ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნათურა

0 ხმა

თამარ უჩანეიშვილი

ბიოგრაფია

თამარ უჩანეიშვილის ძირითად საქმიანობას საქართველოში ინკლუზიური განათების ხელშეწყობა წარმოადგენს. ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „ოთახი ეზოში“, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში თავისი წვლილის შეტანაა. ორგანიზაციაში საქმიანობის პარალელურად ატარებს ტრენინგებს და სემინარებს ადრეულ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით. განათლებას რაც შეეხება, სკოლაში სწავლის პერიოდში ხშირად წერდა და მიაჩნდა, რომ ეს მისი მთავარი საქმიანობაა, თუმცა ჯერ თბილისის სახ.უნივერსიტეტსა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, სხვა მიმართულებით მოუწია საქმიანობის გაგრძელება. სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თამარმა ბავშვზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ოთახი ეზოში” დააარსა სწორედ ბავშვებისთვის თავისუფალი არჩევანის მიცემის სურვილი იყო. ის მცირე სტატიები, რაც თავის პროფესიასთან კავშირში გამოაქვეყნა, არ არის ლიტერატურული, თუმცა ალბათ აქაც ჩანს დარგობრივი სტატიებისთვის ლიტერატურული სახის მიცემის მცდელობა. გამოქვეყნებული სტატიები:

„ინკლუზია და ჰომოფობია“ https://www.radiotavisupleba.ge/a/25317149.html

„თამაში და აუზიტმი“ https://shorturl.at/v8d64

„თამაში“   https://educationhouse.ge/storage/books/Adreuli%20Ganatleba-2023-1_1022.pdf

„არასრულფასოვანი საბჭოთა ადამიანი“ (der “unvolkommne” Sowjetmnsch)  Berlin-georgischer Gesellschaft 2006

სინოპსისი

რამდენიმე მოთხრობა მოთხრობების კრებულიდან ამოღებული ეს ორი მოთხრობა/ჩანახატი გვიყვება ამბებს ინდივიდების შესახებ, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესში, გარესამყაროსთან ურთიერთობის გზებს სხვადასხვა პერსპექტივას გადმოგვცემენ. „ნათურა“ არის ამბავი გრანდიოზულ ჭაღში მცხოვრები ნათურის შესახებ, ნათურა ინდივიდუალობის მეტაფორად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც ერთი შეხედვით კონფორმისტულ საზოგადოებაში ავთენტურობის ძიებას იწყებს. სხვა ნათურებისგან განსხვავებით, ეს ნათურა შუქს არ გასცემს, ელოდება ისეთ წარმოდგენას და აუდიტორიას, რომელიც სრულ ჰარმონიაში იქნება ერთმანეთთან.

 „თამაში აღდგომის ღამეს“

 კი მოგვითხრობს პატრიარქალურ საზოგადოებაში, ქალისა და კაცის ურთიერთობაზე, სადაც მთავარი გმირი (ქალი) ახალ პარტნიორთან ურთიერთობისას იწყებს იმის ანალიზს, თუ როგორ კარგავ ინდივიდუალობას. საკუთარი თავის კვლავ აღმოსაჩენად თუ იდენტობის გასამყარებლად მთელ ღამეს, ეკლესიის ეზოში მეგობართან საუბარში ატარებს. ეკლესიის მრევლის უარყოფითი განწყობა ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც საბოლოოდ ბავშვობაში აბრუნებს და ინდივიდუალობის იმ ნაწილის აღდგენაში ეხმარება, რასაც წლების წინ გაუფერულების საშუალება მისცა.

ციტატა: „იქნებ სულაც იმ „რიტმების“ და „ფერების“ დასაბრუნებლად არბოდა ქვით ხელში, ხის კიბეებზე“

მიმდინარე ტური არ არის აქტიური