ეშმაკის ფსონი
0 ხმა
თემო სოლოღაშვილი
დავიბადე 1981 წლის 6 აგვისტოს, მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში. ამავე სოფელში დავამთავრე სკოლა.
ჩვეულებრივი მოსწავლე გახლდით, ცელქი, მოძრავი, ხმაურიანი. ვერ დავიკვეხნი იმას, რომ სახელმძღვანელოებთან ვმეგობრობდი, თუმცა მიყვარდა წიგნები, ვკითხულობდი იმას, რაც მე მომწონდა, რაც მაინტერესებდა. მქონდა ჩემი ოცნებები, ჩემი გატაცებები. მიყვარდა ფიქრი, ნელა-ნელა ვხვდებოდი, რომ სამყარო უფრო მრავალრიცხოვანი და საინტერესო იყო, ვიდრე ჩემი პატარა სოფლის ორღობიდან დანახული რეალობა.
1998 წელს გავხდი სტუდენტი და სწავლა გავაგრძელე იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც მესამე კურსიდან მივატოვე და ჯარში წავედი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ბავშობის ოცნება ამეხდინა და ინგლისში წავსულიყავი. 2006 წელს ჩემი ოცნება ახდა და სტუდენტური ვიზით ლონდონში ჩამოვედი.
მეც, როგორც ემიგრანტების უმეტესობას, მრავალ ადგილზე მომიწია მუშაობა, შევხვდი საინტერესო ადამიანებს და მივიღე ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა.
გამოქვეყნებული მაქვს:
“Game of Health” ჯანსაღი ცხოვრების წესი, „ამაზონი“2019 წ. წიგნი დაიწერა და გამოიცა მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წიგნიში მოთხრობილია ქართველი ახალგაზრდების საუბრები, რომლებიც სწავლობენ ლონდონში. ოთხი მათგანი საქართველოდანაა, ერთი კი ნახევრად ქართველი ჯონი, ინგლისში დაბადებულია რომელიც დასაქმებულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან იურიდიულ კომპანიაში. იმის გამო რომ ჯონის ერთერთი კლიენტი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ეწყება მოჩვენებები სადაც ის ხვდება ეშმაკის ქალიშვილს.
გიგა არის ერთი ჩვეულებრივი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან კეთილი და თავისუფლად მოაზროვნე, ადამიანი.
ლუკა გახლავთ ძალიან გაწონასწორებული, უაღრესად პატიოსანი, მორწმუნე და ქართული ტრადიციების მიმდევარი ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ბიზნესი.
ლაშა არის მდიდარი ოჯახიდან, აქვს უზრუნველი ცხოვრება და ისიც გიგასთნ ერთად, ასე ვთქვათ, ერთგვარ თავაშვებულ ცხოვრებას ეწევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
მიშა გახლავთ ოპორტუნისტი, აკეთებს იმას, რასაც ადამიანების უმეტესობა, როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ იშოვონ ფული და დააგროვონ ქონება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური