ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უხმო ექო

0 ხმა

ლეთე შავშეთელი

ბიოგრაფია

თამარ სიხარულიძე, ფსევდონიმი ლეთე შავშეთელი, 25 წლის, წარმოშობით გურული, ჩოხატაურიდან. ჩემი ერთ-ერთი პროზაული ნაწარმოები „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ გამოიცა ამავე წელს. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობაში „კალმოსანი“.

წერისადმი ჩემი სიყვარული გვიანდელ ბავშვობაში დაიწყო ლექსების შეთხზვით. ეს არ იყო ელვისებური მომენტი, თანდათანობით მივხვდი, რომ სიტყვებს განსაკუთრებული მაგია ჰქონდა, მათი ფურცელზე გადატანისას სიმშვიდეს ვპოულობდი, ერთგვარ თავდავიწყებას ვგრძნობდი და იმავდროულად თვითგამოხატვასაც ვახერხებდი.

მოგვიანებით, აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ლექსების შეთხზვა მანიჭებდა სიამოვნებას, არამედ პროზაული ნაწარმოებების წერაც. სიუჟეტების შექმნისას, პერსონაჟების გამოძერწვისას და მათთვის სულის შთაბერვისას მივხვდი, რომ მწერლობა გახდა ჰობზე, გატაცებაზე მეტი, ალბათ, უფრო მოწოდება, საქმიანობა, რომელსაც მინდა მივყვე მთელი ცხოვრება.

მწერლობა ჩემთვის ერთგვარ მსახიობობასაც ნიშნავს. მწერალიც ისევე უნდა გაეხვეს პერსონაჟის ტყავში, როგორც მსახიობი შედის როლში, რათა დამაჯერებლად, რეალისტურად გადმოსცეს მისი გრძნობები, დამოკიდებულებები, მსოფლმხედველობა. ამდენად, წერისას ავტორმაც უნდა იგრძნოს, რას განიცდის პერსონაჟი და რასთან უწევს შეჭიდება, მე კი ვცდილობ თითოეული პერსონაჟის როლში შევიდე, რათა მათი თვალებიდან დავინახო და შევქმნა რეალური გრძნობები, რეალური ადამიანი, რომელშიც საკუთარი თავის ამოცნობა შეეძლება მკითხველს. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მწერლობას თავდავიწყებას, რასაც ჩემი სახელიც ლეთე უსვამს ხაზს.


სინოპსისი

 

რომანის „უხმო ექო“ მთავარი გმირი გახლავთ ნოა ანუა აფხაზეთიდან დევნილი, ობოლი, ორომგამოვლილი ჯარისკაცი, რომელსაც დანაკარგებით აქვს გული დამძიმებული. ახლა, როცა ცხოვრების დინება თავის ბუნებრივ კალაპოტში დგას, რუსი ოლიგარქის შვილის ანდრეი კომაროვის გამოჩენა თავდაყირა აყენებს ყველაფერს. სიმშვიდეს მღელვარება ანაცვლებს. ისევ და ისევ იმღვრევა დინება, კალაპოტიდან გადმოდის და უცხო, გაუკვალავი მიმართულებით იღებს გეზს. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური