შველადყოფილი
0 ხმა
თამარ წულუკიძე
რაც თავი მახსოვს, შემოქმედებით პროცესზე დაკვირვებით ვარ დაკავებული, მახსოვს პირველი სათვალის გაკეთება 16 წლის ასაკში როცა დაბურული სამყარო მკაფიო კონტურებით დავინახე, მახსოვს ხატვაზე სიარულის შემდეგ როგორ სხვანაირად აღვიქვამდი საგნებს, რომ ისინი აღარ იყვნენ ჩვეულებრივი გარემოცვის შემადგენელი ნაწილები, არამედ სხეულები რომლებისთვისაც უნდა გამეგო, მახსოვს შრომის გაკვეთილზე მხაზველობითი გეომეტრიის 2 გაკვეთილი და ასე არჩეული ჩემი პროფესია, არქიტექტურა. მერე სამხატვრო აკადემიის მიერ გადატრიალებული ჩემი ტვინი და იმის გააზრება რომ ამიერიდან ქუჩაში გავლა აღარ იქნებოდა ისევ ისეთი როგორიც ადრე, ამ პროფესიამდე. მოკლედ 25 წელმა იგივე საუკუნის მეოთხედმა ისე გაიარა რომ ხედვის ცვლილებათა სტაბილურობა არ დარღვეულა, იცვლება დრო, ადამიანები, ვიზრდებოდი მეც, თუმცა ერთი რამ რჩებოდა უცვლელი ჩემი ცვალებადობა. ადრეულ ასაკში თათოს მეძახდნენ ახლაც მეძახიან, მერე დავიჩემე პასპორტის სახელის დაძახება „თამარი“. თუმცა ამ სახელის კნინობით-ალერსობითი ვარიაციები არასდროს არ მთავრდება ყველა ჩემი სეხნია უსიტყვოდ დამეთანხმება ამაში და რაკი არ იშლიან მეც უკვე თითოეულის გაჟღერებაზე ვიხედები. წერით კი სულ ვწერ , სათავისოდ დაწერილი არაფერი გამომიქვეყნებია, სათქვენოდ დაწერილს კი აი ვაგზავნი კიდეც. ვფიქრობ რომ საქართველოში პოეტი ხალხი ცხოვრობს, მეც რა გამონაკლისი ვიქნებოდი, ჰოდა აი ჩემი აღებული კალამიც ესაა.
წიგნი ახალგაზრდა კაცის როემის შესახებაა, რომელიც წინა ცხოვრებაში შველი იყო, ხოლო ეს ცხოვრება მისი რეინკარნაციის ბოლო ფორმაა, ახალგაზრდობაში კუმურად ქცეული დეიდის გარდაცვალება დიდ დაღს დაასვამს ბიჭს, ერთის მხრივ წინა ცხოვრების პოლიგამიური ბუნება ხოლო მეორეს მხრივ წარსულის ტრამვები საშუალებას არ აძლევს ურთიერთობაა დაალაგოს თავის ძვირფას პარტნიორთან მატილდასთან, რომელიც თავიდან მაუს გამოვლინება ჰგონია, ამბის განმავლობაში ფიგურირებს ორი სახლი, პირველი რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ მაუს, და მეორე რომელსაც როემი საყვარელი ქალისთვის ააშენებს, თავის დარჩენილ სიცოცხლეს კი ინვალიდ მატილდას მიუძღვნის. წიგნი იყოფა ორ ნაწილად სახლი ფერდზე, და სახლი პანდუსით.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური