. ვუთხარი ჩემს თავს და სასტუმროში შევედი.მისაღებში მხოლოდ მიმღები იყო,თავი დამიკრა და ისევ ფურცლებში ქექვა განაგრძო, ნელა ავიარე დერეფანი, ოთახის კარი ფრთხილად გავაღე და შიგნით შევედი.